„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.06.2018
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/236/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2012, სარეგისტრაციო კოდი: 360090000.05.001.016631) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე)საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო − ბირთვული და რადიაციული ავარიის დროს დოზური ზღვრების დადგენა, ავარიაზე რეაგირების გეგმის ფარგლებში ავარიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა, რადიოფარმაპრეპარატების რეგისტრაცია, დასხივების ქვეშ მყოფ მუშაკთა პერიოდული სამედიცინო შემოწმების წესის დადგენა;“. 2. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამედიცინო მიზნებისათვის (დიაგნოსტიკა, თერაპია) გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული რადიოფარმპრეპარატები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში და მე-14 მუხლის პირველ პუნქტში, სადაც ხდება ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელწოდების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროთი ჩანაცვლება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 9. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში უფლებამოსილი სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში უფლებამოსილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები არიან : ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო − ბირთვული და რადიაციული ობიექტების მშენებლობისა და მაიონებელი გამოსხივების კონტროლის ხელსაწყოების მეტროლოგიური უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო − ეროვნული და ტრანსსასაზღვრო რადიაციული ავარიებისთვის მზადყოფნის და მათი შედეგების ლიკვიდაციის, ბირთვული და რადიაციული ობიექტების (გარდა მაიონებელი გამოსხივების გენერატორების შემცველი ობიექტებისა) ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი; რადიოაქტიური მასალების გადაზიდვის, იმპორტის, ექსპორტისა დატრანზიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადიოაქტიური მასალების არალეგალური მიმოქცევის თავიდან აცილებისა და აღკვეთის ღონისძიებების კოორდინაცია; ბ 1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო − თავდაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული ობიექტების უსაფრთხოება და ფიზიკური დაცვა, ბირთვული ავარიის შემთხვევაში – საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების გეგმის ფარგლებში ავარიის შედეგების ლიკვიდაციის და კანონით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობაში მონაწილეობა; დ) (ამოღებულია – 25.03.2013, №488); ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო − ბირთვული და რადიაციული ავარიის დროს დოზური ზღვრების დადგენა, ავარი აზე რეაგირების გეგმის ფარგლებში ავარიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა, რადიოფარმაპრეპარატების რეგისტრაცია, დასხივების ქვეშ მყოფ მუშაკთა პერიოდული სამედიცინო შემოწმების წესის დადგენა ; ვ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1690); ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია; თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო − ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვების გაცემა, ბირთვული და რადიოაქტიური მასალების საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტის, საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისა და ტრანზიტის კონტროლი. მუხლი 14. სამედიცინო დასხივება 1. სამედიცინო მიზნებისათვის (დიაგნოსტიკა, თერაპია) გამოიყენება მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული რადიოფარმპრეპარატები. 2. სამედიცინო დასხივებისადმი მოთხოვნები, დასხივების რეკომენდებული დონეები, დასხივების ხარისხის გარანტიები, მოთხოვნები მუშაკთა სპეციალური პროფესიული განათლებისადმი განისაზღვრება ამ კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.