„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.06.2018
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/236/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს სამინისტროებია: ა) განათლების, კულტურისა და სპორტის; ბ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის; გ) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; დ) თავდაცვის; ე) იუსტიციის; ვ) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; ზ) საგარეო საქმეთა; თ) ფინანსთა; ი) შინაგან საქმეთა; კ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის.“. მუხლი 2. 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცეს საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებათა ფარგლებში. 2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა) გადაეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, ჩაითვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი, ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში, გადაეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური, მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, ჩაითვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა: დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულების; მიგრაციის და საერთაშორისო დაცვის მიმართულების; რეპატრიაციის მიმართულების) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (გარდა: დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულების; მიგრაციის და საერთაშორისო დაცვის მიმართულების; რეპატრიაციის მიმართულების) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებათა ფარგლებში. 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით) გადაეცეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ (დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებათა ფარგლებში. 5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (მიგრაციის და საერთაშორისო დაცვის მიმართულებით) გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ (მიგრაციის და საერთაშორისო დაცვის მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებათა ფარგლებში. 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (რეპატრიაციის მიმართულებით) გადაეცეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ჩაითვალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ (რეპატრიაციის მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებათა ფარგლებში. 7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (სივრცითი განვითარების მიმართულებით) გადაეცეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლედ (სივრცითი განვითარების მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებათა ფარგლებში. 8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მათ სისტემაში არსებული სხვა შესაბამისი უწყებების საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყებების (საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ნორმატიული აქტის შემთხვევაში - საქართველოს იუსტიციის მინისტრის) მიერ ახალი სამართლებრივ აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, აღნიშნულ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭებათ შესაბამის უფლებამონაცვლე უწყებებს (საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ნორმატიული აქტის შემთხვევაში - საქართველოს იუსტიციის მინისტრს). 9. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული უწყებების (მხარჯავი დაწესებულებების) და მათ სისტემაში მოქმედი საბიუჯეტო ორგანიზაციების განკარგვაში არსებული „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება მიენიჭოთ ამ მუხლის პირველ - მე-7 პუნქტებში აღნიშნულ უფლებამონაცვლე საბიუჯეტო ორგანიზაციებს (მხარჯავ დაწესებულებებს) და მათ სისტემაში შექმნილ საბიუჯეტო ორგანიზაციებს. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, საქართველოს მთავრობამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, უზრუნველყოს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციების განსაზღვრა. 10. ამ კანონს მოთხოვნების გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველ - მე-7 პუნქტებში მოცემულ უფლებამონაცვლე მხარჯავ დაწესებულებებზე, მათ მიერ ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას შესაძლებელია არ გავრცელდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლისა მე-3 პუნქტით და „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები. 11. ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველ - მე-7 პუნქტებში აღნიშნული უფლებამონაცვლე საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ 2018 წელს განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა შესაძლოა აჭარბებდეს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ მომუშავეთა რიცხოვნობას, იმ პირობით, რომ არ გაიზრდება ჯამურად ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული სტრუქტურის ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის განსაზღვრული რიცხოვნობა. 12. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული შესაბამისი სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოდ განისაზღვროს ამ მუხლის პირველ - მე-7 პუნქტებში აღნიშნული შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყება. 13. ამ მუხლის პირველ - მე-7 პუნქტებში აღნიშნულმა უფლებამონაცვლე უწყებებმა და მათ სისტემაში შემავალმა დაწესებულებებმა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემაში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. 14. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საჯარო სამსახურის ბიურომ და ამ მუხლის პირველ - მე-7 პუნქტებში აღნიშნულმა უფლებამონაცვლე უწყებებმა, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა, უზრუნველყონ ამ უწყებების სისტემაში (სტრუქტურაში) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ფუნქციათა ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაცია, შესაბამისად, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გზით. 15. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დასაქმებული ის პროფესიული საჯარო მოსამსახურე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სამსახურს გააგრძელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჩაითვლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურედ და მისი შრომით სამართლებრივი ურთიერთობების განსაზღვრა განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის მიხედვით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მათ შორის, ოპტიმიზაციას, განახორციელებს საკუთარ სისტემაში სამსახურის გავლის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის გათვალისწინებით. 16. ამ კანონის ამოქმედებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც 7 დღის ვადაში უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საბალანსო მონაცემების მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვასა და აღნიშნული სამინისტროებისათვის გადაცემას. 17. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ამ მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) გადაცემიდან/მიღებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყონ მათი აღრიცხვა და ინვენტარიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 18. ამ მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცეს უფლება მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულებით უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით ისარგებლოს ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონებით და სამსახურებრივი დოკუმენტაციით (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალითა და სხვა დოკუმენტაციით). 19. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, სათანადო უწყებების წარდგინებით საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში მიიღონ/გამოსცენ ერთობლივი ნორმატიული აქტები. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს მთავრობის განახლებული სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფა, რომლის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების სამთავრობო ხედვის ერთ-ერთი პრინციპი და მიმართულებაა ე.წ. „მცირე მთავრობის“ კონცეფცია. კერძოდ, ქვეყანას სჭირდება მოქნილი, ოპერატიული და ეფექტიანი სამთავრობო ინსტიტუტები, რომლებიც მოქმედებენ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით და რომლებზეც ხორციელდება საზოგადოებრივი და ინსტიტუციონალური კონტროლი. მცირე და მოქნილი მთავრობის კონცეფციის განსახორციელებლად, დაგეგმილია სამთავრობო უწყებების შემდგომი გაერთიანება/ოპტიმიზაცია და მათ შორის ფუნქციების გადანაწილება დაგეგმილი რეფორმების სწრაფად და ეფექტიანად განსახორციელებლად. თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის გზაზე დადგა ეტაპი, რომ ცვლილებები კიდევ ერთხელ შეეხოს მმართველობით სტრუქტურებს, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, საქართველოს მთავრობის განახლებული სამთავრობო პროგრამიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, რომელიც კიდევ უფრო უკეთ უპასუხებს არსებულ გამოწვევებს და მოემსახურება ქვეყნის უმთავრეს მიზანს მოსახლეობის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და ქვეყნის სწრაფ განვითარებას. ამისთვის, კანონპროექტით წარმოდგენილია მთელი რიგი სტრუქტურულფუნქციური ცვლილებების განხორციელება, რაც მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც ასევე მაქსიმალურ შეუწყობს ხელს ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ახალი სამინისტროს სახელწოდება იქნება საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ჩაითვლება ამ ორი სამინისტროს უფლებამონაცვლედ. • საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა) გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, ჩაითვლება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი, ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში, გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალური პენიტენციურ სამსახურს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური, მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, ჩაითვალება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა: დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულების; მიგრაციის და საერთაშორისო დაცვის მიმართულების; რეპატრიაციის მიმართულების) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელიც ჩაითვლება ამ ორი სამინისტროს უფლებამონაცვლედ. ამასთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ის ფუნქცია, რომელიც ეხება დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებას, გადაეცემა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მიგრაციის და საერთაშორისო დაცვის მიმართულება გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო რეპატრიაციის მიმართულება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს. • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (სივრცითი განვითარების მიმართულებით) გადაეცემა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც ჩაითვლება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლედ სივრცითი განვითარების მიმართულებით. კანონპროექტის მე-2 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულია შესაბამისი უწყებების ფუნქციების, უფლებამოსილებებისა და უფლებამონაცვლეობის საკითხები. ასევე „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდების ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების საკითხები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღების შედეგად მთავრობის ახალი სტრუქტურულის დაფინანსება გაგრძლედება „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით“ გათვალისიწნებული ასიგნებები ფარგლეში. ვინაიდან კანონპროექტის თანახმად, არსებული უწყებების ძირითადი ფუნქციები ნარჩუნდება მთავრობის ახალ სტრუქტურაში და მათი ჯეროვანი განხორციელებისათვის საჭიროა შესაბამისი რესურსი, დამხმარე ფუნქციების განხორციელების ნაწილში მოსალოდნელი ეკონომია ადმინისტრაციული ხარჯებისა და რესურსების მიმართულებით მოხმარდება ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების დაფინანსებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უწყებების ოპტიმიზაციასთან ერთად, სამომავლოდ გაგრძელდება ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯების შემცირება. ფისკალურ მაჩვენებლებში მმართველობითი ხარჯები რეალურ გამოხატულებაში კლებად ტრენდს შეინარჩუნებს, მათ შორის, შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3,9%-მდე შემცირდება. დაინერგება თანამედროვე მიდგომები საჯარო უწყებების შიდა ადმინისტრირების მიმართულებით და მნიშვნელოვნად შეიზღუდება სახელმწიფო ავტოპარკი პერსონალური ავტომანქანების მნიშნველოვანი შემცირების ხარჯზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსური ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ფინანსური შედეგები გამოიწვიოს იმ პირთა მიმართ, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. თუმცა, აღნიშნულის წინასწარ გათვლა შეუძლებელია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ან სხვა სახის კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი ხელშეკრულებებს. მიმართება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ ორგანიზაციებში და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 14 1. სამინისტრო იქმნება კანონის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად. 2. საქართველოს სამინისტროებია: ა) განათლებისა და მეცნიერების; ბ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის; გ) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; დ) თავდაცვის; ე) იუსტიციის; ვ) კულტურისა და სპორტის; ზ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა; თ) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; ი) საგარეო საქმეთა; კ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; ლ) ფინანსთა; მ) შინაგან საქმეთა; ნ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის.