„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.06.2018
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/236/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.06.2018, სარეგისტრაციო კოდი: 430020000.05.001.018870) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ) „ჰ48“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ49“ ქვეპუნქტი: „ჰ49) სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა − საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ან საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული, მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულების, მიერ განხორციელებული პროგრამა, რომელზე ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებსა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების ან საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სრული ზოგადი განათლება ან საბაზო ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.“. 2. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მე-6 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „გ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ2) საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით განსაზღვრავს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას, რომლებიც გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას;“; ბ) „გ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ5) უფლებამოსილია საქართველოს იმ მოქალაქის, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული იმ პირის, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესაბამისი წლისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობით დაფინანსების მიზნით, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს აღნიშნული პირების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა, ოდენობა და პირობები. საქართველოს მთავრობა ასევე უფლებამოსილია საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობა და წესი;“. 3. პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „52-ე მუხლის: ა) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „12. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს იმ აბიტურიენტს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე ან „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირი და რომელსაც საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული აქვს მხოლოდ ერთ-ერთი შემდეგი ტესტი: ა) ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტი; ბ) ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტი; გ) ოსური ენის ტესტი; დ) აფხაზური ენის ტესტი.“; ბ) 52 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „52. შესაბამის წელს ქართულ ენაში მომზადების დარეგისტრირებული, ერთიანი ეროვნული საგანმანათლებლო გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტების რაოდენობის გათვალისწინებით, უმაღლესი დაწესებულების მოტივირებული გადაწყვეტილებისა და პროგრამაზე ჩასარიცხი საგანმანათლებლო საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, შესაძლებელია ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული გადანაწილებების შეცვლა მათი ჯამის ფარგლებში.“; 4. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 522 მუხლი: „მუხლი 522. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავროსამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლებამიღებული პირის მიღების საფუძველი 1. საქართველოს მოქალაქეებსა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, უფლება აქვთ, სწავლა განაგრძონ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის დასრულების, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების შემდეგ. 2. სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები, აგრეთვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესი მტკიცდება საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით.“. 5. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „54-ე მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. იმ სტუდენტთა დაფინანსების წესს, რომლებმაც უნდა ისწავლონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით და სწავლა განაგრძონ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით, განსაზღვრავს საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.“. 6. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „66-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ითანხმებს ყოველწლიურად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე, აგრეთვე იმ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, რომლებიც ირიცხებიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.“. 7. პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „891 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება ხდება საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ საქართველოს მოქალაქეს და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირს უფლება აქვთ, სწავლა განაგრძონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“. 8. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის რიგ მუხლში, სადაც ხდება ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელწოდების საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროთი ჩანაცვლება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) „ჰ35“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ35) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომლითაც ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ ქართულ ენაში უნარ-ჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) იმ დონეზე შეძენა, რომელიც აუცილებელია ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“; ბ) „ჰ48“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ49“ ქვეპუნქტი: „ჰ49) სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული, მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულების, მიერ განხორციელებული პროგრამა, რომელზე ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებსა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების ან საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სრული ზოგადი განათლება ან საბაზო ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.“. 2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „გ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ2) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვრავს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას, რომლებიც გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას;“; ბ) „გ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ5) უფლებამოსილია საქართველოს იმ მოქალაქის, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული იმ პირის, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესაბამისი წლისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობით დაფინანსების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს აღნიშნული პირების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა, ოდენობა და პირობები. საქართველოს მთავრობა ასევე უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობა და წესი;“. 3. 473 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „.1 ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლა აუცილებელია ამ კანონის 52-ე მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული წესით ჩარიცხული პირებისათვის.“; ბ) მე-4−მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სწავლას განაგრძობენ იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით. 5. აბიტურიენტები, რომლებიც ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლით აპირებენ სწავლას სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, ვალდებული არიან ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გაიარონ შესაბამისი კონკურსი სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ დადგენილი წესით. 6. სტუდენტები ვალდებული არიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა განაგრძონ ქართულ ენაზე. 7. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე განახორციელოს სტუდენტების მიღება.“. 4. 52-ე მუხლის: ა) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს იმ აბიტურიენტს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე ან „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირი და რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული აქვს მხოლოდ ერთ-ერთი შემდეგი ტესტი: ა) ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტი; ბ) ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტი; გ) ოსური ენის ტესტი; დ) აფხაზური ენის ტესტი.“; ბ) 51 და 52 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, სტუდენტების ჩარიცხვისათვის აცხადებს ადგილებს – ერთიანი გამოცდებით მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობის: ეროვნული ა) 5%-ს – ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის; ბ) 5%-ს – ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის; გ) 1%-ს – აფხაზური სტუდენტებისათვის; ენის ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები დ) 1%-ს – ოსური სტუდენტებისათვის. ენის ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები 52. შესაბამის წელს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირებული, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩასარიცხი აბიტურიენტების რაოდენობის გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოტივირებული გადაწყვეტილებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, შესაძლებელია ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული გადანაწილებების შეცვლა მათი ჯამის ფარგლებში.“; გ) 52 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 პუნქტი: „53. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, ამ კანონის 522 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების ჩარიცხვისათვის განსაზღვროს ადგილების რაოდენობა ერთიანი ეროვნული გამოცდებით მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ისა.“; დ) 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „91. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება, და ამ სიებს უგზავნის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.“. 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 522 მუხლი: „მუხლი 522. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავროსამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლებამიღებული პირის მიღების საფუძველი 1. საქართველოს მოქალაქეებსა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, უფლება აქვთ, სწავლა განაგრძონ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის დასრულების, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების შემდეგ. 2. სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები, აგრეთვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესი მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.“. 6. 54-ე მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. იმ სტუდენტთა დაფინანსების წესს, რომლებმაც უნდა ისწავლონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით და სწავლა განაგრძონ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით, განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“. 7. 66-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ითანხმებს ყოველწლიურად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე, აგრეთვე იმ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, რომლებიც ირიცხებიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.“. 8. მე-80 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეს, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირს და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლებიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.“. 9. 801 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეს, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირს და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლებიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.“. 10. 891 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ საქართველოს მოქალაქეს და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირს უფლება აქვთ, სწავლა განაგრძონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“. 11. 90-ე მუხლის: ა) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. ამ კანონის 52-ე მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არის დროებითი ღონისძიება და მოქმედებს 2023-2024 სასწავლო წლის ჩათვლით.“; ბ) 23 და 24 პუნქტები ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა.