„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, N31, 03.11.2009, მუხ.190) 57-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის:
ა.ა) „თ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და თუ ეს არ
ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის
მასალებს და მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს მათი ასლები.“.
ა.ბ) „კ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 10 დღისა ან პროკურორის
გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შემდგომ,
სრულად გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მოთხოვნის შემთხვევაში
მიიღოს მათი ასლები;“.
ა.გ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:
„კ1) საერთო სასამართლოების ყველა ინსტანციაში გაეცნოს სისხლის სამართლის
საქმის მასალებს და მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღოს მათი ასლები;“.
ბ) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
ამ
მუხლის
პირველი
ნაწილის
„თ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
ინფორმაციის მიღების, საქმის მასალების გაცნობის ან/და მათი ასლების მიღების
თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისას პროკურორი/გამომძიებელი ადგენს ოქმს
ამ კოდექსის 56-ემუხლის 51 ნაწილით დადგენილი წესით. თუ მოთხოვნის
დაკმაყოფილება
ეწინააღმდეგება
გამოძიების
ინტერესებს,
პროკურორი/გამომძიებელი ვალდებულია მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის
საფუძვლის
აღმოფხვრისთანავე
ამის
შესახებ
აცნობოს
დაზარალებულს
და
მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, გააცნოს სისხლის
სამართლის საქმის მასალები და მოთხოვნის შემთხვევაში, გადასცეს მისი ასლები.
3. ამ მუხლში მითითებულ მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში პროკურორს
გამოაქვს
დასაბუთებული
დადგენილება. დაზარალებულს
უფლება
აქვს,
ეს
დადგენილება გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომი პროკურორის
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
გადაწყვეტილება შეეხება სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობასა და
ასლის
გადაცემაზე
უარის
თქმას.
დაზარალებულს
უფლება
აქვს,
სისხლის
სამართლის საქმის მასალების გაცნობასა და ასლის გადაცემაზე ზემდგომი
პროკურორის
უარი
გამოძიების
ადგილის
მიხედვით
რაიონულ
(საქალაქო)
სასამართლოში გაასაჩივროს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა)კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზეზია სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში დაზარალებულის საკმარისი სამართლებრივი ბერკეტების არარსებობა, რაც
აფერხებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებების რეალიზებას და ამ
უფლებების ფარგლებში მის ეფექტიან მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის
წარმოების პროცესში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია დაზარალებულის უფლებების განმტკიცება,
მისთვის უფლებების დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების მინიჭების
გზით, რათა დაზარალებულმა შეძლოს მისი უფლებების რეალიზება და დაცვა.
დაზარალებულის უფლებები და მისი სისხლის სამართლის საქმის წარმოების
პროცესში ჩართულობის ხარისხი უნდა გაიზარდოს იმდენად, რომ ერთი მხრივ,
დაზარალებულს ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია მისი საქმის გამოძიების
შესახებ, რათა შეძლოს მის საქმეზე სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების
მიღების ინტერესის დაკმაყოფილება და მეორე მხრივ, შეძლოს დააზღვიოს
გამოძიების პროცესში სამართალდამცავთა შესაძლო თვითნებობა.
აღსანიშნავია, რომ დაზარალებული, სისხლის სამართლის პროცესის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მონაწილეა. მართალია დაზარალებულს კომპენსაციის მიღების
ინტერესი შესაძლოა არ ამოძრავებდეს, თუმცა მისთვის მიყენებული ზიანის ფაქტი და
შესაბამისად კომპენსაციის მიღების უფლება მას სამართლიანი სასამართლოს
უფლების
სუბიექტად
საქართველოს
აქცევს.
აღნიშნული
საკონსტიტუციო
სასამართლოს
მოსაზრება
2016
წლის
განვითარებულია
12
დეკემბრის
გადაწყვეტილებაში „ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
მართალია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცენტრალური
ფიგურა
ბრალდებული/მსჯავრდებულია,
თუმცა
დაზარალებულის
როლი
გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია. დაზარალებული არის ერთ-ერთი მთავარი
მიზეზი სისხლის სამართლებრივი პროცედურების დაწყებისა და ეს თავის მხრივ იმ
ობიექტურ გარემოებაზეა დამყარებული, რომ დაზარალებულის უფლებების და
კანონიერი ინტერესების
მიმართაა ჩადენილი
შესაძლო დანაშაულის ფაქტი.
შესაბამისად, რთულია იმის უარყოფა, რომ მას ობიექტურად აქვს ყველაზე დიდი
ინტერესი მართლმსაჯულების შედეგების მიმართ, გამომდინარე იქიდან, რომ
დაზარალებულს ადგება უშუალო და პირდაპირი ზიანი. დაზარალებული თავისი
ინტერესით ბუნებრივად არის უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მოწმე, რაც,
თავისთავად, მოითხოვს მის სათანადო და საკმარის ჩართულობას პროცესში.
ზოგადად, სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის ფარგლებში,
დაზარალებულის
ინტერესი
არის
დარღვეული
უფლების
(სიცოცხლის,
ჯანმრთელობის, ღირსების, საკუთრების) აღდგენა, ზიანის ანაზღაურება. ბუნებრივია,
რომ დაზარალებულს აქვს ინტერესი, მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის სწორად
გამოძიებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მისთვის არსებითია, ქმედება სწორად
იყოს დაკვალიფიცირებული, დამნაშავე სწორად იდენტიფიცირებული, ამასთან,
საბოლოოდ
მიღებული
იქნეს
სწორი
და
სამართლიანი
გადაწყვეტილება.
დაზარალებულს, ერთი მხრივ, უნდა ჰქონდეს (1) დანაშაულის შედეგად დარღვეული
უფლებების აღდგენისა და დაცვის საკმარისი ბერკეტები. (2) დაზარალებულს აქვს
ინტერესი, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ იქნეს სწორი გადაწყვეტილება,
რაც,
მათ
შორის,
მნიშვნელოვანია
მიყენებული
ზიანის
ადეკვატური
ანაზღაურებისთვის. ამ გარემოებებზე დაყრდნობით დაზარალებულის ინტერესია
გამოძიებასა თუ სასამართლო პროცესში იმ ფორმითა და დოზით მონაწილეობა, რაც
ობიექტურად აუცილებელი და საკმარისია საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მიღების
ხელშეწყობისთვის
გადაწყვეტილება
(საქართველოს
საქმეზე
საკონსტიტუციო
ხათუნა
შუბითიძე
სასამართლოს
№1/8/594
საქართველოს
პარლამენტის
ბერკეტები
სახელმწიფოზე
წინააღმდეგ)
ამასთანავე,
დაზარალებულს
უნდა
ჰქონდეს
ზემოქმედებისათვის, მისი კონტროლისთვის, რათა თავიდან აიცილოს სახელმწიფოს
მხრიდან შესაძლო თვითნებობა, დაუდევრობა, შეცდომა, რაც შეუძლებელს გახდის
დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დაცვას, დაკმაყოფილებას. ბრალდების
მხარე, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა მართლაც იყოს არსებითად უუნარო, მან
მხედველობაში
არ
მიიღოს
და
სასამართლო
სხდომებზე
ეფექტურად
ვერ
წარმოადგინოს და დაიცვას დაზარალებულის ინტერესები. ამასთან შესაძლოა, ის
ყოველთვის
ვერ/არ
იყოს
სათანადოდ
მოტივირებული,
სრულყოფილად
გამოიკვლიოს ყველა რელევანტური გარემოება. ზოგჯერ, საქმეთა სიმრავლის
მოტივით, შესაძლოა ფიზიკურად რთული იყოს ერთნაირი გულმოდგინებით,
ენთუზიაზმითა და თანაგრძნობით ყველა საქმის სკურპულოზური შესწავლა.
შედეგად, გამოძიებისა და მართლმსაჯულების პროცესში ვერ გამოირიცხება
შეცდომები, გულგრილობა და სხვა ფაქტორები, რამაც შესაძლოა დააზარალოს საქმის
ეფექტურად
გახსნისა
დაზარალებულს
უნდა
და
სწორი
ჰქონდეს
გადაწყვეტილების
საქმეზე
სწორი
მიღების
გადაწყვეტილების
პროცესი.
მიღების
ხელშეწყობის საკმარისი ბერკეტები, შესაძლებლობები, მისი ჩართულობა უნდა იყოს
იმ დოზისა და ხარისხის, რაც დაეხმარება გამოძიებას, მართლმსაჯულებას ფაქტებისა
და საჭირო, საკმარისი მტკიცებულებების მოძიებასა და საბოლოოდ სწორი
გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამორიცხავს/მინიმუმამდე დაიყვანს დანაშაულზე
თვალის დახუჭვის, გამოძიების გულგრილობის, შეცდომის ან განზრახ არასწორი
ქმედების შესაძლო რისკებს.
ამასთანავე,
დაზარალებულის
სათანადო
დოზით
მონაწილეობა
შესაძლოა
მნიშვნელოვნად დაეხმაროს სასამართლოს, გაიაზროს ის გამოცდილება, სტრესი,
რეალური ზიანი/ზარალი, რომელიც დაზარალებულმა მისი ვიქტიმიზაციის შედეგად
განიცადა. შესაბამისად, დაზარალებულმა, ერთი მხრივ, არ უნდა ჩაანაცვლოს
ბრალდების მხარე, სახელმწიფო, თუმცა, მეორე მხრივ, გარანტირებული უნდა
ჰქონდეს შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს ამ პროცესში სახელმწიფოს ფუნქციის
გამართულად შესრულებას, უნდა შეეძლოს, მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია,
რომელსაც ფლობს და რომელსაც ობიექტურად შეუძლია დანაშაულის გახსნაზე
გავლენის მოხდენა, ამასთან, აღჭურვილი უნდა იყოს საკმარისი გარანტიებით,
გამორიცხოს ბრალდების მხარის (სახელმწიფოს) გულგრილობის, დაუდევრობის,
არაკომპეტენტურობის, შეცდომის თუ კანონდარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი,
უსამართლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლო რისკები. ზემოთ აღნიშნულ საქმეში
საკონსტიტუციო სასამართლო დაზარალებულის ინტერესებისა და უფლებების
მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში რეალიზებას სამართლებრივი
სახელმწიფოს პრინციპში კითხულობს. სამართლებრივი სახელმწიფო ვალდებულია,
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს დანაშაულის მსხვერპლს და მისცეს მას
მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მისი ინტერესების რეალიზაციის
შესაძლებლობა. მართალია, სახელმწიფო ვალდებული არ არის, დაზარალებულის
ნებისმიერი მოთხოვნა და სურვილი დააკმაყოფილოს, მაგრამ მან, იმავდროულად,
უნდა აღჭურვოს დაზარალებული მისი ინტერესებისა და უფლებების დაცვის
საკმარისი და ეფექტური ბერკეტებით, ასევე უნდა გაუქარწყლოს დაუცველობის
განცდა, გამორიცხოს მისი შემდგომი ვიქტიმიზაცია და ამ გზით უზრუნველყოს
მართლმსაჯულებისადმი მისი ნდობა.
აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ
სამართალში
განვითარებული
მიდგომები
დაზარალებულის
სამართლებრივ
სტატუსთან და მის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა,
რომ
ევროპული
სასამართლო
კონვენციის
მე-6
მუხლთან
დაკავშირებულ
დაზარალებულის განაცხადებს არასათანადო სუბიექტის არგუმენტით დაუშვებლად
აცხადებდა, მან საბოლოოდ მე-6 მუხლის მოქმედება დანაშაულით მიყენებული
ზიანის ანაზღაურების სამოქალაქო სარჩელების განხილვაზე გაავრცელა, მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ აღნიშნული სამართალწარმოება მიზნად არ ისახავს პირის დასჯას.
მაგალითად, საქმეში პერეზი საფრანგეთის წინააღმდეგ (Perez v. France) დიდმა
პალატამ, გაითვალისწინა, რა მინისტრთა კომიტეტის 2000 წლის 6 ოქტომბრის
რეკომენდაცია Rec(2000)19 აღნიშნა, რომ დაზარალებულებს კონვენციის მე-6 მუხლის
ფარგლებში აქვს გარკვეული უფლებები, მათ შორის პროკურორის გადაწყვეტილების
გასაჩივრების უფლება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კონვენცია ითვალისწინებს პირის
უფლებას, შური იძიოს ან რაიმე actio popularis განახორციელოს. პალატამ აღნიშნა, რომ
მესამე პირების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის შესახებ
მოთხოვნის უფლება დამოუკიდებლად არ არსებობდა და ეს უფლება განუყოფელი
იყო დაზარალებულის მიერ სამოქალაქო სარჩელის შეტანისგან. დიდმა პალატამ ასევე
აღნიშნა, რომ ასეთი მიდგომა შეესაბამებოდა სისხლის სამართალწარმოებაში
დაზარალებულის უფლებების დაცვის საჭიროებასა და მის სტატუსს.
ევროპული
სასამართლოს
პრეცედენტულ
სამართალში
დაზარალებულის
განსაკუთრებული როლი ხაზგასმულია კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების
ფარგლებში. მე-2 და მე-3 მუხლების სავარაუდო დარღვევების ქმედითი გამოძიების
ვალდებულება გულისხმობს შემდეგს: კონვენციის ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა
უნდა
უზრუნველყონ
ის,
რომ
საზოგადოებისთვის
ცნობილია
გამოძიების
მიმდინარეობის ან მისი შედეგების თაობაზე. საზოგადოების ასეთი ჩართულობის
ხარისხი საქმეების მიხედვით განსხვავდება. თუმცა, ყველა საქმეში დადგინდა, რომ
გარდაცვლილის ახლო ნათესავები “უნდა ჩართულნი იყვნენ სამართალწარმოების
მიმდინარეობაში იმ ხარისხით, რაც მათ ლეგიტიმური ინტერესების დაცვას
ემსახურება” - კარაბულეა რუმინეთის წინააღმდეგ (Carabulea v. Romania).
ამასთან, საქმეში სადაც განმცხადებლები დაჟინებით ითხოვდნენ გამოძიების
პროგრესის შესახებ ინფორმირებას და მათ ეს ინფორმაცია არ მიწოდებიათ
სასამართლომ აღნიშნა, რომ გამომძიებლებმა ვერ შეძლეს უზრუნველეყოთ
გამოძიებაში საზოგადოების ჩართულობა იმდაგვარად, რომ ახლო ნათესავების
ლეგიტიმური ინტერესები დაცული ყოფილიყო. ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე
აღნიშნა, რომ განმცხადებლებს, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებოდათ საქმის მასალებზე
და არანაირი ინფორმაცია არ მიეწოდებოდათ გამოძიების პროგრესზე, არ შეეძლოთ
გამოძიების ორგანოების ქმედებების სასამართლოში გასაჩივრება, რაც არღვევდა
კონვენციის მე-2 მუხლის პროცესუალურ ნაწილს - მალიკა ჯამაიევა და სხვები
რუსეთის წინააღმდეგ (Malika Dzhamayeva and others v. Russia).
ზემოთ
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
დაზარალებულის
უფლებების
უკეთ
რეალიზებისათვის მნიშვნელოვანია მას ჰქონდეს უფლება - მიიღოს სისხლის
სამართლის საქმის მასალების ასლები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების
ინტერესებს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ სისხლის სამართლის
საქმეების სირთულისა და მათი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, როგორც წესი,
საქმის მასალების მოცულობა საკმაოდ დიდია და ხშირ შემთხვევაში ისინი რამდენიმე
ათეულ ტომსაც შეადგენს. ამის გამო, დაზარალებული მის მიერ საპროცესო კოდექსით
მინიჭებულ მასალების გაცნობის უფლებასაც ვერ იყენებს ეფექტურად და ეს
პროცედურა უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს, ვიდრე შედეგზე ორიენტირებულს.
ევროპული სასამართლო სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის შესაძლო
დარღვევის საქმეებზე განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ დაზარალებულის
გამოძიების პროცესში ჩართულობას, მის მიერ გამოძიებისთვის სათანადო მასალების
მიწოდების შესაძლებლობას და გამოძიების მასალებზე იმ ხარისხით წვდომაზე
ამახვილებს, რომ მინიმუმ დაზარალებულმა შეძლოს მისი საქმის გამომძიებლების და
პროკურორების ქმედებების გასაჩივრება და მათ წინააღმდეგ დავა. ამასთან,
მართალია ამ საკითხში ევროპული სასამართლო სახელმწიფოებს გარკვეულ
მიხედულების საზღვრებსაც უტოვებს, თუმცა, ჩვენი რეალობა ცხადყოფს, რომ
გამოძიების მასალების ასლების მიღების უფლების გარეშე დაზარალებულებს უჭირთ
საკუთარი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვა.
აღნიშნული
კანონპროექტის
ინტერესებს
და
მიღება
გააუმჯობესებს
არ
დააზიანებს
დაზარალებულის
სახელმწიფოს
უფლებრივ
საჯარო,
მდგომარეობას
სისხლის სამართლის პროცესში. ლეგიტიმური საფუძვლის არსებობის შემთხვევაში
სახელმწიფოს დარჩება შესაძლებლობა გამოძიების გარკვეულ ეტაპამდე არ გასცეს
სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები, თუკი ეს წინააღმდეგობაში მოვა
გამოძიების ინტერესებთან. თუმცა, ასეთ შემთხვევაში პროკურორს მოუწევს უარის
წერილობით
არგუმენტირებული
დასაბუთება,
თუ
რაში
ვლინდება
დაზარალებულისთვის საქმის მასალების ასლების გადაცემის წინააღმდეგობა
გამოძიების ინტერესებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით იცვლება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე
მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტი, მე-2 და მე-3 ნაწილები, ასევე, ამავე
მუხლს ემატება „კ1“ ქვეპუნქტი. ცვლილების მიხედვით დაზარალებულს უფლება
ექნება სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობასთან ერთად, მოთხოვნის
შემთხვევაში, მიიღოს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები თუ ეს არ
ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს. დაზარალებულს ასევე ენიჭება უფლება
სისხლის სამართლის საქმის მასალებს გაეცნოს და მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს
მისი ასლები საქმეზე გამოძიების შემწყვეტის შემდგომ ან საქმის სასამართლოში
წარმართვის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა საერთო სასამართლოების რომელ
ინსტანციაშია საქმე. ამასთან, დაზარალებულს ენიჭება უფლება, ნებისმიერი სიმძიმის
დანაშაულზე, სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობასა და ასლის
გადაცემაზე ზემდგომი პროკურორის უარი გამოძიების ადგილის მიხედვით
რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში გაასაჩივროს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტს,
ექნება
ფინანსური
გავლენა
მის
ბენეფიციარებზე,
იმდენად
რამდენადაც, მათ მოუწევთ საქმის მასალების გამოთხოვის შემთხვევაში გადაიხადონ
შესაბამისი მოსაკრებელი, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის შეტანის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
საკანონმდებლო
ცვლილების
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
ევროკავშირის
დირექტივებს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
საკანონმდებლო
ცვლილების
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
მრავალმხრივ
საერთაშორისო ვალდებულებებს;
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
და
ხელშეკრულებებთან ან/და შეთანხმებებთან:
საკანონმდებლო ცვლილების მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის
შეფასება
საკანონდებლო
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორები
გიორგი ტუღუში, ირაკლი აბესაძე
ვ)კანონპროექტის ინიციატორი:
გიორგი ტუღუში, ირაკლი აბესაძე
ცვლილების
მიმართ,
ასეთის
არსებობის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია რომელშიც შედის ცვლილებები
მუხლი 57. დაზარალებულის უფლებები
1. დაზარალებულს უფლება აქვს:
ა) იცოდეს ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების არსი;
ბ) მიიღოს ინფორმაცია ამ კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო
მოქმედებების შესახებ;
გ) სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოს მიერ საქმის
არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის
განხილვისას და სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება იმ
ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა, ან წერილობით
წარუდგინოს სასამართლოს აღნიშნული ინფორმაცია;
დ) უფასოდ მიიღოს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის
შესახებ დადგენილების/განჩინების, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო
გადაწყვეტილების ასლი;
ე) მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;
ვ) დაიბრუნოს გამოძიებისას და სასამართლო განხილვისას საქმის საჭიროებისათვის
დროებით ჩამორთმეული, მისი კუთვნილი ქონება;
ზ) მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება, თუ საფრთხე ემუქრება
როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას
ან/და საკუთრებას;
თ) მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის
სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს;
ი)
მოთხოვნის
გამოყენებული
შემთხვევაში
აღკვეთის
მიიღოს
ინფორმაცია
ბრალდებულის
მიმართ
ღონისძიების
თაობაზე
და
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების
შესახებ, თუ ამით ბრალდებულს/მსჯავრდებულს რეალური საფრთხე არ ემუქრება;
კ) წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 10 დღისა გაეცნოს სისხლის
სამართლის საქმის მასალებს;
ლ) მიმართოს ბრალდების მხარეს ამ კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით
გათვალისწინებული მიზნით სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად
დახურვის შესახებ შუამდგომლობის დაყენების მოთხოვნით;
მ) მიიღოს განმარტება თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ;
ნ) ისარგებლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის
მიღებისა
და
მასალების
გაცნობის
თაობაზე
მოთხოვნის დაკმაყოფილებისას
პროკურორი/გამომძიებელი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 56-ე მუხლის 51 ნაწილით
დადგენილი წესით. თუ მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება გამოძიების
ინტერესებს, პროკურორი/გამომძიებელი ვალდებულია მის დაკმაყოფილებაზე უარის
თქმის საფუძვლის აღმოფხვრისთანავე აცნობოს დაზარალებულს ამის შესახებ და,
შესაბამისად, მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გააცნოს
სისხლის სამართლის საქმის მასალები.
3. ამ მუხლში მითითებულ მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში პროკურორს
გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება. დაზარალებულს უფლება აქვს, ეს
დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან.