„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
22.04.2015,
სარეგისტრაციო
კოდი:
270000000.05.001.017705) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი:
,,ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და მის სისტემაში
შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:‘‘.
2. მე-9 მუხლის:
ა) ,,ვ.ბ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ.ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების
(ტერიტორიული ორგანოების ჩათვლით) ადგილმდებარეობისა და საკონტაქტო ინფორმაციის
შესახებ;‘‘;
ბ) ,,თ‘‘ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) 5 წლის განმავლობაში შეინახოს ამ კანონის საფუძველზე წარმოებული დოკუმენტაცია
(მათ შორის, დადებული ხელშეკრულებები) და, მიმართვის შემთხვევაში, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული
ორგანოსთვის მისი ხელმისაწვდომობა;
ი) განსაზღვრული პერიოდულობით, დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის სფეროში
განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში;“.
3. მე-13 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კონსულტაციის მისაღებად შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო
მმართველობის განმახორციელებელ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სისტემაში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოს აცნობოს თავისი განზრახვის
შესახებ და წარუდგინოს მას უცხოელ დამსაქმებელთან დადებული შრომითი
ხელშეკრულების ასლი ან/და ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებული
ქართულენოვანი ასლი, თუ ეს ხელშეკრულება ქართულ ენაზე არ არის დადებული;
ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი
ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით მიიღოს ინფორმაცია შრომითი მიგრაციის სფეროში
სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოების მისამართებისა და
საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ.“.
4. მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის
განხილვის, ადმინისტრაციული სახდელის დადების და, საჭიროების შემთხვევაში,
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სააღსრულებო
ფურცლის გამოწერისა და აღსასრულებლად წარდგენის უფლება აქვს საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი
ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილ პირს.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა ან მის
სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირი ამ კანონის მე-15
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საქმეზე
სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს – გამოუწერს
საჯარიმო
ქვითარს,
რომელიც
იმავდროულად
არის
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
4. ამ თავით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის
წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანებით.“.
5. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ამ კანონის
საფუძველზე ინფორმაციის მიუწოდებლობა/ანგარიშის წარუდგენლობა
1. საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის
განმახორციელებელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის
საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის
(წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) მიერ საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ამ კანონის საფუძველზე ინფორმაციის
მიუწოდებლობა/ანგარიშის წარუდგენლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.‘‘.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს
მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია,
რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს
ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის
უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-6, მე-9, მე-13-მე-14 და მე-16
მუხლებში, სადაც ხდება ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის
სამინისტროს/მინისტრის სახელწოდების საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროთი/მინისტრით ჩანაცვლება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 6. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში
საქართველოს სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების,
საქართველოს სახელმწიფო მინისტრებისა და მათი აპარატების და სხვა ადმინისტრაციული
ორგანოების უფლება-მოვალეობები
1. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში
საქართველოს სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრებისა და მათი
აპარატების ზოგადი უფლება-მოვალეობებია:
ა) შრომითი მიგრაციის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში
მონაწილეობა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მისი განხორციელების
უზრუნველყოფა;
ბ) შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით
წინადადებების მომზადება;
გ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების საკუთარი
კომპეტენციის ფარგლებში შესრულება;
დ) შრომითი მიგრაციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის და პარტნიორობის
განვითარების ხელშეწყობა;
ე) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და
კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
2. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში
საქართველოს ცალკეული სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული
ორგანოების სპეციფიკური უფლება-მოვალეობებია:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და მის
სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის
ფარგლებში:
ა.ა) პირის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი
შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან დამოუკიდებლად
გასვლასთან ან/და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული
საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განმახორციელებელი სუბიექტის დახმარებით
გასვლასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის
მიწოდების უზრუნველყოფა;
ა.ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების
დასადებად წინადადებებისა და პროექტების მომზადება;
ა.გ) შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების
დებულებების და ანგარიშგებითი ვალდებულებების შესრულების კოორდინირება;
ა.დ) შრომითი მიგრაციის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საინფორმაციო და ანალიტიკური
საქმიანობების განხორციელების ხელშეწყობა;
ა.ე) შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის
კოდექსი“ განსაზღვრულ სოციალურ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ ადგილობრივ
და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება;
ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის საფუძველზე წარმოებული დოკუმენტაციის
საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის
განმახორციელებელი სუბიექტისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და
დადგენილ შემთხვევებში გამოთხოვა;
ა.ზ) შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების გამოცემა;
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან/და მის სისტემაში
ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
შემავალი
ბ.ა) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი
ორგანოებისათვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს ვიზის
მიმღები უცხოელების და მათზე გაცემული საქართველოს ვიზის კატეგორიების შესახებ
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
შესაბამისი
მონაცემების
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული
ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
გ.ა) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი
ორგანოებისათვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოში ბინადრობის
ნებართვის მიმღები უცხოელების და მათზე გაცემული საქართველოში ბინადრობის
ნებართვის სახეების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
გ.ბ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის
განმახორციელებელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის
საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის
(წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) საქმიანობის რეგისტრაცია და მისი
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
შესაბამისი
მონაცემების
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და მის სისტემაში
ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
შემავალი
დ.ა) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი
ორგანოებისათვის საქართველოში შემოსული და მყოფი უცხოელების და საქართველოში
მათი შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ.ბ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი
საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან გამსვლელი პირების აღრიცხვის
წარმოება
და
შრომითი
მიგრაციის
სფეროში
სახელმწიფო
მმართველობის
განმახორციელებელი
ორგანოებისათვის
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესს
განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
4. საქართველოს სამინისტროები და მათ სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოები,
საქართველოს სახელმწიფო მინისტრები და მათი აპარატები, აგრეთვე სხვა
ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, ამ კანონით გათვალისწინებული
უფლებამოსილებების განხორციელებისას დაიცვან შესაბამის სუბიექტთა პერსონალური
მონაცემები.
მუხლი 9. იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის,
მუდმივი დაწესებულების) ვალდებულებები
იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი
დაწესებულება), რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ
შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან, ვალდებულია:
ა) დარეგისტრირდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დაიცვას
საქმიანობის პირობები;
ბ) უცხოელ დამსაქმებელთან დადოს შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება, მიიღოს
ზომები უცხოელი დამსაქმებლის შესახებ არსებული ინფორმაციის შესამოწმებლად;
გ) იმ პირთან, რომელსაც საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების
მომსახურებას (მომსახურებებს) უწევს, დადოს შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ
ხელშეკრულება;
დ) უზრუნველყოს უცხოელი დამსაქმებლის მიერ შრომით ემიგრანტთან შრომითი
ხელშეკრულების დადება;
ე) შრომით ემიგრანტთან დადოს შრომითი ხელშეკრულება უცხოელი დამსაქმებლის
დავალებით, თუ ამას ითვალისწინებს ამ დამსაქმებელსა და იურიდიულ პირს,
ინდივიდუალურ მეწარმეს ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის ფილიალს (წარმომადგენლობას, მუდმივ დაწესებულებას) შორის
დადებული შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება;
ვ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის მიზნით საქართველოდან გამსვლელ
შრომით ემიგრანტს გამგზავრებამდე მიაწოდოს ინფორმაცია:
ვ.ა) საქართველოსა და შრომითი მოწყობის სახელმწიფოში შრომითი მიგრაციის
მარეგულირებელი აქტების მოთხოვნების, აგრეთვე ამ სახელმწიფოებში შესვლისა და ყოფნის
და აღნიშნული სახელმწიფოებიდან გასვლის წესების შესახებ;
ვ.ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
ადმინისტრაციული
ორგანოების
(ტერიტორიული
ორგანოების
ჩათვლით)
ადგილმდებარეობისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ;
ვ.გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო
დაწესებულებების (მათი არსებობის შემთხვევაში) ადგილმდებარეობისა და საკონტაქტო
ინფორმაციის შესახებ;
ზ) აღრიცხოს ის პირები, რომლებსაც საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობაში
დახმარების მომსახურება (მომსახურებები) გაუწია;
თ) 5 წლის განმავლობაში შეინახოს ამ კანონის საფუძველზე წარმოებული დოკუმენტაცია (მათ
შორის, დადებული ხელშეკრულებები) და, მიმართვის შემთხვევაში, საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
უზრუნველყოს
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ან/და მის სისტემაში შემავალი
ადმინისტრაციული ორგანოსთვის მისი ხელმისაწვდომობა;
ი) განსაზღვრული პერიოდულობით, დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის სფეროში
განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში;
კ) შეასრულოს სხვა ვალდებულებები ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
მუხლი 13. საქართველოს მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობისა და
ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან
დამოუკიდებლად გამსვლელი პირის უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი
ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის პირობები
საქართველოს მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობისა და
ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან
დამოუკიდებლად გამსვლელი პირის უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი
ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად ამ პირს უფლება აქვს:
ა) კონსულტაციის მისაღებად შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის
განმახორციელებელ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სისტემაში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოს აცნობოს თავისი განზრახვის
შესახებ და წარუდგინოს მას უცხოელ დამსაქმებელთან დადებული შრომითი
ხელშეკრულების ასლი ან/და ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებული
ქართულენოვანი ასლი, თუ ეს ხელშეკრულება ქართულ ენაზე არ არის დადებული;
ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში
შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით მიიღოს ინფორმაცია შრომითი მიგრაციის
სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოების მისამართებისა და
საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ.
მუხლი 14. პასუხისმგებლობის საფუძვლები
1.
შრომითი
მიგრაციის
სფეროში
არსებული
მოთხოვნების
დარღვევისათვის
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონით. ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება
აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ხოლო ამ
კანონის საფუძველზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის)
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმეზე ექვემდებარება აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის
განხილვის, ადმინისტრაციული სახდელის დადების და, საჭიროების შემთხვევაში,
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სააღსრულებო
ფურცლის გამოწერისა და აღსასრულებლად წარდგენის უფლება აქვს საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი
ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილ პირს.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან მის
სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირი ამ კანონის მე-15
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საქმეზე
სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს – გამოუწერს
საჯარიმო
ქვითარს,
რომელიც
იმავდროულად
არის
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
4. ამ თავით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის
წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 16. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის
ამ კანონის საფუძველზე ინფორმაციის მიუწოდებლობა/ანგარიშის წარუდგენლობა
1. საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის
განმახორციელებელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის
საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის
(წარმომადგენლობის,
მუდმივი
დაწესებულების)
მიერ
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ამ კანონის საფუძველზე
ინფორმაციის მიუწოდებლობა/ანგარიშის წარუდგენლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.