საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 2-5 მაისს საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-18
ბიუროს ნომერი 173
📜 ტექსტი
წერილი
N 10367
14/06/2018
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
N 10359 (13/06/2018) წერილის ნაცვლად წარმოგიდგენთ ახალ წერილს, 2018 წლის
2-5 მაისს, საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის
დელეგაციის ვიზიტის ანგარიშის შესახებ.
გთხოვთ, შეიტანოთ ბიუროს დღის წესრიგში.
დანართი 3 გვ.
პატივისცემით,
სოფიო ქაცარავა
თავმჯდომარე
ანგარიში
ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში
2-5 მაისი, 2018 წელი, ქუთაისი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას მოწვევით
საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული
ასამბლეის
საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯემა გროჟდანოვა. დელეგაციის
შემადგენლობაში ასევე იყვნენ: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები და
მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლები: ნიგირ ჯაფერი, ბულგარეთის პარლამენტის ვიცე
სპიკერი; კრასიმირ ბოგდანოვი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე; კრისტინა სიდოროვა, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; დესისლავა
ათანასოვა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი; ვალერი ჯაბილოვი, საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის წევრი; ელენა ნაიდენოვა, საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის აპარატის თანამშრომელი. (უფროსი ექსპერტი)
საქართველოს და ბულგარეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარებმა
სოფიო ქაცარავამ და ჯემა გროჟდანოვამ ხელი მოაწერეს კომიტეტთა შორის
ურთიერთანამშრომლობის ერთობლივ განცხადებას, რომელიც
წარმოადგენს
შეთანხმებას, რომ მხარეები გააგრძელებენ მუშაობას საქართველოს ევროკავშირის და
ნატო-ს მომავალი წევრობისთვის, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც
რეგიონისთვის, ისე ევროპის ქვეყნებისთვის.
განცხადება ადასტურებს კომიტეტებს შორის მჭიდრო კავშირების აღიარებას,
დემოკრატიის საერთო ღირებულებების დაცვას და პოლიტიკური, ეკონომიკური,
კულტურული, საგანმანათლებლო და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაძლიერებას.
დოკუმენტი ასევე მოიცავს თანამშრომლობის გაძლიერებას კომიტეტების წევრებსა და
ადმინისტრაციას შორის გამოცდილების გაზიარებისა და ექსპერტული მხარდაჭერის
თვალსაზრისით და პარლამენტის ღიაობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით.
განცხადებაზე ხელმოწერის ცერემონია პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართა,
რომლის პარალელურად მოეწყო ბულგარეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული გამოფენა.
დელეგაციამ შეხვედრა გამართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან
სოფიო ქაცარავასთან, რომელზეც ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის
საკითხები და კომიტეტთაშორისი კავშირები განიხილებოდა.
სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე და
საგარეო კურსის მიზნებსა და მათი მიღწევის გზებზე, ტერიტორიულ მთლიანობასთან
დაკავშირებულ გამოწვევებზე, ევროატლანტიკური ინსტიტუტების წევრობასა და ამ
მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე. შეხვედრაზე განიხილეს ბულგარეთის,
როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები და დღის წესრიგი,
ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები და ის
ინსტრუმენტები, რაც ევროკავშირის წევრობის გზაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა
საქართველოსთვის.
სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს გლობალურ უსაფრთხოების
ხელშეწყობაში და ნატო-ში მომავალ წევრობას, როგორც დამსახურებულ აღიარებას.
კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს სამიტზე სათანადოდ შეფასდება
საქართველოს წვლილი უსაფრთხოებისა და მშვიდობის დამყარების სფეროში და სამიტი
საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება.
„სტაბილურობა, უსაფრთხოება და დემოკრატიული განვითარება არის ჩვენი ქვეყნის
მთავარი პრიორიტეტი, რისთვისაც საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და
განამტკიცებს საგარეო კურსს“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
„საქართველო ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებისთვის საგულისხმო რეფორმებს
ატარებს და ეს სასიხარულოა ქართველი ხალხისთვის, ეს თქვენი არჩევანია და ამ
არჩევანისკენ სწორ გზაზე დგახართ, რომელსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს“, - განაცხადა
ჯემა გროჟდანოვამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, ნინო გოგუაძე, დიმიტრი
ცქიტიშვილი, გიორგი ხატიძე და ადა მარშანია.
პარლამენტის
თავმჯდომარესთან
ირაკლი
კობახიძესთან
შეხვედრაზე
საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. აღინიშნა, რომ
უახლოეს მომავალში საქართველოს ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის
თავმჯდომარე ეწვევა, რაც ქვეყნებსა და პარლამენტებს შორის ურთიერთობების კიდევ
უფრო გაღრმავების მნიშვნელოვანი წინაპირობაა,
საქართველო განსაკუთრებულ
მნიშვნელობას ანიჭებს ბულგარეთთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო
გაძლიერებას. მხარეებმა შავი ზღვის პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობისა
და ერთობლივი პროექტების განხორციელების, ასევე, ეკონომიკისა და ტურიზმის
სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.საუბარი შეეხო საქართველოს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეულ
წარმატებებს.
ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრთა განცხადებით, ბულგარეთი,
როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, მტკიცედ უჭერს მხარს
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ირაკლი კობახიძემ
დელეგაციის წევრებს ქვეყნის დასავლური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის
მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს,
როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოს საქმიანობის მნიშვნელობა.
ერთობლივ შეხვედრაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელთან სოფიო
ქაცარავასთან, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან თამარ
ხულორდავასთან და თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან
ირაკლი სესიაშვილთან განიხილებოდა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ნატოს მომავალი
წევრობის საკითხები, საქართველოს კონტრიბუცია გლობალური უსაფრთხოების
სფეროში.
მხარეებმა განიხილეს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის
მიმართულებები და ევროკავშირის მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიზაციის და
ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ასევე საქართველოს მოქალაქეების მტკიცე
მხარდაჭერა
ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში
გაწევრიანების
გზაზე.
შეხვედრაზე საუბრის თემას წარმოადგენდა ბულგარეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს
თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები, სამუშაო დღის წესრიგი და საქართველოსთან ამ
მიმართულებით კავშირები, ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან
დაკავშირებული გამოწვევები და სამშვიდობო პოლიტიკის საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დელეგაციის წევრებმა გამართეს შეხვედრა საგარეო საქმეთა
მინისტრთან - მიხეილ ჯანელიძესთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ
ქვეყანას
შორის
ჩამოყალიბებულ
მნიშვნელოვან
კავშირებს
და
აღნიშნეს
საქართველოსთვის
ბულგარეთთან
ორმხრივი
ურთიერთობების
განვითარების
მნიშვნელობა. ბულგარეთის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს
სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და
საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები, რომლებსაც შთამბეჭდავი უწოდეს
ბულგარეთის დელეგაციის წევრებმა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის განვითარების
მნიშვნელობას, აღინიშნა დაგეგმილი ვიზიტების და საპარლამენტო მეგობრობის
ჯგუფების როლი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეები გააგრძელებენ აქტიურ მუშაობს
ორი ქვეყნის დამაკავშირებელი შავი ზღვის პოტენციალის სრულად ასათვისებლად, მათ
შორის, ეკონომიკური და სატრანსპორტო პროექტების განხორციელების და ორ ქვეყანას
შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ამოქმედების აუცილებლობის მხრივ.
28.05.2018
თამარ ამირეჯიბი