„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.06.2018
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/236/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.04.2013, სარეგისტრაციო კოდი: 450130010.05.001.016970) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის: ა) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) პროფესიული სახელმწიფო თეატრი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ან აფხაზეთის, ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო;”; ბ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ) სარეკომენდაციო საბჭო – საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან არსებული, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული ორგანო, რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი მინისტრის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დამტკიცებული დებულებით;“. 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროფესიულ სახელმწიფო თეატრს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო) საკუთარი ინიციატივით.”; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულებას (წესდებას) ამტკიცებს საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდგომ − მინისტრი).“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლის „ტ“ და „ჩ“ ქვეპუნქტებში და მე-5 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში, სადაც ხდება ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელწოდების საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროთი ჩანაცვლება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) თეატრი – შემოქმედებითი გაერთიანება (ან ორგანიზაცია), რომელიც ქმნის სპექტაკლს; ბ) დრამატული თეატრი − თეატრი, სადაც იდგმება დრამატული, ტრაგიკული, კომედიური და სხვა ჟანრის სპექტაკლები, რომელთა ძირითადი გამომსახველობითი საშუალებაა სცენური მოქმედება და სიტყვა; გ) მუსიკალური თეატრი – თეატრი, სადაც წამყვანი დრამატურგიული ფუნქცია ენიჭება მუსიკალურ ხელოვნებას; დ) ოპერისა და ბალეტის თეატრი – თეატრი, სადაც სპექტაკლის ძირითადი გამომსახველობითი საშუალება, სცენურ მოქმედებასთან ერთად, არის ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკა და ქორეოგრაფია; ე) ანტრეპრიზა – თეატრი, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა თეატრალურ პროექტს, მაგრამ არ ჰყავს მუდმივმოქმედი თეატრის დასი; ვ) სარეპერტუარო თეატრი – თეატრი მუდმივმოქმედი თეატრის დასით და რეპერტუარით, რომელსაც არ აქვს მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობა; ზ) სარეპერტუარო სტაციონარული თეატრი – თეატრი მუდმივმოქმედი თეატრის დასით, რეპერტუარით და მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობით; თ) თეატრალური ხელოვნება – ხელოვნების სინთეზური დარგი, რომელშიც ცხოვრება აისახება სპექტაკლის საშუალებით და რომელიც აერთიანებს ლიტერატურას (პიესა, ლიბრეტო), სამსახიობო ხელოვნებას, სარეჟისორო ხელოვნებას, მუსიკას, არქიტექტურას, სახვით ხელოვნებას და ქორეოგრაფიას; ი) თეატრალური საქმიანობა – სპექტაკლების შექმნა, გავრცელება და შენახვა; კ) თეატრის დასი – თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი; ლ) სპექტაკლი – სცენური ხელოვნების ნაწარმოები; მ) დამდგმელი რეჟისორი, დამდგმელი ბალეტმაისტერი, დამდგმელი დირიჟორი – პირი, რომელიც დამოუკიდებელი მხატვრული გადაწყვეტის გზით ქმნის სპექტაკლს; ნ) მთავარი რეჟისორი − პირი, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სარეპერტუარო და სადადგმო პოლიტიკას; ო) მთავარი მხატვარი − პირი, რომელიც ქმნის სცენოგრაფიასა და კოსტიუმებს, განსაზღვრავს სპექტაკლის მხატვრულ-ესთეტიკურ მხარეს, პასუხს აგებს სპექტაკლისა და სარეკლამო გაფორმების ხარისხისთვის, ხელმძღვანელობს თეატრის სამხატვრო საამქროს მუშაობას და ხელს უწყობს თეატრში მოწვეული მხატვრების შემოქმედებითი პროცესის განხორციელებას; პ) მთავარი დირიჟორი − პირი, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სადადგმო მუსიკალურ რეპერტუარს; ჟ) მთავარი ბალეტმაისტერი − პირი, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სადადგმო ქორეოგრაფიულ ნაწილს; რ) სარეჟისორო კოლეგია − პროფესიონალი რეჟისორებით დაკომპლექტებული ორგანო, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სარეპერტუარო და სადადგმო პოლიტიკას; ს) პროფესიული თეატრი – თეატრი, რომლის შემოქმედებითი კოლექტივის ძირითად ბირთვს შეადგენს შესაბამისი უმაღლესი განათლების ან/და თეატრში სამსახიობო მოღვაწეობის გამოცდილების მქონე პირი (პირები); ტ) პროფესიული სახელმწიფო თეატრი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ან აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო; უ) პროფესიული მუნიციპალური თეატრი – კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი; ფ) პროფესიული შერეული თეატრი − კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც ერთდროულად აფუძნებენ სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო და ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები); ქ) პროფესიული კერძო თეატრი – კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები); ღ) სამხატვრო ხელმძღვანელი – თეატრის საერთო ხელმძღვანელი, რომელიც განსაზღვრავს მის შემოქმედებით მიმართულებას და პასუხს აგებს თეატრის ფუნქციონირებისთვის; ყ) თეატრის დირექტორი – პირი, რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს თეატრის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას; შ) სამხატვრო საბჭო – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული, თეატრის საქმიანობის ხელშემწყობი ორგანო, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თეატრის დებულებით (წესდებით); ჩ) სარეკომენდაციო საბჭო – საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან არსებული, შესაბამისი საქმიანობის კვალიფიკაციის წესი მქონე პირებით განისაზღვრება დაკომპლექტებული შესაბამისი მინისტრის ორგანო, ან რომლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დამტკიცებული დებულებით. ხლი 5. პროფესიული თეატრის დაფუძნება 1. პროფესიულ სახელმწიფო თეატრს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო) საკუთარი ინიციატივით. 2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში პროფესიულ სახელმწიფო თეატრს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო საკუთარი ინიციატივით ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინებით. 3. პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულებას (წესდებას) ამტკიცებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდგომ − მინისტრი). 4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულებას (წესდებას) ამტკიცებენ შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. 5. პროფესიულ მუნიციპალურ თეატრს კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. 6. პროფესიულ შერეულ თეატრს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთდროულად აფუძნებენ სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო და ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები). 7. პროფესიულ კერძო თეატრს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფუძნებს ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები).