„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.06.2018
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/230/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-18
ბიუროს ნომერი 173

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ.264 ) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის საჯარო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლები.“. 2. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის საჯარო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლები.”. 3. მე-171 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისას განცხადებას უნდა ერთოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის საჯარო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლები.“. 4. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის საჯარო რეესტრიდან ამონაწერები, (გარდა 24-ე მუხლის 28-ე და 281 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლები.“. 5. 32-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: “41. ამ კანონის 24-ე მუხლის 28-ე და 281 პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი სანებართვო მოწმობის გაცემის ვალდებულება ნებართვის გამცემს წარმოეშვება ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია, კერძოდ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს ნებართვის მისაღებად განმცხადებლის მიერ წარმოსადგენ დოკუმენტაციას, კერძოდ, აღნიშნული ნორმის საფუძვლეზე, იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილ განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები. კანონის აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს დამატებით ბარიერს იმ ავიაგადამზიდველისათვის, რომლებიც შესაბამისი ნებართვების - არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და/ან საავიაციო სამუშაოების ნებართვის მისაღებად მიმართავენ ნებართვის გამცემ უწყებას - სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს. კერძოდ, ავიაკომპანიების ბარიერი და სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული დოკუმენტის მიღებას, მითი უფრო არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ, ესაჭიროება დროის ხანგრძლივი პერიოდი. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების ნებართვის გაცემა კი ხშირ შემთხვევაში მოითხოვს ოპერატიულობას, ამგვარი ამონაწერის წარმოდგენა დროის გარკვეულ პერიოდთან არის დაკავშირებული, ავიაკომპანიას კი შესაძლოა დროის გაცილებით მცირე მონაკვეთში ესაჭიროებოდეს ნებართვა და კანონის ამ მოთხოვნამ შესაძლებელია დააბრკოლოს მათ მიერ ფრენის განხორციელება, მით უფრო, თუ გავითლავისწინებთ, რომ განცხადება მსგავსი ფრენების შესრულების ნებართვის თაობაზე ნებართვის გამცემ უწყებაში შეიძლება წარდგენილ იქნეს ფრენის შესრულებამდე რამდენიმე საათით ადრე. კანონის არსებული დანაწესი კი უარყოფითად აისახება ავიაკომპანიების მიერ საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესებაზე და ამგვარმა ბარიერებმა შესაძლოა შეამციროს საქართველოს მიმართულებით ჩარტერული ფრენებისა და საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელი საავიაციო სამუშაოების განხორციელების რაოდენობა. შესაბამისად, მიზანშეწონილია ცვლილება იქნეს შეტანილი კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტში და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების ნებართვებთან დაკავშირებით დადგინდეს გამონაკლისი არსებული წესიდან, რომლის საფუძველზეც კანონის მოთხოვნა არ გავრცელდება იმ იურიდიულ პირებზე, რომლებიც მიმართავენ სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების ნებართვის მიღების მიზნით. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზემოხსენებული ნებართვების მიღების მიზნით, განმცხადებელი ნებართვის გამცემ უწყებაში - სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, სხვა დოკუმენტებთან ერთად წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის განხორციელების უფლების მიმნიჭებელ დოკუმენტს - ექსპლუატანტის სერტიფიკატს (თავის მხრივ, გაცემულია შესაბამის იურიდიულ პირზე (ავიაკომპანია), სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის საფუძველზე), რომელიც სამოქალაქო ავიაციის სფეროში წარმოადგენს ავიაკომპანიის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტს. ამასთან აღსანიშნავია, რომ როგორც „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 1993 წელს) საფუძველზე (მუხლი 33), ასევე „საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ საქართველოს მიერ გაფორმებული ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმებების შესაბამისად, ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ან ვარგისად აღიარებული და ძალაში მყოფი საჰაერო ვარგისიანობის და დაშვების სერტიფიკატები მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ვარგისად იქნება აღიარებული შეთანხმებული მომსახურების განხორციელების მიზნით იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი სერტიფიკატების, მოწმობების და ლიცენზიების გაცემისა და ვარგისად ჩათვლის მოთხოვნები უტოლდება ან აღემატება ჩიკაგოს კონვენციის შესაბამისად დაწესებულ მინიმალურ სტანდარტებს. ამასთან, კანონის მოქმედი რამდენიმე ნორმით, ერთმანეთის იდენტურად, დადგენილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვალდებულება, განცხადებას დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები. კანონის აღნიშნული ნორმა ნაწილობრივ ხარვეზიანია, ვინაიდან ძირითადად საჯარო სამართლის იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაციას წარმოადგენს მისი შექმნის და წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტები, რომელთა დამოწმება რაიმე ფორმით კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით (კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში), ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით (ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად) და ქალაქ თბილისის საკრებულოს ნორმატიული აქტით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად. შესაბამისად, მიზანშეწონილია შეიცვალოს არსებული ჩანაწერი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ წარსადგენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ასევე გამოსწორდეს ხარვეზი, ამავე პუნქტებში მითითებულ სახელმწიფო რეესტრთან დაკავშირებით, კერძოდ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის დღეს მოქმედი რედაქცია იყენებს ტერმინს „სახელმწიფო რეესტრი“, იქიდან გამომდინარე, რომ „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი ძალადაკარგულია და არც „საჯარო რეესტრის შესახებ“ და არც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი საჯარო რეესტრთან მიმართებით „სახელმწიფო რეესტრს“ არ იყენებს, კანონპროექტში „სახელმწიფო რეესტრი“ ჩანაცვლდა „საჯარო რეესტრით“. კანონპროექტის მიღება ასევე განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კანონის 32-ე მუხლის მოქმედი რედაქცია ნებართვის გამცემს ავალდებულებს განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა. უნდა აღინიშნოს, რომ არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და ან საავიაციო სამუშაოების ნებართვა გაიცემა ავიაგადამზიდველის განაცხადზე, სამოქალაქო ავიაციის სპეციალური ელექტროკავშირის არხებით ელექტრონული ფორმით საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, სადაც აისახება რეისის შესასრულებლად გადამზიდველისათვის დადგენილი ყველა პირობა, რაც საკმარისია ფრენის განსახორციელებლად და დამატებით სანებართვო მოწმობა ავიაგადამზიდველს არ ესაჭიროება აღნიშნული ფრენების შესასრულებლად. შესაბამისად, სააგენტოსთვის გაცემა წარმოადგენს დამატებითი შეუძლებელია უცხო ქვეყნის სანებართვო მოწმობის რესურსის უსარგებლო ხარჯვას, გარდა ამისა, ავიაგადამზიდველისათვის შესაბამისი ქვეყნის აეროპორტიდან გამოფრენამდე სანებართვო მოწმობის მიწოდება. აღნიშნული მოწმობების დამზადება დაკავშირებულია ადამიანურ და ფინანსურ დანახარჯებთან, რომელსაც პრაქტიკული თვალსაზრისით არანაირი დანიშნულება არ გააჩნია. ამდენად, მიზანშეწონილია კანონის 32-ე მუხლს დაემატოს 41 პუნქტი, რომლის საფუძველზეც არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშოების განხორციელებისთვის გათვალისწინებული ნებართვების სანებართვო მოწმობის გაცემის ვალდებულება ნებართვის გამცემს წარმოეშვება ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის ძირითადი მიზანია ავიაკომპანიების ხელშეწყობა საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების ჩატარებისა და საქართველოს მიმართულებით არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დროს, რაც დაკავშირებულია შესაბამისი ნებართვის მაძიებელი იურიდიული პირის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლებასთან. აქვე, კანონის მოქმედი რედაქციის რამდენიმე პუნქტში სწორდება საკანონმდებლო ხარვეზის შემცველი დანაწესი, რომელიც ყველა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ავალდებულებს, ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად წარადგინოს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები, აგრეთვე მითითება „სახელმწიფო რეესტრზე“. ამასთან, კანონის 32-ე მუხლს ემატება არარეგულარული 41 პუნქტი, რომლის მიზანია საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების თაობაზე სანებართვო მოწმობის მიწოდება ავიაკომპანიებისათვის გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული, მეორეს მხრივ კი აღნიშნულ მოწმობაზე ნებართვის გამცემი უწყების - სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ რესურსი უსარგებლოდ იხარჯება, ვინაიდან აღნიშნულ მოწმობას არანაირი დანიშნულება არ გააჩნია შესაბამისი ავიაკომპანიისთვის არარეგულარი საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:  კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-171 მუხლის მე-3 პუნქტი და 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ყალიბდება იდენტურად, შემდეგი რედაქციით: განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის საჯარო რეესტრიდან ამონაწერები, (გარდა 24-ე მუხლის 28-ე და 281 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლები,.”.  კანონის 32-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: “41. 24-ე მუხლის 28-ე და 281 პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი სანებართვო მოწმობების გაცემის ვალდებულება ნებართვის გამცემს წარმოეშვება ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში.”. ვინაიდან კანონპროექტით 32-ე მუხლს ემატება 41 პუნქტი, საჭირო გახდა ამავე მუხლის მე-4 პუნქტში 41 პუნქტზე, როგორც საგამონაკლისო პუნქტზე, მითითების გაკეთება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: აღნიშნული პროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტს ექნება დადებითი გავლენა იმ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ავიაგადამზიდველებს აღარ მოუწევთ ამონაწერის ხარჯის გაღება, ხოლო სსიპ-სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აღარ გასწევს ხარჯს სანებართვო მოწმობების დასამზადებლად. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 9. საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია 1. საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ლიცენზიის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით. 2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ საქმიანობის ლიცენზიის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი, და თანდართული საბუთების ნუსხას. 3. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები. 4. განცხადებას ასევე დამადასტურებელი უნდა საბუთი, ერთოდეს სალიცენზიო გარდა იმ მოსაკრებლის შემთხვევისა, მაძიებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, როდესაც გადახდის ლიცენზიის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში სალიცენზიო არსებული მოსაკრებლის სახელმწიფო ოდენობა, ბიუჯეტში საქვეუწყებო მისი დაწესებულება. გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით. 5. საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მისაღებად, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების გარდა, განისაზღვრება მხოლოდ კანონით. დამატებითი სალიცენზიო პირობები 6. თუ ლიცენზიის მაძიებელი მოითხოვს კონკრეტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მიღებას და იმავე ლიცენზირებული საქმიანობის სფეროში აქვს ლიცენზია, ლიცენზიის გამცემი არ იკვლევს იმ სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგინდა წინა ლიცენზიის გაცემისას. 7. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს დამატებითი სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელი ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურება უშუალოდ არ არის დაკავშირებული ლიცენზიის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებასთან. 8. ლიცენზიის სალიცენზიო მაძიებელი პირობების დამადასტურებელი უფლებამოსილია არ დამაკმაყოფილებელი ისეთი დოკუმენტები, წარმოადგინოს დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების რომლებიც გაიცემა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და ლიცენზიის გაცემის საფუძველია. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისა და წარმოდგენის მიზნით ლიცენზიის გამცემი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით, განცხადების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისთანავე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს გადასცემს განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლებს. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლები მიაწოდოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა. 10. სხვა ადმინისტრაციული ორგანო მონაწილეობს ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში და ვალდებულია შესაბამისი წესით დაადგინოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურების წარმოდგენა ლიცენზიის მაძიებელს არ ევალება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დასაბუთებული უარი განაცხადოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე. 11. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების ლიცენზიის გამცემისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 25 დღისა. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის არ არის საკმარისი აღნიშნული ვადა, სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს ვადის გაგრძელება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია განცხადების ლიცენზიის გამცემისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 27 დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გამცემს. 12. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის ლიცენზიის გამცემის მიერ დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილ ზიანზე პასუხისმგებელია ლიცენზიის გამცემი. 13. თუ დადგენილ ვადაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელდა ფაქტობრივი გარემოების შესაბამისი წესით დადასტურება ან დასაბუთებული უარი მის დადასტურებაზე, კანონმდებლობით დადგენილი დამატებითი სალიცენზიო პირობები დაკმაყოფილებულად ჩაითვლება. 14. დაუშვებელია ლიცენზიის გამცემის მიერ ლიცენზიის მაძიებლისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების წარმოდგენის მოთხოვნა. 15. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში. 16. თუ ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს იურიდიული პირი, აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება აქვს ამ იურიდიული პირის ფილიალსაც. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ფილიალის მიერ ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელებისათვის წინასწარ აცნობოს ლიცენზიის გამცემს ფილიალის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების შესახებ. დაუშვებელია ლიცენზიის გამცემის მიერ ისეთი დამატებითი პირობის ან რეჟიმის დაწესება, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის ფილიალისათვის ცალკე ლიცენზიის გაცემას. მუხლი 17. სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია 1. სარგებლობის ლიცენზიის მაძიებელი აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემისას წარადგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი. 2. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები. 3. განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. 4. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს ლიცენზიის გამცემი. 5. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს განაცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას. მუხლი 171 . ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნა ლო ტალახის ან/დ ა გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესი 1. ლიცენზიის გამცემის მიერ ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზი ა საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში ასევე შეიძლება გაიცეს პირდაპირი წესით. 2 . ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისას წარადგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების (მოპოვების, შესწავლა-მოპოვების) ლიცენზიის მიღების შესახებ . 3 . ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისას განცხადებას უნდა ერთოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები. 4 . ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისას განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. 5 . ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისათვის ლიცენზიის გამცემი ადგენს : ა) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის; ბ) დამატებით სალიცენზიო პირობებს ლიცენზიის მაძიებლისა თვის. 6 . ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა . მუხლი 25. ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია 1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით, გარდა ამ კანონის 26 2 და 26 3 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. [ 1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით, გარდა ამ კანონის 26 2 , 26 3 და 26 5 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ( ამოქმედდეს 2018 წლის7 ივლისიდან ) ] 2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ ნებართვის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ნებართვის მაძიებელი, და თანდართული საბუთების ნუსხას. 3. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები. 4. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი 3 საბუთი, გარდა ამ კანონის 26 1 , 26 2 და26 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელია „საქართველოს უფლებამოსილებისა და კანონით გათვალისწინებული მთავრობის სტრუქტურის, საქმიანობის წესის შესახებ“ სამინისტრო ან გამგებლობაში მის საქართველოს არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით. [ 4. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, გარდა ამ კანონის 26 1 −26 3და 26 5 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით. (ამოქმედდეს 2018 წლის 7 ივლისიდან ) ] 5. საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, ნებართვის მისაღებად, ამ მუხლით გათვალისწინებული განისაზღვრება პირობების კანონით გარდა, ან დამატებითი კანონის სანებართვო საფუძველზე პირობები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით. 6. თუ ნებართვის მაძიებელი მოითხოვს კონკრეტულ ქმედებაზე ნებართვის მიღებას და მსგავსი ტიპის ქმედებაზე აქვს ნებართვა, ნებართვის გამცემი არ იკვლევს იმ სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგინდა წინა ნებართვის გაცემისას. 7. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს დამატებითი სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელი ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურება უშუალოდ ადმინისტრაციულ არ არის წარმოებასთან. დაკავშირებული აღნიშნული ნებართვის ფაქტობრივი გაცემის გარემოებების დადასტურება ხორციელდება ცალკე ადმინისტრაციული წარმოებით. 8. ნებართვის სანებართვო მაძიებელი პირობების დამადასტურებელი უფლებამოსილია არ დამაკმაყოფილებელი ისეთი დოკუმენტები, წარმოადგინოს დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების რომლებიც გაიცემა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და ნებართვის გაცემის საფუძველია. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისა და წარმოდგენის მიზნით ნებართვის გამცემი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით, განცხადების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისთანავე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს გადასცემს განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლებს. ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლები მიაწოდოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა. 10. სხვა ადმინისტრაციული ორგანო მონაწილეობს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში და ვალდებულია შესაბამისი წესით დაადგინოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურების წარმოდგენა ნებართვის მაძიებელს არ ევალება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დასაბუთებული უარი განაცხადოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე. 11. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების ნებართვის გამცემისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის არ არის საკმარისი აღნიშნული ვადა, სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს ვადის გაგრძელება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია განცხადების ნებართვის გამცემისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 17 დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს. 12. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის ნებართვის გამცემის მიერ დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილ ზიანზე პასუხისმგებელია ნებართვის გამცემი. 13. თუ დადგენილ ვადაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელდა ფაქტობრივი გარემოების შესაბამისი წესით დადასტურება ან დასაბუთებული უარი მის დადასტურებაზე, კანონმდებლობით დადგენილი დამატებითი სანებართვო პირობები დაკმაყოფილებულად ჩაითვლება. 14. დაუშვებელია ნებართვის გამცემის მიერ ნებართვის მაძიებლისთვის ამ მუხლის მე7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების წარმოდგენის მოთხოვნა. 15. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში. 16. თუ ნებართვით გათვალისწინებულ ქმედებას ახორციელებს იურიდიული პირი, აღნიშნული ქმედების განხორციელების უფლებამოსილება აქვს ამ იურიდიული პირის ფილიალსაც. ნებართვის მფლობელი ვალდებულია ფილიალის მიერ სანებართვო ქმედების განხორციელებისათვის წინასწარ აცნობოს ნებართვის გამცემს ფილიალის მიერ სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შესახებ. დაუშვებელია ნებართვის გამცემის მიერ ისეთი დამატებითი პირობის ან რეჟიმის დაწესება, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის ფილიალისათვის ცალკე ნებართვის გაცემას. თუ იურიდიული პირი ან ფილიალი განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც რეგულირდება ნებართვით და აღნიშნულს არ ითვალისწინებს მათ მიერ მოპოვებული ნებართვა, საჭიროა ამ იურიდიული პირის მიერ შესაბამისი ნებართვის მოპოვება. მუხლი 32. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა 1. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია ადმინისტრაციული აქტის სანებართვო მოწმობის საფუძველზე მიღებამდე განახორციელოს შესაბამისი ნებართვით გათვალისწინებული ქმედება. 2. ნებართვის გამცემის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება მხოლოდ სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ. 3. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სანებართვო ქმედება შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. 4. ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა. 5. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება კანონით ან ამ კანონის 26 1 და 26 2 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებით, ხოლო ამ კანონის 26 3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა ავტომატურად გრძელდება (გარდა ამ კანონის 261, 262 და 263 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ ამ ნებართვასთან დაკავშირებული სანებართვო პირობები არ შეცვლილა და ნებართვის მფლობელი წარადგენს წერილობით განცხადებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. 6. ნებართვა, გარდა ამ კანონის 263 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როგორც წესი, გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. კანონით ან ამ კანონის 261 და 26 2 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება დაადგინოს ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა. ვადის დადგენისას გაითვალისწინება სანებართვო ქმედების არსი ან/და განსახორციელებელი ტექნიკური პროცესები. [ 5. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება კანონით ან ამ კანონის 26 1 , 26 2 და 26 5 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებით, ხოლო ამ კანონის 26 3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა ავტომატურად გრძელდება (გარდა ამ კანონის 26 −26 და 26 მუხლებით გათვალისწინებული 1 3 5 შემთხვევებისა), თუ ამ ნებართვასთან დაკავშირებული სანებართვო პირობები არ შეცვლილა და ნებართვის მფლობელი წარადგენს წერილობით განცხადებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. 6. ნებართვა, გარდა ამ კანონის 26 3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როგორც წესი, გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. კანონით ან ამ კანონის 26 1 , 26 2 და 26 5 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანომ შეიძლება დაადგინოს ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა. ვადის დადგენისას გაითვალისწინება სანებართვო ქმედების არსი ან/და განსახორციელებელი ტექნიკური პროცესები. ( ამოქმედდეს 2018 წლის 7 ივლისიდან ) ]