„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში
შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23,
11.07.2001, მუხ. 89) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად კულტურული ფასეულობის
საქართველოდან გატანასა და დროებით გატანას, საქართველოში შემოტანასა და დროებით
შემოტანას არეგულირებს და აკონტროლებს საქართველოს განათლების, კულტურისა და
სპორტის სამინისტრო.“.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3) საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის საერთო
კოორდინაციას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად.“.
2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 12. საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კომპეტენცია
კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის,
საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის სფეროში
საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო:
ა) ხელს უწყობს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და საქართველოში
შემოტანის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნას, სათანადო სამეცნიერო და
ტექნიკური დაწესებულებების შექმნასა და განვითარებას;
ბ) ადგენს საქართველოს იმ კულტურულ ფასეულობათა დაცვით სახელმწიფო სიასა და
რეესტრს, რომლებზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება;
გ) ახორციელებს კულტურული ფასეულობის პასპორტიზაციას;
დ) იღებს გადაწყვეტილებებს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და
დროებით გატანის შესახებ;
ე) უზრუნველყოფს საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის,
აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ მისი საქართველოში დაბრუნებისას სავალდებულო
სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებას;
ვ) გასცემს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე
ნებართვას;
ზ) ახორციელებს საქართველოში დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობის
სახელმწიფო რეგისტრაციას;
თ) საზოგადოებას აწვდის კულტურული ფასეულობის დაკარგვის ან ხელყოფის ფაქტის
შესახებ ინფორმაციას როგორც საქართველოში, ისე მისი ფარგლების გარეთ პუბლიკაციებით,
მასობრივი ინფორმაციისა და კანონით ნებადართული სხვა საშუალებებით;
ი) საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად იღებს ზომებს კულტურული
ფასეულობის მესაკუთრის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.“
3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. საქართველოს მუზეუმსა და საცავში დაცული კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლების საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის სახელმწიფო
რეგულირება
საქართველოს მუზეუმსა და საცავში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების
საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის სახელმწიფო რეგულირებას
ახორციელებს საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დასკვნის საფუძველზე.“.
4. მე-15 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „კულტურული ფასეულობის ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულებას
ამტკიცებს საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
2. თუ საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის შესწავლისას
(დათვალიერებისას) აღმოჩნდა, რომ მას აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი,
მაგრამ მინიჭებული არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, საქართველოს
განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არაუგვიანეს 15 დღისა იღებს
გადაწყვეტილებას განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. თუ აღნიშნული
სამინისტრო განცხადების მიღებიდან 3 თვის ვადაში არ მიანიჭებს კულტურულ ფასეულობას
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს, იგი გასცემს ამ კანონის 28-ე მუხლით
გათვალისწინებულ ნებართვას.“.
5. მე-16 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოდან გასატანად განცხადებული ან დროებით გასატანად
განცხადებული, აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული
კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს
საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“.
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სახელმწიფო ექსპერტიზის ჩასატარებლად საქართველოს განათლების,
კულტურისა და სპორტის სამინისტრო ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს
საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და
საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ მუზეუმებთან, არქივებთან,
ბიბლიოთეკებთან, აგრეთვე ასეთი ექსპერტიზის ჩატარების უფლების (ლიცენზიის) მქონე
მოწვეულ, დამოუკიდებელ სპეციალისტებთან.“.
6. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 17. ექსპერტიზის ღირებულების ანაზღაურების წესი
კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასთან, მასზე საკუთრების უფლების
გადაცემასთან და სხვა, ანალოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებით ჩასატარებელი
ექსპერტიზის ღირებულებას ანაზღაურებს კულტურული ფასეულობის მესაკუთრე
საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან დადებული
ხელშეკრულების საფუძველზე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.
7. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანის წესი
საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით საზღვარგარეთიდან
საქართველოში შემოტანილი კულტურული ფასეულობა გადის აუცილებელ საბაჟო
კონტროლს და სპეციალურ რეგისტრაციას, რის შესახებაც 1 კვირის ვადაში ეცნობება
საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.“.
8. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. განცხადება კულტურის მოძრავ ძეგლს ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს
მიკუთვნებული
კულტურული
ფასეულობის
საქართველოდან
დროებით
გატანაზე
ნებართვის მისაღებად
საქართველოს სახელმწიფო სამუზეუმო ფონდი, არქივი, ბიბლიოთეკა, კულტურული
ფასეულობის საცავი სხვა სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, სხვა პირი კულტურის მოძრავ ძეგლს ან ძეგლის
ნიშნის მქონე ობიექტს მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან
დროებით
გატანაზე
ნებართვის
მისაღებად
განცხადებით
მიმართავს
საქართველოს
განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. განცხადებას უნდა ერთოდეს:
ა)
მიმღებ
მხარესთან
დადებული
ხელშეკრულება
კულტურული
ფასეულობის
საქართველოდან დროებით გატანის მიზნებისა და პირობების შესახებ;
ბ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მიმღები მხარის მიერ სადაზღვევო რისკის ყველა
შემთხვევის უზრუნველყოფას, კომერციული დაზღვევა ან დოკუმენტაცია, რომელიც
ადასტურებს მიმღები მხარის მიერ ყველა სხვა რისკის ფინანსურ უზრუნველყოფას
სახელმწიფო გარანტიით;
გ) მიმღები მხარისა და სახელმწიფოს დოკუმენტურად დამოწმებული გარანტიები
საქართველოდან
დროებით
გატანილი
კულტურული
ფასეულობის
დაცვისა
და
საქართველოში დაბრუნების შესახებ;
დ) ცნობა იმის შესახებ, არის თუ არა საქართველოდან დროებით გასატანი კულტურული
ფასეულობა შეტანილი საქართველოს კულტურულ ფასეულობათა დაცვით სახელმწიფო
სიასა და რეესტრში.“.
9. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზღვარგარეთიდან საქართველოში დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობა
გადის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ რეგისტრაციას
საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი
წესით.“.
10. 28-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვას
გასცემს საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოში დადგენილია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან
დროებით გატანაზე ნებართვის ერთიანი ფორმა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს
განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“
11. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გასცემს იმ
კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვას, რომელიც
მუდმივად
ინახება
სახელმწიფო
მუზეუმში,
მუნიციპალურ
მუზეუმში,
არქივში,
ბიბლიოთეკაში ან კულტურული ფასეულობის საცავ სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში.“.
12. 35-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კულტურული ფასეულობა, რომლის მესაკუთრეც ვერ დადგინდა და რომელიც დროებით
დაკავებულია საქართველოს საგადასახადო ორგანოების, შინაგან საქმეთა ორგანოების ან სხვა
სახელმწიფო ორგანოების მიერ, კულტურული ფასეულობის მესაკუთრის დადგენამდე
შესანახად გადაეცემა საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.
2. საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს ამ
მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კულტურული ფასეულობის დაცვას, უზრუნველყოფს
მის სახელმწიფო ექსპერტიზას და მასზე საკუთრების უფლების დასადგენად ავრცელებს
ოფიციალურ ინფორმაციას.“.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დროებით დაკავებულ კულტურულ ფასეულობას, რომლის მესაკუთრეც ვერ დადგინდა,
საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საკუთრების უფლებით
გადასცემს სახელმწიფო მუზეუმს, ბიბლიოთეკას ან არქივის ფონდს.“.
13. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 40. საერთაშორისო თანამშრომლობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან
უკანონო გატანის, საქართველოში უკანონო შემოტანის და მასზე საკუთრების უფლების
უკანონო გადაცემის თავიდან აცილების მიზნით
კულტურული ფასეულობის საქართველოდან უკანონო გატანის, საქართველოში უკანონო
შემოტანის და მასზე საკუთრების უფლების უკანონო გადაცემის თავიდან აცილების მიზნით
საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თანამშრომლობს უცხო
სახელმწიფოთა
ანალოგიურ
სამსახურებთან,
სამთავრობო
და
არასამთავრობო
ორგანიზაციებთან.“.
14. 43-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოსცეს:
ა) დებულება კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებისა და მასზე
გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ;
ბ) დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის
ნებართვის ფორმის, მისი გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის
შესახებ.
3. კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების წესის
შესახებ ინსტრუქციას ამტკიცებენ საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის
მინისტრი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ერთობლივი ბრძანებით. “.
15. 431-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 431. სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში,
მუზეუმში, არქივში ან სხვა ანალოგიურ დაწესებულებაში დაცული, დაზიანებული წიგნების
გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში,
არქივში ან სხვა ანალოგიურ დაწესებულებაში დაცული, დაზიანებული წიგნების გაწმენდითი
სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოდან გატანის ან/და საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულების საფუძველზე უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, საქართველოს
განათლების,
კულტურისა
და
სპორტის
სამინისტროს
წარდგინების
საფუძველზე
საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განკარგულებით გასცეს თანხმობა კულტურული
ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის ამ კანონით
გათვალისწინებული პროცედურების დაუცველად გაცემაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში
განსახორციელებელი
რეფორმის
შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს
მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია,
რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს
ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ხდება ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს კულტურისა და
სპორტის სამინისტროს სახელწოდების საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროთი ჩანაცვლება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტი
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის,
ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 11. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის და დროებით გატანის,
საქართველოში შემოტანის და დროებით შემოტანის რეგულირების სახელმწიფო ორგანოები
და მათი კომპეტენციები
1. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად კულტურული ფასეულობის
საქართველოდან გატანასა და დროებით გატანას, საქართველოში შემოტანასა და დროებით
შემოტანას არეგულირებს და აკონტროლებს საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტრო.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ
საკითხებთან
დაკავშირებულ
თავიანთ
ფუნქციებს
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან ერთად.
3. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის საერთო კოორდინაციას
ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად.
მუხლი 12. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კომპეტენცია
კულტურული
ფასეულობის
საქართველოდან
გატანისა
და
დროებით
გატანის,
საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის სფეროში
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო:
ა) ხელს უწყობს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და საქართველოში
შემოტანის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნას, სათანადო სამეცნიერო და
ტექნიკური დაწესებულებების შექმნასა და განვითარებას;
ბ) ადგენს საქართველოს იმ კულტურულ ფასეულობათა დაცვით სახელმწიფო სიასა და
რეესტრს, რომლებზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება;
გ) ახორციელებს კულტურული ფასეულობის პასპორტიზაციას;
დ) იღებს გადაწყვეტილებებს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და
დროებით გატანის შესახებ;
ე) უზრუნველყოფს საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის,
აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ მისი საქართველოში დაბრუნებისას სავალდებულო
სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებას;
ვ) გასცემს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე
ნებართვას;
ზ) ახორციელებს საქართველოში დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობის
სახელმწიფო რეგისტრაციას;
თ) საზოგადოებას აწვდის კულტურული ფასეულობის დაკარგვის ან ხელყოფის ფაქტის
შესახებ ინფორმაციას როგორც საქართველოში, ისე მისი ფარგლების გარეთ პუბლიკაციებით,
მასობრივი ინფორმაციისა და კანონით ნებადართული სხვა საშუალებებით;
ი) საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად იღებს ზომებს კულტურული
ფასეულობის მესაკუთრის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.
მუხლი 13. საქართველოს მუზეუმსა და საცავში დაცული კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლების
საქართველოდან
გატანისა
და
საქართველოში
შემოტანის
სახელმწიფო
რეგულირება
საქართველოს მუზეუმსა და საცავში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების
საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის სახელმწიფო რეგულირებას
ახორციელებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო „კულტურული
მემკვიდრეობის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
მე-5
მუხლის
მე-4
პუნქტით
გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 15. კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზა
1. „კულტურული ფასეულობის ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულებას
ამტკიცებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
2. თუ საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის შესწავლისას
(დათვალიერებისას) აღმოჩნდა, რომ მას აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნიშნები,
მაგრამ მინიჭებული არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, საქართველოს
კულტურისა და სპორტის სამინისტრო არაუგვიანეს 15 დღისა იღებს გადაწყვეტილებას
განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. თუ აღნიშნული სამინისტრო
განცხადების მიღებიდან 3 თვის ვადაში არ მიანიჭებს კულტურულ ფასეულობას
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს, იგი გასცემს ამ კანონის 28-ე მუხლით
გათვალისწინებულ ნებართვას.
3. თუ კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის
განმცხადებელი არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნას, სადავო საკითხს იხილავს სასამართლო.
მუხლი 16. კულტურული ფასეულობის ექსპერტიზის ჩატარების წესი
1. (ამოღებულია - 07.12.2017, №1635).
2. საქართველოდან გასატანად განცხადებული ან დროებით გასატანად განცხადებული,
აგრეთვე
დროებით
ფასეულობის
გატანის
სახელმწიფო
შემდეგ
საქართველოში
ექსპერტიზის
ჩატარებას
დაბრუნებული
კულტურული
უზრუნველყოფს
საქართველოს
კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
3. საქართველოდან დროებით გასატანად განცხადებული, აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ
საქართველოში დაბრუნებული კულტურის მოძრავი ძეგლი ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი
ექვემდებარება აუცილებელ სახელმწიფო ექსპერტიზას.
4. სახელმწიფო ექსპერტიზის ჩასატარებლად საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტრო ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს საქართველოს კულტურისა და
სპორტის სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ
მუზეუმებთან, არქივებთან, ბიბლიოთეკებთან, აგრეთვე ასეთი ექსპერტიზის ჩატარების
უფლების (ლიცენზიის) მქონე მოწვეულ, დამოუკიდებელ სპეციალისტებთან.
მუხლი 17. ექსპერტიზის ღირებულების ანაზღაურების წესი
კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასთან, მასზე საკუთრების უფლების
გადაცემასთან
და
სხვა,
ანალოგიურ
ექსპერტიზის
ღირებულებას
სამუშაოებთან
ანაზღაურებს
დაკავშირებით
კულტურული
ჩასატარებელი
ფასეულობის
მესაკუთრე
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების
საფუძველზე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 19. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანის წესი
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსით
დადგენილი
წესით
საზღვარგარეთიდან
საქართველოში
შემოტანილი
კულტურული
ფასეულობა
გადის
აუცილებელ
საბაჟო
კონტროლს და სპეციალურ რეგისტრაციას, რის შესახებაც 1 კვირის ვადაში ეცნობება
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს.
მუხლი 23. განცხადება კულტურის მოძრავ ძეგლს ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს
მიკუთვნებული
კულტურული
ფასეულობის
საქართველოდან
დროებით
გატანაზე
ნებართვის მისაღებად
საქართველოს სახელმწიფო სამუზეუმო ფონდი, არქივი, ბიბლიოთეკა, კულტურული
ფასეულობის საცავი სხვა სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, სხვა პირი კულტურის მოძრავ ძეგლს ან ძეგლის
ნიშნის მქონე ობიექტს მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან
დროებით
გატანაზე
ნებართვის
მისაღებად
განცხადებით
მიმართავს
საქართველოს
კულტურისა და სპორტის სამინისტროს. განცხადებას უნდა ერთოდეს:
ა)
მიმღებ
მხარესთან
დადებული
ხელშეკრულება
კულტურული
ფასეულობის
საქართველოდან დროებით გატანის მიზნებისა და პირობების შესახებ;
ბ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მიმღები მხარის მიერ სადაზღვევო რისკის ყველა
შემთხვევის უზრუნველყოფას, კომერციული დაზღვევა ან დოკუმენტაცია, რომელიც
ადასტურებს მიმღები მხარის მიერ ყველა სხვა რისკის ფინანსურ უზრუნველყოფას
სახელმწიფო გარანტიით;
გ) მიმღები მხარისა და სახელმწიფოს დოკუმენტურად დამოწმებული გარანტიები
საქართველოდან
დროებით
გატანილი
კულტურული
ფასეულობის
დაცვისა
და
საქართველოში დაბრუნების შესახებ;
დ) ცნობა იმის შესახებ, არის თუ არა საქართველოდან დროებით გასატანი კულტურული
ფასეულობა შეტანილი საქართველოს კულტურულ ფასეულობათა დაცვით სახელმწიფო
სიასა და რეესტრში.
მუხლი 28. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე
ნებართვის გაცემა
1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვას
გასცემს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
2. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვა ამ
ფასეულობის საქართველოს საბაჟო და სახელმწიფო საზღვარზე გადატანის საფუძველია.
3. საქართველოში დადგენილია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან
დროებით გატანაზე ნებართვის ერთიანი ფორმა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს
კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
4. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის შესახებ
ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, მასზე უარის თქმისა და
მასში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და
ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. ნებართვა ერთჯერადია და მისი მოქმედების ვადაა 3 თვე.
მუხლი 29. იმ კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის
გაცემა, რომელიც შეტანილია კულტურული ფასეულობის დაცვით სახელმწიფო სიასა და
რეესტრში
1. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო გასცემს იმ კულტურული
ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვას, რომელიც მუდმივად ინახება
სახელმწიფო მუზეუმში, მუნიციპალურ მუზეუმში, არქივში, ბიბლიოთეკაში ან კულტურული
ფასეულობის საცავ სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში.
2. განცხადებას კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის
მისაღებად წარადგენს ამ ფასეულობის მესაკუთრე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.
3. მიღებული გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ
განმცხადებელს უნდა ეცნობოს განცხადების მიღების დღიდან არა უგვიანეს 1 თვისა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით.
მუხლი 35. საგადასახადო ან/და სამართალდამცავი ორგანოების მიერ კულტურული
ფასეულობის დაკავება
1. კულტურული ფასეულობა, რომლის მესაკუთრეც ვერ დადგინდა და რომელიც დროებით
დაკავებულია საქართველოს საგადასახადო ორგანოების, შინაგან საქმეთა ორგანოების ან სხვა
სახელმწიფო ორგანოების მიერ, კულტურული ფასეულობის მესაკუთრის დადგენამდე
შესანახად გადაეცემა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს.
2. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს ამ მუხლის პირველ
პუნქტში აღნიშნული კულტურული ფასეულობის დაცვას, უზრუნველყოფს მის სახელმწიფო
ექსპერტიზას და მასზე საკუთრების უფლების დასადგენად ავრცელებს ოფიციალურ
ინფორმაციას.
3. სასამართლოს მიერ აღნიშნული კულტურული ფასეულობის მესაკუთრის დადგენისას იგი
გადაეცემა მესაკუთრეს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, თუ დადგინდა, რომ კულტურული
ფასეულობა
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსით
დადგენილი
,
საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების
დარღვევის საგანი გახდა მათი სურვილისგან დამოუკიდებლად.
4. აღნიშნული კულტურული ფასეულობის დაცვისა და შენახვის, ასევე ექსპერტიზასთან
დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მესაკუთრე, თუ სასამართლო სხვა რამეს არ დაადგენს.
5. დროებით დაკავებულ კულტურულ ფასეულობას, რომლის მესაკუთრეც ვერ დადგინდა,
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო საკუთრების უფლებით გადასცემს
სახელმწიფო მუზეუმს, ბიბლიოთეკას ან არქივის ფონდს.
6. კულტურული ფასეულობა, რომელიც არ გადაეცემა საკუთრების უფლებით მუდმივი
შენახვისა და დაცვისათვის სახელმწიფო ან მუნიციპალურ მუზეუმს, არქივს, ბიბლიოთეკას ან
კულტურული ფასეულობის დაცვის სხვა სახელმწიფო დაწესებულებას, საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
ექვემდებარება
რეალიზაციას
და
თანხა
შეიტანება
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
მუხლი 40. საერთაშორისო თანამშრომლობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან
უკანონო გატანის, საქართველოში უკანონო შემოტანის და მასზე საკუთრების უფლების
უკანონო გადაცემის თავიდან აცილების მიზნით
კულტურული ფასეულობის საქართველოდან უკანონო გატანის, საქართველოში უკანონო
შემოტანის და მასზე საკუთრების უფლების უკანონო გადაცემის თავიდან აცილების მიზნით
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოთა
ანალოგიურ სამსახურებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
მუხლი 431. სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში,
მუზეუმში, არქივში ან სხვა ანალოგიურ დაწესებულებაში დაცული, დაზიანებული წიგნების
გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, არქივში
ან სხვა ანალოგიურ დაწესებულებაში დაცული, დაზიანებული წიგნების გაწმენდითი
სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოდან გატანის ან/და საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულების საფუძველზე უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, საქართველოს
კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე საქართველოს მთავრობა
უფლებამოსილია
განკარგულებით
გასცეს
თანხმობა
კულტურული
ფასეულობის
საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის ამ კანონით გათვალისწინებული
პროცედურების დაუცველად გაცემაზე.