საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ანგარიშზე საქართველოს რეგიონებში (მუნიციპალიტეტებში) მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.06.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#11203/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-27
ბიუროს ნომერი 176

📜 ტექსტი

სხვა
N 11203 26/06/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ანგარიში საქართველოს რეგიონებში (მუნიციპალიტეტებში) მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ. საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2018 წლის 25 ივნისის სხდომაზე, საზედამხედველო საქმიანობის 2018 წლის გეგმის შესაბამისად მოისმინა და განიხილა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის ეკატერინე გალდავას ანგარიში „საქართველოს რეგიონებში (მუნიციპალიტეტებში) მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ“. სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით კომიტეტმა გადაწყვიტა: 1. ცნობად იქნას მიღებული საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ანგარიში „საქართველოს რეგიონებში (მუნიციპალიტეტებში) მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ“. 2. ქვეყნის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბების, საქართველოს სასმელი წყლის (მტკნარი წყალი) უნიკალური ბუნებრივი მარაგების დაცვის, მოპოვების და ეფექტური გამოყენების მიზნით საქართველოს მთავრობის წინაშე დაისვას საკითხი სასმელი წყლის რესურსების მდგრადი განვითარებისა და მართვის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზანშეწონილობის შესახებ. 3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სხვა დაინტერესებულ უწყებებთან და დაწესებულებებთან ერთად შეისწავლოს ჟინვალის წყალსაცავის და მდინარე არაგვის ხეობის დაბინძურებისაგან (საკანალიზაციო ჩანადენები) დაცვის და ქალაქ თბილისის უსაფრთხო სასმელი წყლით მომარაგების საკითხი და გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე აცნობოს კომიტეტს შემჭიდროებულ ვადებში. 4. საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთა ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხში არსებული რთული მდგომარეობის გათვალისწინებით, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ „საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდის“ მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველწლიურად (დამატებით) მიმართულ იქნას მაღალმთიან დასახლებებში შესაბამისი კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. 5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დადგენილი წესით განიხილოს მუნიციპალიტეტის მიერ სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინების მომსახურების უზრუნველყოფის უფლებამოსილებათა განხორციელების პირობების თაობაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 163-ე მუხლის მოთხოვნების შესრულების მიმდინარეობა და შესაბამისი ინფორმაცია მიწოდოს კომიტეტს შემჭიდროებულ ვადებში. 6. კომიტეტი იზიარებს და მხარს უჭერს კომიტეტის მაჟორიტარი წევრების წინადადებას მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესების კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტის წევრების, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ (ასევე სხვა კომპანიები) კოორდინირებული საქმიანობის სამუშაო ფორმატის შექმნას ადგილებზე. 7. მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის პროექტების განხორციელების მდგომარეობისა და 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და შესაბამისი უფლებამოსილების დაწესებულებებისა და კომპანიების ანგარიშები მოსმენილ იქნას კომიტეტის სხდომაზე მომდევნო წლის მაისის თვეში. ზაზა გაბუნია თავმჯდომარე