საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების სოფიო კილაძის, რატი იონათამიშვილის, მერაბ ქვარაიას, დავით მათიკაშვილის, სავალან მირზოევის, ვანო ზარდიაშვილის, ანრი ოხანაშვილის, დიმიტრი ცქიტიშვილის, დიმიტრი მხეიძის, ირაკლი ბერაიას და ლევან ბეჟანიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტისა და თავმდევი პროექტების (07-3/166; 10.05.2018) I მოსმენით განხილვის ვადის 2 კვირით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-18
ბიუროს ნომერი 173
📜 ტექსტი
წერილი
10438-3-9-3-201806151145
N 10438
15/06/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N159/7, 14.05.2018 გადაწყვეტილებით,
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად
გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების სოფიო კილაძის, რატი იონათამიშვილის,
მერაბ ქვარაიას, დავით მათიკაშვილის, სავალან მირზოევის, ვანო ზარდიაშვილის, ანრი
ოხანაშვილის, დიმიტრი ცქიტიშვილის, დიმიტრი მხეიძის, ირაკლი ბერაიას და ლევან
ბეჟანიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს
კანონების პროექტები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამოქალაქო უსაფრთხოების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/166; 10.05.2018).
ამავე გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადა
განისაზღვრა 2018 წლის 18 ივნისამდე.
საკომიტეტო
განხილვამდე
საკითხზე
მუშაობის
პროცესში
გამოიკვეთა
დამატებითი კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების საჭიროება, რაც ზემოთ
მითითებული ვადის ამოწურვამდე ვერ მოხერხდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, დასახელებული საკანონმდებლო
ინიციატივის განხილვის ვადა გააგრძელოთ 2 კვირით.
პატივისცემით,
სოფიო კილაძე
თავმჯდომარე