„საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“

რეზოლუცია მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.06.2018
ავტორი
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები"
ნომერი
#07-3/203/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 45 ✗ 16
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180

📜 ტექსტი

განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტზე ,,საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ: ა.ა) პროექტის მიღების მიზეზი: რეზოლუციის პროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ,,ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში საქართველოში დამყარებული დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმის დანაშაულებრივად გამოცხადების აუცილებლობა. ა.ბ) პროექტის მიზანი: რეზოლუციის მიღების მიზანს წარმოადგენს საქართველოში სამართლიანობის აღდგენა და დამკვიდრება, დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება და გამოაშკარავება, დამნაშავეების დასჯა. ა.გ) პროექტის ძირითადი არსი: რეზოლუციის შესაბამისად ჩამოთვლილია სააკაშვილისა და ბოკერიას მმრთველობის პერიოდში საქართველოში დამყარებული დანაშაულებრივი და ავტორიტარული რეჟიმის მიერ განხორციელებული სხვადასხვა ქმედება, მათ შორის არჩევნების გაყალბება, სასამართლო სისტემის დამორჩილება, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა, მკვლელობა, დასახიჩრება და მასობრივი დაპატიმრება, საკუთრების ხელყოფა, მკვლელობების, წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და სხვა ქმედებანი, რომელთა განხორციელების პროცესში აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო ხელისუფლების ყველა შტო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რეზოლუცია ითვალისწინებს საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ- ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას. ამასთან, რეზოლუციის შესაბამისად, ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს და სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები; საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ რეზოლუციის აღსრულების ოპერატიული კონტროლი. ბ) პროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) პროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება: პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება. ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს. გ) პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, პროექტის შემუშავებაში, ასეთი არ არსებობს. არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) პროექტის ავტორი: საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტები“ ვ) პროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტები“
რეზოლუციის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს სააკაშვილისა და ბოკერიას მმრთველობის პერიოდში საქართველოში დამყარდა დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც: ა) არჩევნების გაყალბების გზით, განახორციელა საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების უზურპაცია; ბ) უპირობოდ დაიმორჩილა სასამართლო სისტემა, გაასამართლა და დამნაშავედ ცნო მოსახლეობის 8%-ზე მეტი, ერთ დიდ ციხედ აქცია მთელი ქვეყანა, რასაც თან ახლდა პატიმრების წამების, გაუპატიურებისა და ღირსების შელახვის მრავალგზის დადასტურებული ფაქტები, რაც აისახა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილებაში; გ) სისტემური ხასიათი მისცა პოლიტიკური ოპონენტების დევნას, რაც აისახა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებაში, რომელშიც 190 პირი პოლიტპატიმრად არის აღიარებული, ხოლო 25 -პოლიტდევნილად; დ) ძალით წაართვა მესაკუთრეებს ყველა მსხვილი სატელევიზიო არხი და იძულებით აქცია ეს არხები თავისი დანაშაულებრივი ქმედებების მეხოტბეებად; ე) განსაკუთრებული სისასტიკით დაარბია 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 6 მაისის, 2009 წლის 15 ივნისისა და 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციები, რასაც თან ახლდა მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობა, დასახიჩრება და მასობრივი დაპატიმრება; ვ) მოსახლეობის დაშინების მიზნით, ქვეყანაში გამოაცხადა ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა, რის შედეგადაც, ღიად და ცინიკურად საზოგადოების დასანახად მოკლა 150-ზე მეტი ადამიანი; ზ) ასიათასობით ოჯახს უკანონოდ ჩამოართვა ქონება, ბიზნესი თუ კაპიტალი; თ) დააგვირგვინა თავისი მოღვაწეობა კოდორისა და ახალგორის სამარცხვინო ჩაბარებით, რამაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვია რუსეთის მიერ ტერიტორიების 22 %-ის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. საქართველოს ჩამოთვლილ დანაშაულებებზე პასუხისმგებლები უდაოდ არიან მ. სააკაშვილი და გ. ბოკერია და მათ მიერ კონტროლირებადი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით: 1. საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა გამოცხადდეს სააკაშვილბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად; 2. ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს, სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები; 3. საქართველოს პარლამენტმა ოპერატიული კონტროლი. უზრუნველყოს ამ რეზოლუციის აღსრულების