„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
03.01.2014,
სარეგისტრაციო
კოდი:
310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) „სმენადაქვეითებული მძღოლი“ – 160 მმ დიამეტრის ყვითელი წრე შიგნით ჩახაზული
40 მმ დიამეტრის სამი შავი წრით, რომლებიც განლაგებულია წარმოსახვითი წვერით ქვევით
მიმართული ტოლგვერდა სამკუთხედის კუთხეებში − მაგრდება იმ მექანიკური
სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც მართავს საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული სმენადაქვეითებული მძღოლი;‘‘.
2. 55-ე მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების
სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის
მოთხოვნები, ამ მოთხოვნებთან პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობის
დამდგენი უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული,
მართვასთან დაკავშირებული კოდირებული შეზღუდვები და მათი დაწესების პირობები,
აგრეთვე დამატებითი ინფორმაციის შემცველი მონაცემების მითითების წესი განისაზღვრება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში განსახორციელებელი
რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს
მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია,
რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს
ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის
უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“
ქვეპუნქტში და 55-ე მუხლის მე-14 პუნქტში, სადაც ხდება ტერმინოლოგიის დონეზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სახელწოდების
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრით ჩანაცვლება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 19. სატრანსპორტო საშუალებაზე დასამაგრებელი საცნობი ნიშნები
1. მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევებში − საწარმო ვალდებულია ამ პუნქტით
განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაამაგროს შემდეგი საცნობი ნიშნები:
ა) „ავტომატარებელი“ – კაბინის თავზე ჰორიზონტალურად განლაგებული,
ერთმანეთისაგან 150-დან 300 მმ-მდე დაშორებული სამი ნარინჯისფერი მაშუქი –
მაგრდება ავტომატარებელსა და შესახსრებულ ავტობუსზე;
ბ) „კოტები“ – წვერით ზევით მიმართული თეთრი ტოლგვერდა სამკუთხედი წითელი
არშიით, რომელშიც ჩაწერილია შავი ასო „კ“ (სამკუთხედის გვერდი არანაკლებ 200 მმია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10) – მაგრდება იმ სატრანსპორტო საშუალების უკანა
მხარეს, რომელზედაც დამაგრებულია კოტებიანი სალტეები;
გ) „სახიფათო ტვირთი“ – 400X300 მმ ზომის, სწორკუთხედი, ნარინჯისფერი
ფირფიტა გარშემო 15 მმ სიგანის შავი არშიით − ასეთი ტვირთის გადამზიდავი
სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, ხოლო ცისტერნის შემთხვევაში −
გვერდებზედაც (ფირფიტის ქვედა ნაწილში უნდა აღინიშნოს ტვირთის
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნომერი, ხოლო ზედა ნაწილში − საშიშროების
საიდენტიფიკაციო ნომერი. ისინი უნდა გაიყოს 15 მმ სისქის შავი ჰორიზონტალური
ხაზით, რომელიც ფირფიტას ნახევარ სიმაღლეზე გადაკვეთს);
დ) „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“ – 400X400 მმ ზომის დაფა,
რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე
წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით − მაგრდება არაგაბარიტული
(მსხვილგაბარიტიანი) და ამ კანონის 47-ე მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული
სატრანსპორტო საშუალებების წინა და უკანა მხარეს;
ე) „გრძელი სატრანსპორტო საშუალება“ – არანაკლებ 1200X200 მმ ზომის, ყვითელი
მართკუთხედი 40 მმ სიგანის წითელი არშიით და შუქამრეკლი ზედაპირით –
მაგრდება იმ არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალების
უკანა მხარეს, რომლის სიგრძე ტვირთით ან უიმისოდ აღემატება 20 მეტრს, აგრეთვე
სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაზე, რომელშიც ორი ან ორზე მეტი
მისაბმელია. თუ აღნიშნული ზომის ნიშნის დამაგრება შეუძლებელია, დასაშვებია
დამაგრდეს არანაკლებ 600X200 მმ ზომის ორი ერთნაირი ნიშანი სატრანსპორტო
საშუალების ღერძის სიმეტრიულად;
ვ) „ბავშვების გადაყვანა“ – ყვითელი კვადრატი წითელი არშიით (კვადრატის გვერდი
არანაკლებ 250 მმ-ია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10), 1.24 საგზაო ნიშნის სიმბოლო
შავი გამოსახულებით – მაგრდება იმ ავტობუსის წინა და უკანა მხარეს, რომელსაც
ბავშვთა ჯგუფები გადაჰყავს;
ზ) „სმენადაქვეითებული მძღოლი“ – 160 მმ დიამეტრის ყვითელი წრე შიგნით
ჩახაზული 40 მმ დიამეტრის სამი შავი წრით, რომლებიც განლაგებულია
წარმოსახვითი წვერით ქვევით მიმართული ტოლგვერდა სამკუთხედის კუთხეებში −
მაგრდება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს,
რომელსაც მართავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით
განსაზღვრული სმენადაქვეითებული მძღოლი;
თ) „სასწავლო-სატრანსპორტო საშუალება“ – წვერით ზევით მიმართული თეთრი
ტოლფერდა სამკუთხედი წითელი არშიით, რომელშიც ჩაწერილია შავი ასო „ს“
(სამკუთხედის გვერდი არანაკლებ 200 მმ-ია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10) –
მაგრდება სასწავლო სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს. აგრეთვე
დასაშვებია მსუბუქი ავტომობილის სახურავზე ორმხრივი ნიშნის დაყენება;
ი) „სიჩქარის შეზღუდვა“ – 3.24 საგზაო ნიშნის შემცირებული ფერადი გამოსახულება,
რომელზედაც მითითებულია ნებადართული მოძრაობის სიჩქარე (ნიშნის დიამეტრი
არანაკლებ 160 მმ-ია, არშიის სიგანე – დიამეტრის 1/10) – მაგრდება იმ
არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალების ან სახიფათო
ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების ძარას უკანა მხარეს, მარცხნივ,
რომელსაც მართავს მძღოლად მუშაობის 2 წლამდე სტაჟის მქონე მძღოლი, აგრეთვე
იმ შემთხვევაში, როცა ტექნიკური მახასიათებლით სატრანსპორტო საშუალების
მაქსიმალური სიჩქარე ამ კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულზე
ნაკლებია.
2. მძღოლის სურვილისამებრ, სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება დამაგრდეს
შემდეგი საცნობი ნიშნები:
ა) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ – ყვითელი კვადრატი 150-მმ-იანი
გვერდით და 8.17 საგზაო ნიშნის სიმბოლო შავი გამოსახულებით – შეიძლება
დამაგრდეს იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს,
რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული
შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან სატრანსპორტო საშუალებაზე,
რომელსაც აღნიშნული პირები გადაჰყავს;
ბ) „ექიმი“ − ლურჯი კვადრატი 140-მმ-იანი გვერდით, შიგ ჩახაზული 125 მმ
დიამეტრის თეთრი წრით, რომელზედაც გამოსახულია წითელი ჯვარი (სიმაღლე −
90 მმ, შტრიხის სიგანე − 25 მმ) − შეიძლება დამაგრდეს იმ სატრანსპორტო
საშუალებაზე, რომელსაც ექიმი მძღოლი მართავს;
გ) „მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი“ − საერთაშორისო
მოძრაობაში მყოფი საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების
განმასხვავებელი ნიშანი. ნიშანი არის ელიფსის ფორმის, რომლის ღერძების სიგრძე
არანაკლებ 0,175 მX0,115 მ-ია. ნიშანში ჩაწერილია საქართველოს საერთაშორისო
კოდი „GE“. ლათინური ასოების სიმაღლეა არანაკლებ 0,08 მ-ისა. ისინი გამოსახულია
არანაკლებ 0,01 მ სიგანის შტრიხებით. ასოები დატანილია შავი საღებავით თეთრ
ფონზე (თეთრი ფონი შეიძლება შუქამრეკლი მასალისაგან იყოს დამზადებული).
სატრანსპორტო საშუალებაზე ნიშანი ისე უნდა დამაგრდეს, რომ ის რეგისტრაციის
ნომრად (სახელმწიფო სანომრე ნიშნად) არ იქნეს აღქმული ან არ გაუარესდეს მისი
წაკითხვა.
