„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.06.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, კობა ლურსმანაშვილი, ენძელა მაჭავარიანი, ზაზა ხუციშვილი
ნომერი
#07-3/199/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-25
ბიუროს ნომერი 175

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N44, 11.11.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკრძალულია წყლის ობიექტებსა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების ჩაყრა.“; 2. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. აკრძალულია ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ დასახლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსაბამო ჩამდინარე წყლების ჩაშვება.“; 3. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩასაშვები ჩამდინარე წყლის გაწმენდა დადგენილ ნორმამდე.“; 4. 85-ე მუხლის მე-5 პუნქტის დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) გამწმენდ ნაგებობათა და მოწყობილობათა მუშაობის ეფექტიანობის უზრუნველყოფა, აგრეთვე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წყალარინების (საკანლიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვების წესებისა და პირობების მკაცრად დაცვა.“; 5. 93-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ.ვ“ ქვეპუნქტი: „ჰ.ვ) სამინისტრომ 2018 წლის 15 ივლისამდე შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს ტექნიკური რეგლამენტი „წყალარინების ცენტრალიზებულ სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობების და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია, დასახლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ფიზიკური ან იურიდიული პირების, მათ შორის, სამრეწველო-საყოფაცხოვრებო ობიექტების, მეცხოველეობის ფერმების, აგროსამრეწველო კომპლექსებისა და სხვა ობიექტების მფლობელთა მიერ ჩამდინარე წყლების უკონტროლო და ნორმების შეუსაბამო ჩაშვების რეგულირება და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების ჩაყრის აკრძალვა. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია დასახლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის (წყალარინების ქსელის, გამწმენდ ნაგებობათა და მოწყობილობათა) მუშაობის ეფექტიანობის უზრუნველყოფა, აგრეთვე ჩამდინარე წყლების ჩაშვების წესებისა და პირობების მკაცრად დაცვა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ფარგლებში განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში „რეგლამენტი“) მიღება, რომელიც ადგენს დასახლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვების/მიღების პროცედურას და კონტროლის მექანიზმებს. განსაზღვრავს წყალარინების სისტემაში ჩაშვებული ნივთიერებების დასაშვებ კონცენტრაციებს. რეგლამენტი დაარეგულირებს ურთიერთობებს სისტემის ოპერატორებსა და სისტემის მომხმარებლებს შორის, რომლებიც ახორციელებენ სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვებას. ასევე, განსაზღვრავს სისტემაში დაუშვებელი კონცენტრაციის ნივთიერებებით დაბინძურებული წყლების ჩაშვებისას და სისტემაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების ჩაყრისას, სისტემის ოპერატორისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესს. რეგლამენტი დაადგენს იმ ტექნიკურ პირობებს, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს: ა) მომხმარებლების მიერ წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვება; ბ) სისტემის ოპერატორის მიერ წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლების მიღება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის მიმართულებით, ვინაიდან ცვლილება ითვალისწინებს წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ნარჩენების ჩაყრის, აგრეთვე, ტექნიკური რეგლამენტის პირობების შეუსაბამო ჩამდინარე წყლის ჩაშვების შემთხვევაში ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში შესაბამისად 800 და 2000 ლარის გადახდას ჯარიმის სახით. ვინაიდან შემოდის ახალი რეგულაცია, გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება გამოვლენილ შემთხვევებზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების წარმოქმნას. გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება, კერძოდ, იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც წყალარინების სისტემაში ჩაყრიან ნარჩენებს ან/და წყალარინების სისტემაში ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსაბამო ჩამდინარე წყლებს ჩაუშვებენ, ვინაიდან მათ მოუწევთ სამართალდარღვევისთვის პირველ ჯერზე 400 ლარის გადახდა ფიზიკური პირების შემთხვევაში და 1000 ლარის გადახდა იურიდიული პირების შემთხვევაში, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში შესაბამისად 800 და 2000 ლარის გადახდა ჯარიმის სახით. ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას და შესაბამისად, არ ადგენს მისი ოდენობის განსაზღვრის პრინციპს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:  საკონსულტაციო კომპანია ,,დგ კონსალტინგის’’ სპეციალისტები,  შ.პ.ს. ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ და ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’’ ექსპერტები,  განხილვის პროცესში ჩართული იყვნენ გარემოს დაცვისა და ჩამდინარე წყლების სფეროში მომუშავე სპეციალისტები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შეთანხმებულია და დადებითადაა შეფასებული შემუშავების პროცესში მონაწილე ექსპერტების და ორგანიზაციების მიერ. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, კობა სულხან მახათაძე, კობა ლურსმანაშვილი, ენძელა მაჭავარიანი, ზაზა ხუციშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა, ლურსმანაშვილი, ენძელა მაჭავარიანი, ზაზა ხუციშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 15. წყლის დანაგვიანებისა და დაბინძურებისაგან დაცვა 1. აკრძალულია წყლის ობიექტებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების ჩაყრა. 2. აკრძალულია ზღვაში, წყლის სხვა ობიექტებში და მათი დაცვის ზოლებში ტოქსიკური, რადიოაქტიური და სხვა სახიფათო ნარჩენების განთავსება და დამარხვა. 3. წყლის ტრანსპორტის, მილსადენების, წყლის ობიექტებზე არსებული მცურავი და სხვა ნაგებობების მფლობელები, ხეტყის დამცურებელი ორგანიზაციები, აგრეთვე სხვა ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, არ დაუშვან წყლის დანაგვიანება და დაბინძურება ზეთის, მერქნის, ქიმიური პროდუქტების, ნავთობის, მინერალური და ორგანული სასუქების, შხამქიმიკატების და სხვა პროდუქტების დანაკარგებით. 4. ხეტყის დამცურებელი ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, რეგულარულად გაწმინდონ დაცურების გზები ჩაძირული და მოტივტივე მერქნისაგან. 5. აკრძალულია ტივად შეუკრავი ხეტყის დაცურება. 6. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, არ დაუშვან წყალშემკრები აუზების, წყალსატევების, თოვლის, ყინულის, მყინვარების და თოვლის მუდმივი საფრის დანაგვიანება და დაბინძურება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენებითა და გამონაბოლქვით, რომელთა ჩარეცხვა გააუარესებს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ხარისხს. 7. მიწის მესაკუთრე და მიწით მოსარგებლე ვალდებული არიან, არ დაუშვან წყლის დაბინძურება მინერალური და ორგანული სასუქებით და შხამქიმიკატებით. 8. აკრძალულია წყალმომარაგების სათავე ნაგებობებთან ახლოს და მათი სანიტარიული დაცვის ზონებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების დაგროვება, ჩამდინარე წყლებით რწყვა, ისეთი ობიექტების მშენებლობა და სხვა საქმიანობა, რომლებმაც შეიძლება წყლის დაბინძურება გამოიწვიოს. 9. აკრძალულია შთამნთქმელი ჭაბურღილების ბურღვა და შთამნთქმელი ჭების მოწყობა, აგრეთვე გაზისა და ნავთობის დამუშავებული საბადოების, შახტებისა და კარიერების, ბუნებრივი მიწისქვეშა სიცარიელეების სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების ჩასაშვებად გამოყენება, თუ ამან შეიძლება გამოიწვიოს მიწისქვეშა წყლების შემცველი ჰორიზონტების დაბინძურება. 10. შავი ზღვის დაცვის და მისი ეკოსისტემის შენარჩუნების მიზნით ფიზიკური და იურიდიული პირები (მათ შორის, უცხოელები) ვალდებული არიან, განახორციელონ ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ხმელეთზე მდებარე დაბინძურების წყაროდან, გემიდან, ატმოსფეროდან, კონტინენტურ შელფზე საქმიანობის შედეგად ან საზღვაო ტრანსსასაზღვრო ტვირთზიდვის დროს ან ზღვაში ჩამდინარე წყლიდან მისი საშიში ნივთიერებებითა და მასალით დაბინძურების თავიდან აცილებას. მუხლი 18. იმ საწარმოს, ნაგებობის და სხვა ობიექტის განლაგება, დაპროექტება, მშენებლობა და საექსპლუატაციოდ გადაცემა, რომელიც გავლენას ახდენს წყლის მდგომარეობაზე 1. ახალი თუ რეკონსტრუირებული საწარმოს, ნაგებობის და სხვა ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ გადაცემისას, აგრეთვე ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვისას, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის მდგომარეობაზე,უზრუნველყოფილ უნდა იქნეს წყლის რაციონალური გამოყენება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით და სასმელი და საყოფაცხოვრებო საჭიროების პირველ რიგში დასაკმაყოფილებლად. ამასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ წყლის ობიექტებიდან აღებული და მათში დაბრუნებული წყლის აღრიცხვას, წყლის დაცვას გაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან, წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებას, მიწების დატბორვის შეზღუდვას მინიმალურად აუცილებელ დონემდე, მიწების დაცვას დამლაშების, წყლის შედგომის ან გამოშრობისაგან, აგრეთვე ბუნებრივი გარემოსა და ლანდშაფტის შენარჩუნებას. 2. თევზსამეურნეო წყალსატევებზე ახალი თუ რეკონსტრუირებული საწარმოს, ნაგებობის და სხვა ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ გადაცემისას ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებასთან ერთად დროულად უნდა განხორციელდეს ღონისძიებანი თევზის, წყლის ცხოველთა სამყაროს სხვა ობიექტების და მცენარეების დაცვის და მათი აღწარმოების პირობების უზრუნველსაყოფად. 3. ახალი თუ რეკონსტრუირებული საწარმოს, ნაგებობის და სხვა ობიექტის დაპროექტების,მშენებლობისა და ექპლუატაციის დროს, აგრეთვე ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი ძირითადი პირობების დაცვა: ა) წყლის ობიექტში ჩასაშვები ჩამდინარე წყლის გაწმენდა დადგენილ ნორმამდე; ბ) აკრძალულია ბუნებრივი წყალსატევის გამოყენება ჩამდინარე წყლის განზავებისათვის; გ) აკრძალულია ჩამდინარე წყლებით იმ მიწების მორწყვა, რომელთაც არ გააჩნიათ მიწისქვეშა წყლების რეჟიმზე და შემადგენლობაზე დაკვირვების ქსელი. 4. აკრძალულია საექსპლუატაციოდ გადაეცეს: ა) ახალი და რეკონსტრუირებული საწარმო, საამქრო, ტერმინალი, აგრეგატი, კომუნალური და სხვა ობიექტები, თუ მათ არ გააჩნიათ სათანადო მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს წყლის გაბინძურების, დანაგვიანების ან მისი მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებას; ბ) სარწყავი და გაწყლოვანების სისტემა, წყალსაცავი და არხი, ვიდრე არ გატარდება პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები მიწების დატბორვის, წყლის შედგომის, დაჭაობების და დამლაშების, ნიადაგის ეროზიის თავიდან ასაცილებლად; გ) დამშრობი სისტემები - თუ დამტკიცებული პროექტების შესაბამისად მზად არ იქნება წყლის მიმღები და სხვა ნაგებობები; დ) წყალამღები ნაგებობები - თუ დამტკიცებული პროექტების შესაბამისად მათ არ გააჩნიათ თევზის დამცავი მოწყობილობა; ე) ჰიდროტექნიკური ნაგებობები - თუ დამტკიცებული პროექტების შესაბამისად მზად არ იქნება წყალდიდობისას ზედმეტი წყლის და თევზის გამტარი მოწყობილობები და მდინარეთა კალაპოტები, აგრეთვე, უზრუნველყოფილი არ იქნება შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაცვის ღონისძიებები; ვ) მიწისქვეშა წყლების ამღები ნაგებობები და ჭაბურღილები - წყლის მარეგულირებელი და მიწისქვეშა წყლების რეჟიმზე დაკვირვების მოწყობილობებით მათი აღჭურვისა და შესაბამის შემთხვევებში, სანიტარიული დაცვის ზონების დადგენის გარეშე; ზ) ნავთობპროდუქტების მილსადენი და ტერმინალი წყლის გაბინძურებისაგან დაცვის, ნავთობპროდუქტების გაჟონვის აღმომჩენი, საკონტროლო გამზომი, წყლის ობიექტებში ნავთობპროდუქტების შესაძლო მოხვედრის ადგილებში ნავთობდამჭერი მოწყობილობების და საშუალებების, საავარიო სამსახურის (მათ შორის, საინფორმაციოს) გარეშე; თ) თვითმავალი და არათვითმავალი გემები, რომელთაც არ გააჩნიათ გემზე წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ჩამდინარე წყლების შემკრები მოწყობილობა. 5. აკრძალულია წყალსაცავის ავსება, ვიდრე არ განხორციელდება მისი კალაპოტის მოსამზადებლად პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები. მუხლი 85. წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა 1. წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ამოცანაა უზრუნველყოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ წყლის დაცვის ვალდებულებათა შესრულება, წყლის ობიექტებით სარგებლობისა და მათი დაცვის წესებისა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების დაცვა. 2. წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას ექვემდებარება მოსარგებლის ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია წყლის ობიექტებით სარგებლობასთან. 3. წყლის გამოყენებისა და დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. (07.12.2017. N1688) 4. სამინისტრო აკონტროლებს და აწესრიგებს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წყლის კანონმდებლობით დადგენილი წყალსარგებლობის წესების, გაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან წყლის დაცვის ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესრულების, წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების, წყლის გამოყენების პირველადი და სახელმწიფო აღრიცხვის წარმოებისა და სხვა ვალდებულებათა შესრულებას. 5. წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლის მიზანია: ა) საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, გემებისა და სხვა მცურავი საშუალებების (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად), თანამდებობის პირებისა და მოქალაქეების მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და წყლის კანონმდებლობის, წყლის დაცვისა და გამოყენების ინსტრუქციების დაცვა; ბ) წყლის ობიექტების რაციონალური გამოყენება (მათი კომპლექსური გამოყენების მოთხოვნების დაცვის გათვალისწინებით), წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან დაცვა; (25.03.2013. N494 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) გ) წყალსამეურნეო სისტემებისა და წყალსაცავების, აგრეთვე წყალსაცავებად გამოყენებული ტბებისა და სხვა წყალსატევების ექსპლუატაციის წესების დაცვა; დ) გამწმენდ ნაგებობათა და მოწყობილობათა მუშაობის ეფექტიანობის უზრუნველყოფა, აგრეთვე ჩამდინარე წყლების ჩაშვების წესებისა და პირობების მკაცრად დაცვა; ე) წყალსარგებლობისა და წყალჩაშვების ნორმებისა და წესების, აგრეთვე წყალსარგებლობის დადგენილი რეჟიმის დაცვა; ვ) საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში წყლის დაცვისა და გამოყენების დარგში მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევებისა და მოწინავე გამოცდილების დანერგვა; ზ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წყალდაცვით ზოლებსა და სანიტარიული დაცვის ზონებში წყლის დაცვის ღონისძიებათა, აგრეთვე წყლის მავნე ზემოქმედების (წყალდიდობა, დატბორვა, შეტბორვა, ნაპირების ნგრევა და სხვა მავნე მოვლენები) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შესრულება; თ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წყლის ობიექტებიდან აღებული და მასში ჩაშვებული წყლის რაოდენობის პირველადი აღრიცხვის სწორად წარმოება და ჩაშვებული წყლის ხარისხის განსაზღვრა; წყლის მოხმარებისა და ჩაშვების აღრიცხვისათვის საჭირო მოწყობილობისა და აპარატურის არსებობის უზრუნველყოფა, მისი მდგომარეობის შემოწმება და ამ მოწყობილობისა და აპარატურის სახელმწიფო ატესტაციის დაწესებული ვადის დაცვა. 6. სამინისტროს უფლება აქვს: ა) შეწყვიტოს წყლისა და მისი ობიექტებით თვითნებური, აგრეთვე წყლის დაცვისა და გამოყენების დადგენილი წესების, ვადის, კვოტების და სხვა მოთხოვნების დარღვევით სარგებლობა; ბ) გასცეს განკარგულებები წყლის დაცვისა და გამოყენების წესების,კვოტების, ვადისა და სხვა მოთხოვნების დარღვევათა აღმოფხვრის შესახებ; გ) შეაჩეროს სამუშაოები, რომელთა განხორციელებისას სისტემატურად ირღვევა წყლის დაცვისა და გამოყენების წესები, კვოტები და სხვა მოთხოვნები, ამ დარღვევათა აღმოფხვრამდე. 7. წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში. (07.12.2017. N1688) 8. საქართველოს ნორმატიული აქტებით შეიძლება დადგენილ იქნეს წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის სხვა მიზნები. მუხლი 93. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები ამ კანონთან დაკავშირებით მიღებულ იქნეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები: ა) ამოღებულ იქნეს (06.09.2013. N1034 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) ბ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის /მინისტრის ბრძანება განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის ზედაპირული წყლის ობიექტების ნუსხების დამტკიცების თაობაზე"; გ) ამოღებულ იქნეს (25.03.2013. N494 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ერთობლივი ბრძანება „ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოსაპოვებლად უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გამოყოფილი შავი ზღვის ცალკეული რაიონის (რაიონების) დამტკიცების შესახებ“; (5.12.2008 N 624) ე) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულებით წყალმომარაგებისათვის, სამკურნალო და საკურორტო საჭიროებისათვის წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე; ვ) ამოღებულ იქნეს (25.03.2013. N494 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) ზ) ამოღებულ იქნეს (25.03.2013. N494 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) თ) ამოღებულ იქნეს (25.03.2013. N494 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) ი) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება"განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალმოსარგებლეთა უფლებების შეზღუდვის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე; კ) ამოღებულ იქნეს (25.03.2013. N494 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) ლ) ამოღებულ იქნეს (25.03.2013. N494 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) მ) ამოღებულ იქნეს (25.03.2013. N494 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) ნ) ამოღებულ იქნეს (25.03.2013. N494 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) ო) ამოღებულ იქნეს (25.03.2013. N494 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) პ) ამოღებულია (16.09.2004 N 445) ჟ) ამოღებულია (16.09.2004 N 445) რ) ამოღებულ იქნეს (25.03.2013. N494 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) ს) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება "სამკურნალო კატეგორიას მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე"; ტ) ამოღებულ იქნეს (25.03.2013. N494 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) უ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "თევზის მეურნეობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე წყლის ობიექტების, მათი ცალკეული უბნების ნუსხისა და მათ ფარგლებში წყალსარგებლობის შეზღუდვის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე; ფ) ამოღებულ იქნეს (25.03.2013. N494 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) ქ) ამოღებულ იქნეს (25.03.2013. N494 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) ღ) ამოღებულ იქნეს (25.03.2013. N494 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) ყ) ამოღებულია (16.09.2004 N 445) შ) ამოღებულია (16.09.2004 N 445) ჩ) ამოღებულია (28.12.2005 N 2569) ც) ამოღებულია (28.12.2005 N 2569) ძ) ამოღებულია (28.12.2005 N 2569) წ) ამოღებულია (28.12.2005 N 2569) ჭ) ამოღებულია (28.12.2005 N 2569) ხ) ამოღებულია (28.12.2005 N 2569) ჯ) საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება „ენერგეტიკული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; (25.03.2013. N494 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) ჰ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის ფორმების და მათი წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე"; ჰა) ამოღებულ იქნეს (25.03.2013. N494 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) ჰბ) ამოღებულ იქნეს (25.03.2013. N494 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) ჰგ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "წყალდაცვითი ზოლის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე; ჰდ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება "ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექპლუატაციის წესების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე. ჰ.ე) საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 იანვრამდე მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომლითაც აღდგება წყალსარგებლობის სფეროში შესაბამისი უფლებააღმჭურველი აქტების აღების ვალდებულება. (25.03.2013. N494 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს)