„შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.06.2018
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/235/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-25
ბიუროს ნომერი 175

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ თავი I. შესავალი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო 1. ამ კანონის მიზანია ენერგორესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა და შენობების ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესება შენობის როგორც გარე, ისე შიდა კლიმატურ პირობებზე მოთხოვნებისა და ხარჯ-ეფექტიანობის გათვალისწინებით. 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება როგორც ახალ, ასევე არსებულ შენობებზე, გარდა: ა) შენობებისა, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუ ენერგოეფექტიანობის მინიმალურ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობაში მოყვანა გამოიწვევს მათი განსაკუთრებული ხასიათისა და გარეგნული იერსახის ცვლილებას; ბ) საკულტო - რელიგიური დანიშნულების მქონე შენობებისა; გ) დროებითი შენობებისა, რომლებიც განკუთვნილია არაუმეტეს ორი წლის ვადით გამოყენებისთვის, სამრეწველო ობიექტებისა, საამქროებისა და დაბალი ენერგო მოთხოვნის მქონე არასაცხოვრებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობებისა; დ) საცხოვრებელი შენობებისა, რომლებიც გამოიყენება ან განკუთვნილია წელიწადში ოთხ (4) თვეზე ნაკლები პერიოდით გამოსაყენებლად; ე) ცალკე მდგომი შენობებისა, რომელთა სასარგებლო ფართი 50 მ2-ზე ნაკლებია. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს მნიშვნელობა: შემდეგი ა) ახალი შენობა - შენობა, რომლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადება წარდგენილ იქნა 2019 წლის 31 დეკემბრის შემდეგ; 1 ბ) გათბობის ქვაბი - წვის კამერისა და ქვაბის კომბინირებული კორპუსი, რომელიც წვის შედეგად გამოყოფილ სითბოს გადასცემს სითხეს; გ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია - ენერგია რომელიც მიიღება არაწიაღისეული, განახლებადი წყაროებიდან, კერძოდ: ქარის, მზის, აეროთერმული, გეოთერმული, ჰიდროთერმული, ზღვის ტალღების ენერგია, ჰიდროენერგია, განახლებადი ბიომასის ენერგია, ნაგავსაყრელებიდან და ასევე ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან მიღებული გაზისა და ბიოგაზის ენერგია; დ) განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მომუშავე ენერგომომარაგების დეცენტრალიზებული სისტემები- განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მისაღებად და შესანახად საჭირო მოწყობილობები, განლაგებული შენობებში, რომლებსაც ისინი ემსახურება ან მათთან ახლოს; ე) დამოუკიდებელი ექსპერტი - სერტიფიცირებული ფიზიკური პირი ან აკრედიტებული იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შენობის ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება ან გათბობის ან/და გაგრილების და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება; ვ) ევროპული სტანდარტი სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის, ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის ან ევროპის ტელეკომუნიკაციის სტანდარტიზაციის ინსტიტუტის სტანდარტი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ სტანდარტების რეესტრში; ზ) ენერგეტიკული კლასი - შენობის ენერგოეფექტიანობის აღნიშვნისთვის გამოყენებული, ადვილად აღსაქმელი საზომი (მაგალითისთვის ლათინური ანბანის ასოები A-დან G-მდე); თ) ენერგეტიკული გაერთიანება - ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია 2005 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების საფუძველზე; ი) ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატი დამოუკიდებელი ექპერტის მიერ გაცემული შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტიანობის ამსახველი დოკუმენტი; კ) ეფექტური ნომინალური სიმძლავრე - თბოწარმოქმნის მაქსიმალური სიმძლავრე, გამოხატული კვტ.-ში, რომლის მიწოდებაც უწყვეტი მუშაობისას მწარმოებლის მიერ განსაზღვრული და გარანტირებულია მის მიერ მითითებული ეფექტიანობის რეჟიმის დაცვის პირობებში; ლ) ვენტილაციის სისტემა შენობის შიდა ჰაერის დასამუშავებლად და ჰაერცვლისათვის საჭირო კომპონენტების ერთობლიობა; 2 მ) თბური ტუმბო - მექანიზმი, დანადგარი ან მოწყობილობა, რომელიც სითბოს გადასცემს შენობებს ან სამრეწველო მოწყობილობებს ბუნებრივი გარემოდან, როგორიცაა წყალი, ჰაერი ან ნიადაგი, სითბოს ბუნებრივი ნაკადის იმგვარად შეცვლის გზით, რომ ის მიედინება დაბალი ტემპერატურიდან მაღალი ტემპერატურისკენ. რევერსული თბური ტუმბოებს აგრეთვე შეუძლიათ შენობიდან სითბოს გატანა გარეთ, ბუნებრივ გარემოში; ნ) თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობა - შენობა, რომელსაც გააჩნია ძალიან მაღალი ენერგოეფექტიანობა, ენერგიის თითქმის ნულოვანი ან ძალიან მცირე მოთხოვნილებით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იფარება ადგილზე ან ახლო ტერიტორიაზე წარმოებული განახლებადი ენერგიის წყაროებიდან; ო) კოგენერაცია - ელექტროენერგიისა და თბური ენერგიის ერთდროული გამომუშავების (წარმოების) პროცესი; პ) მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია - შენობის გარსის ზედაპირის 25%-ზე მეტის რეკონსტრუქცია; ჟ) პირველადი ენერგია - განახლებადი და არაგანახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია, რომელსაც არ გაუვლია გარდაქმნის ან ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადაყვანის პროცესი; რ) სასარგებლო ფართი - შენობის ან შენობის ნაწილის ფართი, სადაც ენერგია გამოიყენება შიდა კლიმატის შესაქმნელად; ს) სამინისტრო სამინისტრო; - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ტ) შენობა - მთლიანი ნაგებობა გარსის, მზიდი კონსტრუქციის და საინჟინროტექნიკური უზრუნველყოფის ყველა სისტემის ჩათვლით, სადაც ენერგია გამოიყენება შიდა კლიმატის შესაქმნელად, ცხელი წყლით მომარაგებისთვის, განათებისა და შენობების გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა პირობების/მომსახურებების უზრუნველსაყოფად; უ) შენობის გარსი - შენობის ინტეგრირებული ნაწილები, რომლებიც შენობის შიდა სივრცეს განაცალკევებს შენობის გარეთ არსებულ გარემოსგან; ფ) შენობის ელემენტი - შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემა ან შენობის გარსის ნაწილი; ქ) შენობის ენერგოეფექტიანობა - გამოთვლილი ან გაზომილი ენერგიის რაოდენობა, რომელიც საჭიროა შენობის დანიშნულებით გამოყენებისას საჭირო ენერგიაზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და მათ შორის მოიცავს გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის, წყლის გაცხელებისა და განათებისთვის მოხმარებულ ენერგიას; 3 ღ) შენობის ნაწილი - შენობის სექცია, სართული ან ბინა, რომელიც შექმნილია ან გადაკეთებულია ცალკე გამოყენებისთვის; ყ) შენობის ჯამური ენერგოეფექტიანობა შენობის დანიშნულებით გამოყენებისათვის საჭირო პირველადი ენერგიის გამოთვლილი რაოდენობა, რომელიც მათ შორის მოიცავს გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის, წყლის გაცხელებისა და განათებისთვის მოხმარებულ ენერგიას; შ) შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემები - შენობის ან შენობის ნაწილის გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის, წყლის გაცხელების, განათების ან ზემოთ აღნიშნულის კომბინირებულად უზრუნველყოფისთვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობები; ჩ) ცენტრალური გათბობა ან ცენტრალური გაგრილება - ცენტრალური წყაროდან ერთიანი ქსელის გამოყენებით რამოდენიმე შენობისთვის ან ადგილისთვის თბური ენერგიის მიწოდება ორთქლის, ცხელი წყლის ან გაციებული სითხის ფორმით , სივრცის ან გათბობისა ან გაგრილების პროცესის გამოსაყენებლად; ც) ხარჯ-ოპტიმალური დონე - ენერგოეფექტიანობის დონე, რომელიც განაპირობებს შენობის ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში ყველაზე დაბალ დანახარჯებს; ძ) ჰაერის კონდიცირების სისტემა - ყველა იმ კომპონენტის ერთობლიობა, რომელიც საჭიროა შენობის შიდა ჰაერის დასამუშავებლად მისაწოდებელი ჰაერის ტემპერატურის რეგულირებისათვის, ვენტილაციის (ჰაერცვლის) დონის, ტენიანობისა და ჰაერის ფილტრაციის მართვასთან შესაძლო კომბინაციით. თავი II. ენერგოეფექტიანობის მოთხოვნები შენობებისთვის და შენობების ნაწილებისთვის მუხლი 3. შენობების ენერგოეფექტიანობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია 1. შენობების ენერგოეფექტიანობის განისაზღვრება ენერგიის იმ საანგარიშო რაოდენობის მიხედვით, რომელიც მოიხმარება წლის განმავლობაში შენობის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. 2. შენობების ენერგოეფექტიანობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 3. შენობების ენერგოეფექტიანობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია მოიცავს შენობების მინიმუმ შემდეგ ასპექტებს: 4 ა) თბური სიმძლავრე, თბოიზოლაცია, ელემენტები, თბური ხიდები; პასიური სითბო, გამაგრილებელი ბ) გათბობის სისტემები და ცხელ-წყალ მომარაგება; გ) ჰაერის კონდიცირების სისტემები; დ) ბუნებრივი და მექანიკური ვენტილაცია, ე) შიდა განათების სისტემები; ვ) შენობის არქიტექტურული პროექტი; მდებარეობა და ორიენტაცია, მათ შორის გარე კლიმატის გათვალისწინებით; ზ) მზის პასიური სისტემები; თ) შიდა კლიმატური გარემო; ი) შიდა ენერგეტიკული დატვირთვა; კ) განახლებადი ენერგიის სისტემები; ლ) კოგენერაციით გამომუშავებული ელექტროენერგია. 4. გამოთვლის ეროვნული შენობებისთვის, როგორიცაა: მეთოდოლოგია გამოიყენება ისეთი ტიპის ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები; ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები; გ) ოფისები და ადმინისტრაციული შენობები; დ) საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობები; ე) სამედიცინო დაწესებულებების შენობები; ვ) სასტუმროები და საზოგადოებრივი კვების ობიექტები; ზ) სპორტული დანიშნულების შენობები; თ) საცალო და საბითუმო ვაჭრობის შენობები; ი) ენერგიის მომხმარებელი სხვა ტიპის შენობები. 5. გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია შენობის ენერგოეფექტიანობის გამჭვირვალედ წარმოსაჩენად, განსაზღვრავს ენერგოეფექტიანობის ჯამურ ინდიკატორის (EPI) - რომელიც გამოიხატება პირველადი ენერგიის წლიური 5 მოხმარების კვტ.სთ/მ2 -ში გამოსახული ციფრული სიდიდით6. გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის ეროვნულ და ევროპულ სტანდარტებს, ევროკომისიის 2012 წლის 16 იანვრის N 244/2012 დელეგირებულ რეგულაციასა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობას. მუხლი 4. ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები 1. შენობების ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 2. შენობების ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები ვრცელდება ყველა ახალ შენობაზე, შენობის ნაწილებზე, შენობის ელემენტებზე ასევე მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში - არსებულ შენობებსა და მათ ნაწილებზე. 3. შენობების ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები შესაძლოა ცალ-ცალკე განისაზღვროს სხვადასხვა კატეგორიის შენობებისთვის ხარჯ-ოპტიმალური დონის გათვალისწინებით. 4. ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები შენობების იმ ელემენტების შეცვლის და მოდერნიზაციისას, რომლებიც ქმნიან შენობის გარსს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ შენობის ენერგოეფექტიანობაზე განისაზღვრება ხარჯ- ოპტიმალური დონის გათვალისწინებით. 5. ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯ-ოპტიმალური დონეები გამოითვლება შედარებითი მეთოდოლოგიის საფუძველზე, რომლის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობა და შესაბამისი ეროვნული პარამეტრები. 6.. ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები არ ვრცელდება იმ შენობებზე და შენობის ნაწილებზე, რომლებიც მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის ობიექტია, თუ ამ მოთხოვნების გამოყენება არ იქნება ხარჯ-ეფექტიანი შენობის საექსპლუატაციო პერიოდის განმავლობაში. 7. შენობების, შენობის ნაწილების და შენობის ელემენტების ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები გადახედილ უნდა იქნეს რეგულარული ინტერვალით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს. და საჭიროების შემთხვევაში განახლებული უნდა იქნას სამშენებლო სექტორში ტექნიკური პროგრესის შესაბამისად.. 6 მუხლი ენერგოეფექტიანობის 5. მოთხოვნები შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემებისთვის 1. ახალი და არსებული შენობებისთვის ჯამური ენერგოეფექტიანობის გათვალისწინებით, მოთხოვნები საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების სწორი შერჩევისა და მონტაჟის, მათი რეგულირებისა და მართვის მიმართ განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 2.საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების მოთხოვნები დგინდება ახალი, შეცვლილი და მოდერნიზებული საინჟინრო-ტექნიკური სისტემების მიმართ და გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ტექნიკურად, ფუნქციურად და ეკონომიკურად განხორციელებადია. 3.. საინჟინრო-ტექნიკური სისტემების მოთხოვნები ეხება სულ მცირე : გათბობის, ცხელი წყლით მომარაგების, ჰაერის კონდიცირებისა და ვენტილაციის დიდ სისტემებს ან ამ სისტემების კომბინაციებს. 4. ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისას, შენობის მშენებლობისას ან ენერგიის დაზოგვის მიზნით „ჭკვიანი“ აღრიცხვის სისტემებისა და საჭიროების შემთხვევაში ავტომატური სისტემების (მართვის) დამონტაჟების წახალისებას, კონტროლის განისაზღვრება ენერგოეფექტიანობის ეროვნული სამოქმედო გეგმით. 5. ახალი შენობის რეკონსტრუქციისას, დაპროექტებისას ქვემოთ ან არსებული ჩამოთვლილი შენობის შემდეგი მაღალ ალტერნატიული სისტემები შეიძლება იქნეს გამოყენებული ტექნიკურად, ფუნქციურად, ეკოლოგიურად მნიშვნელოვანი და ეფექტური თუ ისინი ეკონომიკურად განხორციელებადია: ა) განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მომუშავე ენერგომომარაგების დეცენტრალიზებული სისტემები; ბ) კოგენერაცია; გ) გათბობისა ან გაგრილების ცენტრალური სისტემები; განსაკუთრებით კი განახლებად ენერგიაზე მომუშავე სისტემები; 7 დ) თბური ტუმბოები 6. ახალი შენობების სანებართვო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს დასაბუთებას მაღალი ალტერნატიული ენერგოეფექტიანობის სისტემების ტექნიკური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასების თაობაზე.. მუხლი 6. თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობები 1.ყველა შენობა, რომელზედაც მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადება წარდგენილ იქნება 2029 წლის 30 სექტემბრის შემდეგ, უნდა აკმაყოფილებდეს თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მოთხოვნებს. 2. ყველა შენობა, საკუთრებაშია და რომელიც საჯარო დაწესებულების სარგებლობაში და რომელზედაც მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადება წარდგენილ იქნება 2027 წლის 30 სექტემბრის შემდეგ უნდა აკმაყოფილებდეს თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მოთხოვნებს. 3. მოთხოვნები თითქმის ნულოვანი ენერგომხმარების შენობების მიმართ არ არის სავალდებულო, როდესაც შენობის ექსპლუატაციის პერიოდში მისი ხარჯ- ეფექტიანობის მაჩვენებელი უარყოფითია. მუხლი 7. შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება 1. შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირების, ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატების განთავსების წესი და მასში შესატანი ინფორმაცია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 2. შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს სულ მცირე, შემდეგს: ა) შენობის ენერგოეფექტიანობის შეფასებას და მინიმალური მოთხოვნების შენობის ენერგოეფექტიანობის მნიშვნელობებს, რათა მისმა მესაკუთრეებმა და დამქირავებელმა/მოიჯარემ შეძლონ შენობის ენერგოეფექტიანობის შეფასება; 8 ბ) რეკომენდაციებს შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტიანობის ხარჯოპტიმალური გაუმჯობესების ენერგოეფექტიანობის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმართ დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებით ასეთი გაუმჯობესება რაციონალური არ არის. 3. შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება სავალდებულოა: ა) ახალი შენობებისთვის ან მათი ნაწილებისთვის. ბ) არსებული შენობებისთვის, რომლებიც იყიდება ან ქირავდება/იჯარით გაიცემა. გ) არსებული შენობების ნაწილებისთვის, რომლებიც იყიდება ან ქირავდება/იჯარით გაიცემა. დ) საჯარო დაწესებულების სარგებლობაში არსებული იმ შენობებისთვის, რომელთა საერთო ფართი 500 მ²-ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები, ხოლო 2023 წლის 30 ივნისიდან - საჯარო დაწესებულების სარგებლობაში არსებული იმ შენობებისთვის, რომელთა საერთო ფართი 250 მ²-ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები. 4. როდესაც შენობა ან შენობის ნაწილი მშენებლობის დასრულებამდე არის გაყიდული ან გაქირავებული, შენობის მესაკუთრე შენობის სამომავლო ენერგოეფექტიანობის ვალდებულია უზრუნველყოს ენერგოეფექტიანობის შეფასება. სერტიფიკატი გაიცეს უნდა ასეთ შემთხვევაში, არაუგვიანეს შენობის ექსპლუატაციაში მიღებისთანავე. 5. შენობის ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება მესაკუთრის ვალდებულებაა და ხორციელდება დამოუკიდებელ ექსპერტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 6. ყველა სავარაუდო მყიდველს ან დამქირავებელს/მოიჯარეს უნდა წარედგინოს მშენებარე ან აშენებული შენობის, ან გასაქირავებლად/იჯარით გასაცემად განკუთვნილი შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტიანობა სერტიფიკატი ან მისი ასლი ხოლო შენობის ან შენობის ნაწილის გაყიდვის ან გაქირავების შემთხვევაში შენობის ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატი უნდა გადაეცეს მყიდველს ან დამქირავებელს/მოიჯარეს. 7. შენობის ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატი უნდა განთავსდეს თვალსაჩინო ადგილას შემდეგ შენობებში: 9 ა) საჯარო დაწესებულების სარგებლობაში არსებული იმ შენობებისთვის, რომელთა საერთო ფართი 500 მ²-ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები, ხოლო 2023 წლის 30 ივნისიდან - საჯარო დაწესებულების სარგებლობაში არსებული იმ შენობებისთვის, რომელთა საერთო ფართი 250 მ²-ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები. ბ) ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატის მქონე საზოგადოებრივი დანიშნულების იმ შენობებში, რომელთა საერთო ფართი 500 მ²-ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები. 8. შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატში მოცემული ენერგოეფექტიანობის ინდიკატორი ან კლასი ასახული უნდა იყოს შესაბამის სარეკლამო-კომერციულ განცხადებაში, როდესაც იყიდება ან ქირავდება/იჯარით გაიცემა: ა) ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატის მქონე შენობა; ბ) ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატის მქონე შენობაში განთავსებული შენობის ნაწილი; გ) ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატის მქონე შენობის ნაწილი. 9. შენობის ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატის მოქმედების ვადა არის 10 წელი მუხლი 8. შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება 1. გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების რეგულარული ინსპექტირების წესები და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 2. 20 კვტ.- ზე მეტი ეფექტური ნომინალური სიმძლავრის მქონე გათბობის ქვაბის და 12კვტ-ზე მეტი ეფექტური ნომინალური სიმძლავრის კონდიცირების სისტემების ხელმისაწვდომი ნაწილები რეგულარული ინსპექტირების ობიექტებს წარმოადგენენ. 3.ინსპექტირება უნდა მოიცავდეს სისტემების ეფექტიანობის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული და სიმძლავრის შეფასებას შენობის გაგრილების მოთხოვნებთან მიმართებით გათბობისა და სიმძლავრის შეფასების განმეორებით ჩატარება არ არის საჭირო გათბობის/კონდიცირების სისტემაში ცვლილებების განხორციელებამდე ან გათბობა/გაგრილებაზე შენობის მოთხოვნების შეცვლამდე. 10 4. გათბობის სისტემა, რომელსაც აქვს 100 კვტ-ზე მეტი ეფექტური ნომინალური სიმძლავრის გათბობის ქვაბი, ინსპექტირებას ექვემდებარება ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო გაზზე მომუშავე გათბობის ქვაბი კი - ოთხ წელიწადში ერთხელ. 5. გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება მესაკუთრის ვალდებულებაა. 6. გათბობის ან ჰაერის კონდიცირების სისტემების ყოველი ინსპექტირების შემდგომ უნდა შედგეს ინსპექტირების ანგარიში, რომელიც გადაეცემა შენობის მესაკუთრეს ან დამქირავებელს/მოიჯარეს. ინსპექტირების ანგარიში მოიცავს ინსპექტირების შედეგებს და რეკომენდაციებს ინსპექტირებული სისტემების ენერგოეფექტიანობის ხარჯ-ეფექტიანი გაუმჯობესების შესახებ. 7. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ამ მუხლის 1- მე-4 პუნქტებში მოცემული ინსპექტირების ალტერნატივად შეიმუშაოს რეკომენდაციები გათბობის ქვაბის გამოცვლის, გათბობის სისტემაში სხვადასხვა ცვლილებების გათბობის ქვაბის ეფექტურობისა და შესაბამისი სიმძლავრის და ასევე შესაფასებლად ალტერნატიული გადაწყვეტების შესახებ. 8. ალტერნატიული ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში, მათი შედეგების შესაბამისობის შესახებ უნდა მომზადდეს ანგარიში და წარედგინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. მუხლი 9. დამოუკიდებელი ექსპერტი 1. შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება კონდიცირების სისტემების ინსპექტირება და გათბობისა და ჰაერის ხორციელდება დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ 2. დამოუკიდებელი ექსპერტის აკრედიტაციის და სერტიფიცირების, მონიტორინგისა და რეგისტრაციის წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 11 3. ფიზიკური პირისთვის გაცემული სერტიფიკატი ძალაშია მისი გაცემიდან 5 წლის განმავლობაში, ხოლო იურიდიული პირის აკრედიტაციის ვადაა 5 წელი. სერტიფიკატის და აკრედიტაციის ვადის გასვლის შემდგომ პირს უფლება აქვს თავიდან გაიაროს სერტიფიცირება ან აკრედიტაცია 4.დამოუკიდებელ ექსპერტს, რომელსაც გაუუქმდა სერტიფიკატი ან აკრედიტაცია, უფლება აქვს ხელახალი სერტიფიცირება ან აკრედიტაცია გაიაროს სერტიფიკატის/აკრედიტაციის გაუქმებიდან არა უდრეს 6 თვისა. 5. სამინისტრო ქმნის, აახლებს და თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს დამოუკიდებელი ექსპერტების მონაცემთა ბაზას. 6. დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, პირს, რომელიც შენობის პროექტირება-მშენებლობის ან/და ფუნქციონირების პროცესში იღებდა ან იღებს მონაწილეობას არ აქვს უფლება ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება და განახორციელოს ამ შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშის მომზადება. ამ პუნქტის მიზნებისთვის ასეთ პირად მიიჩნევა : ა) შენობის დამპროექტებელი; ბ) დეველოპერი, უზრუნველყოფის მშენებელი მიზნით ან/და შენობების დანადგარებისა და ენერგოეფექტიანობის ტექნიკური მოწყობილობების მიმწოდებელი; გ) შენობის მოვლასა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების ტექნიკური სისტემების გამართულობის უზრუნველყოფაში მონაწილე პირი; დ) შენობაში ენერგოდამზოგავი ღონისძიებების განმახორციელებელი პირი. მუხლი 10. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შემოწმება 1. დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გაცემული შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატები და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშები ექვემდებარება შემოწმებას და გადამოწმებას. 2. შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატების და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ანგარიშების შემოწმებისა და გადამოწმების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. 12 3. შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ინსპექტირების ანგარიშების რეესტრს/მონაცემთა ბაზას ქმნის და მისი წარმოების წესებს ამტკიცებს სამინისტრო. 4. დამოუკიდებელი ექსპერტი ვალდებულია სამინისტროს ელექტრონული ფორმით გადასცეს ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატი ან/და ინსპექტირების ანგარიში და სერტიფიკატის ან/და ანგარიშის მოსამზადებლად გამოყენებული მონაცემები. 5. დამოუკიდებელმა ექსპერტმა ამ მუხლის მეხუთე პუნქტში აღნიშნული სერტიფიკატი ან/და ანგარიში სამინისტროს უნდა გადასცეს მისი მომზადებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 6. სამინისტრო ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული სერტიფიკატი ან/და ანგარიში შეიტანოს შესაბამის რეესტრში მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 7. სამინისტრო ახორციელებს რეესტრში შეტანილი შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატებისა შერჩევის და ინსპექტირების პრინციპით. ანგარიშების შემოწმებული შემოწმებას სერტიფიკატებისა და შემთხვევითი ინსპექტირების ანგარიშების რაოდენობა წლიურად გაცემული სერტიფიკატებისა და ანგარიშების მთლიანი რაოდენობის მნიშვნელოვან პროცენტს უნდა შეადგენდეს. ყოველწლიურად შესამოწმებელი სერტიფიკატების და ინსპექტირების ანგარიშების პროცენტული ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 8. შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატების შემოწმება ეფუძნება ქვემოთ მოცემულ ერთ-ერთ მეთოდს: ა) შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატში შეტანილი მონაცემების და შედეგების შემოწმება; ბ) შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატში შეტანილი მონაცემების შემოწმება და შედეგების გადამოწმება შესაბამისი რეკომენდაციების გაცემით;. გ) შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატში შეტანილი მონაცემების სრული შემოწმება, შედეგების სრული გადამოწმება შესაბამისი რეკომენდაციების გაცემით და შენობის ადგილზე დათვალიერებით. 13 9. შენობების ენერგოეფექტიანობის გადამოწმებასთან დაკავშირებული სერტიფიკატების საკითხები შემოწმებასთან დეტალურად და რეგულირდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. მუხლი 11. საინფორმაციო და წამახალისებელი ფინანსური ღონისძიებები 1. საქართველოს მთავრობა შენობების ენერგოეფექტიანობის გასაუმჯობესებლად ღონისძიებების წახალისების მიზნით უზრუნველყოფს: ა) შენობების მესაკუთრეებისთვის და დამქირავებლებისათვის/მოიჯარეებისთვის შენობების ენერგოეფექტიანობის, შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატებისა და ინსპექტირების ანგარიშების, შენობების ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების ხარჯ-ეფექტიანი ინსტრუმენტების შესახებ საშუალებებისა და არსებული ფინანსური ინფორმაციის, მეთოდოლოგიური მასალებისა და სახელმძღვანელოების მომზადებასა და გავრცელებას, ბ) შენობების ენერგოეფექტიანობის შესაბამისი ტრენინგების, სფეროში მომუშავე სერტიფიცირებისა ექსპერტებისათვის, და აკრედიტაციის შესახებ გზამკვლევებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. გ) საჯარო დაწესებულებების ენერგოეფექტიანობის სარგებლობაში სერტიფიკატში არსებული ასახული შენობების რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებების ეროვნულ გეგმებში ასახვას; დ) ყოველ სამწლიან პერიოდში შენობების ენერგოეფექტიანობის წამახალისებელი ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების ნუსხის შედგენასა და შექმნას, მათ შორის იმ ფინანსური ინსტრუმენტების განსაზღვრას, რომელიც ხელს შეუწყობს შენობების ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესებას. და მათ განახლებას შენობების მშენებლობის წამახალისებელი ზომების 2. ან მათი შეთავაზებისას მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ენერგოეფექტიანობის ხარჯ-ოპტიმალური დონე . თავი III. პასუხისმგებლობა ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის მუხლი 12. შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირების განუხორციელებლობა 14 1. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირების განუხორციელებლობა გამოიწვევს შესაბამისად შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრის დაჯარიმებას 150 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით; 150 მ2-დან - 250 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით; 250 მ2-დან - 500 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში - 800 ლარის ოდენობით; 500 მ2-დან ზევით შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში -1500 ლარის ოდენობით. დადგენილი სამომავლო ენერგოეფექტიანობის შეფასების განუხორციელებლობა გამოიწვევს მესაკუთრის 2. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით დაჯარიმებას 150 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით; 150 მ2-დან -250მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით; 250 მ2-დან -500 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში - 800 ლარის ოდენობით; 500 მ2-დან ზევით შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში - 1500 ლარის ოდენობით. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას პირველად შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით. მუხლი 13. შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატის წარდგენის ან/და გადაცემის წესების დარღვევა 1. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატის წარუდგენლობა ან/და გადაუცემლობა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 15 150 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით; 150 მ2 -დან - 250-მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით; 250 მ2 -დან -500 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში - 800 ლარის ოდენობით; 500 მ2-დან ზევით შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში - 1500 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას პირველად შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით. მუხლი 14. შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატის საზოგადოებისათვის თვალსაჩინო ადგილზე განუთავსებლობა 1. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატის საზოგადოებისათვის თვალსაჩინო ადგილზე განუთავსებლობა გამოიწვევს მესაკუთრის ან დამქირავებლის/მოიჯარის დაჯარიმებას - 200 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას პირველად შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით. მუხლი 15. შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატში ასახული ენერგოეფექტიანობის ინდიკატორის ან კლასის სარეკლამო-კომერციულ განცხადებაში განუთავსებლობა 1. შენობის ან მისი ნაწილის გაყიდვის ან/და გაქირავების/იჯარით გაცემის შესახებ სარეკლამო-კომერციულ განცხადებაში ამ კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი ინფორმაციის განუთავსებლობა გამოიწვევს შენობის მესაკუთრის დაჯარიმებას - 200 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას პირველად შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით. 16 მუხლი 16. გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განუხორციელებლობა 1. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ინსპექტირების განუხორციელებლობა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 150 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით; 150 მ2 -დან -250 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით; 250 მ2 -დან -500 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში - 800 ლარის ოდენობით; 500მ2-დან ზევით შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში - 1500 ლარის ოდენობით. 2. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ინსპექტირების წესების დარღვევა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 150 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით; 150 მ2 -დან -250 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით; 250 მ2 -დან -500 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში - 800 ლარის ოდენობით; 500 მ2-დან ზევით შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში - 1500 ლარის ოდენობით. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას პირველად შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით. მუხლი 17. დამოუკიდებელი ექსპერტების პასუხისმგებლობა 1. ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებით ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დამოუკიდებელი ექსპერტის გაფრთხილებას, ხოლო ქმედების 17 განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მისთვის - შესაბამისი სერტიფიკატის/აკრედიტაციის გაუქმებას. 2. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ინსპექტირების ანგარიშის გაცემის წესების დარღვევა გამოიწვევს დამოუკიდებელი ექსპერტის გაფრთხილებას, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - მისთვის შესაბამისი სერტიფიკატის/აკრედიტაციის გაუქმებას. 3. ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში ენერგოეფექტიანობის სამინისტროსთვის სერტიფიკატის წარუდგენლობა ან გამოიწვევს ინსპექტირების ანგარიშის დამოუკიდებელი ექსპერტის გაფრთხილებას, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - მისთვის შესაბამისი სერტიფიკატის/აკრედიტაციის გაუქმებას. მუხლი 18. ჯარიმის დაკისრებისა და გადახდის წესი 1. დამრღვევის დაჯარიმების შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სამინისტრო. 2. ჯარიმა გადაიხდება სახელმწიფო ბიუჯეტში. ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 3. დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ დამრღვევს დაეკისრება საურავი ჯარიმით დადგენილი თანხის ოდენობით, რომლის გადასახდელადაც განესაზღვრება 30 კალენდარული დღე. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 18 თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 19. გარდამავალი დებულებები 1. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 30 ივნისამდე უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება: ა) „შენობების ენერგოეფექტიანობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“; ბ) „შენობებისთვის, შენობის ნაწილებისთვის ან შენობის ელემენტებისთვის ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნების დადგენის შესახებ“; გ) „ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯ-ოპტიმალური დონეების გამოთვლის შედარებითი მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“; დ) „ენერგოეფექტიანობის გამოსათვლელი ერთი ან რამდენიმე პროგრამის შემუშავებისა და მათი გამოყენების წესის შესახებ“; ე) „არსებულ და ახალ შენობებში საინჟინრო-ტექნიკური სისტემების ენერგოეფექტიანობის, შერჩევისა და მონტაჟის, ჯამური რეგულირებისა და ტექნიკური სისტემების მართვის წესების დადგენის შესახებ; ვ) „თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობების რაოდენობის გაზრდის ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“; ზ) „შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირების წესის განსაზღვრის შესახებ“; თ) „შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების წესის განსაზღვრის შესახებ“; ი) „შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატების გამცემი და შენობების გათბობა-ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტების სერტიფიცირების და აკრედიტაციის წესების განსაზღვრის შესახებ“; კ) „ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატების შემოწმებისა და გადამოწმების, გათბობაკონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების წესების დადგენის შესახებ“. 19 2. 2019 წლის 30 ენერგოეფექტიანობის ივნისამდე სამინისტრომ სერტიფიკატების, უზრუნველყოს დამოუკიდებელი „შენობების ექსპერტებისა და ინსპექტირების ანგარიშების რეესტრის/მონაცემთა ბაზის წარმოების შესახებ“ წესის მიღება. 3. 2020 წლის 30 მარტისთვის სამინისტრომ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წარუდგინოს: ა) პირველი ანგარიში მინიმალური ენერგოეფექტიანობის ხარჯ-ოპტიმალური დონის ანალიზის შესახებ; და ბ) ანგარიში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების, ინსპექტირების ალტერნატიული ღონისძიებების რეგულარულ შემოწმებასთან შესაბამისობის 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი - მე-18 მუხლებისა ამოქმედდეს შესახებ. მუხლი 20. კანონის ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი-მე-11 მუხლები ამოქმედდეს 2019 წლის 30 ივნისიდან. 6. ამ კანონის მე-12 - მე-18 მუხლები ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 20
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ 2016 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველო გახდა „ენერგეტიკული გაერთიანების“ ქვეყანა. „ენერგეტიკული გაერთიანების“ დამფუძნებელ წევრი ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმის თანახმად, საქართველოსთვის, როგორც აღნიშნული გაერთიანების წევრი სახელმწიფოსთვის, სავალდებულო გახდა შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ N2010/31/EU დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია. ა. ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ ევროპარლამენტის და საბჭოს N2010/31/EU დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვა, შენობების ენერგოეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, რასაც, სათბური გაზების ემისიის შემცირებასთან ერთად, გააჩნია სხვა ბევრი ისეთი დადებითი შედეგიც, როგორიცაა მაგალითად სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა, ტექნოლოგიების განვითარება და ინოვაცია, ჰაერის, წყლის მიწის დაბინძურების შემცირება, ადამიანის ჯანმრთელობისა და კომფორტის დონის გაზრდა, ენერგიის მოხმარებაზე გადასახადების შემცირება და ა.შ. ა. გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის პირველი მუხლი განსაზღვრავს კანონის მიზანს და მოქმედების სფეროს, კერძოდ, ამ კანონის მიზანია ენერგორესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა და შენობების ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესება, შენობის როგორც გარე, ისე შიდა კლიმატურ პირობებზე მოთხოვნებისა და ხარჯ-ეფექტიანობის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ კანონის მოქმედება ვრცელდება როგორც ახალ, ასევე არსებულ შენობებზე, გარდა: ა) შენობებისა, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუ ენერგოეფექტიანობის მინიმალურ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობაში მოყვანა გამოიწვევს მათი განსაკუთრებული ხასიათისა და გარეგნული იერსახის ცვლილებას; ბ) საკულტო - რელიგიური დანიშნულების მქონე შენობებისა; გ) დროებითი შენობებისა, რომლებიც განკუთვნილია არაუმეტეს ორი წლის ვადით გამოყენებისთვის, სამრეწველო ობიექტებისა, საამქროებისა მოთხოვნის მქონე არასაცხოვრებელი და დაბალი ენერგო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობებისა; დ) საცხოვრებელი შენობებისა, რომლებიც გამოიყენება ან განკუთვნილია წელიწადში ოთხ (4) თვეზე ნაკლები პერიოდით გამოსაყენებლად , ე) ცალკე მდგომი შენობებისა, რომელთა სასარგებლო ფართი 50 მ2-ზე ნაკლებია. ამ გამონაკლისს იცნობს დირექტივა და ამ გამონაკლისის დაწესების არსს წარმოადგენს ის გარემოება, რომ განსაკუთრებული დანიშნულების შენობებზე, ასევე იმ შენობებზე, რომლებიც მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთში გამოიყენება, არ უნდა გავრცელდეს ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებული ამ კანონის მოთხოვნები. კანონპროექტის მე-2 მუხლი მოიცავს ტერმინთა განმარტებას, ხოლო მე-3 მუხლი აწესრიგებს შენობების ენერგოეფექტიანობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგიის საკითხებს. მე-3 მუხლი განსაზღვრავს იმ მინიმალურ ასპექტებს, რასაც უნდა მოიცავდეს შენობების ენერგოეფექტიანობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია, ასევე იმ შენობების ტიპებს, რომლებისთვისაც გამოიყენება შენობების ენერგოეფექტიანობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია. კანონპროექტის მე-4 მუხლი ეხება შენობების ენერგოეფექტიანობის მინიმალურ მოთხოვნებს და განსაზღვრავს, რომ შენობების ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები ვრცელდება ყველა ახალ შენობაზე, ელემენტებზე, ასევე მნიშვნელოვანი შენობის ნაწილებზე, შენობის რეკონსტრუქციის შემთხვევაში არსებულ შენობებსა და მათ ნაწილებზე. მნიშვნელოვან რეკონსტრუქციას წარმოადგენს შენობის გარსის ზედაპირის 25%-ზე მეტის რეკონსტრუქცია; კანონპროექტის მე-5 მუხლი უშვებს ახალი შენობის დაპროექტებისას ან არსებული შენობის მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისას მაღალეფექტური ალტერნატიული სისტემების გამოყენების შესაძლებლობას, თუ ისინი ტექნიკურად, ფუნქციურად, ეკოლოგიურად და ეკონომიკურად განხორციელებადია. კანონპროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობები. კანონპროექტის მე-6 მუხლის თანახმად, 2029 წლიდან ყველა ახალი შენობა უნდა აკმაყოფილებდეს თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მოთხოვნებს. კანონპროექტის მე-7 მუხლით სავალდებულო ხდება მთელი რიგი შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება. კანონპროექტი ცალსახად განსაზღვრავს, რომ შენობის ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება მესაკუთრის ვალდებულებაა და ხორციელდება დამოუკიდებელ ექსპერტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. დამოუკიდებელი ექსპერტი არის სერტიფიცირებული პირი ან აკრედიტებული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შენობის ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება ან გათბობის ან/და გაგრილების და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება. დამოუკიდებელ ექსპერტებთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს კანონპროექტის მე-9 მუხლი. კანონპროექტის მე-8 მუხლი ეხება შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირებას. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 20 კვტ.-ზე მეტი ეფექტური გამომავალი ნომინალური სიმძლავრის მქონე გათბობის ქვაბის და 12კვტ-ზე მეტი ეფექტური გამომავალი ნომინალური სიმძლავრის კონდიცირების სისტემების ხელმისაწვდომი ნაწილები რეგულარული ინსპექტირების ობიექტებს წარმოადგენენ, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, გათბობის სისტემა, რომელსაც აქვს 100 კვტ-ზე მეტი ეფექტური გამომავალი ნომინალური სიმძლავრის გათბობის ქვაბი, ინსპექტირებას ექვემდებარება ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო გაზზე მომუშავე გათბობის ქვაბი კი - ოთხ წელიწადში ერთხელ. მე-10 მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გაცემული შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატები და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშები ექვემდებარება შემოწმებას და გადამოწმებას. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ინსპექტირების ანგარიშების რეესტრს/მონაცემთა ბაზას ქმნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. კანონპროექტი ადგენს დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის სერტიფიკატის გაგზავნის და შემდგომ სამინისტროს მიერ ამ მონაცემების რეესტრში შეტანის ვადებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს რეესტრში შეტანილი შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატებისა და ინსპექტირების ანგარიშების შემოწმებას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. შემოწმებული სერტიფიკატებისა და ინსპექტირების ანგარიშების რაოდენობა წლიურად გაცემული სერტიფიკატებისა და ანგარიშების მთლიანი რაოდენობის მნიშვნელოვან პროცენტს უნდა შეადგენდეს. მნიშვნელოვანი პროცენტი განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით. კანონპროექტის მე-11 მუხლი ღონისძიებებს, რომლებიც ეხება უნდა იმ წამახალისებელ განახორციელოს და საინფორმაციო საქართველოს მთავრობამ შენობების ენერგოეფექტიანობის გასაუმჯობესებლად ღონისძიებების წახალისების მიზნით. კანონპროექტის მე-12-მე-18 მუხლები განსაზღვრავს პასუხისმგებლობას კანონპროექტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის. აღსანიშნავია, რომ კანონთან ერთად მიღებულ უნდა იქნას 10 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირების და რომლებიც დაადგენს მოთხოვნებს, გათბობისა და შენობების შენობების ჰაერის მინიმალური ენერგოეფექტიანობის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების წესებს და ა.შ. კანონპროექტით განსაზღვრულია მუხლების ამოქმედების განსხვავებული ვადები, თუმცა კანონპროექტის ძირითადი მუხლები ამოქმედდება 2019 წლის 30 ივნისიდან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად საჯარო დაწესებულებებისათვის საჭირო ხარჯები საშუალოვადიან პერიოდში დაფინანსდება შესაბამისი დონის ბიუჯეტიდან. შენობების ენერგოეფექტიანობის სფეროში საქართველოს დახმარების მიზნით ევროკავშირი გეგმავს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების გამოყოფას, რაც გამოყენებული იქნება ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსებისთვის. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის პასუხისმგებლობის შესაბამისი ფორმები სანქციების (ჯარიმა/საურავი) სახით, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება დარღვევის სახესა და მის რაოდენობაზე. საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება დამოუკიდებელი ექსპერტის აკრედიტაციის და სერტიფიცირების წესები, რომლის შესაბამისადაც, აკრედიტაციისა და სერტიფიცირების საფასურის დადგენის შემთხვევაში, შესაბამისი თანხები მიიმართება შესაბამისი აკრედიტაციის/სერტიფიცირების გამცემი ორგანოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის ამოქმედების შედეგად, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საშუალოვადიან პერიოდში გავლენა მოსალოდნელია რამდენიმე მიმართულებით: 1. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში განხორციელდება კანონპროექტით განსაზღვრული შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავება. 2. 2019 წლის 30 ივნისიდან, შესაბამისი საჯარო დაწესებულებების სარგებლობაში არსებული შენობებისათვის სავალდებულო სერტიფიცირებისა და შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირებისათვის საჭირო რესურსები დაკავშირებული იქნება შესაბამისი საჯარო უწყებ(ებ)ის მთავრობამ შენობების ღონისძიებების წახალისების ბიუჯეტ(ებ)იდან შესაბამისი ხარჯების გამოყოფასთან. 3. 2019 წლის 30 ივნისიდან, ენერგოეფექტიანობის მიზნით უნდა საქართველოს გასაუმჯობესებლად უზრუნველყოს წამახალისებელი ფინანსური სხვადასხვა სახის საინფორმაციო და ღონისძიებები. აღნიშნული დაკავშირებული იქნება შესაბამისი სახელმწიფო უწყებ(ებ)ის ბიუჯეტ(ებ)იდან შესაბამისი ხარჯების გამოყოფასთან. 4. 2019 წლის 30 ივნისიდან, შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა რეესტრის/მონაცემთა ბაზის და შექმნის ინსპექტირების და მისი ანგარიშების წარმოების, ასევე სერტიფიკატების და ინსპექტირების ანგარიშების შემოწმებისათვის საჭირო ხარჯები დაფინანსდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი დადგენილი ჯარიმების განვითარების სამინისტროს ბიუჯეტიდან. 5. 2021 წლის 1 გადაუხდელობის იანვრიდან კანონპროექტით შემთხვევაში ეროვნული ბიუროს მიერ დაჯარიმების შესახებ დადგენილების დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის საჭირო ხარჯები დაფინანსდება შესაბამისი დონის ბიუჯეტიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტით დგინდება შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირების, ასევე გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განხორციელების ვალდებულება, კონკრეტულ შენობები უნდა აკმაყოფილებდეს ენერგოეფექტიანობის მინიმალურ მოთხოვნებს, ასევე 2029 წლიდან ყოველი ახალი შენობა უნდა იყოს თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების, ყოველივე ზემოაღნიშნული გამოიწვევს ფინანსურ დანახარჯებს და ფინანსური სახსრების ეკონომიას შესაბამისი შენობების მესაკუთრეებისა და დამქირავებელ/მოიჯარეებისათვის. ასევე ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისთვის 2021 წლის 1 იანვრიდან შესაბამის პირებს დაეკისრებათ სანქციები, რაც ასე გამოიწვევს ფინანსურ დანახარჯებს. გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების მიხედვით, შესაბამისი პირების მიმართ დგება დამატებითი ადმინისტრაციული ტვირთი, რომელიც გამომდინარეობს შესაბამისი საჯარო უწყებ(ებ)ის მიმართ შესაბამისი საინფორმაციო ვალდებულების წარმოქმნიდან გამომდინარე, კანონპროექტიდან გამომდინარე: „ახალი შენობების სანებართვო კერძოდ, დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს დასაბუთებას მაღალი ენერგოეფექტიანობის ალტერნატიული სისტემების ტექნიკური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასების თაობაზე“; ასევე, „დამოუკიდებელი ექსპერტი ვალდებულია სამინისტროს ელექტრონული ფორმით გადასცეს ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატი ან/და ინსპექტირების ანგარიში და სერტიფიკატის ან/და ანგარიშის მოსამზადებლად გამოყენებული მონაცემები“. ფინანსური შედეგი სერტიფიცირებისა დადგება და ასევე გათბობისა და შენობების ჰაერის ენერგოეფექტიანობის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტის მიმართ, ერთის მხრივ როგორც მის მიერ შესაძლო აკრედიტაციის და სერტიფიცირების საფასურის გადახდის, ასევე სერტიფიცირებას დაქვემდებარებული შენობების მესაკუთრეების და დამქირავებელ/მოიჯარეების მიერ დამოუკიდებელ ექსპერტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის პასუხისმგებლობის შესაბამისი ფორმები სანქციების (ჯარიმა/საურავი) სახით, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროპარლამენტის და საბჭოს N2010/31/EU დირექტივასთან შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ მთელი რიგი როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციები და ექსპერტები, მათ შორის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, ენერგოეფექტურობის ცენტრის, ნორვეგიული საკონსულტაციო კომპანია ENSI/NIRAS, Green Building Council Georgia, აკრედიტაციის ცენტრის წარმომადგენლები და სხვა ექსპერტები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.