„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-18
ბიუროს ნომერი 173
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ინდივიდუალური მუშაობა – სასკოლო სასწავლო გეგმით დადგენილი გაკვეთილების
(საათების) გარდა, მასწავლებლის მუშაობა მოსწავლესთან/მოსწავლეთა ჯგუფთან ეროვნული
სასწავლო გეგმის მიზნების მისაღწევად;”;
ბ) ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ვაუჩერი – ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია მოსწავლის მიერ ზოგადი
განათლების მიღების დასაფინანსებლად;“;
გ) ,,უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,უ) ინკლუზიური განათლება - თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესი,
რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია ყველა მოსწავლის განათლება ინდივიდუალური
საგანმანათლებლო საჭიროების და შესაძლებლობის გათვალისწინებით;“;
დ) ,,ღ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ღ1) მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული
პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც
ერთ საგანს მაინც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასევე სპეციალური
მასწავლებელი;“;
ე) ,,ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ყ) ინდივიდუალური სასწავლო გეგმა - მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების გათვალისწინებით ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციის გზით შექმნილი
სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია;“;
ვ) ,,ყ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ყ2“-,,ყ5“ ქვეპუნქტები:
„ყ2) ალტერნატიული სასწავლო გეგმა - ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად პრინციპებზე
დაფუძნებული სასწავლო გეგმა, რომელიც განკუთვნილია მძიმე/ღრმა ინტელექტუალური
ან/და მრავლობითი დარღვევის ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და
უსინათლო) მოსწავლისათვის და ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია;
ყ3) გაფართოებული სასწავლო გეგმა - სენსორული დარღვევის მქონე მოსწავლის
საგანმანათლებლო
საჭიროებით
განპირობებული
სპეციფიკური
კომპეტენციების
გაძლიერებაზე ორიენტირებული სასწავლო გეგმა, რომლიც ეროვნული სასწავლო გეგმის
ნაწილია;
ყ4) სპეციალიზებული კლასი - ერთი ასაკის ან მაქსიმუმ სამ წლიანი ასაკობრივი სხვაობის
ჰომოგენური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა კლასი;
ყ5) ინტეგრირებული კლასი - ჰომოგენური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, სხვადასხვა
კლასში ჩარიცხული, ერთი ასაკის ან მაქსიმუმ სამ წლიანი ასაკობრივი სხვაობის მოსწავლეთა
ერთობა,;“;
ზ) ,,ჩ2“ და ,,ჩ3“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჩ2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე - მოსწავლე, რომელსაც
აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები ვერ ძლევს შესაბამისი კლასისათვის
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს ან/და საჭიროებს
ეროვნული
სასწავლო
გეგმის
ადაპტაციას/გაფართოებას,
გარემოს
ადაპტაციას,
ალტერნატიულ სასწავლო გეგმას ან/და სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას;
ჩ3) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების
მულტიდისციპლინური გუნდი (შემდგომში – მულტიდისციპლინური გუნდი) –
ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
შექმნილი
სპეციალისტთა
გუნდი/გუნდები,
რომელიც/რომლებიც
სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის მიზნით ახორციელებს/ახორციელებენ პირის
შეფასებას და მისთვის განათლების საუკეთესო ფორმის შერჩევას;“;
თ) ,,ჩ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჩ6) პანსიონური მომსახურება - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ
განსაზღვრული კატეგორიის სკოლის/რესურს სკოლის მიერ დღის/სადღეღამისო სერვისის
შეთავაზება, რომელიც მოიცავს მოსწავლეების საცხოვრებელი პირობებით, კვებითა და
დამატებითი პროგრამებით/სერვისებით უზრუნველყოფას;“;
ი) ,,ჩ6“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჩ7“ ქვეპუნქტი:
,,ჩ7) რესურს სკოლა:
ჩ7.ა) სენსორული ან/და მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის ან
მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან ქცევითი და ემოციური
აშლილობის
მქონე
მოსწავლეებისთვის
განკუთვნილი
სკოლა,
რომელიც
ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმის
შესაბამისად და ასევე შესაბამისი პროგრამებით/სერვისებით უზრუნველყოფს სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს.
ჩ7.ბ) სკოლა, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული
სასწავლო გეგმის შესაბამისად, სრულად მოიცავს ზოგადი განათლების საბაზო ან/და
საშუალო საფეხურს და ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
რომელიმე საგნის/საგნების გაძლიერებულ სწავლებას;“;
კ) ,,ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ძ) პედაგოგიური საქმიანობა – მასწავლებლის მიერ მოსწავლეებთან საგაკვეთილო და
დამატებითი ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა;“;
2. მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში სმენის დარღვევის
მქონე მოსწავლის სწავლების ენად გამოიყენება ქართულ ჟესტური ენა და ბილინგვური
სწავლების პრინციპები, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც
მხოლოდ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები იღებენ განათლებას სავალდებულოდ
გამოიყენება ქართული ჟესტური ენა ან/და ბილინგვური სწავლების პრინციპები.
6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში მხედველობის
დარღვევის მქონე მოსწავლესთან გამოიყენება ბრაილის სისტემა ან/და შესაბამისი დამხმარე
ტექნოლოგიები, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც
განათლებას იღებენ მხოლოდ მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეები,
სავალდებულოდ გამოიყენება ბრაილის სისტემა ან/და შესაბამისი დამხმარე ტექნოლოგიები.“;
3. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო
შეიმუშავებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომლითაც განისაზღვრება: სწავლა-სწავლების
მიზნები, თითოეულ საგანში შესაძენი ცოდნა და საგანმანათლებლო პრინციპები, რომელსაც
სწავლა-სწავლების მეთოდიკა და შეფასების სისტემა უნდა დაეფუძნოს, ასევე ზოგადი
განათლების საფეხურების მიხედვით აუცილებელი საგნობრივი ჯგუფები, საგნების
მიხედვით საათები, მათი განაწილება და აუცილებელი დატვირთვა, სასწავლო გარემოს
ორგანიზების პირობები და რეკომენდაციები.“;
ბ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის, საჭიროების
შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ეროვნული სასწავლო გეგმის
საფუძველზე შეიმუშავებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.“;
გ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და 13 პუნქტები:
,,12. მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის ან მრავლობითი
სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) მოსწავლეთა სწავლებისას,
მულტიდისციპლინური გუნდის რეკომენდაციის საფუძველზე ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულება ხელმძღვანელობს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი ნაწილებით, მათ
შორის ალტერნატიული და /ან გაფართოებული სასწავლო გეგმით.
13. სენსორული დარღვევის მქონე მოსწავლისათვის სპეციფიკური კომპეტენციების
გაძლიერების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება
გამოიყენებს ეროვნულ სასწავლო გეგმით განსაზღვრულ გაფართოებულ სასწავლო გეგმასაც.“;
დ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
4. მე-6 მუხლის:
ა) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,51. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს არ აქვს საგანმანათლებლო
ისტორია
ან
მან
გარკვეული
მიზეზების
გამო
გამოტოვა
კლასი/კლასები,
მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე მას უფლება აქვს ექსტერნატის
გარეშე ჩაირიცხოს სკოლაში ასაკის შესაბამის კლასში ან მაქსიმუმ სამი კლასის ქვემოთ. 18
წელს გადაცილებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი სკოლაში
ირიცხება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით განსაზღვრულ დაწყებით ან საბაზო
საფეხურზე შესაბამის კლასში.“;
ბ) 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი:
,,52. ამ კანონის მე-2 მუხლის ,,ჩ7.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რესურს სკოლაში ჩარიცხვა
ხორციელდება
მულტიდისციპლინური
გუნდის
დასკვნისა
და
სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის
თანხმობის საფუძველზე.“;
5. მე-9 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის გამოიყენება
ალტერნატიული სასწავლო გეგმა, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ან/და გაფართოებული სასწავლო გეგმა, რომლის
შესაბამისადაც ხორციელდება მისი სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ
ცხოვრებაში ინტეგრაცია. საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლე საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი ადამიანური
რესურსითა და პროგრამებით/სერვისებით, რომლის დაფინანსებას უზრუნველყოფს
სახელმწიფო.“;
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. ზოგადი განათლების მიღების მიზნით, ქმედუუნარო/შეზღუდულქმედუნარიანობის
მქონე პირის მშობელს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს, ხოლო ქმედუნარიანი პირის
შემთხვევაში ამ პირსა და სკოლას შორის ფორმდება ხელშეკრულება.“;
6. 21-ე მუხლის 11 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1“
ქვეპუნქტი:
,,ა1) უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინება სასწავლო პროცესში;“;
7. 212 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) სპეციალური მასწავლებელი - მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული
პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც
დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის სპეციალური
საგანმანათლებლო
საჭიროების
მქონე
მოსწავლეს/მოსწავლეებს
ან/და
მუშაობს
მასთან/მათთან ინდივიდუალურად/ჯგუფურად, სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და
სხვადასხვა უნარების განვითარების მიზნით;“;
8. 22-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლება ერთ მოსწავლეზე გათვლილი
ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მოსწავლის
მიერ ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო
გადასვლის შემთხვევაში ვაუჩერის გადატანა ხორციელდება ვაუჩერის გაცემისა და გადატანის
წესის შესაბამისად.“;
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) 61 და 62 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,61. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დაფუძნებული საჯარო სკოლების, მათ შორის
ამ კანონის მე-2 მუხლის ,,ჩ7.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესურს სკოლების,
პანსიონური მომსახურების დაფინანსებას.
62. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო
სკოლების, მათ შორის ამ კანონის მე-2 მუხლის ,,ჩ7.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
რესურს სკოლების, პანსიონური მომსახურების დაფინანსებას.“;
დ) 62 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 63 პუნქტი:
,,63. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დაფუძნებული საჯარო სკოლების
ინკლუზიური განათლების, მათ შორის სპეციალიზებული კლასებისა და ინტეგრირებული
კლასების დაფინანსებას, რაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს
უნდა
უზრუნველყოფდეს
შესაბამისი
ადამიანური
რესურსითა
და
პროგრამებით/სერვისებით.“;
9. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ1) ამტკიცებს
მულტიდისციპლინური
გუნდის
ტიპურ
დებულებას,
ასევე,
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის მულტიდისციპლინურ
გუნდს/გუნდებს და განსაზღვრავს მათ სამოქმედო ტერიტორიას;“;
ბ) „დ4“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ5“ ქვეპუნქტი:
„დ5) ამტკიცებს პანსიონური მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს;“;
გ) „ტ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ5) ამტკიცებს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და
მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესს“, ასევე ზოგადი განათლების მიღების მიზნით,
ქმედუუნარო/შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მშობელს ან შესაბამის
უფლებამოსილ პირს, ხოლო ქმედუნარიანი პირის შემთხვევაში ამ პირსა და სკოლას შორის
გასაფორმებელი ხელშეკრულების ნიმუშს;“;
დ) „ჰ10“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ11“ ქვეპუნქტი:
„ჰ11) უფლებამოსილია საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის შესარჩევი ტურების შედეგების
გასაჩივრებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით
დაადგინოს
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და
განხილვის ვადები და წესი;“;
10. 283 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციებია:
ა) განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა, განათლების სისტემაში ერთიანი
საინფორმაციო საგანმანათლებლო სივრცის ფორმირების გზით;
ბ)
თანამედროვე
ინფორმაციული
ტექნოლოგიების
დანერგვა
და
შესაბამისი
ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;
გ) განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების ავტომატიზაციის და ელექტრონული
მონაცემების შეგროვების, შენახვისა და ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების შექმნა და დანერგვა;
დ) მართვის პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფა და სტატისტიკის წარმოება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლეთა, მოსწავლეთა
მშობლების,
სტუდენტთა/პროფესიულ
სტუდენტთა,
კურსდამთავრებულთა
და
საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების
აღრიცხვის უზრუნველყოფა;
ვ) საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის,
დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების
განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი მოვალეობის შემსრულებელი
მოადგილის, ხოლო მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში სკოლის სხვა
თანამშრომლის,
სამეურვეო
საბჭოს
წევრების
უფლებამოსილებისა
და
მათი
უფლებამოსილების შეწყვეტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარება;
ზ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტბრუნვის ორგანიზება, კონტროლი და გამოსაყენებლად
უვარგისი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის მომზადება;
თ) იმ პირთა აღრიცხვა, რომლებსაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი
განაჩენის ან/და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოერთვათ პედაგოგიური და
საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
ი) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება;
კ) სრული ზოგადი განათლებისა და საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტების - ატესტატებისა და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის
დამადასტურებელი დოკუმენტის - სერტიფიკატის და მათი დუბლიკატების გასაცემად
მონაცემთა ბაზების ფორმირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით
პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დუბლიკატების გაცემა;
მ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულებითა და საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;
11. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ამ კანონითა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტებით
დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლის დირექტორს, დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელს, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ
თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი
მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის
არარსებობის შემთხვევაში − სკოლის სხვა თანამშრომლის უფლებამოსილებასა და
უფლებამოსილების შეწყვეტას და აღნიშნულ მონაცემებს სარეგისტრაციოდ უგზავნის
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. მონაცემთა განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია იწვევს მათ ძალაში შესვლას;“;
12. 33-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) შექმნას პირობები ინკლუზიური განათლების განხორციელებისთვის;“;
ბ) მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
13. 37-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი
რაოდენობით არჩეული არანაკლებ 6 და არა უმეტეს 12 წარმომადგენლისაგან, საშუალო
საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან და
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან,
ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო
მომზადებასა და განათლებას, – აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ
დანიშნული 1 წევრისაგან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია
სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება
შეყვანილ იქნეს სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისათვის დადასტურებულად ქველმოქმედების
გამწევ პირთაგან (ასეთების არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს
წევრთა რაოდენობის განსაზღვრისას მცირეკონტინგენტიანი სკოლებისათვის გამონაკლისის
დაშვება შეიძლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით.
მშობლებისგან არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ
თითოეულ საფეხურს. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ /დანიშნულ იქნეს
ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადა არის 3 წელი.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და
წარმართავს საბჭოს სხდომებს. იგი წარმოადგენს სკოლას დირექტორთან ურთიერთობებში.
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ირჩევს სამეურვეო საბჭო, თავისი უფლებამოსილების
ვადით. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე მონაცვლეობით უნდა იყოს მშობლებისგან ან
პედაგოგიური საბჭოსგან არჩეული წევრი ან ადგილობრივი თვითმმართველობის
აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელი.“;
14. 38–ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის არსებობის
შემთხვევაში,
იღებს
გადაწყვეტილებას
სამეურვეო
საბჭოს
წევრის
ვადამდე
უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს, გარდა პირველი
პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა, სამეურვეო საბჭო იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით,
ხოლო „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას – სიითი შემადგენლობის ორი
მესამედით;“.
15. მე-40 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მოსწავლე, რომლის წარმომადგენლადაც ითვლება სამეურვეო საბჭოს წევრი
გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან, შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი ან გადავიდა ზოგადი
განათლების შემდგომ საფეხურზე;“;
ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან ან
შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი;“.
ა.გ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) სამეურვეო საბჭოს 3 წლიანი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემთხვევაში;“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული
საფუძვლის
არსებობის
დამადასტურებელი
დოკუმენტები,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ელექტრონულად
წარუდგინოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.“;
დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:
,,6. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უჩერდება თუ არჩეულ წევრთა ნახევარზე მეტს
ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება და არ არსებობს სხვა კანდიდატი, რომელმაც შესაბამის
არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატზე მეტი, მაგრამ საბჭოში მოსახვედრად არასაკმარისი
რაოდენობის ხმები, ან მოცემული დროისათვის ეს კანდიდატი აღარ აკმაყოფილებს
შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან წერილობით უარი განაცხადა სამეურვეო
საბჭოს წევრობაზე.
7. უფლებამოსილებაშეჩერებულ სამეურვეო საბჭოს უნდა აღუდგეს სამეურვეო საბჭოს
უფლებამოსილება თუ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დადგენილი წესის შესაბამისად ჩატარდება სამეურვეო საბჭოს არჩევნები იმ
გამოთავისუფლებულ ადგილებზე ვისაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება.“;
16. 42-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევის ოქმი და არჩეული პირის პირადობის
დამადასტურებელი მოწმობის ასლი სარეგისტრაციოდ წარედგინება განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემას. დირექტორის უფლებამოსილება წარმოიშობა განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან. განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემის გადაწყვეტილება დირექტორის რეგისტრაციაში გატარების საკითხზე საჩივრდება
სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.“;
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა
და გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში
მოყვანის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი
საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის, ზოგადი განათლების დაფინანსებასთან
დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის, სკოლასა და მოსწავლის მშობელს შორის
ურთიერთობის სამართლებრივად მოწესრიგებისა და საერთაშორისო სასწავლო
ოლიმპიადისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების მომზადების პროცედურების
გამარტივების აუცილებლობა, ასევე, სამეურვეო საბჭოსთან დაკავშირებული რეგულაციების
დახვეწის აუცილებლობა და სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის
ფუნქციების გადახედვის საჭიროება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო
გარემოს უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან, ზოგადი
განათლების დაფინანსებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწა, სკოლასა და
მოსწავლის მშობელს შორის ურთიერთობის მოწესრიგებისათვის სამართლებრივი
საფუძვლის შექმნა, საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადისათვის საქართველოს ნაკრები
გუნდების მომზადების პროცესების გამარტივება, ასევე, სამეურვეო საბჭოსთან
დაკავშირებული რეგულაციების დახვეწა და სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემის ფუნქციების მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2005
წლიდან მუშაობს ინკლუზიური განათლების განვითარებაზე. ტერმინი „ინკლუზია“ ანუ
„ჩართულობა“ განმარტავს საგანმანათლებლო სისტემაში სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლის საჭიროებებისა და უნარის მიუხედავად თანატოლებთან
ერთად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებას. იმისთვის, რომ მოსწავლის
მრავალფეროვანი საჭიროება დაკმაყოფილდეს უნდა მოხდეს
არსებული სფეროს
განვითარება. ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში 2008 წელს პირველად
გაჩნდა ტერმინი „ინკლუზიური სწავლება“ რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
მოსწავლის ჩართვას გულისხმობდა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში, თუმცა 2011 წელს
ტერმინი ინკლუზიური სწავლება შეიცვალა ტერმინით „ინკლუზიური განათლება“, რაც
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას გულისხმობს
ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში, არსებული რედაქცია არა სამედიცინო, არამედ
სოციალური მოდელის განვითარების წინაპირობა იყო.
ინკლუზიური განათლება ხელს უწყობს სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას,
სადაც ყველა ინდივიდი დაფასებულია. განათლება შესაძლებლობას აძლევს შეზღუდული
შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს სრულად
მიიღონ მონაწილეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, დასაქმდნენ, ჩართული იყონ კულტურულ,
სპორტულ, სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
დღეს
სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციები, დოკუმენტები ავალდებულებს
საქართველოს ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. 1994 წელს საქართველო
შეუერთდა ბავშვთა უფლებების კონვენციას რითაც აიღო ვალდებულება შეესრულებინა ამ
კონვენციის 28-ე და 29-ე მუხლებით ნაკისრი ვალდებულება. „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ 359-ე მუხლის (განათლებისა და
ტრეინინგების სფეროში თანამშრომლობა) შესაბამისად, უნდა განხორციელდეს განათლებისა
და ტრეინინგის სისტემების მოდერნიზება, ხარისხის გაუმჯობესება, განათლების ყველა
საფეხურის რელევანტურობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა - ადრეულ ასაკში
განათლებისა და მზრუნველობიდან დაწყებული, უმაღლესი განათლების ჩათვლით. ამასთან,
2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა უფლებების კონვენციის“ რატიფიცირება. არსებული კონვენციის 24-ე მუხლმა
კონვენციის დებულებათა შესასრულებლად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
დაავალდებულა მოეხდინა საჭირო კანონმდებლობის რევიზია და მისი კონვენციასთან
თანხვედრაში მოყვანა.
,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
კანონპროექტით წარმოდგენილი ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული ცვლილება
ემსახურება
ზემოაღნიშნულ
ვალდებულებათა
შესრულებას
და
საქართველოს
კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან.
ყველა
მოსწავლისთვის
ხელმისაწვდომი
საგანმანათლებლო
გარემოს
უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანია ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში
დაზუსტდეს
ტერმინები.
აღნიშნული
აუცილებელია
სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის განვითარების თანაბარი
შესაძლებლობის მისაცემად, მრავალფეროვანი სასწავლო პროცესის ორგანიზებისათვის,
ინდივიდუალური
მიდგომის
ჩამოყალიბებისათვის,
სწავლების
მრავალფეროვანი
მეთოდოლოგიის გამოსაყენებლად და ა.შ.
კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის ,,ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლში და იცვლება კანონში არსებული ისეთი ტერმინები,
როგორიც არის ინკლუზიური განათლება, სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლე, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. ინკლუზიური განათლების ტერმინის ახალი
რედაქცია უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის თანაბრად ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო
პროცესს მოსწავლის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების და შესაძლებლობის
გათვალისწინებით. ასევე გაფართოვდა სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლის ტერმინის მნიშვნელობა, განისაზღვრა ყველა ის საჭიროება რაც სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ესაჭიროება სწავლა-სწავლების პროცესში
და ამის შესაბამისად ასევე გაიმართა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მნიშვნელობა,
რომელიც უფრო მრავალფეროვანი გახდა და მორგებულია ნებისმიერი საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლის საჭიროებაზე.
ტერმინების დაზუსტებასთან ერთად კანონპროექტით წარმოდგენილია ისეთი ახალი
ტერმინების განმარტებები, როგორიც არის ალტერნატიული სასწავლო გეგმა,
გაფართოებული სასწავლო გეგმა, ინტეგრირებული კლასი, სპეციალიზებული კლასი.
კანონპროექტის შესაბამისად, ალტერნატიული სასწავლო გეგმა არის ეროვნული
სასწავლო გეგმის ძირითად პრინციპებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა, რომელიც
განკუთვნილია მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის ან
მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) მოსწავლისათვის, ხოლო
გაფართოებული სასწავლო გეგმა არის სენსორული დარღვევის მქონე მოსწავლის
საგანმანათლებლო
საჭიროებით
განპირობებული
სპეციფიკური
კომპეტენციების
გაძლიერებაზე ორიენტირებული სასწავლო გეგმა, რომლიც სასკოლო სასწავლო გეგმასთან
ერთად ხორციელდება. ალტერნატიული სასწავლო გეგმა იქნება ეროვნული სასწავლო გეგმის
ნაწილი, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისათვის მოსწავლეთა
აუცილებელ დატვირთვას, იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალს,
რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფეხურის დამთავრებისას, ის აღწერს უნარჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებებს. ალტერნატიული სასწავლო გეგმა საშუალებას
მისცემს აკადემიური უნარების განვითარებასთან ერთად მოხდეს სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ფუნქციური და სოციალური უნარების
განვითარება. ამით, ეროვნული სასწავლო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე მოსწავლისთვის კიდევ უფრო მეტ მოქნილობას შეიძენს და სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის შექმნის შესაბამისი განათლების
და განვითარების საშუალებას. აღნიშნული გამომდინარეობს „შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებების“ კონვენციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით
(მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას
განათლებაზე. ამ უფლების დისკრიმინაციის გარეშე და თანაბარ პირობებში
რეალიზებისათვის, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ინკლუზიური განათლების
სისტემის დანერგვასა და მთელი ცხოვრების მანძილზე განათლების მიღების მისაწვდომობას,
რაც ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარი პიროვნების,
ნიჭისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და გონებრივი თუ ფიზიკური
შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას) გათვალისწინებული ვალდებულებიდან.
ალტერნატიული სასწავლო გეგმის შემოღების მიზნით, ასევე ცვლილება შედის ,,ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლში და განისაზღვრება იმ პირთა წრე,
ვისთვისაც განკუთვნილია ალტერნატიული სასწავლო გეგმა, კერძოდ დგინდება, რომ
მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის ან მრავლობითი სენსორული
დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) მოსწავლეთა სწავლებისას, მულტიდისციპლინური
გუნდის დასკვნის საფუძველზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ხელმძღვანელობს
ალტერნატიული სასწავლო გეგმით.
გაფართოებული სასწავლო გეგმა მოიაზრებს სენსორული დარღვევის მქონე (სმენა და
მხედველობა) მოსწავლისთვის დამატებითი საათებისა და სპეციალისტების არსებობას.
აღსანიშნავია, რომ გაფართოებული სასწავლო გეგმის შემოტანა პასუხობს „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ კონვენციის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“
ქვეპუნქტებით (განათლებისა პროცესსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და თანაბარი
მონაწილეობის გაადვილების მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებს უზრუნველყოფენ ცხოვრებისა და სოციალიზაციის უნარჩვევების დაუფლების შესაძლებლობით, მათ შორის ხელს უწყობენ ბრაილის,
ალტერნატიული შრიფტების, გამაძლიერებელი და ალტერნატიული მეთოდების,
ურთიერთობის ხერხებისა და ფორმატების, ასევე ორიენტაციისა და მობილურობის უნარჩვევების ათვისებას, თანატოლთა მხრიდან მხარდაჭერასა და დამრიგებლობას; ხელს უწყობენ
ჟესტების ენისა შესწავლასა და სმენის შეზღუდვის მქონე
პირთა ლინგვისტურ
თვითმყოფადობას) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, რამდენადაც
უსინათლო მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ისეთი დამატებითი საგნების
ჩატარება როგორიც არის ბრაილის შრიფტი, მობილობა და სივრცეში ორიენტაცია,
სოციალური უნარების განვითარება, ჟესტური ენა. გაფართოებული სასწავლო გეგმის
შემოღების მიზნით ცვლილება შედის ასევე ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-5 მუხლში და განისაზღვრება, რომ სენსორული დარღვევის მქონე
მოსწავლისათვის სპეციფიკური კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, საჭიროების
შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ეროვნულ ან ალტერნატიულ
სასწავლო გეგმასთან ერთად გამოიყენებს გაფართოებულ სასწავლო გეგმას.
ალტერნატიული და გაფართოებული სასწავლო გეგმების ტერმინების შემოღების
აუცილებლობით არის განპირობებული ცვლილება ,,ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 11 პუნქტში და მე-2 პუნქტში, ასევე მე-9 მუხლის მე-3
პუნქტში.
ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად უნდა არსებობდეს მრავალფეროვანი
სერვისები, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლის ინტეგრაციას და სოციალიზაციას თანატოლებთან ერთად
სასკოლო ცხოვრებაში. ამ მიზნით კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი ტერმინების
შემოღებას: ინტეგრირებული კლასი და სპეციალიზებული კლასი. ინტეგრირებული კლასი
გულისხმობს ერთი ასაკის ან მაქსიმუმ სამ წლიანი ასაკობრივი სხვაობის ჰომოგენური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სხვადასხვა კლასში ჩარიცხულ მოსწავლეთა ერთობას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2013 წლიდან
ახორციელებს „ინტეგრირებული კლასების განვითარების“ ქვეპროგრამას, 2016 წლის
მონაცემებით თბილისის და რეგიონის 10 საჯარო სკოლაში საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო სხვადასხვა დარღვევის მქონე მოსწავლეების მხარდასაჭერად
(აუტისტური სპექტრის აშლილობის, სმენადაქვეითებული და მრავლობითი დარღვევის
მქონე) პროგრამული მხარდაჭერით, აფინანსებს ინტეგრირებულ კლასებს რაც გულისხმობს
სხვადასხვა კლასში ჩარიცხული, ერთი ასაკის ან მაქსიმუმ სამ წლიანი ასაკობრივი სხვაობის,
ჰომოგენური (მსგავსი დარღვევის) საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა
ერთობას, სადაც მოსწავლეებთან სპეციალისტები მუშაობენ ქცევის კორექციაზე, სოციალური
უნარების, ფუნქციური, აკადემიური უნარების განვითარებაზე, მეტყველებაზე, სწავლობენ
ჟესტურ ენას და სხვა. შესაბამისად, ინტეგრირებული კლასების დანერგვის გაფართოების
მიზნით აუცილებელია კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილების განხორციელება. რაც
შეეხება სპეციალიზებულ კლასს, საჯარო სკოლის სივრცეში სპეციალიზებული კლასის
არსებობის გამოცდილება განათლების სისტემას დღემდე არ ქონია. სპეციალიზებული კლასის
არსებობა ერთგვარი გამოწვევაა განათლების სისტემისთვის. სპეციალიზებული კლასების
გამოცდილება არსებობს ევროპულ, ამერიკულ და სკანდინავიურ საგანმანათლებლო
სისტემაში. კანონპროექტის შესაბამისად სპეციალიზებული კლასი გულისხმობს ერთი ასაკის
ან მაქსიმუმ სამ წლიანი ასაკობრივი სხვაობის ჰომოგენური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე მოსწავლეთა კლასს. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ საჯარო სკოლის სივრცეში
მძიმე/ღრმა
და
მრავლობით
დარღვევის მქონე
მოსწავლეებისთვის
იარსებებს
დამოუკიდებელი
კლასი.
არსებული
მომსახურება
ხელს
შეუწყობს
დეინსტიტუციონალიზაციას, რესურს სკოლებში მოსწავლეების რაოდენობის შემცირებას და
ა.შ.
კანონპროექტის კიდევ ერთ ნოვაციას წარმოადგენს რესურს სკოლის ტერმინის
შემოღება. რესურს სკოლა იქნება: ა) სენსორული ან/და მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და
მრავლობითი დარღვევის ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და
უსინათლო) ან ქცევითი და ემოციური აშლილობის მქონე მოსწავლეებისთვის განკუთვნილი
სკოლა, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს ეროვნული სასწავლო
გეგმის ან/და გაფართოებული სასწავლო გეგმის შესაბამისად და ასევე შესაბამისი
პროგრამებით/სერვისებით უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. ბ) სკოლა, რომელიც ახორციელებს
ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სრულად
მოიცავს ზოგადი განათლების საბაზო ან/და საშუალო საფეხურს და ახორციელებს ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწინებული რომელიმე საგნის/საგნების გაძლიერებულ სწავლებას.
ტერმინის შემოღების მიზეზია წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და სკოლის
მოქნილობის უზრუნველყოფის აუცილებლობა. რესურს სკოლის ტერმინის შემოღებასთან
ერთად აუცილებელი გახდა ცვლილების განხორციელება ,,ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-6 მუხლში, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ისეთ რესურს
სკოლაში
ჩარიცხვა,
რომელიც
წარმოადგენს
სენსორული
ან/და
მძიმე/ღრმა
ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის ან მრავლობითი სენსორული დარღვევის
მქონე (ყრუ და უსინათლო) ან ქცევითი და ემოციური აშლილობის მქონე მოსწავლეებისთვის
განკუთვნილი სკოლას, განხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნისა და
სპეციალური
საგანმანათლებლო
საჭიროების
მქონე
პირის
მშობლის/კანონიერი
წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე.
ინტეგრირებული კლასის, სპეციალიზებული კლასისა და რესურს სკოლის ტერმინის
შემოღებასთან ერთად, აუცილებელი გახდა ცვლილების განხორციელება ,,ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლში, რამდენადაც აუცილებელია, რომ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს/აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიეცეს საშუალება
დააფინანსოს რესურს სკოლების მიერ განხორციელებული პანსიონური მომსახურება, ასევე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიეცეს შესაძლებლობა
დააფინანსოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დაფუძნებული
საჯარო სკოლების ინკლუზიური განათლების მომსახურება, სპეციალიზებული კლასები და
ინტეგრირებული კლასები, რაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეს
უზრუნველყოფს
შესაბამისი
ადამიანური
რესურსითა
და
პროგრამებით/სერვისებით.
კანონპროექტის შესაბამისად, იცვლება მულტიდისციპლინური გუნდის ცნება და
განისაზღვრება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი არის ტერიტორიულობის
პრინციპის გათვალისწინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სპეციალისტთა
გუნდი/გუნდები, რომელიც/რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
განსაზღვრის მიზნით ახორციელებს/ახორციელებენ პირის შეფასებას და მისთვის
განათლების საუკეთესო ფორმის შერჩევას. აღსანიშნავია, რომ ,,ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის არსებული რედაქციით მულტიდისციპლინური გუნდი ერთ გუნდად
მოიაზრება, მაშინ როდესაც მულტიდისციპლინური გუნდი განაწილებულია საქართველოს
ყველა რეგიონში. კანონპროექტით
წარმოდგენილი ცვლილება უზრუნველყოფს
მულტიდისციპლინური გუნდის შექმნის შესაძლებლობას ტერიტორიულობის პრინციპის
გათვალისწინებით, რაც მის მუშაობას მეტ მოქნილობას შესძენს.
კანონპროექტის შესაბამისად, სკოლა-პანსიონის ცნება ჩანაცვლდება პანსიონური
მომსახურების ტერმინით, ამასთან პანსიონური მომსახურება განიმარტება, როგორც
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული კატეგორიის
სკოლის/რესურს სკოლის მიერ სადღეღამისო სერვისის შეთავაზება, რომელიც მოიცავს
მოსწავლეების
საცხოვრებელი
პირობებით,
კვებითა
და
დამატებითი
პროგრამებით/სერვისებით უზრუნველყოფას. აღნიშნული მოქნილს გახდის სკოლების მიერ
მოსწავლეებისათვის პანსიონური მომსახურების შეთავაზებას.
კანონპროექტით წარმოდგენილია ცვლილება ,,ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-4 მუხლში, კერძოდ მე-5 და მე-6 პუნქტები ყალიბდება ახალი
რედაქციით და განისაზღვრება, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჭიროების
შემთხვევაში სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის სწავლების ენად გამოიყენება ქართულ
ჟესტური ენა და ბილინგვური სწავლების პრინციპები, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში, სადაც მხოლოდ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები იღებენ განათლებას
სავალდებულოდ გამოიყენება ქართული ჟესტური ენა ან/და ბილინგვური სწავლების
პრინციპები. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში
მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლესთან გამოიყენება ბრაილის სისტემა ან/და
შესაბამისი დამხმარე ტექნოლოგიები, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში,
რომელშიც განათლებას იღებენ მხოლოდ მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეები,
სავალდებულოდ გამოიყენება ბრაილის სისტემა ან/და შესაბამისი დამხმარე ტექნოლოგიები.
აღნიშნულით დაზუსტდება იმ მოსწავლეთა წრე, რომლებთანაც სწავლების ენად გამოიყენება
ქართულ ჟესტური ენა და ბრაილის სისტემა ან/და შესაბამისი დამხმარე ტექნოლოგიები.
კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის ,,ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-6 მუხლში და განისაზღვრება, რომ 18 წელს გადაცილებული
სპეციალური
საგანმანათლებლო
საჭიროების
მქონე
პირი სკოლაში
ირიცხება
მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით განსაზღვრულ კლასში. ,,ზოგადი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, თუ სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია ან მან
გარკვეული მიზეზების გამო გამოტოვა კლასი/კლასები, მულტიდისციპლინური გუნდის
დასკვნის საფუძველზე მას უფლება აქვს, ჩაირიცხოს სკოლაში ან სწავლა გააგრძელოს
ექსტერნატის ფორმით, გამოცდების ჩაბარების გარეშე, ასაკის შესაბამის კლასში ან მაქსიმუმ
ორი კლასის ქვემოთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრაქტიკაში გაჩნდა კითხვა თუ რომელ
კლასში უნდა ჩაირიცხოს 18 წელს გადაცილებული პირი. შესაბამისად, წარმოდგენილი
ცვლილებით მოგვარდება პრაქტიკაში წარმოშობილი პრობლემა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების დანერგვის
ხელშეწყობის მიზნით, კანონპროექტით წარმოდგენილია ასევე ცვლილება ,,ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლში და 33-ე მუხლში. 21-ე მუხლში
შესატანი ცვლილების შესაბამისად, მასწავლებლის ვალდებულებად განისაზღვრება
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საგანმანათლებლო
საჭიროებების სასწავლო პროცესში გათვალისწინების უზრუნველყოფა, ხოლო 33-ე მუხლში
შესატანი ცვლილების მიხედვით ინკლუზიური განათლების განხორციელებისთვის
პირობების
შექმნა
განისაზღვრება
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების
ვალდებულებად, ნაცვლად უფლებამოსილებისა.
კანონპროექტით გათვალისწინებული კიდევ ერთი ცვლილება უკავშირდება
სპეციალურ მასწავლებელს. იქიდან გამომდინარე, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 212 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში განმარტებული
სპეციალური
მასწავლებლის ტერმინი არ შეესაბამება პრაქტიკაში არსებულ მოთხოვნებს, საჭირო გახდა
მისი ახლებური რედაქციით ჩამოყალიბება. კერძოდ, სპეციალური მასწავლებელი მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან საგნის
მასწავლებელთან ერთად ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და მუშაობს მასთან/მათთან ინდივიდუალურად/ჯგუფურად,
სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარების განვითარების მიზნით.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში და იხვეწება ზოგადი განათლების დაფინანსებასთან დაკავშირებული
ზოგიერთი რეგულაცია. კერძოდ, იცვლება ვაუჩერის ტერმინი და ვაუჩერი განისაზღვრება,
როგორც ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია მოსწავლის მიერ ზოგადი
განათლების მიღების დასაფინანსებლად. აღსანიშნავია, რომ კანონის მოქმედი რედაქცია
ითვალისწინებდა ვაუჩერის გამოშვების შესაძლებლობას როგორც მატერიალიზებული, ისე
არამატერიალიზებული ფორმით. აღნიშნული ჩანაწერი არის მოძველებული და აცდენილი
რეალობას,
რამდენადაც
პრაქტიკაში
არ
ხორციელდება
ვაუჩერის
გამოშვება
მატერიალიზებული ან არამატერიალიზებული ფორმით, არამედ პირის ზოგადი განათლების
დაფინანსების მიზნით, ხორციელდება ვაუჩერის შესაბამისი თანხის გადარიცხვა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, უნაღდო ანგარიშსწორების გზით. ზოგადი
განათლების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების დახვეწის მიზნით ასევე
ცვლილება შედის ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლში და
ხორციელდება მე-4 პუნქტის ამოღება. მე-4 პუნქტი ითვალისწინებს, რომ ყოველ მშობელს აქვს
უფლება, სასკოლო ასაკს მიღწეული ბავშვის განათლების დასაფინანსებლად მიიღოს ვაუჩერი,
რომლის განთავსება შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ
დაწესებულებაში. სახელმწიფო დაფინანსება გრძელდება იმავე პუნქტით გათვალისწინებულ
სხვა დაწესებულებაში მოსწავლის გადასვლის შემთხვევაში. აღნიშნულ პუნქტთან
დაკავშირებით საყურადღებოა, რომ პრაქტიკაში არ ხორციელდება ვაუჩერის გაცემა
მოსწავლის მშობელზე, არამედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის
ჩარიცხვის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მოსწავლის შესახებ
მონაცემები შეაქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო
სისტემაში, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს სსიპ - განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემა. სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამუშავებს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების შესახებ მონაცემებსა და
წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. სწორედ
ზემოაღნიშნული
მონაცემების
საფუძველზე
ახორციელებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეთა რაოდენობის
გათვალისწინებით
ვაუჩერის
თანხის
გადარიცხვას
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის უნაღდო ანგარიშსწორების გზით. შესაბამისად, ჩანაწერი, რომ
მოსწავლის მშობელს უფლება აქვს მიიღოს ვაუჩერი, აცდენილია არსებულ რეალობას. რაც
შეეხება ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებულ სახელმწიფო დაფინანსების გაგრძელებას სხვა დაწესებულებაში
მოსწავლის გადასვლის შემთხვევაში, აღნიშნული მოწესრიგდა 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
კერძოდ
განისაზღვრა,
რომ მოსწავლის მიერ ერთი ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო გადასვლის შემთხვევაში ვაუჩერის
გადატანა ხორციელდება ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის შესაბამისად.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის ,,ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-9 მუხლში და განისაზღვრება, რომ ზოგადი განათლების მიღების
მიზნით, ქმედუუნარო/შეზღუდულქმედუნარიანობის მქონე პირის მშობელს ან შესაბამის
უფლებამოსილ პირს, ხოლო ქმედუნარიანი პირის შემთხვევაში ამ პირსა და სკოლას შორის
ფორმდება ხელშეკრულება, ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულების ნიმუშს დაამტკიცებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. აღნიშნული აუცილებელია,
რამდენადაც ხელშეკრულებით მოწესრიგდება როგორც სკოლის, ასევე მშობლისა და ბავშვის
უფლებები, მოვალეობები და მოსწავლის მიერ ზოგადი განათლების მიღებასთან
დაკავშირებული სხვა საკითხები.
კანონპროექტით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ენიჭება
უფლებამოსილება საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის შესარჩევი ტურების შედეგების
გასაჩივრებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით
დაადგინოს
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და
განხილვის
ვადები
და
წესი.
აღსანიშნავია,
რომ
საერთაშორისო
სასწავლო
ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდის წევრობის შესარჩევ ტურში
მონაწილეობის მიღების უფლების მქონე კანდიდატები ვლინდებიან ეროვნული სასწავლო
ოლიმპიადის მე-3 ტურის შედეგების საფუძველზე. აღნიშნული ტურის შედეგები როგორც
წესი არის 20 აპრილისთვის, რის შემდგომაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო ორგანიზებას უკეთებს შესარჩევ ტურს, რომელიც რამდენიმე ეტაპისაგან
შედგება. კერძოდ, საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადისათვის საქართველოს ნაკრები
გუნდის წევრების შესარჩევი ტურის პირველი ეტაპი არის წერითი დავალება, რასაც მოყვება
აპელაცია, პირველ ეტაპზე წარმატებული მოსწავლეებისათვის ტარდება მეორე ეტაპი, რასაც
ასევე მოყვება შედეგების გასაჩივრება. აღნიშნული შესარჩევი ტურის საფუძველზე
გამოვლენილი საქართველოს ნაკრები გუნდის წევრობის კანდიდატები გადიან წვრთნას,
რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 2 კვირიდან 1 თვემდე. იმის გათვალისწინებით, რომ
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები იწყება 3 ივლისიდან, ყველაზე ადრე, პირველ მაისს
უნდა იყოს ცნობილი საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდის
შემადგენლობა. აღნიშნულის მიღწევა კი შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის
მიხედვით ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის
ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით უფლებამოსილი
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და
შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიეცეს შესაძლებლობა
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის შესარჩევი ტურების შედეგების გასაჩივრებასთან
დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაადგინოს
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში. კერძოდ, ცვლილება შედის „ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 283 მუხლში, რომლის მიხედვითაც იხვეწება სსიპ - განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემის არსებული ფუნქციები, ასევე სსიპ - განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემას ემატება ზოგიერთი ფუნქცია.
დამატებულ ფუნქციებთან დაკავშირებით საყურადღებოა მოსწავლეთა მშობლების,
სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
დასაქმებულ
პირთა
პერსონალური
მონაცემების
აღრიცხვის
უზრუნველყოფის ფუნქციის დამატება. აღსანიშნავია, რომ კანონის მოქმედი რედაქციით, სსიპ
- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფდა მხოლოდ მოსწავლეთა
პერსონალური მონაცემების აღრიცხვას. აღსანიშნავია, რომ სსიპ - განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის ფუნქციაა სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნების შედეგების
გამოვლენა და წევრთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა/ჩანაცვლება, აღნიშნულის
ფუნქციის შესასრულებლად საჭიროა საჯარო სკოლის მასწავლებელთა, მოსწავლეების და
მოსწავლეების მშობლების პერსონალური მონაცემების დამუშავება, რამდენადაც ,,ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით,
სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი
რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არა უმეტეს 12 წარმომადგენლისაგან,
საშუალო
საფეხურის
მოსწავლეთა
თვითმმართველობის
მიერ
არჩეული
1
წარმომადგენლისაგან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დანიშნული 1 წევრისაგან, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც
ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, – აგრეთვე საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან. გარდა ამისა, სსიპ - განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს საჯარო სკოლაში პირველკლასელთა ელექტრონულ
რეგისტრაციას, რომლის პირველი ეტაპი მოიცავს იმ კატეგორიის მოსწავლეების
რეგისტრაციას, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ საჯარო სკოლაში, რომელთა
მშობელი/მეურვე/მზრუნველი ამ საჯარო სკოლის თანამშრომელია, რომელთა ოჯახიდან
ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში, რისთვისაც საჭიროა დამუშავდეს
ხსენებული კატეგორიის მოსწავლეთა მშობლების პერსონალური მონაცემები.
ფუნქციების ცვლილებიდან, ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ განათლების
სისტემაში მიმდინარე პროცესების ავტომატიზაციის და ელექტრონული მონაცემების
შეგროვების, შენახვისა და ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემების შექმნასა და დანერგვაზე. აღსანიშნავია, რომ ,,ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აწარმოებს ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებათა
რეესტრს.
განათლების
მართვის
საინფორმაციო
სისტემების
შექმნა/დანერგვის ფუნქცია აფართოებს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის
როლს და საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის წარმოება ამ ფუნქციის
შემადგენელი ნაწილი ხდება. მართვის სისტემების განვითარება წარმოადგენს მრავალმხრივი
მონაცემების
თავმოყრა/შენახვა/ადმინისტრირების
და
სხვადასხვა
პროცესების
ელექტრონულად წარმოება/ავტომატიზაციის უზრუნველყოფის მთავარ ბერკეტს. ამასთან,
ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირების შედეგად, სსიპ - განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემას გააჩნია სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების ვალდებულება
დაინტერესებული პირებისათვის და
მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების
უზრუნველსაყოფად.
სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციებიდან განხორციელდა
დაინტერესებული პირების მომზადება-გადამზადების ფუნქციის ამოღება. აღნიშნული
განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების
აკადემიის“ შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის N70/ნ ბრძანებით განხორციელდა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის რეოგრგანიზაცია და მას გამოეყო საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული
ტექნოლოგიების აკადემია“. შესაბამისად, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
აღარ არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი
დაწესებულება.
სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციებიდან ასევე, ამოღებულ
იქნა განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული
პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევის დაგეგმვა და განათლებისა და მეცნიერების
სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების უშუალოდ
ან მესამე პირთა მეშვეობით კვლევა. აღნიშნული ფუნქცია არ შეესაბამება სსიპ - განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემის მიზნებსა და პრაქტიკაში არ განუხორციელებია
განათლების მართვის სიანფორმაციო სისტემას.
რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ასევე საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციაში გატარებას, აღნიშნული
მოწესრიგდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
კანონპრეოქტის თანახმად, ცვლილება შედის „ზოგადი განათლების შესახებ“ 29-ე
მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლების სამინისტროს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს
ფუნქციიდან ამოღებულ იქნება სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების და
უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ რეესტრის წარმოება. აღნიშნული ცვლილება
გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანებით დადგენილი წესის თანახმად, სამეურვეო საბჭოს წევრთა
არჩევნების შედეგების გამოვლენა და შესაბამისად, წევრთა უფლებამოსილების წარმოშობა
ხორციელდება ელექტრონულად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის
საინფორმაციო სისტემის მეშვეობით. ასევე, ამავე სისტემის მეშვეობით, ელექტრონულად
ხორციელდება სამეურვეო საბჭოს წევრის ვადამდე უფლებამოსილების შესახებ მოთხოვნისა
და შესაბამისი დოკუმენტაციის სკოლის მიერ განთავსება, რომელსაც განიხილავს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა და ელექტრონულად ადასტურებს წევრის
უფლებამოსილების შეწყვეტას ან ადგენს ხარვეზს. მონაცემები რეგისტრირებულად ითვლება
სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ელექტრონულად დადასტურების
შემდეგ.
შესაბამისად,
აღნიშნული
პროცესი
მიმდინარეობს
ელექტრონულად,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის მეშვეობით,
რომლის მონაწილეებიც არიან მხოლოდ საჯარო სკოლები და სსიპ - განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემა.
კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს სამეურვეო საბჭოს
უფლებამოსილების ვადის განსაზღვრას 3 წლით. აღსანიშნავია, რომ „ზოგადი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში არ არის ნათლად გაწერილი თავად სამეურვეო საბჭოს როგორც ორგანოს უფლებამოილების ვადა. უფლებამოსილების ვადა გაწერილია, მხოლოდ
სამეურვეო საბჭოს არჩეულ წევრებთან დაკავშირებით, რაც ქმნის გაურკვევლობას და გამოდის
რომ ზოგიერთი წევრი უვადოდ შეიძლება იყოს წარმოდგენილი საბჭოს შემადგენლობაში და
ზოგი - გარკვეული ვადით. შესაბამისად, კანონპროექტით წესრიგდება სამეურვეო საბჭოს
უფლებამოსილების ვადის საკითხი. სამეურვეო საბჭოს წევრისათვის განსაზღვრული ვადის
გაუქმებასა და სამეურვეო საბჭოს, როგორც ორგანოს უფლებამოსილების ვადის განსაზღვრას
უკავშირდება ცვლილება ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის
პირველ და მე-5 პუნქტებში.
კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის ,,ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 38-ე მუხლში და წესრიგდება სამეურვეო საბჭოს წევრის
უფლებამოსილების შეწყვეტაზე სამეურვეო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების
საკითხები.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ცვლილების შეტანას
,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლში. კერძოდ, სამეურვეო
საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებს ემატება მოსწავლეთა
თვითმმართველობის წარმომადგენელი გარიცხა/ამორიცხვა სკოლიდან ან მოსწავლის
სტატუსის შეჩერება. საყურადღებოა, რომ აღნიშნული საკითხი დღეის მდგომარეობით
რეგულირების მიღმა იყო დარჩენილი.
პრაქტიკამ ცხადყო, რომ სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნებიდან გარკვეული
პერიოდის შემდეგ, საბჭოს ზოგიერთ წევრს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება. არის
შემთხვევები, როდესაც როტაციის წესით ვერ ხდება წევრის ჩანაცვლება და სამეურვეო საბჭოს
შემადგენლობა ნაკლული ხდება, შედეგად სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა ნახევრდება.
წევრთა ნაკლებობა არ შეიძლება იყოს საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი,
ვინაიდან, კანონმდებლობით დადგენილია, წევრთა ვაკანტურ ადგილებზე რიგგარეშე
არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, სადაც გამოთავისუფლებულ ადგილზე დარჩენილი
ვადით ირჩევა ახალი წევრი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, განისაზღვრება, რომ
სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უჩერდება თუ არჩეულ წევრთა ნახევარზე მეტს
ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება და არ არსებობს სხვა კანდიდატი, რომელმაც შესაბამის
არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატზე მეტი, მაგრამ საბჭოში მოსახვედრად არასაკმარისი
რაოდენობის ხმები, ან მოცემული დროისათვის ეს კანდიდატი აღარ აკმაყოფილებს
შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან წერილობით უარი განაცხადა სამეურვეო
საბჭოს წევრობაზე. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, უფლებამოსილებაშეჩერებულ
სამეურვეო საბჭოს აღუდგება სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება თუ საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ჩატარდება
სამეურვეო საბჭოს არჩევნები იმ გამოთავისუფლებულ ადგილებზე ვისაც ვადამდე შეუწყდა
უფლებამოსილება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებას. კანონპროექტით გათვალისწინებული ალტერნატიული
სასწავლო გეგმა იქნება ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი რომელსაც გამოიყენებს
სპეციალურ კლასებში ჩარიცხული მოსწავლეები, ხოლო რაც შეეხება სპეციალრ კლასს,
სპეციალური კლასი არის საჯარო სკოლაში არსებული კლასი სადაც მაქსიმუმ 6
მოსწავლე იქნება. კლასში იმუშავებს მასწავლებელი, 1 სპეციალური მასწავლებელი და
1 დამხმარე სპეციალისტი, კლასისთვის ასევე საჭირო იქნება წელიწადში ერთხელ
განმავითარებლების და საკანცელარიო ნივთების შეძენის საჭროება. სპეციალური
კლასის შენახვა არ დაჯდება იმაზე ძვირა რაც ერთი 25 მოსწავლიანი კლასის
ღირებულებაა, ასევე აღსანიშნავია რომ სპეციალური კლასები არ იქნება ყველა სკოლაში
ის საჭიროების შემთხვევაში გაიხსნება. შესაბამისად სპეციალური კლასის დაფინანსება
მოხდება ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში.
მულტიდისციპლინური გუნდი ტერიტორიული პრინციპის დაყოფით 2009
წლიდან მუშაობს და ფინანსდება „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“
ფარგლებში. ამ ჩანაწერით ლეგიტიმური გახდება მათი ტერიტორიული პრინციპით
მუშაობა. გუნდის ფუნქციონირება დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას არ საჭიროება.
უნდა აღინიშნოს, რომ განათლების სისტემაში ფუქნციონირებს 8 სკოლა რომლის
პანსიონური მომსახურება ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით „განსაკუთრებული
საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობა“.
პროგრამის ბიუჯერია - 3, 049, 000 ლარი. აღნიშნული ჩანაწერით სკოლას ეცვლება
სტატუსი და საჯარო სკოლის ნაცვლად დაფუძნდება რესურს სკოლად. აღნიშნული 8
სკოლა-პანსიონი მუშაობს სმენის, მხედველობის, ქცევის და მძიმე და ღრმა
იტელექტუალური დარღვევის ქმონე მოსწავლეებთან და აქვთ კარგი ცოდნა და
გამოცდილება. მიზანი არის რესურს სკოლები იქცნენ საჯარო სკოლებში ინკლუზიური
განათლების განვითარების მხარდამჭერებად (სმენის, მხედველობის, ქცევის და მძიმე
და ღრმა ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეების). აღნიშნული სტატუსი
მისცემს სკოლას მოქნილობის საშუალებას.
ასევე აღსანიშნავია, რომ განათლების სისტემაში უკვე დაფუძნებულია 2 სკოლა
სადაც სწავლება მიმდინარეობს ქართულ ჟესტურ ენაზე. სკოლაში არსებული
სპეციალისტები ფლობენ ჟესტურ ენას, ასევე მასწავლებლის პროფესიული
განვითარების ეროვნულ ცენტში შექმნილია ქართული ჟესტური ენის შემსწავლელი 3
დონიანი კურსი ასევე ჟესტურლი ენის თარჯიმნის კურსი რომელის 2015 წლიდან
ამზადებს სპეციალისტებს. ასევე „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის
ფარგლებში 2013 წლიდან, ყოველწლიურად ფინანსდება ქართული ჟესტური ენის
განვითარების მიზნით ღონისძიებები.
რაც
შეეხება
საგანმანათლებლო
ისტორის
არმქონე
სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად,
მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე მას უფლება აქვს ექსტერნატის
გარეშე ჩაირიცხოს სკოლაში ასაკის შესაბამის კლასში ან მაქსიმუმ სამი კლასის ქვემოთ
(ნაცვლად ორი კლასისა). აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს ხარჯების ზრდას,
რადგან აქ არის საუბარი 1. იმ ადამიანებზე ვისაც საერთოდ არ უვლია სკოლაში და
სახელმწიფოს არ გამოუყვია დაფინანსება მის/მათ განათლებაზე. ამ ჩანაწერით მათ
ეძლევათ საშუალება ასაკის შესაბამის კლასში ჩაირიცხონ ან იმ სამი კლასის ქვემოთ
რომელიც არ გაუვლია. შესაბამისად თუ სახელმწიფოს მოსწავლის სავალდებულო
განათლებაში ფული არ გადაუხდია და ამ ჩანაწერით საბაზო განათლების საშუალებას
აძლევს იმისთვის რომ პროფესიული განათლების საფეხურზე გააგრძელოს სწავლე. 2.
18 წლის ზემოთ მქოფი პირები ჩაირიცხებიან საბაზო განათლების ბოლო კლაში (მე-9
კლასში), ექნებათ შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და 9 კლასის
დასრულების შემდეგ საშუალება მიეცემათ სწავლა გააგრძელონ პროფესიული
განათლების შაფეხურზე. ამ შემთხვევაში არ იხარჯება ზედმეტი თანხა პირიქით,
სახელმწიფო ზოგავს იმ წლების თანხას რომელიც პირს არ გაუვლია სკოლაში. ამ
ჩანაწერით განათლების, პროფესიის და დასაქმების შესაძლებლობა ეძლევა
საქართველოს მოქალაქეს.
მასწავლებლების დატრენინგებასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ
მასწავლებლების მომზადებას ახდენს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი. 2015 წლიდან მიმდინარეობს მასწავლებლების გადამზადება
ინკლუზიური განათლების მიმართულებით, შესაბამისად არც მათი დატრენინგება
გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფის საჭიროებას.
ინტეგრირებული
კლასების
ფუნქციონირებასთან
დაკავშირებით,
ინტეგრირებული კლასებს განათლების და მეცნიერების სამინისტრო 2013 წლიდან
აფინანსებს პროგრამის „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ ფარგლებში. 2018
წლის მონაცემებით 12 ინტეგრირებული კლასს აფინანსებს. ერთი კლასის წლიური
ღირებულება შეადგენს 27 300 ლარს.
რაც შეეხება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციებში
არსებულ ჩანაწერს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების შექმნასა და
დანერგვაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს სისტემები უკვე შექმნილი და დანერგილია eSchool-ის, eVet-ის და eUn-ის სისტემები. პერიოდულად მიდის ამ სისტემების განახლება
და ახალი მოდულების დამატება. ეს ფუნქცია ახალი არ არის, ხდება კანონის დონეზე
ჩანაწერის გაკეთება. აღნიშნული არ მოხადენს გავლენას დაფინანსების წყაროზე და
ბიუეჯტის ხარჯვით ნაწილზე.
იმ პირთა წრის, გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელთა შესახებ
მონაცემების აღრიცხვა უნდა იქნას უზრუნველყოფილი განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემაში, აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის ასახვის შესაძლებლობა
პროგრამულად უკვე შესაძლებელია და უზრუნვლეყოფილია. ეს ფუნქცია არ იწვევს
დამატებით ადამიანურ რესურს, ამ ინფორმაციის ამსახველები არიან თავად
საგანმანათლებლო დაწესებულებები. შესაბამისად არც ეს ფუნქცია მოახდენს გავლენას
დაფინანსების წყაროზე და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი
წესით პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დუბლიკატების
გაცემასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ დუბლიკატის გაცემა აქამდეც
ხდებოდა. ხდება ამ ფუნქციის კანონში ასახვა. აღნიშნული არ წარმოადგენს სიახლეს.
შესაბამისად არც ეს ფუნქცია იქონიებს გავლენას დაფინანსების წყაროზე და ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტით არ დგინდება ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება,
მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტორიზაცია – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების
პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის
აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
ა1)
აკრედიტაცია
–
აკრედიტაციის
სტანდარტებთან
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა,
რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად დაწესებულების სისტემატური
თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების
ხელშეწყობა;
ა 2) ბრენდირება − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დადგენილი სკოლების ინდივიდუალური შეფასების სისტემა. სკოლების ბრენდირებისას
უმაღლესი შეფასება ენიჭება სკოლას, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს ან/და ახორციელებს
აკრედიტებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას და აკმაყოფილებს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს;
ბ) დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა – ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით
დადგენილი გაკვეთილების (საათების) გარდა, მასწავლებლის მუშაობა ეროვნული სასწავლო
გეგმის მიზნების მისაღწევად;
ბ1) დირექტორის ეთიკის კოდექსი – დირექტორის ქცევის წესების ერთობლიობა;
ბ2) დისტანციური სწავლება − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მისაღებად ან/და
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დასაძლევად
ორგანიზებული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო
პროცესი ან მისი ნაწილი. დისტანციური სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია
კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი
მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება;
გ) დისციპლინური გადაცდომა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით
განსაზღვრული წესების დარღვევა;
დ) დისციპლინური დევნა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ
ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მოსწავლის ან მასწავლებლის მიერ
ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა;
ე) დისციპლინური სახდელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით
განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისათვის გათვალისწინებული ზემოქმედების
ზომა;
ე1) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში
არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო
საფეხურებს;
ვ) ეროვნული სასწავლო გეგმა – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა
საფეხურისათვის საათების განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებსა და
რეკომენდაციებს, მოსწავლეთა აუცილებელ დატვირთვას, იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და
ცოდნის) ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფეხურის
დამთავრებისას, და ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებათა აღწერას;
ზ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო
მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული,
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში საათების მაქსიმალური
რაოდენობის ფარგლებში გაწეული მომსახურება;
თ) ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და
სააღმზრდელო მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით
განსაზღვრული, სააღმზრდელო და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ
საგნებში გაწეული საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება;
ი) ეროვნული შეფასებების სისტემა – სისტემა, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო ამოწმებს,
რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა მიღწევები ეროვნული სასწავლო გეგმებით დადგენილ
მიღწევათა დონეებს და რამდენად რეალურია ამ დონეების დაძლევა;
კ) ექსტერნატი – იმ პირის მიერ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო
დოკუმენტის მიღების წესი, რომელმაც დამოუკიდებლად აითვისა ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამები;
ლ) ვაუჩერი – სახელმწიფოს მიერ მოსწავლისათვის გადაცემული, მიმოქცევადი ფინანსური
ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოშვებულ იქნეს როგორც მატერიალიზებული, ისე
არამატერიალიზებული ფორმით და რომელიც განკუთვნილია მოსწავლის მიერ ზოგადი
განათლების მიღების დასაფინანსებლად;
მ) ზოგადი განათლება – განათლება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და
მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი
ცხოვრებისათვის. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს;
ნ) ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც ამ კანონის
შესაბამისად განსაზღვრავს ქვეყანაში არსებული ზოგადი განათლების სისტემის მიზნებს.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი არის ეროვნული სასწავლო გეგმის და
ზოგადი განათლების სისტემის ძირითადი მაჩვენებლების შემუშავების საფუძველი. ზოგადი
განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს იღებს საქართველოს მთავრობა საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით და წარუდგენს პარლამენტს
დასამტკიცებლად;
ო) ზოგადი განათლების საფეხურები – საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი
საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი);
პ) ზოგადი განათლების სისტემა – ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების, მათი
განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, იმ სახელმწიფო
ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ერთობლიობა, რომლებიც
უზრუნველყოფენ ზოგადი განათლების მიღებას;
ჟ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა:
ჟ.ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით
ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირი,
რომელიც
ახორციელებს
ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად
მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც;
ჟ.ბ) ამ კანონის 341 მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის
განმახორციელებელი დაწესებულება;
ჟ 1)
საზღვარგარეთ
აღიარებული
ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამა
−
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც აღიარებულია უცხო ქვეყნის იმ
უფლებამოსილი ინსტიტუტის მიერ, რომელთანაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს −
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება;
რ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომია
– ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომლის სუბიექტები
საჯარო სკოლაში არიან: სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა
თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, ასევე სააპელაციო კომიტეტი – ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
ს) (ამოღებულია - 17.03.2006, №2793);
ტ) თვითშეფასება – სკოლის მიერ მიმდინარე სასწავლო პროცესის ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებთან და საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების ნორმატივებთან შესაბამისობის შემოწმება. თვითშეფასების პროცესში
მონაწილეობენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები;
უ) ინკლუზიური განათლება – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად;
ფ) კაპიტალური ხარჯები – გადასახდელები, რომელთა მიზანია კაპიტალური აქტივების,
სტრატეგიული და განსაკუთრებული მარაგის, საქონლის, მიწის, არამატერიალური აქტივების
შეძენა, შენობა-ნაგებობების, მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების, სატრანსპორტო და
სხვა ძირითადი საშუალებების შეძენა, კაპიტალური რემონტი, მშენებლობა და
რეკონსტრუქცია;
ქ) კერძო სკოლა – კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;
ღ) კლასი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა დროებითი, სულ მცირე
ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შენარჩუნებული ერთიანობა, რომელიც შედგენილია
ეროვნულ სასწავლო გეგმებში მოცემული რეკომენდაციებისა და ამ დაწესებულების წესდების
მიხედვით და რომელში გაერთიანებული მოსწავლეებიც ძირითადად ერთად სწავლობენ
ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს;
ღ 1) მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული
პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც
ერთ საგანს მაინც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ღ2) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი – მასწავლებლის პროფესიული ქცევის
ნორმების ერთობლიობა;
ღ 3) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი – პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის,
უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების, აგრეთვე კვალიფიკაციების ჩამონათვალი, რომელსაც ამ
კანონის 21 2 მუხლით გათვალისწინებული ყველა თანამდებობის მასწავლებელი უნდა
აკმაყოფილებდეს;
ღ 4)
მასწავლებლობის
მაძიებელი
–
პირი,
რომელიც
დროებით
ასწავლის
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად;
ღ 5 ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობა – მოსწავლეთა
თავისუფალი გადაადგილება სა სწავლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად როგორც
საქართველოში, ისე უცხოეთში, საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგად
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესებ ით, რასაც თან სდევს სწავლის
პერიოდში მიღებული განათლებისა და შეფასებების აღიარება;
ღ6) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822);
ღ 7) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემა − საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებული
მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც ეფუძნება
მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და განსაზღვრავს მასწავლებლის საქმიანობის
დაწყების, მასწავლებლის შეფასების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის
გზებსა და საშუალებებს;
ღ8) მოსწავლე – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ირიცხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ყ) ინდივიდუალური სასწავლო გეგმა – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლისათვის შექმნილი, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა,
რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია;
ყ1) მოსწავლის ქცევის კოდექსი – მოსწავლის ქცევის წესების ერთობლიობა;
შ) მშობელი – მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი;
შ 1 ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური − შესაბამისი განათლების მქონე,
ნასამართლობის
არმქონე
საქართველოს
ქმედუნარიანი
მოქალაქე,
რომელიც
ხელშეკრულებების საფუძველზე უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ;
შ 2 ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსი – საგანმანათლებლო
დაწესებულების მანდატურის ქცევის სავალდებულო ნორმების, დისციპლინური
გადაცდომისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეების, დისციპლინური წარმოების,
მათ შორის, დისციპლინური გადაცდომის განმხილველი ორგანოს შექმნის, წესებ ის
ერთობლიობა;
ჩ) მცირეკონტინგენტიანი სკოლა – სკოლა, რომელშიც ადგილობრივი პირობების გამო
სწავლობს მცირე რაოდენობის მოსწავლე. მცირეკონტინგენტიანი სკოლის ნორმატივს ადგენს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
ჩ1) მულტილინგვური განათლება – განათლება, რომლის მიზანია სხვადასხვა ენაში
მოსწავლეების ენობრივ კომპეტენციათა განვითარება-გაღრმავება. იგი გულისხმობს
ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში იმგვარი სწავლების ორგანიზებას, რომელიც გაზრდის
აღნიშნული ენების შესწავლისა და გამოყენების ქმედითობას;
ჩ2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე – პირი, რომელსაც
თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა ეროვნული
სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება;
ჩ 3) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების
მულტიდისციპლინური გუნდი (შემდგომ – მულტიდისციპლინური გუნდი) – სპეციალისტთა
გუნდი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის მიზნით
ახორციელებს პირის შეფასებას და მისთვის განათლების საუკეთესო ფორმის შერჩევას;
ჩ4 ) ექსპერტთა ჯგუფი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან
არსებული ჯგუფი (ჯგუფები), რომელიც (რომლებიც) ამ კანონის შესაბამისად იღებს (იღებენ)
გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების (რეფერალის) ღონისძიების
გამოყენების შესახებ;
ჩ5 ) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი;
ჩ6 ) სკოლა-პანსიონი – სასწავლო-სააღმზრდელო სპეციალიზებული დაწესებულება, სადაც
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი წესრიგდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;
ც) (ამოღებულია - 02.03.2007, №4412);
ძ) პედაგოგიური საქმიანობა – მასწავლებლის მიერ მოსწავლეებთან საგაკვეთილო და
დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა;
წ) პილოტირება – ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებისა და ამ მიზნების მიღწევის
საშუალებების რეალურობის შემოწმება სკოლებში;
წ1) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
ჭ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის
მიერ ინიციირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული, აგრეთვე მისი
სპონსორობით ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო;
ხ) სასკოლო
სასწავლო
გეგმა –
სასწავლო
გეგმა,
რომელიც
კონკრეტული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის აზუსტებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში
მოცემულ აუცილებელ დატვირთვას; განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას და ეროვნული სასწავლო
გეგმით
გაუთვალისწინებელ
დამატებით
საგანმანათლებლო
და
სააღმზრდელო
მომსახურებას, აგრეთვე სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო ღონისძიებებს;
ჯ) საჯარო სკოლა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;
ჯ1) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
ჯ2) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
ჰ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე/მოადგილეები და
ბუღალტერია;
ჰ1) სკოლის პედაგოგიური საბჭო – სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო;
ჰ2) სკოლის სამეურვეო საბჭო – სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო;
ჰ3) პირადი გასინჯვა – მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის,
იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური
გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის,
რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და
ამოღება სკოლაში სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი
პირის მიერ ან მანდატურის მიერ სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის
წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.
მუხლი 4. სწავლების ენა
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ენაა ქართული, ხოლო აფხაზეთის
ავტონომიურ რესპუბლიკაში – ქართული ან აფხაზური.
2. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში,
სადაც სწავლება ხორციელდება ერთ-ერთ სახელმწიფო ენაზე, მეორე სახელმწიფო ენის
სწავლება სავალდებულოა.
3. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებისთვისაც ქართული ენა მშობლიური არ არის, უფლება
აქვთ მიიღონ სრული ზოგადი განათლება მათ მშობლიურ ენაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის
შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში სავალდებულოა სახელმწიფო ენის სწავლება, ხოლო აფხაზეთის
ავტონომიურ რესპუბლიკაში – ორივე სახელმწიფო ენისა.
4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში შესაძლებელია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლება
განხორციელდეს უცხოურ ენაზე. ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში
სავალდებულოა სახელმწიფო ენის სწავლება, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
– ორივე სახელმწიფო ენისა.
41. უცხოურ ენაზე სწავლება დასაშვებია ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ.ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით. ამ შემთხვევაში სავალდებულოა
სახელმწიფო ენის − ქართულის სწავლება, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში –
აგრეთვე აფხაზურისა.
5. სენსორული დარღვევის მიმართულებით სპეციალიზებულ სკოლაში, სადაც განათლებას
იღებენ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები, გამოიყენება ჟესტების ენა და მისი ანალოგები.
6. სენსორული დარღვევის მიმართულებით სპეციალიზებულ სკოლაში, სადაც განათლებას
იღებენ მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეები, გამოიყენება ბრაილის სისტემა.
მუხლი 5. ეროვნული სასწავლო გეგმა
1. ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო
შეიმუშავებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების
საფეხურების მიხედვით აუცილებელი საგნობრივი ჯგუფები, საგნების მიხედვით საათები,
მათი განაწილება და აუცილებელი დატვირთვა, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები
და რეკომენდაციები.
11 . სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის აუცილებლობის
შემთხვევაში სკოლა ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში შეიმუშავებს ინდივიდუალურ
სასწავლო გეგმას.
2. ეროვნული სასწავლო გეგმით განისაზღვრება იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის)
ჩამონათვალი, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველ საგანში თუ საგნობრივ ჯგუფში
კლასის ან საფეხურის დამთავრებისას. ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს აგრეთვე
მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე
მოსწავლეთათვის.
3. ეროვნული სასწავლო გეგმა მოიცავს შემდეგ საგნობრივ ჯგუფებს:
ა) სახელმწიფო ენა;
ბ) მათემატიკა;
გ) უცხოური ენები;
დ) საზოგადოებრივი მეცნიერებები;
ე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ვ) ტექნოლოგიები;
ზ) ესთეტიკური აღზრდა;
თ) სპორტი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნობრივი
ჯგუფები იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლება ხორციელდება ამ
კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ისწავლება ქართულად, ხოლო აფხაზეთის
ავტონომიურ რესპუბლიკაში – ქართულად ან/და აფხაზურად.
5. ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულება სავალდებულოა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის.
6. ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული საგნების სწავლება უნდა
იყოს აკადემიური, ობიექტური და არადისკრიმინაციული.
7. ეროვნული სასწავლო გეგმით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს მოდიფიცირებული
ეროვნული სასწავლო გეგმა ან/და ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირების
შესაძლებლობა ამ კანონის 31 1 მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების ტიპების მიხედვით.
მუხლი 6. ზოგადი განათლება
1. სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების
წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას.
სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და
პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
1 1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სკოლის გამოსაშვები გამოცდების
ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც:
ა) ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში აკრედიტებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით დაძლია;
ბ) ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ.ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაძლია.
2. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაჩქარებული გავლა დასაშვებია მხოლოდ
განსაკუთრებულ
შემთხვევაში,
მოსწავლის
ინდივიდუალური
შესაძლებლობების
გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დადგენილი წესით.
3. მოსწავლის ან მისი მშობლის მოთხოვნის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულება ვალდებულია გასცეს მოსწავლის მიერ საგნების გავლის დამადასტურებელი
ცნობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული
ფორმის მიხედვით.
4. დაუშვებელია მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმა საბაზო
საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე.
5. ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის
მქონე პირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქვთ ზოგადი განათლების მომდევნო
საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება.
5 1. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს არ აქვს საგანმანათლებლო
ისტორია
ან
მან
გარკვეული
მიზეზების
გამო
გამოტოვა
კლასი/კლასები,
მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე მას უფლება აქვს, ჩაირიცხოს
სკოლაში ან სწავლა გააგრძელოს ექსტერნატის ფორმით, გამოცდების ჩაბარების გარეშე, ასაკის
შესაბამის კლასში ან მაქსიმუმ ორი კლასის ქვემოთ.
6. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი.
7. (ამოღებულია - 21.07.2010, №3530).
მუხლი 9. ზოგადი განათლების მიღების უფლება
1. ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად
განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც
აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი
შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
2. ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ქმნის ზოგადი
განათლების სისტემას და სათანადო სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს.
3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის იქმნება ეროვნულ
სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ან/და დამატებითი
სასწავლო პროგრამა, რომლის შესაბამისადაც ხორციელდება მისი სწავლება, სოციალური
ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. ასეთ შემთხვევებში აღნიშნული
მოსწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
4. ზოგადი განათლების მიღება შეიძლება ექსტერნატის ფორმით. ექსტერნს უფლება აქვს,
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღოს ექსტერნატის ფორმით
ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევისა და სკოლის
გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.
41 . ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების წესსა და პირობებს ადგენს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით
მიღებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის
წარდგენისა და განხილვის ვადები.
5. ზოგადი განათლების მიღება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს ალტერნატიული
ფორმებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი
წესით, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და შრომითი და ოჯახური პირობების
გათვალისწინებით.
6. სახელმწიფო იცავს მოსწავლის და მშობლის საგანმანათლებლო არჩევანის თავისუფლებას.
მშობლის საგანმანათლებლო არჩევანის თავისუფლება არ გულისხმობს:
ა) სავალდებულო განათლებისთვის თავის არიდების უფლებას;
ბ) ისეთ განათლებას, რომელიც ხელს შეუშლის ამ კანონის მიზნების მიღწევას.
7. სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა მოსწავლის ცოდნის სამართლიანი
შეფასების უზრუნველსაყოფად. დაუშვებელია, მოსწავლის აკადემიური შეფასება
განპირობებული იყოს მისი დისციპლინით.
8. მოსწავლეს უფლება აქვს დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და
შეურაცხყოფისაგან.
9. სკოლა ვალდებულია შექმნას ჯანმრთელობისათვის , სიცოცხლისა და საკუთრებისათვის
უსაფრთხო გარემო სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ
მიზნით კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირი − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საჯარო სამართლის
იურიდიულ პირთან – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან
გააფორმოს
მომსახურების
ხელშეკრულება.
საჯარო
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო
დაწესებულების მანდატურის სამსახურის მომსახურება ფინანსდება საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
10. სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის
ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და
თავისუფლებების ჯეროვანი დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების ან აღკვეთის მიზნით.
11. სკოლიდან გარიცხულ მოსწავლეს უფლება აქვს სწავლა სხვა სკოლაში განაგრძოს.
12. მოსწავლეს უფლება აქვს გადავიდეს ერთი სკოლიდან სხვა სკოლაში ზოგადი განათლების
იმავე საფეხურზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 21. მასწავლებლის სხვა უფლებები და მოვალეობები
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელს უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს დაწესებულებას მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;
ბ) მიიღოს შრომის ანაზღაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მიერ დადგენილი ნორმატივების მიხედვით;
გ) აიმაღლოს კვალიფიკაცია, რისთვისაც 6 წელიწადში ერთხელ უფლებამოსილია მოითხოვოს
ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით;
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
11. მასწავლებელი ვალდებულია:
ა) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება;
ბ) იზრუნოს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების
ჩამოყალიბებაზე;
გ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
დ) ჩაერთოს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და
კარიერული წინსვლის სქემაში;
ე) დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;
ვ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ვალდებულებები;
ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი
ხელშეკრულებით დადგენილი წესებით მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესახებ.
12. მასწავლებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი
დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.
2. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება სრული სამუშაო კვირის შემთხვევაში არ უნდა იყოს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საჯარო მოსამსახურის მინიმალურ ხელფასზე
ნაკლები.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი
ხელშეკრულება იდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
4. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება იზრდება საჯარო სკოლის ბიუჯეტის ზრდასთან
ერთად.
მუხლი 212. მასწავლებლის თანამდებობის სახეები და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
1. მასწავლებლის თანამდებობის სახეებია:
ა) დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგანს მაინც
ასწავლის დაწყებით საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგანს
მაინც ასწავლის საბაზო და საშუალო საფეხურებზე ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში;
გ) საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგნობრივ ჯგუფში
გაერთიანებულ ყველა საგანს ასწავლის საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
დ) სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – მასწავლებელი,
რომელიც სახელოვნებო ან სასპორტო საგანს/საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ყველა საგანს
ასწავლის შესაბამის საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ე) სპეციალური მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლეს ასწავლის დაწყებით საფეხურზე და ხელს უწყობს
საგანმანათლებლო პროცესში მის ჩართვას დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე;
ვ) სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – სასკოლო სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი, რომელზედაც არ
ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლობისა და რეგისტრაციისათვის საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
ზ)
დაწყებითი
საფეხურის
მულტილინგვური
განათლების
მასწავლებელი
–
არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებელი,
რომელიც სხვადასხვა ენაზე ასწავლის ერთ ან რამდენიმე საგანს დაწყებით საფეხურზე;
თ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების
მასწავლებელი – არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის
მასწავლებელი, რომელიც სხვადასხვა ენაზე ასწავლის ერთ ან რამდენიმე საგანს საბაზო და
საშუალო საფეხურებზე.
2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარდგინებით საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიულ
სტანდარტს,
რომელიც
მოიცავს
პროფესიულ
სტანდარტს
თითოეული
სახის
მასწავლებლისათვის. სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის პროფესიული
სტანდარტი უნდა განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების ყველა მასწავლებელი.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიას შეიძლება ასწავლიდეს პროფესიის
მასწავლებელი, რომელიც არის პროფესიული განათლების მასწავლებელი „პროფესიული
განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 22. სახელმწიფოს მიერ ზოგადი განათლების დაფინანსება
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების მიღებას. მოსწავლის
განათლების სახელმწიფო დაფინანსება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში
გრძელდება 12 წლის განმავლობაში.
2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლება ერთ მოსწავლეზე გათვლილი
ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით ფინანსდება სახელმწიფოს მიერ .
21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების უზრუნველყოფის გარდა,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დააფინანსოს
კერძო სკოლა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების
შესაბამისად, შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების ფარგლებში.
3. სახელმწიფოს მიერ მოსწავლის განათლების დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან ხორციელდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის
შესაბამისი ვაუჩერით. სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერების ოდენობები განისაზღვრება
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონისათვის მაქსიმალური
დატვირთვის მიხედვით, განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფ მოსწავლეთა ფინანსური
შესაძლებლობების შესაბამისად, განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფაში
თანასწორობის პრინციპის დაცვით. ვაუჩერით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
მიმდინარე ხარჯების დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხა შესაძლებელია გამოყენებულ
იქნეს აღნიშნული დაწესებულების კაპიტალური ხარჯების დასაფარავად.
4. ყოველ მშობელს აქვს უფლება, სასკოლო ასაკს მიღწეული ბავშვის განათლების
დასაფინანსებლად მიიღოს ვაუჩერი, რომლის განთავსება შესაძლებელია ამ მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებაში. სახელმწიფო დაფინანსება გრძელდება იმავე
პუნქტით გათვალისწინებულ სხვა დაწესებულებაში მოსწავლის გადასვლის შემთხვევაში.
5. საჯარო სკოლის კაპიტალურ ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანო ან/და საჯარო სკოლა.
6. საჯარო სკოლა უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღოს დამატებითი დაფინანსება გაზრდილი ვაუჩერის სახით
ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული
შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში.
61. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად
დაფუძნებულ პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლებში სააღმზრდელო
მომსახურების,
მოსწავლეთა
ზოგადი
განათლების,
საცხოვრებელი
პირობების,
მკურნალობისა და კვების ხარჯების დაფინანსებას .
6 2 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ პანსიონური
მომსახურების მქონე საჯარო სკოლებში სააღმზრდელო მომსახურების, საცხოვრებელი
პირობების, მკურნალობისა და კვების ხარჯების დაფინანსებას.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე,
პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ან დროებითი
საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე პირზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე (მათ შორის, უცხოეთში
მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე), მოქალაქეობის
არმქონე პირზე და საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე.
მუხლი 26. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილება
ზოგადი განათლების სფეროში
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადი განათლების სფეროში
საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური
შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა
კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე:
ა) ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში;
ბ) შეიმუშავებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და წარუდგენს
საქართველოს მთავრობას;
გ) შეიმუშავებს განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს;
დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემი ს დებულებებს;
დ1) ამტკიცებს მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობასა და დებულებას;
დ2 ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტოს დირექტორის კანდიდატურას;
დ3) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს;
დ4 ) ამტკიცებს ექსპერტთა ჯგუფის დებულებას;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს;
ე1) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს;
ე2) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსს;
ე3 ) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახურის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების
საფასურს;
ვ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, ხელს უწყობს მის დანერგვასა და
პილოტირებას;
ვ1) ამტკიცებს ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს ზოგადი განათლების ნაწილში;
ვ 2) (ამოღებულია - 08.06.2016, №5367);
ვ 3) ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამებს;
ვ4 ) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ატარებს სხვადასხვა კვლევას;
ზ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530);
თ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530);
ი ) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო
დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებებსა და
საფასურებს ;
კ)
განსაზღვრავს
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებათა
შენობა-ნაგებობების
მშენებლობის სტანდარტებს შესაბამის დარგობრივ სამინისტროსა და უწყებებთან ერთად;
ლ) ადგენს ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან
ერთად;
ლ1) უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების
შესაბამისად დააფინანსოს კერძო სკოლა შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების
ფარგლებში;
მ) იღებს ზომებს ყველა მოსწავლის, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე, აგრეთვე სკოლიდან გარიცხული მოსწავლეების, მიერ ზოგადი განათლების მისაღებად;
შეიმუშავებს ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულებას;
შეიმუშავებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში გადაყვანის დებულებას; შეიმუშავებს ალტერნატიული ფორმით
განათლების მიღების დებულებას; შეიმუშავებს ინკლუზიური განათლების დანერგვის,
განვითარებისა და მონიტორინგის წესებს, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმს;
ნ ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ამტკიცებს მის წესდებას ; უფლებამოსილია
მოახდინოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია . აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ
რესპუბლიკებში ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებს სამინისტრო ახორციელებს
შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარდგინების
საფუძველზე ;
ნ 1) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო
სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ ) იურიდიულ პირს ;
ნ2) უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების, მართვის
წესის, სტრუქტურული ერთეულების, სასკოლო სასწავლო გეგმის, სახელმწიფო კონტროლის,
ადამიანური რესურსებისათვის (მათ შორის, დირექტორისა და მასწავლებლისათვის)
წასაყენებელი მოთხოვნების გათვალისწინებით, ავტორიზაციის მოპოვების მიზნით
დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი და დაამტკიცოს მისი წესდება, აგრეთვე
განახორციელოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ
რესპუბლიკებში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური
რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე;
ო ) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს ; საჯარო სკოლის სამეურვეო
საბჭოს ასარჩევად წარუდგენს საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატს /კანდიდატებს ;
ო1) უზრუნველყოფს ახალდაფუძნებულ ან/და რეორგანიზებულ საჯარო სკოლაში სამეურვეო
საბჭოს პირველი არჩევნების ჩატარებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას;
პ ) (ამოღებულია – 09.03.2011, №4321);
ჟ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო,
თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს
კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით;
რ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530);
ს) ამტკიცებს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში
მიღებული
ზოგადი
განათლების
აღიარებისა
და
საქართველოში
გაცემული
საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესსა და საფასურს;
ს 1 ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესს;
ტ) ამტკიცებს ეროვნული შეფასებების ჩატარების განრიგს;
ტ1) ამტკიცებს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესს. საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ეროვნულ სასწავლო
ოლიმპიადასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის
წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
ტ2 ) ამტკიცებს სკოლების ბრენდირების ჩატარების წესს. საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლების ბრენდირებასთან დაკავშირებით
დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
ტ3 ) ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს. საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლის გამოსაშვებ
გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის
წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
ტ4) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების
საფასურს;
ტ5 ) ამტკიცებს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და
მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესს“;
ტ 6 ) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული
მომსახურების საფასურს;
უ) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნებთან, მათ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხარისხის შემოწმებისა და უზრუნველყოფის
სფეროში;
ფ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის
გრიფირების
წესსა
და
საფასურს;
უფლებამოსილია
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირებასთან დაკავშირებით დაადგინოს
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული ადმინისტრაციული წარმოების ვადა;
ფ1) უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის
გრიფირების წესით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის თანხმობის
საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის
მინიჭების შესახებ;
ქ) ახორციელებს საჯარო სკოლების სახელმწიფო კონტროლს და პასუხისმგებელია ზოგადი
განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე. ამ მიზნით
სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ამ სკოლების ფინანსური შემოწმება
კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
ღ) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს საჯარო ან კერძო სამართლის
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;
ყ ) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნულ
ცენტრს
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
,
მათ
შორის
,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების , ავტორიზაციის ან /და აკრედიტაციის
ჩატარების მიზნით ;
ყ1 ) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს;
ყ2) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემას;
ყ3) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/პირებს – მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულ ცენტრს/ცენტრებს;
შ) ადგენს საჯარო სკოლის დირექტორისა და მასწავლებლის შესარჩევი კონკურსების
გამართვის წესს, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის და მათთვის უფლებამოსილების
შეწყვეტის წესსა და პირობებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
უფლებამოსილია საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით
დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
შ1) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:
შ1.ა) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
შ1.ბ) მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს;
შ1.გ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
შ1.დ) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს;
შ1.ე) (ამოღებულია - 11.07.2009, №1385);
შ1.ვ) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესს,
აგრეთვე მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს და მისი
გაცემის წესს;
შ1.ზ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
შ1.თ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
შ1.ი) მოსწავლის ქცევის კოდექსს;
შ1.კ) დირექტორის ეთიკის კოდექსს;
შ2) ამტკიცებს წარმატებული მასწავლებლის წოდების მინიჭებისა და მასწავლებლის
დაჯილდოების წესს;
ჩ) ნიშნავს საჯარო სკოლის (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ
დაფუძნებული სკოლისა) სამეურვეო საბჭოს წევრს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების
სამინისტროს
ტერიტორიული
ორგანოების
საშტატო
განრიგით
გათვალისწინებული შემადგენლობიდან, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების წევრებს
– განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს წარდგინებით მისი
ცენტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოს საშტატო განრიგით გათვალისწინებული
შემადგენლობიდან;
ც) ადგენს საჯარო სკოლებში წლის განმავლობაში სასწავლო დღეების მინიმალურ და
მაქსიმალურ რაოდენობებს, არდადეგების მინიმალურ და მაქსიმალურ ხანგრძლივობას;
აგრეთვე უფლებამოსილია დაადგინოს სასწავლო წლის დამთავრების და არდადეგების დრო
და ხანგრძლივობა; განსაზღვრავს გამონაკლის შემთხვევებს;
ც1) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე
დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმას;
ძ) (ამოღებულია - 17.03.2006, №2793);
წ) ადგენს საჯარო სკოლების დირექტორებისა და არჩევითი ორგანოების წევრების
რეგისტრაციის წესს;
ჭ) პროფესიული კავშირების მონაწილეობით ადგენს საჯარო სკოლების მასწავლებელთა
შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობასა და პირობებს, ამტკიცებს სკოლების მიერ
მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების სავალდებულო პირობებს;
ჭ1 ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
ხ) პროფესიულ კავშირებთან თანამშრომლობით გეგმავს ღონისძიებებს მასწავლებელთა
კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
ჯ ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანხმობით ამტკიცებს მასწავლებლის
მომზადებისა
და
პროფესიული
განვითარების
საგანმანათლებლო
პროგრამების
აკრედიტაციის დებულებასა და საფასურს ;
ჰ) ამტკიცებს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმას;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ზოგადი განათლების
დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესს ;
ჰ1) ახორციელებს საჯარო სკოლების ნუმერაციას და ადგენს მათთვის სახელის მინიჭების წესს;
ჰ2) უფლებამოსილია დააწესოს გრანტები და სტიპენდიები განსაკუთრებით ნიჭიერ
მოსწავლეთა წახალისების მიზნით;
ჰ3 ) ადგენს მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის წესს;
ჰ 4 ) (ამოღებულია - 02.03.2007, №4412);
ჰ 5 ) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი
აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას;
ჰ 6 ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ჰ 7 ) ამტკიცებს მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს;
ჰ8) უფლებამოსილია დაადგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული
მომსახურების/განხორციელებული საქმიანობის საფასური;
ჰ 9) უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული
აქტებით განსაზღვრულ გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს ადმინისტრაციული
საჩივრის წარდგენისა და განხილვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები და წესი;
ჰ 10) უფლებამოსილია მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო, კულტურული, სახელოვნებო,
შემოქმედებითი,
სასპორტო,
შემეცნებითი
ღონისძიებების
ჩატარების
მიზნით
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ან/და მასწავლებელზე გასცეს გრანტი და
დაამტკიცოს საგრანტო კონკურსის დებულება.
2.
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებულ
უფლებამოსილებათა
განსახორციელებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქმნის,
გარდაქმნის და აუქმებს საკუთარ ტერიტორიულ ორგანოებს, ამტკიცებს მათ დებულებებს,
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ ორგანოების
ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ტერიტორიული ორგანოები ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
3. (ამოღებულია – 09.03.2011, №4321) .
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“, „ო1 “ და „ტ5 “ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაზე,
რომელიც
ახორციელებს
სამხედრო
5
მომზადებასა და განათლებას, ხოლო იმავე პუნქტის „ნ“, „ჟ“, „ტ “, „ქ“ და „შ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ ფუნქციებს ასეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასრულებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
მუხლი 283 . განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს სისტემაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომ – განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემა), რომლის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და სახელმწიფო
კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციებია:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება;
ბ) თანამედროვე სა ინფორმაციო -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სკოლის დირექტორისა და
სამეურვეო საბჭოს წევრის რეგისტრაციაში გატარება;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლეთა პერსონალური
მონაცემების აღრიცხვა, აგრეთვე სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრების წარმოება;
ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის წარმოება, კერძოდ, საჯარო სკოლის
დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის/დირექტორის
მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების
შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო
დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში − სკოლის სხვა
თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებისა და უფლებამოსილების
შეწყვეტის რეგისტრაციაში გატარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;
ვ)
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებათა
რეესტრის
წარმოება,
კერძოდ, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესისაგანმანათლებლო დაწესებულების
ხელმძღვანელი სა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ს, ასევე საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი
საბჭოს
სპიკერი ს რეგისტრაციაში
გატარება
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;
ზ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბრუნვის ორგანიზება და კონტროლი;
თ) იმ პირთა აღრიცხვა, რომლებსაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი
განაჩენის ან/და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოერთვათ პედაგოგიური და
საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
ი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე
საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვით სამინისტროს გამართული
ფუნქციონირების ხელშეწყობა;
კ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და
პროგრამების შედეგების კვლევის დაგეგმვა;
ლ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და
პროგრამების შედეგების უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით კვლევა;
მ) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება;
ნ) დაინტერესებული პირების მომზადება-გადამზადება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით;
ო) (ამოღებულია - 16.12.2016, №102) ;
პ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულებით გათვალისწინებული სხვა
უფლებამოსილებების განხორციელება.
3. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
4. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი ხელმძღვანელობს განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემის საქმიანობას, პასუხს აგებს განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის ამოცანების შესრულებისათვის და ახორციელებს განათლების
მართვის
საინფორმაციო
სისტემის დებულებით
გათვალისწინებულ
სხვა
უფლებამოსილებებს.
მუხლი 29. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროთა
უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო, აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის განათლების სამინისტრო შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის
ტერიტორიაზე:
ა) არის ზოგადი განათლების სისტემის მართვის ძირითადი რგოლი, ატარებს ერთიან
სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში;
ბ) უზრუნველყოფს ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის
შესრულებას;
გ) ორგანიზებას უწევს ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვას;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული
დებულების შესაბამისად უზრუნველყოფს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმატივებთან
შესაბამისობას;
ე) (ამოღებულია - 17.03.2006, №2793);
ვ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასებებს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;
ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს
ზოგადსაგანმანათლებლო,
სკოლისგარეშე
საგანმანათლებლო
და
სააღმზრდელო
დაწესებულებების წესდებებს;
ზ1) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს კერძო სამართლის
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;
თ) აწარმოებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრს; ამ კანონითა და ზოგადი
განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით
რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლის დირექტორს, დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელს, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი
უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი მოვალეობის
შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის
შემთხვევაში − სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებასა
და უფლებამოსილების შეწყვეტას და აღნიშნულ მონაცემებს სარეგისტრაციოდ უგზავნის
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. მონაცემთა განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია იწვევს მათ ძალაში შესვლას;
ი) ახორციელებს ზოგადი განათლების დაფინანსებას ამ კანონით გათვალისწინებული წესით;
კ) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს ;
კ1) გასცემს თანხმობას სკოლის დირექტორის შვებულებაში გასვლაზე; დისკრეციული
უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას მისი შვებულებიდან გამოძახების
შესახებ;
კ2) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასანიშნად წარუდგენს
საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურას; საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს წინაშე აყენებს წინადადებას მისი სამეურვეო საბჭოდან გამოწვევის
თაობაზე;
ლ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო,
თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს
კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით;
მ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530);
მ1) უფლებამოსილია ამ კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 41-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და
44-ე
მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელი;
ნ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის საჯარო სკოლის მიერ
საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას;
ო) (ამოღებულია - 27.12.2006, №4129);
პ) (ამოღებულია - 27.12.2006, №4129);
ჟ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის
შესაბამისად იბარებს საჯარო სკოლის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს
კანონმდებლობის შესრულების, სასწავლო პროცესისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ;
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრულ
სხვა უფლებამოსილებებს.
2. აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო
უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა
განსახორციელებლად შექმნას, გარდაქმნას და გააუქმოს საკუთარი ტერიტორიული
ორგანოები შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, დაამტკიცოს მათი
დებულებები, თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს მათი
ხელმძღვანელები და მოადგილეები.
3. თუ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესახებ საქართველოსა და
შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული
განათლების სამინისტროს არსებობა, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით
გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი
33.
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების
ვალდებულებები
და
უფლებამოსილებები
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია:
ა) მოსწავლეებს მიაწოდოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლება, რომელიც
ეფუძნება ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, ჯანსაღი ცხოვრების,
დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპებს;
ბ) შექმნას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის საჭირო ყველა პირობა;
გ) დაიცვას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი ეროვნული
სასწავლო გეგმა;
დ)
განახორციელოს
ზოგადსაგანმანათლებლო
საქმიანობა
გრიფმინიჭებული
სახელმძღვანელოებით, ხოლო თუ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანში
არ არის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო – ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა
განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან
შეთანხმებული სახელმძღვანელოთი;
ე) უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების განხორციელება საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად;
ვ) შექმნას ზოგადი განათლების ალტერნატიული ფორმებით მიღების შესაძლებლობა,
მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, შესაბამისი საფეხურის სხვა
მოსწავლეთაგან განცალკევებით;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისათვის დააწესოს შეღავათები მათი
სწავლისა და აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად;
თ) არ დაუშვას არამეცნიერული შეხედულების ან თეორიის, როგორც მეცნიერული თეორიის
ან ფაქტის, სწავლება;
ი) ჰქონდეს თვითშეფასების სისტემა;
კ) უზრუნველყოს სასკოლო დროს სკოლის ტერიტორიაზე მყოფი მოსწავლის უსაფრთხოება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მასწავლებლობის მაძიებელი
სკოლაში;
მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებლების პერსონალური
მონაცემები,
აგრეთვე
ინფორმაცია
სკოლაში
არსებული
მასწავლებლებისა
და
მასწავლებლობის მაძიებლების ვაკანსიების შესახებ;
ნ) მის ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ
განვითარებას, მათ შორის, პროფესიული მზადების პროგრამაში მათი მონაწილეობის
ხარჯების დაფინანსების ან თანადაფინანსების გზით.
2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია:
ა) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს იმ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურება,
რომლებსაც არ აქვთ დამოუკიდებლად დაწესებულებამდე მისვლის და შინ დაბრუნების
საშუალება;
ბ) მოსთხოვოს საქართველოს კანონმდებლობითა და დაწესებულების წესდებით დადგენილი
მოთხოვნების შესრულება ამ დაწესებულების მასწავლებლებს, სხვა თანამშრომლებს,
მოსწავლეებსა და მათ მშობლებს;
გ) შექმნას პირობები ინკლუზიური სწავლებისათვის;
დ) ამ კანონის მიზნების მისაღწევად ითანამშრომლოს სხვა სკოლებთან და საზოგადოებრივ
ორგანიზაციებთან;
ე) უზრუნველყოს სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და
სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო, მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარების
და კვების პუნქტების არსებობა;
ვ) უზრუნველყოს მოსწავლეები სასკოლო ბიბლიოთეკით, რომელიც ეფუძნება მოსაზრებათა
პლურალიზმს და უზრუნველყოფს მოსწავლის ყოველმხრივ განვითარებას, მის მიერ ქვეყნის
თვითმყოფადობის, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისა და კულტურული
მრავალფეროვნების შეთვისებას;
ზ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების დონის შესაბამისად მიიღოს ზომები მისი
შრომის ანაზღაურების გაზრდის მიზნით;
თ ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530) .
3. საჯარო სკოლას უფლება აქვს, მშობლებთან შეთანხმებით შესთავაზოს მოსწავლეებს
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი ფასიანი საგანმანათლებლო
მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) შესაბამის მოსწავლეს ამ მომსახურებას არ გაუწევს ამავე სკოლაში დასაქმებული
მასწავლებელი;
ბ) ამ მომსახურებას არ აქვს გაკვეთილის სახე;
გ) შესაბამის მოსწავლეს ეს მომსახურება არ გაეწევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას,
სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აუცილებელი დატვირთვის ფარგლებში.
4. საჯარო სკოლას უფლება აქვს მოსწავლეებს მიაწოდოს ეროვნული სასწავლო გეგმით
გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, მათ შორის,
ფასიანი მომსახურება. საჯარო სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი მომსახურების
თანაბარი ხელმისაწვდომობა დაწესებულების ყველა მოსწავლისათვის.
მუხლი 37. სამეურვეო საბჭო
1. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი
რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არა უმეტეს 12 წარმომადგენლისაგან,
საშუალო
საფეხურის
მოსწავლეთა
თვითმმართველობის
მიერ
არჩეული
1
წარმომადგენლისაგან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დანიშნული 1 წევრისაგან, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც
ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, – აგრეთვე საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო
უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში
შეიძლება შეყვანილ იქნეს სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისათვის დადასტურებულად
ქველმოქმედების გამწევ პირთაგან (ასეთების არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი.
სამეურვეო
საბჭოს წევრთა
რაოდენობის
განსაზღვრისას
მცირეკონტინგენტიანი
სკოლებისათვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს თანხმობით. მშობლებისგან არჩეული წევრები თანაბრად უნდა
წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს. სამეურვეო საბჭოს წევრი
შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2. სამეურვეო საბჭოს მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოსაგან არჩეული წევრების
რაოდენობა განისაზღვრება სკოლის წესდებით.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლება აქვს წარგზავნოს
წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში, რომელიც სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს გამოიწვიონ თავიანთი
წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოდან.
5.სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე , რომელიც იწვევს და წარმართ
ავს საბჭოს სხდომებს . იგი წარმოადგენსსკოლას დირექტორთან ურთიერთობებში . საბჭოს თ
ავმჯდომარე მონაცვლეობით აირჩევა საბჭოს შემადგენლობაში მშობლებისგან დაპედაგოგიუ
რი საბჭოსგან არჩეულ წევრთაგან და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი
ორგანოს წარმომადგენლისაგან ,არა უმეტეს მათი უფლებამოსილების ვადისა . სამეურვეო სა
ბჭოს წევრი – მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი არშეიძლება არჩეულ იქნე
ს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ .
51. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლებამოსილება აქვს სამეურვეო
საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს ან სამეურვეო საბჭოში ამ კანონის 26ე მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნულ წარმომადგენელს. სამეურვეო
საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სამეურვეო
საბჭო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩიოს სხდომის
თავმჯდომარე, რომელიც ამ რიგგარეშე სხდომაზე ახორციელებს სამეურვეო საბჭოს
თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.
6. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს
თავმჯდომარის ხმა.
7. სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში 3-ჯერ მაინც, ყოველი მესამედის
დასაწყისში.
მუხლი 38. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები
1. სამეურვეო საბჭო:
ა) ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. ეს წესი არ ვრცელდება იმ
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაზე,
რომელიც
ახორციელებს
სამხედრო
მომზადებასა და განათლებას;
ბ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს
დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას. იმ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს, რომელიც ახორციელებს სამხედრო
მომზადებასა და განათლებას, ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო
ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებენ ამ დაწესებულების დირექტორი და სამეურვეო საბჭო;
გ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც
ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის
გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის პირობებს;
დ) გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო
გეგმის, სასწავლო მასალის, მათ შორის, გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული,
სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის, თაობაზე;
ე) აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
ვ) უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს
სკოლის დირექტორს;
ზ) ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს
წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებსა და ოქმებს;
თ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის
ზომებს;
ი) უფლებამოსილია, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის
დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით დაავალოს სკოლის დირექტორს, მიმართოს
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და
დადოს შესაბამისი ხელშეკრულება;
კ) უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი
ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო
საქმიანობისათვის
შეუფერებელი
ქმედების
ჩადენისას
და
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
ლ)
დისციპლინური
გადაცდომების
განხილვის
მიზნით,
სკოლის
წესდებით
გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში
შედის თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე.
სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია წესდებით გათვალისწინებული წესით დისციპლინური
კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრები თავად განიხილოს ან შექმნას სააპელაციო
კომიტეტი. სააპელაციო კომიტეტი, სამეურვეო საბჭო განიხილავს აგრეთვე საჩივრებს,
რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომებზე მიღებულ
გადაწყვეტილებებს. დაუშვებელია დისციპლინური კომიტეტის ან სააპელაციო კომიტეტის
სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით;
მ) ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ სკოლის წესდების პროექტს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
გადაწყვეტილებებს სამეურვეო საბჭო იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო
„ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას – სიითი შემადგენლობის ორი
მესამედით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ (გარდა წლიურ ანგარიშთან დაკავშირებული
ფუნქციებისა და „ბ“ ქვეპუნქტის მეორე წინადადებისა) და „ვ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ
ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს
სამხედრო მომზადებასა და განათლებას.
მუხლი 40. სამეურვეო საბჭოს წევრისა და სამეურვეო საბჭოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, თუ:
ა) სამეურვეო საბჭოს წევრს პედაგოგიურმა საბჭომ შეუწყვიტა უფლებამოსილება, როგორც
საკუთარ წარმომადგენელს საბჭოში;
ბ) სამეურვეო საბჭოს წევრს, როგორც პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელს, შეუწყდა
სკოლასთან შრომითი ურთიერთობა;
გ) მოსწავლე, რომლის წარმომადგენლადაც ითვლება სამეურვეო საბჭოს წევრი,
გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან ან გადავიდა ზოგადი განათლების შემდგომ საფეხურზე;
დ) მოსწავლეს, რომლის წარმომადგენლადაც ითვლება სამეურვეო საბჭოს წევრი , შეუჩერდა
მოსწავლის სტატუსი;
ე) ამას მოითხოვს სკოლის შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მშობლების 1/3 პრინციპით:
„ერთი მოსწავლე – ერთი ხმა“;
ვ) სამეურვეო საბჭოს წევრი გარდაიცვალა;
ზ) სამეურვეო საბჭოს წევრმა უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე;
თ) სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი
განაჩენი;
ი) სამეურვეო საბჭოს წევრი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა,
გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს
გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
კ) სამეურვეო საბჭოს წევრს, როგორც მოსწავლის მშობელს, და საჯარო სკოლას შორის
წარმოიშვა შრომითი ურთიერთობა;
ლ) სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა საჯარო სკოლის დირექციის წევრი.
2. სამეურვეო საბჭოს წევრის გათავისუფლებულ ადგილს დარჩენილი ვადით იკავებს ის
მშობელი ან/და პედაგოგიური საბჭოს ის წევრი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა
კანდიდატებზე მეტი, მაგრამ საბჭოში მოსახვედრად არასაკმარისი რაოდენობის ხმები.
3. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება:
ა) საჯარო სკოლის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს საჯარო სკოლების
გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა;
ბ) ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით;
გ) სამეურვეო საბჭოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების
შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
გადაწყვეტილებით .
4. სამეურვეო საბჭო ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინოს განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემას. სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება
აღნიშნული დოკუმენტების განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ
რეგისტრაციის მომენტიდან. დოკუმენტები რეგისტრირდება მათი წარდგენიდან 30 დღის
ვადაში. დოკუმენტები რეგისტრირებულად მიიჩნევა, თუ განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემა მათი მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ აცნობებს სკოლას
აღმოჩენილი დარღვევის შესახებ.
5.უფლებამოსილებაშეწყვეტილ სამეურვეო საბჭოს წევრს უნდა აღუდგეს სამეურვეო საბჭოს
წევრის უფლებამოსილება, თუ ამ მუხლისპირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინე
ბული საფუძველი გაუქმდა.
მუხლი 42. დირექტორის არჩევის წესი
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის
კანდიდატურას შეარჩევს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღია კონკურსის
საფუძველზე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის
პრინციპების დაცვით.
11 . საჯარო სკოლის დირექტორის კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დააწესოს კონკურსში
მონაწილეობის საფასური.
2. სამეურვეო საბჭო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
წარდგენილ, კონკურსგავლილ დირექტორობის კანდიდატთაგან ირჩევს დირექტორს სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი
არჩევნების საფუძველზე.
21. დირექტორის კონკურსთან დაკავშირებული სადავო აქტები საჩივრდება სასამართლოში და
გასაჩივრება არ იწვევს მათი მოქმედების შეჩერებას.
3.
თუ დირექტორობის კანდიდატი სამეურვეო საბჭოს წევრია , იგი არ მონაწილეობს კენჭისყრა
ში .
4. სამეურვეო საბჭო დირექტორის არჩევის ოქმს, არჩეული დირექტორის შესახებ მონაცემებს,
არჩეულ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის გაფორმებული შრომითი
ხელშეკრულების ასლს უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. არჩევნების
შედეგები ძალაში შედის არჩეული დირექტორის განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის
გადაწყვეტილება დირექტორის
რეგისტრაციაში
გატარების
შესახებ
საჩივრდება
სასამართლოში. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების
შეჩერებას.
5. სამეურვეო საბჭო არჩეულ დირექტორთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული
ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
6. სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის
შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორი დისკრეციული
უფლებამოსილების ფარგლებში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
გადაწყვეტილება დირექტორის დანიშვნის თაობაზე საჩივრდება სასამართლოში და მისი
გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.
7. (ამოღებულია- 05.04.2011, №4488).