3. ამ მუხლით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დასამაგრებელი
საცნობი ნიშნები გამოსახულია ამ კანონის დანართ №3-ში.
მუხლი 55. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდა და
მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი მოთხოვნები
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ
კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს,
რომელმაც წარმატებით ჩააბარა შესაბამისი მართვის უფლების მისაღები გამოცდა
(თეორიული ან/და პრაქტიკული).
2. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირი დაიშვება,
თუ:
ა) მან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმატებით გაიარა
მძღოლთა მომზადების თეორიული და პრაქტიკული სწავლების სრული კურსი
მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში/დაწესებულებებში, გარდა ამ მუხლის მე3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) იგი აკმაყოფილებს მართვის უფლების
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
მინიჭებისათვის
საქართველოს
გ) აღმოფხვრილია მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის საფუძველი და
გასულია მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ვადა, გარდა ამ კანონის 59-ე
მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) არ არსებობს მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველი;
ე) იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
3. „B“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე შეიძლება დაიშვას 18 წლის ასაკს მიღწეული
ის პირი, რომელსაც არ გაუვლია სათანადო მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ
დაწესებულებაში. ამ პუნქტით განსაზღვრული წესი აგრეთვე ვრცელდება 21 წლის
ასაკს მიღწეული პირის „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების მისაღებ გამოცდაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
დაშვებისას.
4. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილია
შემდეგი მინიმალური ასაკობრივი ზღვარი:
ა) „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი;
ბ) „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის:
ბ.ა) 21 წელი, თუ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს „A1“
ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
ბ.ბ) 24 წელი, თუ არ არსებობს ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
გარემოება;
გ) „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 16 წელი;
დ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი;
ე) „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 18 წელი;
ვ) „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 18 წელი;
ზ) „C“ და „CE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 21 წელი;
თ) „D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 21 წელი;
ი) „D“ და „DE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 24 წელი;
კ) „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი;
ლ) „S“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 18 წელი;
მ) ტრამვაისათვის − 21 წელი.
5. „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება
მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „B“
კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
6. „C“ და „D“ კატეგორიების, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო
საშუალებების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს „B“ კატეგორიის
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებიდან 1 წლის შემდეგ (ამ
ვადაში არ ითვლება მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის დრო).
7. „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება
მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „C1“
ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
8. „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება
მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „D1“
ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
9. „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება
მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „B“
კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
10. „CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება
მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „C“
კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
11. „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება
მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „D“
კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
12. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ გარემოებათა არსებობისას
სავალდებულოა უფლებამოსილი ორგანოს მიერ პირის სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვებისას, აგრეთვე შეჩერებული,
ჩამორთმეული
მართვის
უფლების
აღდგენისას
პირის
ჯანმრთელობის
მდგომარეობის სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის
მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
13. პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ კანონის
54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო
საშუალებათა
მართვაზე
დაუწესდა
შეზღუდვა,
დაკავშირებული
რაიმე
მოწყობილობის ტარებასთან ან/და სატრანსპორტო საშუალების ადაპტაციასთან,
ან/და შეეზღუდა რაიმე ქმედების განხორციელება ან/და დაუწესდა სხვა შეზღუდვა,
მძღოლისათვის მინიჭებულ მართვის უფლებას იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ ამ
შეზღუდვებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში. ამ
პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები კოდირებული სახით აისახება მართვის
მოწმობაში. გარდა ამ პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვებისა, მართვის მოწმობაში
შეიძლება დადგენილი წესით მიეთითოს დამატებითი ინფორმაციის შემცველი
მონაცემები.
14. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების
სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის
მოთხოვნები, ამ მოთხოვნებთან პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობის
დამდგენი უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული,
მართვასთან დაკავშირებული კოდირებული შეზღუდვები და მათი დაწესების
პირობები, აგრეთვე დამატებითი ინფორმაციის შემცველი მონაცემების მითითების
წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
15. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნებიც.
16. სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს ამ
მუხლით განსაზღვრულისგან განსხვავებული მოთხოვნები.
17. ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას პირი,
რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვისას არ ასრულებს შეზღუდვებით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ითვლება მართვის უფლების არმქონედ.