„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-18
ბიუროს ნომერი 173
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში
(პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დ) შენობებისა და ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის, საინჟინრო ძიების, მიწების
გამიჯვნის,
მიწის
კადასტრის
წარმოების,
საავიაციო
უსაფრთხოების
მიზნებისთვის
განკუთვნილ და სხვა სპეციალურ სამუშაოებზე ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური სამუშაოების
წარმოება;
2. მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 151 მუხლი:
„მუხლი 151 საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოები
1. საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილ გეოდეზიურ სამუშაოებს
წარმოადგენს გეოდეზიური მასალების და მონაცემების შექმნის პროცესი, რაც ხორციელდება
ფრენების უსაფრთხოდ შესრულების მიზნით და მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:
ა) სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის („ტექნიკური რეგლამენტის − სამოქალაქო
ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი
პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის N87
დადგენილებით განსაზღვრული მიწის, წყლის, ან ნაგებობის ზედაპირის ფართობი)
ტერიტორიაზე გეოდეზიური საყრდენი ქსელების შექმნა, რომელიც გულისხმობს
პარამეტრებს, ათვლის ადგილობრივი სისტემების მდებარეობისა და ორიენტირების
განსასაზღვრად, კოორდინატთა/ათვლის გლობალური სისტემის მიმართ;
ბ) სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და მასთან
დაკავშირებული სხვა სამიმოსვლო ბილიკის („ტექნიკური რეგლამენტის − სამოქალაქო
ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი
პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის N87
დადგენილებით განსაზღვრული ბილიკი) გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანავიგაციო მომსახურებაში გამოყენებული
ტექნიკური საშუალებებით (მანძილმზომი მოწყობილობა და სხვა) გეოდეზიური
კოორდინატების განსაზღვრა;
დ) საავიაციო დაბრკოლებების გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრა და სხვა.
2. საავიაციო მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოების შესრულების წესს
დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 2.
საქართველოს
მთავრობამ
2019
წლის
10
აგვისტომდე
უზრუნველყოს
საავიაციო
მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოების შესრულების წესის დამტკიცება.
მუხლი 3.
1.ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 10 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საავიაციო მიზნებისთვის განკუთვნილი
გეოდეზიური საქმიანობის მოწესრიგება და ამ მიზნისთვის შესაბამისი საკანონმდებლო
საფუძვლის შექმნა.
აღსანიშნავია,
რომ
საქართველო
წარმოადგენს
სამოქალაქო
ავიაციის
საერთაშორისო
ორგანიზაციის (ICAO) წევრ ქვეყანას. 1993 წელს საქართველო პარლამენტის დადგენილებით
შეუერთდა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციას და
შესაბამისად, აიღო ვალდებულება უზრუნველყოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და
მოწესრიგებული ფუნქციონირება, რაც გულისხმობს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის
საქმიანობის განხორციელებას საერთაშორისო სტანდარტების, პროცედურებისა და
რეკომენდირებული პრაქტიკის შესაბამისად. აღნიშნული ვალდებულების შესრულება მოითხოვს
საქართველოს კანონმდებლობაში პერიოდულად ცვლილებების განხორციელებას კონვეციის
ნორმებთან და ავიაციის სფეროში მოქმედ
სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით.
ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-15 დანართის შესაბამისად, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს
რელიეფისა და დაბრკოლებების ელექტრონული მონაცემების დანერგვა და საბოლოოდ,
აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საბოლოო მომხმარებლებისთვის.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 2017 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის N2231
განკარგულებით დამტკიცდა „რელიეფისა და დაბრკოლებების ელექტრონული მონაცემების
დანერგვის გეგმა“, სადაც ასახულია დანერგვის გეგმის ამოცანები და განსახორციელებელი
აქტივობები, რაც ემსახურება საავიაციო დაბრკოლებების და რელიეფების შესახებ სრულყოფილი
ინფორმაციის გამოქვეყნებას, უსაფრთხო ფრენების განხორციელების მიზნით. აღნიშნული
განკარგულების ერთ-ერთ აქტივობად და განსახორციელებელ ქმედებად განისაზრვრა
„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე კანონპროექტის მომზადება, რომელიც შექმნის საკანონმდებლო საფუძველს
იმისათვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტის და ხარისხის მონაცემები, რაც
საბოლოოდ გამოქვეყნებული იქნება ჰაერსანაორნო ინფორმაციის გაერთიანებულ პაკეტში.
აღნშნული ინფორმაციის და მონაცემების გამოქვეყნება და ხელმისაწვდომობა აუცილებელია
ფრენების უსაფრთხოდ განხორცილებისათვის.
აღსანიშნავია, რომ „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება
გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება,
საერთაშორისო
პროგრამებისა
და
პროექტების
კოორდინირება,
კოორდინატებისა
და
სიმაღლეების, გრავიმეტრიული გაზომვების, აგრეთვე სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკებისა
და გეგმების, მასშტაბების რიგითობის ერთიანი სახელმწიფო სისტემის დადგენა და სხვა, თუმცა
იმის გამო, რომ მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს საავიაციო სფეროში გეოდეზიურ
საქმიანობას, როგორც გეოდეზიური საქმიანობის სახეს, შესაბამისად არ არსებობს მთავრობის
მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი, რომელიც დაადგენს კონკრეტულ მოთხოვნებს
აღნიშნული საქმიანობის განხორციელების მიმართ. გამომდინარე აღნიშნულიდან, ამ დრომდე
საავიაციო
სფეროში
მოქმედი
უწყებები
(შპს
„საქაერონავიგაცია,
„შპს
„საქართველოს
გაერთიანებული აერპორტები“ და სხვა) მოკლებულნი არიან ხარისხიანი გეოდეზიური
სამუშაოების განხორციელების და ხარისხიანი და სრულყოფილი პროდუქტის მიღების
შესაძლებლობას.
გამომდინარე იქედან, რომ საავიაციო სფეროში გეოდეზიური საქმიანობის შედეგად მიღებული
პროდუქტი (კოორდინატები) წარმოადგენს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან
ელემენტს, ამ სფეროში წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა სამუშაოების განხორციელების
გარკვეული პრაქტიკა, თუმცა საკანონმდებლო დონეზე საავიაციო მიზნებისთვის განკუთვნილი
გეოდეზიური საქმინობის განხორციელების მიმართ არაინაირი მოთხოვნმები დადგენილი არ
არის და შესაბამისად, ჩამოყალიბებული პრატიკა ატარებს არასისტემურ ხასიათს და ძირითადად
დამოკიდებულია ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების გამოცდილებასა და კომპეტენციაზე. ამ
პრატიკის თანახმად დამკვეთი (როგორც წესი შპს „საქაერონავიგაცია,
„შპს „საქართველოს
გაერთიანებული აერპორტები“ ან „ტავ ურბან საქართველო“) უკვეთავს კონკრეტული სამუშაოს
შესრულებას გარკვეულ პირს, თუმცა ამ პროცესის ფარგელბში არ მოწმდება იურიდიული ან
ფიზიკური პირის კომპეტენცია, მათ მიერ გამოყენებული ხელსაწყოების დაკალიბრება და სხვა
უშუალოდ სამუშაოების ჩატარების პროცესი, რაც საბოლოო პროდუქტის ხარისხზე აისახება. ამ
პროცესის შედეგად დღემდე საეჭვოა მიღებული კოორდინატების სიზუსტე და ასევე აღნიშნულ
კოორდინატებთან დაკავშირებული მონაცემები არაერთგვაროვანია.
2016 წლის 11 ოქტომბერს მიღებულ იქნა „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო
ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და
ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
N471 დადგენილება, რომლითაც განისაღვრა ჰაერსანაოსნო
მონაცემათა ხარისხის დაცვის
ვალდებულება, რაც გამოიხატება ამ მონაცემების სიზუსტის, გამოქვეყნების გარჩევადობის,
მთლიანობის, დროულობის, სისრულის თვალისდევნების შესაძლებლობის (traceability) და
ფორმატის მიმართ დადგენილ მოთხოვნებში და საბოლოო მომხმარებლამდე (ავიაკომპანია,
აეროდრომი, საქაერონავიგაცია, სხვა) მიწოდებაში.
ზემოხსენებული #471 დადგენილების ეტაპობრივი დანერგვის პროცესში გამოიკვეთა რიგი
საკითხები, რაც უშუალოდ უკავშირდება გეოდეზიურ საქმიანობას და აღნიშნული საქმიანობის
მოწესრიგებას. საავიაციო სფეროში მოქმედი სუბიექტების საქმიანობის დაკვირვებამ ცხადყო,
რომ მონაცემთა ხარისხი, მარეგულირებელი ნორმების არ არსებობის გამო, სრულყოფილად არ
არის უზრუნველყოფილი და საავიაციო ხელისუფლების ზედამხედველობის ქვეშ მყოფ
სუბიექტებს
ვერ
ექნება
შესაძლებლობა
დააკმაყოფილონ
ტექნიკური
მოთხოვნები
და
სტანდარტები გეოდეზიური საქმიანობის სათანადო დარეგულირების გარეშე.
საქართველოს
მთავრობის N471 დადგენილებაში
გარკვეულწილად
დარეგულირებულია
ინფორმაციის მიწოდება/მიღების საკითხები, თუმცა დამატებით დასადგენია გეოდეზიურ
საქმინობასთან დაკავშრებული საკითხები, როგორიცაა:
ზოგადი მოთხოვნები გეოდეზიური გადაღებების მიმართ (პრინციპები);
გეოდეზიური ხელსაწყოების კალიბრაცია;
მონაცემთა მიღება, დამუშავება და შენახვა;
სანიველირო ნიშნების დადგენის/მარკირების, დაცვის და სხვა საკითხები;
მოთხოვნები საავიციო ინფრასტრუქტურის გადაღების მიმართ;
გეოდეზისტების სწავლებები, კომპეტენცია და სხვა ტექნიკური თუ საორგანიზაციო
საკითხები.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული მიზნიდან გამომდინარე, მომზადდა წინამდებარე კანონპოექტი,
რომლითაც „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონს
ემატება საავიაციო მიზნისთვის განკუთვნილი გეოდეზიური საქმიანობა, როგორც სპეციალური
(დარგობრივი) დანიშნულების გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის ერთ-ერთი სახე
და ამასთან, იქმნება საკანონმდებლო საფუძველი საავიაციო მიზნებისთვის განკუთვნილი
გეოდეზიური სამუშაოების
შესრულების წესის მიღებისათვის, რომელსაც დადგენილებით
დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საავიაციო მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური
საქმიანობის რეგულირების და კონტროლის მექანიზმისთვის საკანონმდებლო საფუძვლის
შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ცვლილების ძირითადი არსი მგდომარეობს
იმაში, რომ სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიურ
და კარტოგრაფიულ სამუშაოებს ემატება საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის
განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოების წარმოება.
ასევე, კანონს ემატება 151 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს საავიაციო უსაფრთხოების
მიზნებისთვის განკუთვნილ გეოდეზიურ საქმიანობას და ასევე ადგენს აღნიშნული
სამუშაოების კონკრეტულ ჩამონათვალს, კერძოდ საავაიციო უსაფრთხოების მიზნისთვის
განკუთვლნილი გეოდეზიური საქემიანობა არის სამუშაოები, რომელიც მიმართულია
ფრენების უსაფრთხოდ შესრულებისკენ და მოიცავს:
ა) სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე გეოდეზიური საყრდენი ქსელების
შექმნა, რომელიც გულისხმობს პარამეტრებს, ათვლის ადგილობრივი სისტემების მდებარეობისა
და ორიენტირების განსასაზღვრად, კოორდინატთა/ათვლის გლობალური სისტემის მიმართ;
ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის,ასაფრენ-დასაფრენის ზოლის და მასთან დაკავშირებული სხვა
სამიმოსვლო მარშრუტების კოორდინატების განსაზღვრა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანავიგაციო მომსახურებაში (მანძილმზომი
მოწყობილობა, სხვა) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების გეოდეზიური კოორდინატების
განსაზღვრა;
დ) საავიაციო დაბრკოლებების კოორდინატების განსაზღვრა და სხვა.
აღნიშნული მუხლი ასევე ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ საავიაციო
უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოების შესრულების
წესის დამტკიცებას, რომელსაც შეიმუშავებს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“. ეს
დადგენილება დაარეგულირებს საავიაციო მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური
სამუშაოების
შესრულების
წესს,
დაადგენს
ტექნიკურ
მოთხოვნებს
აეროდრომების/ვერტოდრომის საყრდენი ქსელების მიმართ, ასევე შესაბამისი
კოორდინატების განსაზღვრასთან დაკავშირებით სხვა მოთხოვნებს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროქტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 3. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა
1. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა მოიცავს:
ა) საერთო-სახელმწიფოებრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს,
რომელთა შედეგებსაც აქვთ საერთო-სახელმწიფოებრივი და დარგთაშორისი მნიშვნელობა;
ბ) სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს,
რომელთა შესრულების აუცილებლობაც განისაზღვრება შესაბამისი ორგანოების
მოთხოვნილებით.
2. საერთო-სახელმწიფოებრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს
განეკუთვნება:
ა) დედამიწის ფორმისა და ზომების განსაზღვრა და ამ მიზნებისათვის გარე გრავიტაციული
ველის შესწავლა;
ბ) სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების გრაფიკული (მყარ საფუძველზე),
ციფრული და სხვა ფორმით შექმნა, განახლება და გამოცემა;
გ) სახელმწიფო გეოდეზიური გეგმური და სიმაღლური საყრდენი ქსელების შექმნა,
განვითარება და მუშა მდგომარეობაში დაცვა;
დ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით დედამიწის
დისტანციური ზონდირება;
ე) აეროგადაღებითი და კოსმოსურ გადაღებითი სამუშაოები;
ვ) (ამოღებულია);
ზ) სახელმწიფო დანიშნულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდების შექმნა და მართვა;
თ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგში გეოინფორმაციული სისტემების შექმნა და
მართვა;
ი) ზოგადგეოგრაფიული, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, სასწავლო, საცნობარო და სხვა
დარგთაშორისი დანიშნულების თემატიკური რუკებისა და ატლასების დაგეგმვა, შედგენა და
გამოცემა;
კ) საქართველოს ეროვნული მეურნეობის დარგების, ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების
სფეროს, მეცნიერებისა და განათლების სისტემის, ფიზიკური და იურიდიული პირების
გეოდეზიური მონაცემებითა და კარტოგრაფიული პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით
შესასრულებელი ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები;
ლ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის, დემარკაციის და სახელმწიფო
საზღვრის ხაზის გატარების სისწორის შესამოწმებლად, აგრეთვე საქართველოს საზღვაო
სივრცეების დელიმიტაციისათვის ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული
მონაცემებითა და მასალებით უზრუნველყოფა;
მ) საქართველოს კონტინენტური შელფის, უცხო ქვეყნების ტერიტორიებისა და მსოფლიო
ოკეანეებისა და ზღვების კარტოგრაფირება, მათ შორის ტოპოგრაფიული და საზღვაო რუკების
შედგენა საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი წესით;
ნ) საერთო საზღვაო-სანაოსნო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესასრულებელი
გეოდეზიური სამუშაოები;
ო) ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების მეტროლოგიური
უზრუნველყოფა;
პ) კარტოგრაფიულ პროდუქციაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სწორი ასახვა;
ჟ) ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი მიმართულებებით სამეცნიერო-კვლევითი და
საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულება და გეოდეზიური და კარტოგრაფიული
ტექნიკით უზრუნველყოფა.
3. სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიურ და
კარტოგრაფიულ სამუშაოებს განეკუთვნება:
ა) ტოპოგრაფიული გეგმების შედგენა და განახლება, რომლებიც აუცილებელია სხვადასხვა
ობიექტების სამშენებლო უბნებზე გენერალური გეგმების შესადგენად, მიწისქვეშა ქსელების,
შენობებისა და ნაგებობების სამშენებლო მოედნებთან მისაბმელად, აგრეთვე სხვა
სპეციალური სამუშაოების შესასრულებლად;
ბ) სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების გეოინფორმაციული სისტემების შექმნა და
წარმართვა;
გ) სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების თემატიკური რუკების, გეგმების, სამეცნიეროსაცნობარო ატლასების გრაფიკული, ციფრული და სხვა ფორმებით შედგენა და გამოცემა;
დ) შენობებისა და ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის, საინჟინრო ძიების, მიწების
გამიჯვნის, მიწის კადასტრის წარმოებისა და სხვა სპეციალურ სამუშაოებზე ტოპოგრაფიულგეოდეზიური სამუშაოების წარმოება;
ე) ამ მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი მიმართულებებით სამეცნიერო-კვლევითი და
საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულება.