„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ერთი მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-25
ბიუროს ნომერი 175
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1. „საგზაო
საკანონმდებლო
მოძრაობის
მაცნე
შესახებ“
საქართველოს
(www.matsne.gov.ge),
03.01.2014,
კანონში
(საქართველოს
სარეგისტრაციო
კოდი:
310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს ცვლილება და 62-ე მუხლის მე-2 პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. 2006 წლის 1 აპრილიდან ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოში გაცემულ მართვის
მოწმობებს პირისათვის მინიჭებული (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) „C“, „CE“, „D“, „DE“,
„C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებათა
მართვის უფლებისათვის იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2019 წლის 1 მარტამდე (გარდა
ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
პროექტი
განმარტებითი ბარათი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,
2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე („საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს
კანონის 62-ე მუხლის ამოქმედების თარიღი) საქართველოში გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“,
„C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს
იურიდიული ძალა აქვს 2018 წლის 1 სექტემბრამდე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული გარემოების გამო შეზღუდული ვადით გაცემულ მართვის მოწმობებისა,
რომლებსაც იურიდიული ძალა შეუნარჩუნდათ ამ მოწმობებისათვის განსაზღვრული
მოქმედების ვადით.
დღეის
მდგომარეობით
გაცემულია
481 000
კატეგორიების/ქვეკატეგორიების მართვის მოწმობა, ამათაგან
ზემოაღნიშნული
263 700 მართვის მოწმობას
2018 წლის 1 სექტემბერს გასდის მოქმედების ვადა. იქედან გამომდინარე, რომ 2018 წლის 1
სექტემბრამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები, ამ რაოდენობის მართვის მოწმობების შეცვლა,
პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში მომსახურების
სააგენტოში არსებული რესურსით შესაძლებელია მაქსიმუმ 2 800 მართვის მოწმობის შეცვლა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი,
მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, მართვის მოწმობის
შეცვლამდე პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია „საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტში ცვლილების შეტანა და ამ პუნქტით
განსაზღვრული ვადის გადაწევა 2019 წლის 1 მარტამდე.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე
მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარკვეული კატეგორიების მართვის მოწმობების
1
შეცვლის ვადის გადაწევას გონივრული ვადით, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ
პირებს შეცვალონ ვადაგასული მართვის მოწმობები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში
გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების)
მართვის
მოწმობებს
იურიდიული
ძალა
ნაცვლად
2018
წლის
1
სექტემბრისა
შეუნარჩუნდებათ 2019 წლის 1 მარტამდე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
რამდენადაც კანონპროექტის გავლენით 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე
საქართველოში გაცემულ შესაბამისი კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს
იურიდიული ძალა ნაცვლად 2018 წლის 1 სექტემბრისა შეუნარჩუნდებათ 2019 წლის 1 მარტამდე,
მართვის მოწმობებთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის გავლენით კანონპროექტს გავლენა
ექნება მომსახურების სააგენტოს 2018-2019წწ-ის შემოსავლებზე, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე სააგენტოდან ჩასარიცხი დღგ-ს მიმართულებით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტს არ აქვს უშუალო გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტს ექნება გავლენა იმ პირებზე, რომლებიც ფლობენ „საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1
მარტამდე („საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის ამოქმედების თარიღი)
საქართველოში გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების
(ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს, რამდენადაც აღნიშნული მართვის მოწმობებს იურიდიული
ძალა ნაცვლად 2018 წლის 1 სექტემბრისა შეუნარჩუნდებათ 2019 წლის 1 მარტამდე.
2
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი დადგენილი არ
არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტზე მუშაობისას აღნიშნული კონსულტაციები არ გამართულა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გოგა გულორდავა,
გიორგი ხატიძე, მერაბ ქვარაია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის
ინიციატორები
არიან
საქართველოს
გულორდავა, გიორგი ხატიძე, მერაბ ქვარაია.
3
პარლამენტის
წევრები:
გოგა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ
შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 62. გარდამავალი დებულებანი
1. 2006 წლის 1 აპრილიდან ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოში გაცემულ მართვის
მოწმობებს პირისათვის მინიჭებული (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) „A“, „B“, „BE“, „T“,
„S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის
უფლებისათვის იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2028 წლის 1 სექტემბრამდე (გარდა ამ
მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
2. 2006 წლის 1 აპრილიდან ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოში გაცემულ მართვის
მოწმობებს პირისათვის მინიჭებული (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) „C“, „CE“, „D“, „DE“,
„C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებათა
მართვის უფლებისათვის იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2018 წლის 1 სექტემბრამდე
(გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
3. 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა
შეუნარჩუნდეთ
2018
წლის
1
აპრილამდე
(გარდა
ამ
მუხლის
მე-4
პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა).
4. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
გარემოების გამო შეზღუდული ვადით გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა
შეუნარჩუნდეთ ამ მოწმობებისათვის განსაზღვრული მოქმედების ვადით.
5. (ამოღებულია - 23.12.2017, №1913).
6. (ამოღებულია - 23.12.2017, №1913) .
7. საქართველოში გაცემულ მოქმედ მართვის მოწმობას 2017 წლის 1 ივლისს ენიჭება ამ
კანონით გათვალისწინებული 100 ქულა, რომლებიც ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე.
8. 2017 წლის 1 ივლისამდე შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის უფლების 2017 წლის 1
ივლისის
შემდეგ
აღდგენის
შემთხვევაში
მართვის
მოწმობას
ენიჭება
ამ
კანონით
გათვალისწინებული 100 ქულა.
9. უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე მართვის მოწმობას
2017 წლის 1 ივლისს ენიჭება ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა, რომლებიც ძალაშია
2018 წლის 1 იანვრამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხო ქვეყანაში გაცემულ მართვის
მოწმობას
შეუჩერდა
იურიდიული
ძალა
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. აღნიშნულ მართვის მოწმობას 2018 წლის 1 იანვრიდან
ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა მიენიჭება ამავე კანონით დადგენილი საერთო
წესით.