საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N9324; 18. 06.2018) წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.06.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#11173/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-27
ბიუროს ნომერი 176

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
11173-3-9-3-201806261645 N 11173 26/06/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტებთან დაკავშირებით (№9324; 18.06.2018). საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2018 წლის 26 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტებთან დაკავშირებით. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ მასში წარმოდგენილია შენიშვნები და მოსაზრებები იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის წევრების სოფიო კილაძის, რატი იონათამიშვილის, მერაბ ქვარაიას, ირაკლი ბერაიას, ვანო ზარდიაშვილის და დიმიტრი მხეიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტებით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კომიტეტმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ზემოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში როგორც კომიტეტის, ასევე პარლამენტის მიერ მუშაობა მიმდინარეობს საკანონმდებლო წინადადებაში მითითებულ ყველა საკითხზე. ამდენად, საკანონმდებლო წინადადების ცალკე განხილვა მიზანშეუწონელია, ხოლო მასში დასახელებული მოსაზრებები და შენიშვნები გაანალიზდება და მათი გათვალისწინების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კანონპროექტების შემდგომი განხილვის პროცესში. იმავდროულად, კომიტეტმა აღნიშნა, რომ დასახელებულ წინადადებაში შენიშვნის სახით მითითებული პრინციპული საკითხი თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების საჯაროობასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ სახალხო დამცველის მიერ წინადადების წარმოდგენამდე იქნა გათვალისწინებული როგორც კომიტეტის, ასევე პარლამენტის მიერ ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის პირველი მოსმენით განხილვის პროცესში. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ კომიტეტს საკანონმდებლო წინადადების სახით განსახილველად გადმოეცა დოკუმენტი, რომელიც არ ითვალისწინებს მოთხოვნებს ახალი კანონის მიღების, უკვე მიღებულ კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე და როგორც ზემოთ აღინიშნა, მასში წარმოდგენილია შენიშვნები და მოსაზრებები ჯერ კიდევ განხილვაში მყოფ კანონპროექტებზე. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი თავისი ფორმით და არსით არ შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით საკანონმდებლო წინადადების მიმართ დადგენილ მოთხოვნებს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტებთან დაკავშირებით, კომიტეტის მიერ ცნობილ იქნა უარყოფილად. პატივისცემით, სოფიო კილაძე თავმჯდომარე