„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-18
ბიუროს ნომერი 173
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
16.01.2012,
სარეგისტრაციო
კოდი:
010100000.05.001.016606) მე-12 მუხლის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო და კერძო დაწესებულებებს შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების მიზნით
შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი შენობების ვიდეოთვალთვალი, თუ ეს აუცილებელია
პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისგან
დაცვისა
და
საიდუმლო
ინფორმაციის
დაცვის
მიზნებისათვის,
ასევე
საგამოცდო/ტესტირების მიზნებისათვის.“.
2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შეიძლება მხოლოდ
გამონაკლის შემთხვევებში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოების, საკუთრებისა და
საიდუმლო ინფორმაციის დაცვის, ასევე საგამოცდო/ტესტირების მიზნებისათვის და თუ ამ
მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
შემუშავების
ძირითად
მიზეზს
წარმოადგენს
საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული გამოცდების/ტესტირებების მიმდინარეობისას
ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენების აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
გამოცდების/ტესტირებების მიმდინარეობისას ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენების
შესაძლებლობის დადგენა, რასაც კანონის მოქმედი რედაქცია ფაქტობრივად გამორიცხავს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ საჯარო და კერძო
დაწესებულებებს შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების მიზნით შეუძლიათ
განახორციელონ თავიანთი შენობების ვიდეოთვალთვალი, თუ ეს აუცილებელია პირის
უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისგან დაცვისა
და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით
განსაზღვრულია, რომ სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შეიძლება
მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და
საკუთრების დაცვის, ან საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისთვის და თუ ამ მიზნების
სახვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია.
წარმოდგენილი კანონპროექტით კი განისაზღვრება, რომ საჯარო და კერძო
დაწესებულებების
შენობების
ვიდეოთვალთვალი,
ასევე
სამუშაო
ადგილზე
ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ პირის
უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის ან საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისთვის,
ასევე საგამოცდო/ტესტირების მიზნებისათვის.
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულია
სხვადასხვა
სახის
გამოცდები/ტესტირებები,
რომელთა
შეუფერხებლად
და
წარმატებით
ჩატარება
მნიშვნელოვნად განსაზღვრავს შესაბამის სფეროებში სამართლებრივი ურთიერთობების
ჩამოყალიბებას. აღნიშნული გამოცდების/ტესტირებების ჩატარებას უზრუნველყოფს
სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა საჯარო დაწესებულება.
მაგალითად, საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრულია, რომ სსიპ - შეფასებისა
და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს, ერთიან
ეროვნულ გამოცდებს, საერთო სამაგისტრო გამოცდებს, მასწავლებლის საგნის გამოცდებს,
მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებას,
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას, პროფესიულ ტესტირებას და სხვა სახის
გამოცდებს/ტესტირებებს. კანონმდებლობით ასევე განსაზღვრულია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს
მართვის მოწმობის მისანიჭებელი გამოცდის ჩატარებას, ხოლო მაგალითად, სსიპ -
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ატარებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო
გამოცდას.
ზემოაღნიშნული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა
გამოცდების/ტესტირებების შეუფერხებლად და კანონმდებლობით დადგენილი წესების
დაცვით ჩატარებისათვის აუცილებელია შესაბამისი შენობებისა და შენობებში განთავსებულ
სამუშაო სივრცეში ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება, რათა განხორციელდეს
გამოცდის/ტესტირების
მიმდინარეობის
პროცესზე
პირდაპირი
დაკვირვება
და
ვიდეოჩანაწერების (მათ შორის აუდიოჩანაწერების) გაკეთება. აღნიშნულ შემთხვევებში
ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება აუცილებელია: გამოცდაზე მონაწილე პირთა
(მაგალითად, აბიტურიენტი, მაგისტრანტობის კანდიდატი, მასწავლებელი და სხვა მონაწილე)
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის/საგამოცდო პროცესის შუფერხებლად
განხორციელების უზრუნველყოფისთვის. მაგალითად, აბიტურიენტს უფლება აქვს
წარადგინოს პრეტენზია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის
დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ამ ფაქტის არსებობა/არარსებობის
საკითხზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი
საგამოცდო სექტორის (ოთახის) ვიდეოჩანაწერის ნახვით, საიდანაც დადგინდება მოხდა თუ
არა პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევა ტესტირების პროცესის
მონაწილე სხვა პირების - მაგალითად ცენტრის თანამშრომლების (მეთვალყურე/კურატორის)
მიერ ან მაგალითად, სხვა აბიტურიენტის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი
წესის დარღვევას სხვა პირების მიერ (აბიტურიენტისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
მნიშვნელოვანია
დადგინდეს
საგამოცდო/ტესტირების მიზნებისთვის ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენების
შესაძლებლობა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს, გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ღონისძიების
განხორციელება მოხდება უკვე არსებული რესურსის გამოყენებით. კერძოდ, საგამოცდო
ცენტრებად სსიპ-შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განისაზღვრება ისეთი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც უკვე არსებობს ვიდეო კამერები. ასევე,
დამატებითი ხარჯი არ იქნება ადამიანური რესურსი, რადგან სსიპ - შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს ვიდეო-მონიტორინგის განხორციელებას
არსებული რესურსით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ
ხელშეკრულებებს.
და
მრავალმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 12. საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობების ვიდეო თვალთვალი
1. საჯარო და კერძო დაწესებულებებს შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების მიზნით
შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი შენობების ვიდეოთვალთვალი , თუ ეს აუცილებელია
პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან
დაცვისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის.
2. ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია
მხოლოდ შენობის გარე
პერიმეტრისა და შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება. მონაცემთა დამმუშავებელი
ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ
შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე
ინფორმირებულად ითვლება.
3. სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შეიძლება მხოლოდ
გამონაკლის შემთხვევაში , თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების
დაცვის, ასევე საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა
საშუალებით მიღწევა შეუძლებელია .
4. ვიდეოთვალთვალის განხორციელება
ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში .
დაუშვებელია
გამოსაცვლელ
ოთახებსა
და
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამუშაო ადგილზე
ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენებისას შესაბამის კერძო ან საჯარო დაწესებულებაში
დასაქმებული ყველა პირი წერილობითი ფორმით უნდა იყოს ინფორმირებული
ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და მისი უფლებების შესახებ.
6. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შექმნას ვიდეოჩანაწერების შენახვისათვის
განკუთვნილი ფაილური სისტემა. ჩანაწერების (სურათები/ხმა) გარდა, სისტემა უნდა
შეიცავდეს ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ.