საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას მიერ წარმოდგენილი დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“, საპარლამენტო განზომილების ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი ჯგუფის 25-30 მაისს საქართველოში ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.06.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა
ნომერი
#11187/9-1
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-27
ბიუროს ნომერი 176

📜 ტექსტი

წერილი
N 11187 26/06/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით დიდი ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“, საპარლამენტო განზომილების ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი ჯგუფის 25-30 მაისს საქართველოში ვიზიტის ანგარიშს. გთხოვთ, შეიტანოთ ბიუროს დღის წესრიგში. დანართი 5 გვ. პატივისცემით, სოფიო ქაცარავა თავმჯდომარე
ანგარიში
დიდი ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“, საპარლამენტო განზომილების ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი ჯგუფის ვიზიტი საქართველოში 25-30 მაისი 2018 წლის 25-31 მაისს სოფიო ქაცარავას მოწვევით დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ საპარლამენტო განზომილების ფარგლებში საქართველოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან. საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ჯონათან ჯანოღლი ხელმძღვანელობდა დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრები - ლორდი ფრანსის ნორსბრუქი, ლორდი ჯონ კილკლუნი და თემთა პალატის წევრი - გორდონ მარსდენი წარმოადგენდნენ. ვიზიტის ფარგლებში მიღებულ იქნა ერთობლივი კომუნიკე, რომელიც მოიცავს ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობის დადასტურებას, დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მხარდაჭერას და ადასტურებს ერთობლივი ძალისხმევის გამოხატვას საერთო ინტერესებისა და ღირებულებების დაცვის მიმართულებით. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფიო ქაცარავასთან შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე და გატარებულ რეფორმებზე, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ წარმატებულადაა აღიარებული. ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე, რაც ეკონომიკური განვითარების გარანტია. „ჩვენ ვხედავთ თქვენს პროგრესს და ვაფასებთ თქვენს მისწრაფებებს. მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას “- განაცხადა საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯონათან ჯანოგლიმ. „ბრიტანეთთან ჩვენი ურთიერთობა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენ ვუფრთხილდებით და ვაძლიერებთ ამ კავშირებს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და განათლების მიმართულებით", - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ. შეხვედრაში, სოფიო ქაცარავასთან ერთად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილი მონაწილეობდნენ. თავმჯდოამრესთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების 1 პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს. “საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენ საქართველოში პირველად, ორი წლის წინ, არჩევნების შემდეგ ჩამოვედით და ჩვენ ვიყავით პირველი ჯგუფი, რომელიც საქართველოს არჩევნების შემდეგ ეწვია. მოხარულები ვართ, რომ დავბრუნდით. ჩვენ ვნახეთ, როგორ განვითარდა საქართველო ბოლო ორი წლის განმავლობაში. ვნახეთ, როგორ მყარდება მტკიცე ურთიერთობა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ბევრ სფეროში, მათ შორის, ვაჭრობის, განათლების, თავდაცვის მიმართულებით.შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ საერთო ღირებულებებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს ერთმანეთთან. მოველით, თქვენთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლისთავის აღნიშვნას. ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და ძალიან მოხარულები ვართ, რომ მას თქვენთან ერთად ვიზეიმებთ“, - განაცხადა ჯონათან ჯანოგლიმ. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში და მიღებაში. დელეგაციამ შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე “Chevening”-ის კურსდამთავრებულებთან თბილისის ტექნო პარკში, სადაც დისკუსია შეეხებოდა პარლამენტის როლს ორმხრივი კავშირების გამყარებისთვის. დელეგაციამ EUMM-ის თანხლებით მოინახულა საოკუპაციო ზოლი და ზუგდიდში ესტუმრა ტექნო პარკს. ჯონათან ჯანოღლიმ ქუთაისში პლენარულ სხდომაზე სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრებს და ხაზი გაუსვა იმ ღირებულებებს რომელთაც საქართველო და დიდი ბრიტანეთი იზიარებენ: დემოკრატია, თავისუფალი საზოგადოება, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, საკუთრების უფლება, კანონის უზენაესობა და სამართალი. „ჩვენი ურთიერთობები განსაკუთებით მჭიდროა ქვენების შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში. დაფასებულ და აღიარებული უნდა იყოს თანამედროვე საქართველოს წინსვლა, რომელიც დამყარებულია ინსტიტუციების შენებისა და კანონის უზენაესობაზე. საქართველოს დემოკრატიული გზა და ხედვა ძალიან მკაფიოა, რაც ხელს უწყობს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრირების პერსპექტივას დ ყოვლად მიუღებელია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მხარს ვუჭერთ ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკას. ახლა ზუსტად ის დროა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობები და განვავითაროთ ჩვენი ურთიერობები ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში.“-ჯონათან ჯანოღლი. დიდი ბრიტანეთის დელეგაციამ სოფიო ქაცარავასთან ერთად შეხვედრა გამართა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტებთან და ნიუპორტ-ქუთაისის საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი, საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილი, ქუთაისის მერი და აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი. 2 სოფიო ქაცარავასთან, როგორც დიდი ბრიტანეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე ორივე მხარემ პოზიტიურად შეაფასა საქართველო-გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული. კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული ჯგუფებს შორის რეგულარული შეხვედრების გამართვის მნიშვნელობა, როგორც მჭიდრო თანამშრომლობის წარმატებული პლატფორმა. შეხვედრაზე საუბარი აგრეთვე შეეხო ნატოში საქართველოს მომავალ წევრობას და ქვეყნის კონტრიბუციას უსაფრთხოებისა და სტაბილურობის სფეროში როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში. მხარეები მიესალმნენ თანამშრომლობის რეგულარულ საპარლამენტო ფორმატს და ხაზი გაუსვეს საპარლამენტო დიპლომატიის შემდგომი განვითარების საჭიროებას. გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობა განხილულ იქნა, როგორც დიპლომატიის კარგი და წარმატებული მაგალითი. მხარეები შეთანხმდნენ მტკიცე ურთიერთობების განვითარებაზე და განიხილეს ის საშუალებები, რომელიც თანამშრომლობის არეალის შემდგომი გაფართოების საშუალებას იძლევა. დელეგაციებმა გამოხატეს მადლიერება თავიანთი მთავრობების ძალისხმევისთვის, რომელიც ყველა მიმართულებით პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისკენ არის მიმართული. მათ, ასევე აღნიშნეს ის ვალდებულებები, რომლებიც საერთო გამოწვევებზე ერთობლივი გამოსავლის პოვნას ისახავს მიზნად. ისინი ასევე მიესალმნენ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ვაჭრობის, კომერციისა და საინვესტიციო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართ გაზრდილ ინტერესს. შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის, „ბრექსიტთან“ დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის მიმდინარე ქმედებები, ასევე, სამეფოს პარლამენტის როლი ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების გამოწვევების პირისპირ. სოფიო ქაცარავამ წარმოადგინა ახლახანს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის დეტალური მიმოხილვა და მისი ზეგავლენა ქვეყნის ცხოვრებაზე. გაერთიანებული სამეფოს დელეგაციამ განსაკუთრებით გამოყო ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. დელეგაციები, ასევე, მიესალმნენ საკანონმდებლო რეფორმების შემდგომი გაძლიერების მიზნით „კარგი მმართველობის ფონდიდან“ მხარდაჭერილი პროექტების წარმატებულ იმპლემენტაციას. გაერთიანებული სამეფოს დელეგაცია, ასევე, აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დახვეწის მიმართულებით გადადგმულ შემდგომ ნაბიჯებს და საკანონმდებლო რეფორმებს, რომელიც კანონის უზენაესობას აძლიერებს. ორივე მხარემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რუსეთის აგრესიული ქმედების მაგალითებს და განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. მათ ღრმა შეშფოთება გამოხატეს ეთნიკური დისკრიმინაციის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ძალადობრივი სიკვდილის შესახებ. გაერთიანებული 3 სამეფოს დელეგაციამ აღნიშნა ბოლოდროინდელი საგანგაშო და დაუშვებელი ფაქტი სოლსბერიში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ და ის საფრთხე, რომელსაც იგი წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს უქმნის, ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვის ჩათვლით და მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ გაერთიანებული სამეფოსადმი დაფიქსირებული სოლიდარობის გამო. დელეგაციებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ, ასევე, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის მიმართ. ამ კუთხით, ორივე მხარემ დააფიქსირა პოზიცია „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების“ ფარგლებში ძალის არგამოყენების თაობაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების ღონისძიებებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ პროგრესის აუცილებლობა. მხარეებმა განიხილეს და გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის მიმართ „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომლის მიზანიცაა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება. ეს უნდა განხორციელდეს ვაჭრობის, საგანმანათლებლო პროგრამებისა და თანაბარი შესაძლებლობების საშუალებით. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა თავიანთ წარმოშობის ადგილებში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მნიშვნელობას, როგორც ეს იქნა აღიარებული „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული ყოველწლიური რეზოლუციებით. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები. ქართულმა მხარემ დააფიქსირა ბრიუსელში დაგეგმილი ნატოს სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები. გაერთიანებული სამეფოს დელეგაცია მიესალმა საქართველოს მიერ ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს და საქართველოს ნატოში სწრაფვის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. დისკუსიებზე ორივე მხარე მიესალმა მთავრობებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში, რაც მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მთელი რიგი წარმატებული რეფორმების განხორციელებას. ბრიტანულმა ჯონათან ჯალოღლიმ გამოხატა მადლიერება ავღანეთში ნატოს მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა „ნატოსაქართველოს არსებითი პაკეტის“ იმპლემენტაციის მიმართ იმისათვის, რომ გაძლიერდეს ნატოს თავსებადობა და საქართველო მოემზადოს ალიანსის წევრობისთვის. ორივე მხარემ გამოხატა მზადყოფნა ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერებისა და ყოვლისმომცველი ორმხრივი დღის წესრიგის შესრულებისადმი მიმართული ძალისხმევისთვის, ადამიანის უფლებების, თავდაცვის, დემოკრატიული განვითარების, კიბერუსაფრთხოების, ეკონომიკის, ანტი-ტერორიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროების გათვალისწინებით. მზადყოფნა გამოითქვა ასევე საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობს გაძლიერების შესახებ, 2017 წლის 7 სექტემბერს ხელმოწერილი „ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ერთობლივი განცხადების“ ფარგლებში, რაც საქართველოს პარლამენტში გაერთიანებულ სამეფოსთან მეგობრობის და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორის ჯგუფებს შორის. 4 დიდი ბრიტანეთის დლეგაციამ შეხვედრეა გამართა ქვეყნის პრემიერ მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთნ მიხეილ ჯანელიძესთან. 26 ივნისი, 2018 წ. თამარ ამირეჯიბი 5