„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №15, 23.04.2007, მუხ. 117) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 101 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამები გაანგარიშებული უნდა იქნეს კრედიტებით, საქართველოს განათლების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით.“.
2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეგულირებად პროფესიებს, რომლებსაც შეესაბამება პროფესიული განათლების
კვალიფიკაციები, აგრეთვე რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მინიჭებისა
და განახლებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს საქართველოს
განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით ან მისი სავალდებულო
დასკვნის გათვალისწინებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.
3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ)საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;“.
ბ) „ბ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-14 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ)საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით
ამტკიცებს პროფესიული სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით პროფესიული
სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესს.“.
5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
1. პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს განათლების, კულტურისა და
სპორტის სამინისტრო:
ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს
საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ
სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების
დირექტორებს;
გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს
კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის დებულებებს;
ე) ადგენს უცხო ქვეყანაში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და
წესს;
ვ) ადგენს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს;
ზ) ამტკიცებს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული პროფესიული
განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს;
თ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის
პროფესიული ეთიკის კოდექსს;
ი) ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების გაანგარიშების წესს;
კ) ამტკიცებს პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულებას;
ლ) უფლებამოსილია პროფესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული
ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
2. სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო პროფესიული განათლების სფეროში
შესაბამისად საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამ კანონით
დადგენილი წესით:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ამტკიცებს მის წესდებას, ახორციელებს მის
სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების
დირექტორს;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს
კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;
გ ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
6. 151 მუხლი ამოღებულ იქნეს.
7. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შეიმუშავებენ წინადადებებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში კვალიფიკაციის
დამატების, ამოღებისა და ცვლილების შესახებ და წარუდგენენ საქართველოს განათლების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს;“.
8. 201 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის ჩატარების
უზრუნველსაყოფად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით. პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომ – ავტორიზაციის
საბჭო)
საავტორიზაციო
დოკუმენტაციისა
და
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს
ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭოს წევრებს საქართველოს
განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და
ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილება
და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის
დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა
საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.“.
9. 202 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ნაწილია პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო,
რომელსაც პროფესიულ ასოციაციებთან და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან
თანამშრომლობით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს განათლების, კულტურისა და
სპორტის სამინისტრო.“.
10. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ
ქონებას განკარგავს საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
თანხმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს
მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია,
რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს
ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის
უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს
სახელწოდებები იცვლება და ხდება საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროთი ჩანაცვლება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
ვალდებულებები.
მიღებით
არ
წარმოიქმნება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
საერთაშორისო
მრავალმხრივ
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 10 1 . პროფესიული განათლების საფეხურები
1. პროფესიული განათლება მოიცავს ხუთ საფეხურს, რომლებიც განისაზღვრება სწავლის
შედეგების შესაბამისად:
ა) I საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს თავისი მოვალეობების ერთგვაროვან
სიტუაციებში მეთვალყურეობით შესრულების უნარი;
ბ) II საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს თავისი მოვალეობების გარკვეული
დამოუკიდებლობით შესრულების უნარი;
გ) III საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, განსხვავებულ სიტუაციებში
შეასრულოს თავისი მოვალეობები და ადეკვატურად იმოქმედოს წარმოშობილი პრობლემების
გადასაწყვეტად;
დ) IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, პროფესიული ცოდნა
გამოიყენოს ცვალებად სიტუაციებში წარმოშობილი პრობლემების გადასაწყვეტად,
ზედამხედველობა გაუწიოს სხვების საქმიანობას და აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა
შესრულებული სამუშაოს შეფასებასა და გაუმჯობესებაზე;
ე) V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, შეასრულოს ისეთი სამუშაო,
რომელიც მოითხოვს სხვათა სამუშაოს დაგეგმვასა და ხელმძღვანელობას, ასევე
განხორციელებული სამუშაოს შეფასებასა და სრულყოფას.
2. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის დასრულების შემდეგ გაიცემა
შესაბამისი პროფესიული დიპლომი.
3. (ამოღებულია – 28.06.2013, №780 ).
4. კონკრეტული პროფესიული განათლების საფეხურები განისაზღვრება პროფესიული
სტანდარტით, რომელიც მოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
საფეხურებიდან ერთ-ერთს, რამდენიმეს ან ყველას.
5. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამები გაანგარიშებული უნდა იქნეს კრედიტებით, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით.
მუხლი 12. რეგულირებადი პროფესიები
1. მაღალი რისკის შემცველ პროფესიებს, რომლებიც შეეხება ადამიანის ჯანმრთელობას,
პიროვნების განვითარებასა და მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, სახელმწიფო გამოყოფს
რეგულირებადი პროფესიების სახით.
2. რეგულირებად პროფესიებს, რომლებსაც შეესაბამება პროფესიული განათლების
კვალიფიკაციები, აგრეთვე რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მინიჭებისა
და განახლებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ან მისი სავალდებულო დასკვნის
გათვალისწინებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 13. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები
1. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები არიან:
ა) საქართველოს მთავრობა;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
ბ 1) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
გ) (ამოღებულია);
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები;
რესპუბლიკების
განათლების
სფეროში
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ვ) (ამოღებულია);
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრი;
თ) (ამოღებულია);
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი.
2. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები პროფესიული განათლების
სფეროში საქმიანობას ახორციელებენ სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის პრინციპის
საფუძველზე, რაც გულისხმობს დამსაქმებლებთან, პროფესიულ ასოციაციებსა და
საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას ქვეყანაში პროფესიული
განათლების განვითარების მიზნით.
მუხლი 14. საქართველოს მთავრობა
პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს მთავრობა:
ა) განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას;
ბ) განსაზღვრავს რეგულირებად პროფესიებს, რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის
უფლების მოპოვებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს;
გ) რეგულირებადი პროფესიებისათვის განსაზღვრავს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის
ჩამტარებელ ორგანოს;
დ) ადგენს პროფესიული განათლების დაფინანსების წესსა და პირობებს და ამტკიცებს
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალურ
ოდენობას;
ე) (ამოღებულია – 28.06.2013, №780 );
ვ) (ამოღებულია);
ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს
პროფესიული სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით პროფესიული სტუდენტური
ფასდაკლების გამოყენების წესს.
მუხლი 15. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
პროფესიული
სამინისტრო:
განათლების
სფეროში
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს
საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ
სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების
დირექტორებს;
გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს
კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის დებულებებს;
ე) (ამოღებულია);
ვ) ადგენს უცხო ქვეყანაში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და
წესს;
ზ) ადგენს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს;
თ) (ამოღებულია);
ი) (ამოღებულია);
კ) (ამოღებულია);
ლ) (ამოღებულია);
მ) ამტკიცებს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული პროფესიული
განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს;
ნ) (ამოღებულია);
ო) (ამოღებულია);
პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის
პროფესიული ეთიკის კოდექსს;
ჟ) (ამოღებულია);
რ) (ამოღებულია);
ს) ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების გაანგარიშების წესს;
ტ) ამტკიცებს პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულებას;
ტ1) უფლებამოსილია პროფესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული
ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
უ) (ამოღებულია);
ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
ქ) (ამოღებულია);
ღ) (ამოღებულია);
ყ) (ამოღებულია);
შ) (ამოღებულია);
ჩ) (ამოღებულია);
ც) (ამოღებულია);
ძ) (ამოღებულია).
მუხლი 151 . საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო პროფესიული განათლების სფეროში
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ამტკიცებს მის წესდებას, ახორციელებს მის
სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების
დირექტორს;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს
კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;
გ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 20. პროფესიული ასოციაციები
1. პროფესიული ასოციაციები ხელს უწყობენ კონკრეტული პროფესიების განვითარებას.
2. პროფესიული ასოციაციები:
ა) შეიმუშავებენ წინადადებებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში კვალიფიკაციის
დამატების, ამოღებისა და ცვლილების შესახებ და წარუდგენენ საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს;
ბ) (ამოღებულია);
გ) პროფესიული სტანდარტის შესახებ შეიმუშავებენ წინადადებებს და წარუდგენენ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს;
დ) (ამოღებულია);
ე) ხელს უწყობენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს პროფესიული
განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, აგრეთვე შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და
საგანმანათლებლო პროგრამების ურთიერთკავშირს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში
ატარებენ შესაბამის პროფესიაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდას;
ზ) (ამოღებულია);
თ)
ახორციელებენ
უფლებამოსილებებს.
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
სხვა
მუხლი 20 1.
აკრედიტაცია
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ავტორიზაცია
და
1. ავტორიზაციის შედეგად დაწესებულება იძენს პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულების სტატუსს და უფლებამოსილია გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი
პროფესიული დიპლომი.
1 1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის ჩატარების
უზრუნველსაყოფად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით. პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომ – ავტორიზაციის
საბჭო)
საავტორიზაციო
დოკუმენტაციისა
და
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს
ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭოს წევრებს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის
წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით,
რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო
დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.
2. აკრედიტაციის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური
თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების
ხელშეწყობა.
3. ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამების
განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.
4. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების დაფინანსება გაიცემა მხოლოდ პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულების იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად,
რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია.
მუხლი 20 2 . პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო და პროფესიული სტანდარტი
1. ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ნაწილია პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო,
რომელსაც პროფესიულ ასოციაციებთან და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან
თანამშრომლობით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო.
2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის საფუძველია პროფესიული
სტანდარტი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, – პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი, რომელსაც პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოზე
დაყრდნობით, პროფესიული ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების
მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
მუხლი 37. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სარგებლობაში არსებული შენობანაგებობანი და მისი შესაბამისი მიწის ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა და პროფესიულ
საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ
ქონებას განკარგავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის
საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.