საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშზე ქვეყანაში (რეგიონები, მუნიციპალიტეტები) მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-27
ბიუროს ნომერი 176
📜 ტექსტი
სხვა
N 11206
26/06/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა
და თვითმმართველობის კომიტეტის
გადაწყვეტილება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშის
მოსმენა ქვეყანაში (რეგიონები, მუნიციპალიტეტები) მოსახლეობის სოციალური დაცვისა
და დასაქმების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტმა 2018 წლის 25 ივნისის სხდომაზე, საზედამხედველო საქმიანობის 2018 წლის
გეგმის შესაბამისად მოისმინა და განიხილა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში ქვეყანაში (რეგიონები, მუნიციპალიტეტები)
მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების შესახებ.
სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით კომიტეტმა
გადაწყვიტა:
1. ცნობად იქნას მიღებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს ანგარიში ქვეყანაში (რეგიონები, მუნიციპალიტეტები) მოსახლეობის
სოციალური დაცვისა და დასაქმების შესახებ;
2. სოციალურად დაუცველთა დახმარების პროგრამისა და შემწეობის მიმღები
ბენეფიციართა საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე,
მიზანშეწონილია გადაიხედოს და დაიხვეწოს შემწეობის მიღების
კრიტერიუმები,
შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, გაუქმების, აღდგენის, წესი და ვადები, რათა დაცულ
იქნას სამართლიანობის პრინციპი და არ იქნას წახალისებული მცირედი უშრომელი
შემოსავლის მიღების მოლოდინი. ასევე, გადასახედია ბენეფიციარის მიერ სახელმწიფო
საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში ფულადი დახმარების გაცემის წესი და პირობები;
3. კომიტეტი იზიარებს და მხარს უჭერს მუნიციპალიტეტების (თვითმმართველი
ქალაქები) მეტ ჩართულობას მიზნობრივი სოციალური დახმარების გაწევის საკითხების
რეგულირების პროცესში, მათ შორის, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის
გაუმჯობესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის, ასევე, სამინისტროს მოსაზრებას
სოციალური შემწეობისთვის გამოყოფილი ასიგნებების 5-დან 10%-მდე თანხის,
დადგენილი წესით, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის გადაცემის თაობაზე;
4. კომიტეტი მხარს დაუჭერს ღონისძიებებს მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის
დასაქმების დონის ამაღლების, შრომისუნარიანი მოსახლეობის მოტივირების ზრდისა და
ეკონომიკური გააქტიურების, მათ შორის, პროფესიული სწავლების გაძლიერების, უნარჩვევების
ამაღლებისა
და
შრომის
ბაზრის
მოთხოვნებთან
შესაბამისობის
უზრუნველსაყოფად. მნიშვნელოვანია სამუშაოს მაძიებელთა ინფორმირების, აღრიცხვის,
რეგისტრაციისა და წინადადებათა შეთავაზების სისტემის განზოგადება და გავრცელება
მუნიციპალიტეტებში (თვითმმართველ ქალაქში). მნიშვნელოვანია მოქალაქეთა
სისტემატიური ინფორმირება დასაქმების დამხმარე პროგრამების თაობაზე სახით;
5. კომიტეტი მხარს უჭერს დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში სოციალური დახმარების
კომპონენტის
მუნიციპალიტეტებისთვის
ეტაპობრივი
გადაცემის
საკითხთან
დაკავშირებით ფართო დისკუსიას სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. ამასთან,
ამ ეტაპზე მნიშვნელოვნია დასაქმების ხელშეწყობა და მიზნობრივი სოციალური
დახმარების ეფექტურად და სამართლიანად განაწილება, ამ პროცესში როგორც
აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების
შესაძლებლობათა ეფექტური ჩართულობა.
ზაზა გაბუნია
თავმჯდომარე