„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-25
ბიუროს ნომერი 175
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნას
შემდეგი ცვლილება:
1. 58-ე მუხლს დაემატოს მე-5 და მე-6 ნაწილები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ნარჩენების ჩაყრა, აგრეთვე, ტექნიკური
რეგლამენტის პირობების შეუსაბამო ჩამდინარე წყლის ჩაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის
დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის
დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.“
2. 239-ე მუხლს დაემატოს 75-ე ნაწილი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„75. ამ კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი
(წყალმომარაგების ლიცენზიატი) კომპანიები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლში, მე18 მუხლში, 85-ე მუხლსა და 93-ე მუხლში ცვლილებების შეტანა, რომლებიც ეხება
დასახლების წყალარინების
(საკანალიზაციო) სისტემაში
ფიზიკური ან იურიდიული
პირების მიერ ჩამდინარე წყლების უკონტროლო და ნორმების შეუსაბამო ჩაშვების
რეგულირებას
და
წყალარინების
(საკანალიზაციო)
სისტემაში
საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების ჩაყრის აკრძალვას. ამ აკრძალვის
უგულებელყოფა წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას, შესაბამისად, საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფარგლებში უნდა განისაზღვროს, თუ
რომელი სახეობის და რა ოდენობის ადმინისტრაციული სახდელი უნდა იქნეს გამოყენებული
სამართალდამრღვევის მიმართ.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანია:
1.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
დასახლების წყალარინების
სამართალდარღვევათა
(საკანალიზაციო) სისტემაში
კოდექსმა
განსაზღვროს
ფიზიკური ან იურიდიული
პირების მიერ ჩამდინარე წყლების უკონტროლო, ნორმების შეუსაბამო ჩაშვებისა და
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების ჩაყრის ფაქტის
გამოვლენის შემთხვევაში, დამრღვევი პირების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფარგლებში იმ უწყების
(ორგანიზაციის) განსაზღვრა, რომელსაც ექნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩამდენი პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად:
ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე და
239-ე მუხლებში.
კოდექსის 58-ე მუხლს დაემატება მე-5 და მე-6 ნაწილები, რომლებითაც განისაზღვრება
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩამდენი
პირისთვის
დასაკისრებელი
ადმინისტრაციული სახდელის ოდენობა.
კოდექსის 239-ე მუხლს დაემატება 74-ე ნაწილი, რომლითაც მოხდება იმ უწყების
(ორგანიზაციის) განსაზღვრა, რომელსაც ექნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩამდენი პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე ზრდის მიმართულებით, ვინაიდან ცვლილება ითვალისწინებს წყალარინების
(საკანალიზაციო) სისტემაში ნარჩენების ჩაყრის, აგრეთვე, ტექნიკური რეგლამენტის
პირობების შეუსაბამო ჩამდინარე წყლის ჩაშვების შემთხვევაში ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის
ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში შესაბამისად 800 და 2000 ლარის
გადახდას ჯარიმის სახით. ვინაიდან შემოდის ახალი რეგულაცია, გავლენის ოდენობა
დამოკიდებული იქნება გამოვლენილ შემთხვევებზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ვალდებულებების წარმოქმნას.
გამოიწვევს
სახელმწიფოსთვის
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება, კერძოდ, იმ პირების ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომლებიც წყალარინების სისტემაში ჩაყრიან ნარჩენებს ან/და წყალარინების
სისტემაში ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსაბამო ჩამდინარე წყლებს ჩაუშვებენ,
ვინაიდან მათ მოუწევთ სამართალდარღვევისთვის პირველ ჯერზე 400 ლარის გადახდა
ფიზიკური პირების შემთხვევაში და 1000 ლარის გადახდა იურიდიული პირების
შემთხვევაში, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში შესაბამისად 800 და 2000 ლარის
გადახდა ჯარიმის სახით.
ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
აღნიშნული
ცვლილება
ითვალისწინებს
წყალარინების
(საკანალიზაციო)
სისტემაში
ნარჩენების ჩაყრის ან/და ტექნიკური რეგლამენტის პირობების შეუსაბამო ჩამდინარე წყლის
ჩაშვების შემთხვევაში სასჯელის სახით ჯარიმის დაწესებას პირველ ჯერზე 400 ლარის
ოდენობით ფიზიკური პირების შემთხვევაში და 1000 ლარის ოდენობით იურიდიული
პირების შემთხვევაში, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში შესაბამისად 800 და 2000
ლარის ოდენობით.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას და შესაბამისად, არ ადგენს მისი ოდენობის განსაზღვრის პრინციპს.
შემოიფარგლება მხოლოდ საჯარიმო სანქციებით და სისტემის ოპერატორისთვის
მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საკონსულტაციო კომპანია „დგ კონსალტინგის“ სპეციალისტები,
შპს
„ჯორჯიან
უოთერ
ენდ
ფაუერის“
და
„საქართველოს
გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის“ ექსპერტები,
განხილვის პროცესში ჩართული იყვნენ გარემოს დაცვისა და ჩამდინარე წყლების
სფეროში მომუშავე სპეციალისტები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შეთანხმებულია და დადებითადაა შეფასებული შემუშავების პროცესში
მონაწილე ექსპერტების და ორგანიზაციების მიერ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
პარლამენტის
წევრები
კახაბერ
კუჭავა,
სულხან
მახათაძე,
კობა
სულხან
მახათაძე,
კობა
ლურსმანაშვილი, ენძელა მაჭავარიანი, ზაზა ხუციშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს
პარლამენტის
წევრები
კახაბერ
კუჭავა,
ლურსმანაშვილი, ენძელა მაჭავარიანი, ზაზა ხუციშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 58. წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა
1. წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში
ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.
2. სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლის ობიექტების დაცვის
რეჟიმის დარღვევა, სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების და სამკურნალო
დანიშნულების წყლის ობიექტებში სამრეწველო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო,
სადრენაჟო და სხვა ჩამდინარე წყლების ჩაშვება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ექვსას ლარამდე.
3. წყლის ტრანსპორტიდან, მილსადენებიდან, წყლის ობიექტებზე არსებული
მცურავი და სხვა ნაგებობებიდან წყლის დაბინძურება ან დანაგვიანება ზეთით,
ქიმიური ნივთიერებებით, ნავთობით, მინერალური და ორგანული სასუქებით და
შხამქიმიკატებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ექვსას ლარამდე.
4. ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში აღნიშნული ქმედებები,
ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე. (25.07.2006. N3516)
მუხლი 239. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი,
საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა
თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ
დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
2.
ამ
კოდექსის
421
და
422
მუხლებით
გათვალისწინებულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს კოლექტიური შრომითი დავის
მომწესრიგებელი სამსახური;
21. ამ კოდექსის 423 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო. (24.06.2004. N1789 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან
მე-15 დღეს)
3. ამ კოდექსის 572 მუხლით, 601 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე, 95-ე, 1281 და 1735
მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ
ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები. (8.04.2010.
N2914)
4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 571, 58-ე–59ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791–795
მუხლებით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის
ნაწილში), 797, 798 და 821–824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და
ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−86-ე, 871–873 და 89-ე–893
მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 104-ე და 1282–1285 მუხლებით და 151ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის
ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
დაწესებულებების
უფლებამოსილი
თანამშრომლები. (20.04.2018 N2196)
41. ამ კოდექსის 592 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს
უფლებამოსილი თანამშრომლები. (7.12.2017 N 1715)
42. ამოღებულია (25.03.2013. N453 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს)
43. ამ კოდექსის 51-ე, 512 და 541 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.
(7.12.2017 N 1715)
44. ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 51-ე მუხლით, 511
მუხლის პირველი ნაწილით, 512 და 514–52-ე მუხლებით, 531 მუხლის პირველი
ნაწილით, 532, 54-ე, 541 და 551 მუხლებით, 554 მუხლის პირველი ნაწილით, 58-ე–581,
583, მე-60, 603, 61-ე და 63-ე–631 მუხლებით, 641 მუხლის პირველი ნაწილით, 65-ე, 66ე, 661 და 67-ე მუხლებით, 68-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 721 მუხლის პირველი
ნაწილით, 73-ე–74-ე, 76-ე და 851–855 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი–მე-9 და მე13–21-ე ნაწილებით, 89-ე მუხლის პირველი ნაწილით, 893 მუხლის პირველი და მე-3
ნაწილებით და 104-ე და 1282 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თუშეთის დაცული ლანდშაფტის
ტერიტორიაზე ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია ან მის მიერ
უფლებამოსილი პირი. (20.04.2018 N2196)
5. ამოღებულია (23.06.2005 N1765)
6. ამ კოდექსის 95-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ აგრეთვე გაზის მეურნეობის საამისოდ
უფლებამოსილი მუშაკები თავისი კომპეტენციის ფარგლებში. (29.12.2004. N976)
7. ამოღებულია (23.06.2005 N1765)
8. ამოღებულია (25.07.2006. N3516)
9. ამ კოდექსის 921 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ უფლებამოსილი
პირი. (20.11.2007. N5471)
10. ამ კოდექსის 88-ე და 14410 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს
კულტურისა და სპორტის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირები ან მისი
მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დელეგირებულ
უფლებამოსილებათა ფარგლებში. (7.12.2017 N 1715)
101. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ამ
კოდექსის 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის
ფარგლებში ადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საამისოდ
უფლებამოსილი პირები. (29.06.2012. N6609 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
11. ამ კოდექსის 1071 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ პოლიციის, რკინიგზის, საზღვაო და
სამდინარო ტრანსპორტის ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები;
12. ამ კოდექსის 1072 და 1073 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მეტროპოლიტენით
სარგებლობის წესების დაცვისადმი ზედამხედველობის განმახორციელებელი
თანამდებობის პირები;
13. ამ კოდექსის 45-ე, 583, 81-ე, 861, 107-ე, 1075, 1141, 1142, 116-ე–1163,
118ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7
ნაწილებით, 134-ე, 1395, 150-ე და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 166-ე,
173-ე, 1741, 17415, 17416, 1752, 1761, 1771, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 1991
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 1972
მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების
ჩადენის შემთხვევებში შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.
(15.06.2017 N970 ამოქმედდეს 2017 წლის 15 ივლისიდან)
(13. ამ კოდექსის 45-ე, 583, 81-ე, 861, 107-ე, 1075, 1141, 1142, 116-ე–1163, 118ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7
ნაწილებით, 134-ე, 1352−1354, 1395, 150-ე და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2
ნაწილით, 166-ე, 173-ე, 1741, 17415, 17416, 1752, 1761, 1771, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 1972
მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების
ჩადენის შემთხვევებში შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.
)
(04.05.2018 N2261 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს)
131. ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის
მიმართ ჩადენისას, აგრეთვე ამავე კოდექსის 246-ე მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს
ადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი. (24.06.2011.
N4958)
132. ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს
აღსრულების პოლიციელი. (28.10.2011. N5171 ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან)
14. ამ კოდექსის 431, 432, 513, 533, 55-ე, 552, 553 და 1074 მუხლებით, 1142
მუხლის მე-6 ნაწილით, 1191 მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 1461, 148-ე,
150-ე−151-ე, 152-ე და 1534 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 159-ე და 1591
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს ადგენენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ უფლებამოსილი
პირები. (24.06.2016. N5573 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
(14. ამ კოდექსის 431, 432, 513, 533, 55-ე, 552 და 553 მუხლებით, 825 მუხლით
(პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 107 4
მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 1191 მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით,
145-ე, 1461, 148-ე, 150-ე−151-ე, 152-ე და 1534 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით
და
159-ე
და
1591
მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის
ორგანოთა მიერ უფლებამოსილი პირები. (20.04.2018 N2196ამოქმედდეს 2018 წლის 1
ოქტომბრიდან)
)
15. ამოღებულია (29.12.2012. N4283)
16. ამ კოდექსის 153-ე, 1531, 1541, 1542, 1551, 158-ე, 1581, 1594, 163-ე, 1653 და 178ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები, სახელმწიფო მმართველობის
ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგადასახადო ორგანოები ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოების
უფლებამოსილი პირები. (22.06.2011. N6550 ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან)
161. ამ კოდექსის 15910 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და შინაგან საქმეთა
ორგანოების უფლებამოსილი პირები. (22.05.2012. N6246 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15
დღეს)
17. ამოღებულია (02.10.2008. N309)
18. ამ კოდექსის 1733 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
შესახებ ოქმს შეადგენს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე;
19. ამ კოდექსის 664 და 912 მუხლებით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 1271
მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 1531, 1535, 1551−1553, 1555, 1556, 1559, 15510, 157-ე, 158ე, 164-ე, 1644, 165-ე−1653, 1715, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი
პირები. (19.04.2018. N2169)(17.05.2017. N861 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)
(19. ამ კოდექსის 664 და 912 მუხლებით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 1271
მუხლის მე-2 ნაწილით, 1352 მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 1531, 1535, 1551−1553, 1555,
1556, 1559, 15510, 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644, 165-ე–1653, 1715, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს
ადგენენ
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
შესაბამისი
ორგანოების
უფლებამოსილი პირები. (04.05.2018 N2261 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს))
(19. ამ კოდექსის 664 მუხლით, 825 მუხლით (პლასტიკის
და
ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში),912 მუხლით, 913 მუხლის
1
1
5
1
3
5
პირველი ნაწილით, 127 მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 153 , 153 , 155 –155 , 155 ,
1556, 1559, 15510, 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644, 165-ე–1653, 1715, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს
ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოთა უფლებამოსილი
პირები. (20.04.2018 N2196ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან))
191. ამ კოდექსის 1558 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები. (17.05.2017. N861) (26.07.2017. N1279
ამოქმედდეს 2022 წლის 31 დეკემბრიდან)
20. ამ კოდექსის 1734 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმს ადგენს სახალხო დამცველი;
21. ამ კოდექსის 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ კანონით განსაზღვრული კონტროლისა
და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი
პირები;
22. ამ კოდექსის 1792 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოებისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები;
(18.12.2009. N2384 ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან)
23. ამ კოდექსის 1742 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისია, მისდამი დაქვემდებარებული საარჩევნო კომისიები, მის მიერ
უფლებამოსილი პირები ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების საამისოდ
უფლებამოსილი პირები; (28.12.2011. N5662)
24. 1778, 1779 და 17710 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის
სახელმწიფო ინსპექტორები და ადგილობრივი თვითმმართველობისა ან
მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები;
241. ამოღებულია (25.07.2006. N3516)
242. ამოღებულია
243. ამოღებულია (24.06.2005. N1789 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
25. ამოღებულია (08.05.2012, №6156);
26. ამოღებულია (01.07.2011, №5004);
27. ამ კოდექსის 555, 771, 772, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8
ნაწილით, 1252 და 1253 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135ე, 1351, 1461, 1501, 1511, 1522 და 1523 მუხლებითა და 1536 მუხლის პირველი და მე-3
ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური
ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი. (28.06.2017 N1118
ამოქმედდეს 2017 წლის 15 აგვისტოდან)
(27. ამ კოდექსის 555, 771, 772, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8
ნაწილით, 1252 და 1253 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135ე–1354, 1461, 1501, 1511, 1522 და 1523 მუხლებით და 1536 მუხლის პირველი და მე-3
ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს
ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის
მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი. (04.05.2018 N2261
)
ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს)
(27. ამ კოდექსის 555, 771, 772, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8
ნაწილით, 1252−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135ე−1354, 1461, 1501, 1511, 1522 და 1523 მუხლებითა და 1536 მუხლის პირველი და მე-3
ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს
ადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის
მიერ უფლებამოსილი პირი. (30.05.2018 N 2389 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს))
28. ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის და
ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ
პირს. (27.11.2013. N1644 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
281. ამ კოდექსის 56-ე, 57-ე, 572–574, 593, 84-ე და 841 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს
თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი
თანამშრომლები. (18.05.2018 N2385)
29. ამ კოდექსის 912 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგადასახადო ორგანო კანონით უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე.
(25.03.2013. N453 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს)
30. ამოღებულია (16.12.2005. N2262)
31. ადგილობრივი ტყის ფონდის მიწებზე ამ კოდექსის 49-ე, 51-ე, 512, 52-ე, 63-ე,
64-ე, 65-651, 66-67-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე და 86-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მმართველობის
ადგილობრივი ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები;
32. ამოღებულია (08.05.2003. N2292)
33. ამ კოდექსის 1571–1574 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს ორგანოები ან ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის
სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები; (28.06.2010. N3160)
34. ამ კოდექსის 94-ე მუხლით ენერგეტიკის სფეროში გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; (20.11.2007.
N5471)
35. ამ კოდექსის 141-ე−142-ე, 1441 და 1443−1445 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ოქმებს
ადგენენ
საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები. (19.04.2018. N2169)
(17.05.2017. N861 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)
36. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების,
ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების
საქმიანობის სფეროში ჩადენილ, ამ კოდექსის 56-ე, 57-ე და 572 მუხლებით,
913 მუხლის მე-2 ნაწილით და 962 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს
საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი. (7.12.2017 N 1715)
37. ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
უფლებამოსილი პირები ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოები.
(21.03.2014. N2164 ამოქმედდეს 2014 წლის 31 მარტიდან)
38. ამ კოდექსის 442, 445, 447–4412, 462–464 და 1557 მუხლებით და 1711 მუხლით
(მხოლოდ სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და
მათ კუთვნილ ტერიტორიებზე ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.
(17.05.2017. N861 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)
39. ამ კოდექსის 1052 და 1795 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო. (15.12.2017 N 1755 ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
391. ამოღებულია (08.05.2012, №6156 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს);
40. ამოღებულია (24.02.2004. N3409)
41. ამ კოდექსის 582 მუხლით და 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან
ერთად). ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5–მე-10 და მე-12–მე-15
ნაწილებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან
ერთად). (7.12.2017 N 1715)
42. ამ კოდექსის 461 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირები;
43. ამოღებულია (03.06.2005. N1555)
44. ამ კოდექსის 43-ე, 44-ე, 441, 443 მუხლებით, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 601
მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 603, 1735, 17711 მუხლებით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ
სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების
საამისოდ უფლებამოსილი პირები;
45. ამ კოდექსის 1781–1782 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, ხოლო 178 3 მუხლით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს
ერთობლივად ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი
პირები. (20.11.2007. N5471)
46. ამ კოდექსის 425–429 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს სოციალური დაზღვევის
ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილი პირები;
47. ამ კოდექსის 1392 და 1393 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმეების
განხილვისა
და
ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს, ხოლო
1394 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება –
შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის
პირებს. (20.11.2013. N1595)
471. ამ კოდექსის 109-ე და 111-ე−1115 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილი
პირები. (26.04.2012. N6094 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
48. ამ კოდექსის 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა სამედიცინო და
ფარმაცევტული დაწესებულებებისა, შეიარაღებული ძალებისა და პენიტენციური
დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და
საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის
მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური
პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 171 3 და 191-ე
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს
ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი
ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. (17.05.2017. N861 ამოქმედდეს 2018 წლის 1
მაისიდან)
49. ამოღებულია (08.05.2012, №6156)
50. ამ კოდექსის 961 მუხლით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი
გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიატი საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების
შესაბამისად. (20.11.2007. N5471)
51. ამ კოდექსის 444 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
შესახებ
ოქმებს
ადგენენ
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის
პირები. (7.12.2017 N 1715)
52. ამოღებულია (8.04.2010. N2914)
521. ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში ქვეყნის საზღვრების შიგა სივრცეში
ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო საბაჟო გამშვები
პუნქტის გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე
შემოსვლისას ან მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი
თანამდებობის პირები. (27.03.2012. N5953)
53. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ
კოდექსის 45-ე, 166-ე, 1972 და 1973 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევაში აღნიშნული მუხლებით
გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი
უფლებამოსილი პირი. (29.12.2006. N4326)
54. ამოღებულია (28.12.2011, №5662)
55. ამ კოდექსის 185-ე, 1851 და 1852 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის
ფარგლებში ადგენენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.
(24.06.2011. N943)
56. ამ კოდექსის 1282 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები ან/და
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი
ორგანოები. (7.12.2017 N 1715)
57. ამ კოდექსის 99-ე, 16510 და 17714 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.
(19.04.2018 N2170 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)
58. ამოღებულია (21.07.2010. N3535 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
59. ამოღებულია (27.12.2011, №5653 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს).
60. ამ კოდექსის 1724, 1725, 1736, 1737, 1739 და 1751 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს
ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების და მეურვეობისა და მზრუნველობის
ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები, ხოლო ამ კოდექსის 172 7 და 17313
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი
პირები. (20.04.2015 N3345 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან)
601. ამ კოდექსის 155-ე, 170-ე, 171-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა
ორგანოების უფლებამოსილი პირები. (27.11.2013. N1644 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15
დღეს)
602. ამ კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო
უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი. (29.05.2014. N2468
ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.)
61. ამ კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს პირველადი წყალმოსარგებლე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ
დადგენილი წესის შესაბამისად. (7.12.2017 N 1715)
62. ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი
კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. (28.06.2010. N3166)
63. ამ კოდექსის 17312 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს სასამართლო. (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს 2010
წლის 1 ოქტომბრიდან)
64. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის
სისტემაში შემავალი პენიტენციური დაწესებულებების, იმავე სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების –
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (მათ
შორის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს
ტერიტორიული ორგანოების) და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო
ცენტრის ტერიტორიაზე მყოფი სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ ამ
კოდექსის
45-ე
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში აღნიშნული სამართალდარღვევის
შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომელი. (1.05.2015.
N3538 ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.)
65. ამ კოდექსის 15911 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ კონკურენციის სააგენტოს
უფლებამოსილი პირები. (21.03.2014. N2164 ამოქმედდეს 2014 წლის 31 მარტიდან)
66. ამ კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმეების
განხილვისა
და
ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის
მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი
თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს. (26.07.2017 N1268 ამოქმედდეს 2017 წლის
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად
გამოცხადების დღიდან)
67. ამ კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება აქვს
მუნიციპალიტეტის მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ
ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს. (26.07.2017 N1268 ამოქმედდეს
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების
ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)
68. ამ კოდექსის 1726 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს საამისოდ
უფლებამოსილი თანამდებობის პირები. (17.10.2014. N2698 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15
დღეს.)
69. ამ კოდექსის 17712 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) უფლებამოსილი
პირები. (1.05. 2015 N3585 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
70. ამ კოდექსის 1537 და 1538 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირები. (07.03.2018 N2054)
71. ამ კოდექსის 1711 მუხლით (შეიარაღებული ძალების დაწესებულების
შენობა-ნაგებობაში
ჩადენილი
დარღვევებისათვის)
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს ორგანოები. (17.05.2017. N861 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)
72. ამ კოდექსის 1712 და 1714 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ოქმებს
ადგენენ
საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები. (17.05.2017. N861
ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)
73. ამ კოდექსის 17713 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს (გარდა ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით
გათვალისწინებული შემთხვევისა) ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს უფლებამოსილი პირი. ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41
ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
შესახებ ოქმს ადგენს პოლიციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი. (1.06.2017 N946
ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)
74. ამ კოდექსის 1911 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ოქმს
თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები, ხოლო
ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით
საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის
სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. (15.12.2017 N 1776 ამოქმედდეს 2018
წლის 1 მარტიდან)