„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), 21/03/2018,
სარეგისტრაციო კოდი: 030000000.05.001.018778) საქართველოს კანონის პირველი მუხლი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის VII15 თავი:
„თავი VII15. ადმინისტრაციული სამართალწარმოება შრომის უსაფრთხოების ნორმების
დარღვევისათვის სამუშაო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით
მუხლი 2161. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობის
განხილვა
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის
უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახურის მიერ
წარდგენილ სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას
სასამართლო განიხილავს 48 საათის განმავლობაში, მხარეთათვის შეუტყობინებლად.
საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია დაადგინოს აღნიშნული შუამდგომლობის
ზეპირი განხილვაც, თუ ეს ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. შუამდგომლობის
ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო
და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის
განხილვასა და გადაწყვეტას.
2. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან
დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება განჩინების
ფორმით.
მუხლი 2162. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან
დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრება
1. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან
დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს
სააპელაციო სასამართლოში.
2. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან
დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე საჩივარი შეიტანება ამ განჩინების მიმღებ
სასამართლოში, მხარისთვის განჩინების ასლის გადაცემიდან 48 საათში.
3. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის
სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული საქმის მასალების ასლები მეორე
მხარესაც ეგზავნება.
4. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს ერთპიროვნულად, შეტანიდან 48
საათში, ამ კოდექსის 2161 მუხლით დადგენილი წესით.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს
მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია,
რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს
ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის პირველ მუხლში, სადაც ხდება
ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სახელწოდების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროთი
ჩანაცვლება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
(რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი
(მათი) ამოღება
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის VII15 თავი:
„თავი VII15. ადმინისტრაციული სამართალწარმოება შრომის უსაფრთხოების ნორმების
დარღვევისათვის სამუშაო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით
მუხლი 2161. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობის განხილვა
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის
უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახურის მიერ წარდგენილ
სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს
48 საათის განმავლობაში, მხარეთათვის შეუტყობინებლად. საჭიროების შემთხვევაში,
სასამართლოს შეუძლია დაადგინოს აღნიშნული შუამდგომლობის ზეპირი განხილვაც, თუ ეს
ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. შუამდგომლობის ზეპირი განხილვის
შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა
გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
2. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე
უარის თქმის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით.
მუხლი 2162. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან
დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრება
1. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე
უარის თქმის შესახებ განჩინება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო
სასამართლოში.
2. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე
უარის თქმის შესახებ განჩინებაზე საჩივარი შეიტანება ამ განჩინების მიმღებ სასამართლოში,
მხარისთვის განჩინების ასლის გადაცემიდან 48 საათში.
3. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო
სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული საქმის მასალების ასლები მეორე მხარესაც ეგზავნება.
4. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს ერთპიროვნულად, შეტანიდან 48 საათში, ამ
კოდექსის 2161 მუხლით დადგენილი წესით.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.“.