„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
13.06.2018
ავტორი
საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე, სოფიო ქაცარავა
ნომერი
#07-3/196/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-18
ბიუროს ნომერი 173

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28, 18.07.2007; სარეგისტრაციო კოდი: 080.140.000.05.001.002.956) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის პირველი - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. სასამართლოს უფლება აქვს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლამდე ვადით ჩამოართვას შემდეგი უფლებებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. 2. სასამართლოს უფლება აქვს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოართვას 10 წლამდე ვადით, ხოლო „ა“ და „გ“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე - 5 წლამდე ვადით. 3. სასამართლოს უფლება აქვს ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოართვას 5 წლამდე ვადით, „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე - 10 წლამდე ვადით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება − 15 წლამდე ვადით . 4. სასამართლოს უფლება აქვს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოართვას 5 წლამდე ვადით, „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე - 15 წლამდე ვადით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება − 20 წლამდე ვადით. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განაპირობა “სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ» და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების შემუშავებამ. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი გარანტიების შექმნით, მოხდეს სამართალწარმოებისას ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა და რესოციალიზაციარეაბილიტიაციის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, ზიანის შემცირება, მოსამართლის მიერ ინდივიდუალური მიდგომის უპირველესი გათვალისწინება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომებისათვის უპირატესობის მინიჭება, ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული მართლმსაჯულების, რესოციალიზაცია-რეაბალიციტაციის და არადამსჯელობითი სისხლის სამართლებრივი რეგულირების უზრუნველყოფა; წამალდამოკიდებულ პირთა მიმართ არა რეპრესიული, არამედ სოციალური და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული რეაგირება, ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნორმების სიმარტივის, სამართლიანობის, ლიბერალური მიდგომის და განჭვრეტადობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით უქმდება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ბლანკეტური ჩანაწერები და უფლებების შეზღუდვის ავტომატური მექანიზმის ნაცვლად, მოსამართლეს თავად ენიჭება უფლებამოსილება, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პირს დამატებით ჩამოართვას ის უფლებები იმ ვადით, როგორც თავად თვლის სამართლიანად და თანაზომიერად, მახასიათებლების მსჯავრდებულის და გათვალისწინებით. მის მიერ ჩადენილი აღნიშნულის ქმედების საფუძველია ის, ინდივიდუალური რომ კანონით გათვალისწინებული სამოქალაქო უფლებების ბლანკეტურად ჩამორთმევა გაუმართლებლად რთულ და მძიმე სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს. შესაბამისად, აღნიშნული კანონით დამოუკიდებლად, ავტომატურ რეჟიმში უფლებების ჩამორთმევა ერთი მხრივ ლახავს მსჯავრდებულის უფლებებს, მეორე მხრივ კი მოსამართლესაც უზღუდავს სასჯელის ინდივიდუალიზების და შესაძლებლობებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: 1 მისი სამართლიანი ზომის განსაზღვრის ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: აღნიშნული კანონპროექტი ხელს შეუწყობს შესაბამისი პირების რესოციალიზაციასა და მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას. კერძოდ: კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელ პირებზე, ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება გულისხმობს სასამართლოს უფლებამოსილებას, აღნიშნულ პირებს 3 წლამდე ვადით ჩამოართვას შესაბამისი ერთ-ერთი ან რამდენიმე უფლება, რომელიც ასევე მოიცავს შესაბამის სფეროებში საქმიანობის უფლებას, ხოლო კანონის მოქმედი რედაქცია კი ითვალისწინებს აღნიშნული ყველა უფლების ერთდროულად ჩამორთმევას 3 წლის ვადით ავტომატურად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს, აგრეთვე, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყომწყობი ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელმემწყობ პირებზე, ვინაიდან კანონის მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით, კანონპროექტი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას ასეთ პირებს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოართვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება 10 წლამდე ვადით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში 15 წლამდე ვადით, მაშინ როდესაც კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს აღნიშნული უფლების ჩამორთმევას ავტომატურად სასამართლოს გამატყუნებელი განაჩენის საფუძველზე ზუსტად 10 წლის ვადით პირველ ჯერზე, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში 15 წლის ვადით. რაც შეეხება კანონის მე-3 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული სხვა უფლებების ჩამორთმევას, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყომწყობი ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობ პირებს სასამართლომ შესაძლოა ჩამოართვას აღნიშნული უფლებებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე 5 წლამდე ვადით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 5 წლამდე ვადით, ხოლო ,,გ-ზ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებით უფლებები 10 წლამდე ვადით, მაშინ როდესაც კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, აღნიშნული უფლებები შესაბამის პირებს ჩამოერთმევა ერთდროულად ზუსტად 5 წლის ვადით პირველ ჯერზე, ხოლო განმეორების შემთხვევაში შესაბამისად 5 წლამდე და 10 წლამდე ვადით. 2 კანონპროექტით განისაზღვრება აგრეთვე სასამართლოს უფლებამოსილება, 5 წლამდე ვადით ჩამოართვას ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები – 15 წლამდე ვადით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება − 20 წლამდე ვადით, მაშინ როდესაც კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს შესაბამისი უფლებების ჩამორთმევას ავტომატურად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ზუსტად 5, 10 და 20 წლის ვადით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა (41 ორგანიზაცია), დარგის ექსპერტები, სამოქალაქო სექტორი დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე, სოფიო ქაცარავა. 3
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 3. უფლებების ჩამორთმევა 1.სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. 2. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 10 წლით, ხოლო „ა“ და „გ“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები − 5 წლით. 3. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 5 წლით, „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები – 10 წლით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება − 15 წლით. 4. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 5 წლით, „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები – 15 წლით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება − 20 წლით. 4 1 . მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში შესაძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება ან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, უფლებების ჩამორთმევისაგან სრულად გათავისუფლება. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ აღინიშნება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში. 6. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისათვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ სასამართლო დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.