„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
12.06.2018
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზვიად ტომარაძე (საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21)
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი
ნომერი
#07-3/195/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-18
ბიუროს ნომერი 173

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №75, 27.12.2010. მუხ. 461) მე-20 მუხლის 1–ელ პუნქტს დაემატოს „ო)“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ო) 12 აგვისტი – დიდგორობა. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღის დაფასება და ამ საამაყო დღისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მინიჭება. დავით აღმაშენებლის მიერ დიდგორის ველზე მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვება არის ძლიერი ქართული სახელმწიფოს სიმბოლო და ეროვნული გამარჯვების დღე. დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადება, მნიშვნელოვანია საზოგადოეობაში სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვითშეგნების ამაღლების კუთხით. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი კანონპროექტის მიღების მიზანია დიდგორობის (12 აგვისტო) უქმე დღედ გამოცხადება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიხედვით შრომის კოდექსის მე-20 მუხლის 1–ლი პუნქტით დადგენილ უქმე დღეების ჩამონათვალს ემატება ,,ო“ ქვეპუნქტი 12 აგვისტო – დიდგორობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით დაფინანსების წყარო აუცილებელი ხარჯების დღის უქმედ გამოცხადება დაკავშირებულია ეკონომიკური სუბიექტების ქცევის ცვლილებასთან. აქედან გამომდინარე, კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებას შესაძლოა ჰქონდეს გავლენა შესაბამისი დონის ბიუჯეტ(ებ)ზე შესაბამისი ხარჯების დაფინანსების კუთხით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დღის უქმედ გამოცხადება დაკავშირებულია ეკონომიკური სუბიექტების ქცევის ცვლილებასთან. აქედან გამომდინარე, კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებასშესაძლოა ჰქონდეს გავლენა შესაბამისი საშემოსავლო ნაწილზე. დონის ბიუჯეტ(ებ)ის ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დღის უქმედ გამოცხადება დაკავშირებულია ეკონომიკური სუბიექტების ქცევის ცვლილებასთან. აქედან გამომდინარე, კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებას შესაძლოა ჰქონდეს გავლენაშესაბამისი დონის ბიუჯეტ(ებ)ის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება ვალდებულებებს. არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება დღის უქმედ გამოცხადება დაკავშირებულია ეკონომიკური სუბიექტების ქცევის ცვლილებასთან. აქედან გამომდინარე, კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებას შესაძლოა ჰქონდეს შესაბამისი ფინანსური შედეგები შესაბამის პირებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი ან სხვა კანონპროექტით არ დგინდება არანაირი საფასური იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტს არ ექნება გავლენა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ზვიად ტომარაძე (საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21) ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ემზარ კვიციანი (პარლამენტის წევრი)
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 20. უქმე დღეები 1. უქმე დღეებია: ა) 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები; ბ) 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე; გ) 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე; დ) 3 მარტი – დედის დღე; ე) 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე; ვ) 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე; ზ) სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია); თ) 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე; ი) 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე; კ) 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე; ლ) 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა); მ) 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე; ნ) 23 ნოემბერი – გიორგობის დღე. 2. დასაქმებული უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და მისი ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით.