„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (ვებგვერდი
www.matsne.gov.ge
გამოქვეყნების
თარიღი:
15/12/2016,
სარეგისტრაციო
კოდი:
010170000.05.001.018235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამინისტრო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;“;
ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) დაკავება – თავშესაფრის მაძიებლისათვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა
სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში/დროებითი განთავსების ცენტრში
მოთავსებით;“;
გ) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წ) მინისტრი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;“;
2. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
3. 24-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურაში
ან პენიტენციურ დაწესებულებაში“;
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც დაკავებულია საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, ან საქართველოდან გაძევების მიზნით,
ანდა ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზე, უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვა
მოითხოვოს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, სამინისტროში,
საქართველოს პროკურატურაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში.
2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, მოითხოვოს
საერთაშორისო დაცვა და ამის შესახებ თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა
ენაზე
აცნობოს
სამინისტროს,
საქართველოს
პროკურატურის,
პენიტენციური
დაწესებულების ან სხვა საპატიმრო დაწესებულების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს პროკურატურის ან პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილმა
თანამდებობის პირმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს სამინისტროს ინფორმირება იმ
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ, რომელმაც მოითხოვა საერთაშორისო
დაცვა, და სამინისტროს არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა უნდა გადაუგზავნოს საერთაშორისო
დაცვაზე განცხადება.“;
4. 43-ე მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
5. 56-ე მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში დარჩეს მიმღებ ცენტრში,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი პენიტენციურ დაწესებულებაში, სამინისტროს
დროებითი მოთავსების იზოლატორში ან სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში ან
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების
იზოლატორში იმყოფება;
ზ) მიიღოს თავშესაფრის მაძიებლის ცნობა და ამ ცნობის საფუძველზე – დროებითი
საიდენტიფიკაციო მოწმობა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში.
დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა არ გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც თავშესაფრის
მაძიებელი პენიტენციურ დაწესებულებაში ან სამინისტროს დროებითი განთავსების
ცენტრში იმყოფება;“;
6. 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 67. სამინისტრო
1. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის
უფლების განხორციელებას.
2. ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სამინისტრო:
ა) ახდენს თავშესაფრის მაძიებლის იდენტიფიკაციას და შესაბამისი სტატუსის
განსაზღვრისას ამოწმებს მიწოდებულ ფაქტებს, საჭიროების შემთხვევაში ამოწმებს
საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსული თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის
ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და საჯარო
მართლწესრიგისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხს;
ბ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსული თავშესაფრის მაძიებლის,
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხზე რეკომენდაციის
მისაღებად;
გ) ამოწმებს თავშესაფრის მაძიებლის დოკუმენტებს სასაზღვრო გამტარ პუნქტში;
დ) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტავს ამ
კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებას და მოვალეობებს,
აგრეთვე თავშესაფრის პროცედურას იმ შემთხვევაში, როდესაც იგი თავშესაფარს სასაზღვრო
გამტარ პუნქტში ითხოვს;
ე) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის
შემთხვევაში უზრუნველყოფს მის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიღებას და
არგაძევებას ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული არგაძევების პრინციპის დაცვით;
ვ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის
შემთხვევაში ატარებს მასთან პირველად გასაუბრებას;
ზ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის
შემთხვევაში იღებს მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, მიუხედავად იმისა, აქვს თუ
არა ამ პირს სამგზავრო დოკუმენტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ მას
არ გააჩნია სამგზავრო დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, საერთაშორისო
დაცვაზე განცხადება დგება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ მიწოდებული
ინფორმაციის საფუძველზე;
თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავს იმ პირის საქართველოდან
გაძევების საკითხს, რომელსაც ამ კანონით გათვალისწინებული თავშესაფრის პროცედურის
შესაბამისად არ მიენიჭა ამ კანონით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი, ან რომელსაც
ამაზე უარი ეთქვა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, ან რომელსაც
ამ კანონის შესაბამისად შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა მინიჭებული სტატუსი;
ი) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აცნობებს ამ კანონით
გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად სამინისტროს მიერ თავშესაფრის მაძიებლის
საქმეზე მიღებული ამ კანონით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭებაზე უარის
თქმის შესახებ გადაწყვეტილების ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო
გადაწყვეტილების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თავშესაფრის მაძიებლის
მოთხოვნა მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების შესახებ;
კ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურს თავშესაფრის მაძიებლის პიროვნების იდენტიფიკაციაში დახმარების მისაღებად,
თუ სამინისტრო თავად ვერ ახდენს პირის იდენტიფიცირებას;
ლ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უგზავნის თავშესაფრის მაძიებელთა
და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა სიებს მათზე დროებითი საიდენტიფიკაციო
მოწმობისა და ბინადრობის მოწმობის გაცემის მიზნით. სამინისტრო ამ სააგენტოს ასევე
აწვდის თავშესაფრის მაძიებლისათვის ამ კანონით გათვალისწინებული სტატუსის
მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული
სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის თაობაზე ინფორმაციას მათზე გაცემული
დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, დროებითი ბინადრობის მოწმობისა და
ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის/სამგზავრო პასპორტის გაუქმების მიზნით;
მ) თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების
განხორციელების უზრუნველყოფისას თანამშრომლობს ამ კანონის აღსრულებისთვის
პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის,
საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის
წარმომადგენლობასთან;
ნ) საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი
კომისრის წარმომადგენლობას აწვდის თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის
მქონე პირთა შესახებ ინფორმაციას;
ო) ახორციელებს მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას;
პ) ანაზღაურებს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის საფუძველზე
თავშესაფრის მაძიებლისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირისათვის ჩატარებული
შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს;
ჟ) ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მინისტრი უფლებამოსილია ამ კანონით სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ
საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს
შესაბამისი ნორმატიული აქტები.“;
7. 68-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;
8. 72-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 72. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება
- სპეციალური პენიტენციური სამსახური
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური:
ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის
შემთხვევაში ახდენს მისი საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებას,
ამასთანავე, მისთვის გასაგებ ენაზე, წერილობით განუმარტავს მას საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებას და
შესაბამის დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ უგზავნის სამინისტროს;
ბ) სასჯელის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 2 კვირისა, ხოლო სხვა საფუძვლით
გათავისუფლებისას – გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულებას -სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში
მყოფი თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის გათავისუფლების
თარიღს;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს უფლებამოსილი
თანამდებობის პირის (პირების) თავშესაფრის მაძიებელთან ან საერთაშორისო დაცვის მქონე
პირთან შეხვედრის ორგანიზებას დაკავების ადგილას ან პენიტენციურ დაწესებულებაში;
დ) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
უზრუნველყოფს უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის (პირებისთვის) თავშესაფრის
მაძიებლის დოკუმენტების ასლების გადაგზავნას, მათ შორის, სამგზავრო დოკუმენტისა,
მისი არსებობის შემთხვევაში;
ე) სამინისტროს აწვდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის
პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის
მქონე პირის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, დაქტილოსკოპიურ მონაცემებს.“.
9. 74-ე და 75-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 74. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:
ა) უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ
კანონის 56-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტითა და
61-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას;
ბ)
სამინისტროს
მიმართვის
საფუძველზე
მეურვით/მზრუნველით/მხარდამჭერით
უზრუნველყოფს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანს და იმ
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირს,
რომელიც
საჭიროებს
კანონიერი
წარმომადგენლის ყოლას, ამასთანავე, არასრულწლოვანს განათავსებს არასრულწლოვნის
საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით;
გ) ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობს სამინისტროსთან.
მუხლი 75. საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო:
ა) თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ზოგადი
განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფს ქართულ ენაში მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამის
განხორციელებას.
თავშესაფრის
მაძიებლისა
და
საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამაზე ჩარიცხვის წესი, პროგრამის შინაარსი, განხორციელების ვადები და
დაფინანსების წესი განისაზღვრება საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის
მინისტრის ბრძანებით;
ბ) უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ
ამ კანონის 56-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტითა
და 61-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას;
გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე
უგზავნის მას ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის
მიერ ამ კანონის 56-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“
ქვეპუნქტითა და 61-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით
სარგებლობის თაობაზე;
დ) ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობს სამინისტროსთან.“;
10. 78-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს
მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია,
რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს
ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის
უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლის „ა“, „პ“ და „წ“
ქვეპუნქტებში, ხდება მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის ამოღება, ახლებურად ყალიბდება 24-ე
მუხლის სათაური და ცვლილება შედის ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებში, ხდება
43-ე მუხლის მე-7 პუნქტის ამოღება, ცვლილება შედის კანონის 56-ე მუხლის „ვ“ და „ზ“
ქვეპუნქტებში, 67-ე მუხლში, ხდება 68-ე მუხლის ამოღება, ცვლილება შედის კანონის 72-ე
მუხლში, 74-ე მუხლში, 75-ე მუხლში და ხდება 78-ე მუხლის მე-4 პუნქტის ამოღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
ვალდებულებები.
მიღებით
არ
წარმოიქმნება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
მიმართება
არ ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
საერთაშორისო
მრავალმხრივ
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მოქმედი მუხლები
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
იძულებით
ბ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ
საქართველოში საერთაშორისო დაცვის მიღების ნების გამოხატვა პირდაპირ ან არაპირდაპირ,
ზეპირად ან წერილობით;
გ) თავშესაფრის პროცედურა – სამართლებრივი პროცესი, რომელიც მოიცავს ამ კანონის
აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებულ
ქმედებებს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მომენტიდან საერთაშორისო დაცვის თაობაზე
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების
კანონიერ ძალაში შესვლამდე;
დ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადება – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის
წერილობითი განცხადება, რომლითაც იგი საქართველოში ითხოვს ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას;
ე) თავშესაფრის მაძიებელი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც
საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც
სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო
გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა;
ვ) საერთაშორისო დაცვა – თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
და ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი
პირის უფლებების დაცვა ამ კანონით დადგენილი წესით;
ზ) თავშესაფრის მაძიებლის ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელის ან
მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვას და
საქართველოში მის კანონიერ ყოფნას;
თ) ლტოლვილი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-15
მუხლის საფუძველზე მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი;
ი) ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი,
რომელსაც ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი;
კ) დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი,
რომელსაც ამ კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე მიენიჭა დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი
პირის სტატუსი;
ლ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირი – ლტოლვილი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი
ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი;
მ) არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი – არასრულწლოვნის უსაფრთხოების,
კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, სოციალურ-
ეკონომიკური და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და
არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის
გათვალისწინებით განისაზღვრება და შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
1989 წლის „ბავშვის უფლებათა კონვენციას“;
ნ) წარმოშობის ქვეყანა – უცხოელის მოქალაქეობის ქვეყანა, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე
პირის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა;
ო) უფლებამოსილი თანამდებობის პირი – სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული
ქვედანაყოფის მოსამსახურე, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს
მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დელეგირებული
უფლებამოსილების საფუძველზე;
პ) დაკავება – თავშესაფრის მაძიებლისათვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი
განთავსების ცენტრში მოთავსებით;
ჟ) საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლა – საქართველოს სახელმწიფო
საზღვრის გადმოკვეთა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვა უკანონო გზით;
რ) შიდა გადაადგილების ალტერნატივა – წარმოშობის ქვეყანაში გარკვეულ ტერიტორიაზე
თავშესაფრის მაძიებლის გადაადგილების შესაძლებლობა, სადაც მას არ აქვს დევნის
საფუძვლიანი შიში, ან იგი არ დგას სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე, ან მას ხელი
მიუწვდება დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან აღნიშნული ქვეყნის სახელმწიფო უწყებათა
მიერ ეფექტიან და ხანგრძლივ დაცვაზე და სადაც შესაძლებელია უსაფრთხოდ ჩავიდეს,
კანონიერად იქნეს დაშვებული და დასახლდეს, ამასთანავე, ხელი მიუწვდებოდეს ადამიანის
უფლებათა პატივისცემასა და ეკონომიკური გადარჩენის შესაძლებლობაზე;
ს) ოჯახის წევრი – თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მეუღლე
ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პარტნიორი, ამ პირთა არასრულწლოვანი
შვილები რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული ქორწინებიდან და წარმოშობის ქვეყნის
სამართლის საფუძველზე შვილად აყვანილი არასრულწლოვნები, დედა, მამა, საერთაშორისო
დაცვის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი, განსაზღვრული წარმოშობის
ქვეყნის სამართლით ან წარმოშობის ქვეყანაში არსებული პრაქტიკით, აგრეთვე
განმცხადებლის ან მისი მეუღლის მშობელი და დასაოჯახებელი სრულწლოვანი შვილი,
რომლებიც მასზე არიან დამოკიდებული, ან მხარდაჭერის მიმღები პირი (პირები);
ტ) ოჯახის გაერთიანება – ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საერთაშორისო
დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და ცხოვრება;
უ) წარმოებული სტატუსი – ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საერთაშორისო
დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრისათვის მინიჭებული სტატუსი;
ფ) მასობრივი შემოსვლა – ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაკადის მიერ საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა, რასთან
გამკლავებას ან რეაგირებას ინდივიდუალური თავშესაფრის პროცედურა ვერ
უზრუნველყოფს;
ქ) ნებაყოფლობითი რეპატრიაცია – საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ წარმოშობის
ქვეყანაში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მის
მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მატერიალური იძულების გარეშე;
ღ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირი – არასრულწლოვანი, კანონიერი წარმომადგენლის
გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანი, ხანდაზმული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირი, ორსული, მარტოხელა მშობელი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი,
სერიოზული ფიზიკური ან/და ფსიქიკური დაავადების მქონე პირი, პოსტტრავმული
აშლილობის მქონე პირი, წამების, გაუპატიურების, ფსიქოლოგიური, ფიზიკური,
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, აგრეთვე სხვა პირი, რომელიც საჭიროებს
განსაკუთრებულ პროცედურულ გარანტიებს, რათა ისარგებლოს ამ კანონით განსაზღვრული
უფლებებით და შეასრულოს ამავე კანონით გათვალისწინებული მოვალეობები;
ყ) მიმღები ცენტრი – თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ადგილი;
შ) ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი – „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951
წლის კონვენციის 28-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტი;
ჩ) სამგზავრო პასპორტი – ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი;
ც) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა – „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული დოკუმენტი;
ძ) კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანი – არასრულწლოვანი,
რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მშობლების ან მასზე პასუხისმგებელი
სრულწლოვანი პირის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის თანხლების გარეშე გადმოკვეთა
და რომელიც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვის მომენტისთვის არ
სარგებლობს
მშობლების
ან
მასზე
პასუხისმგებელი
სრულწლოვანი
პირის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის
წარმომადგენლობით,
აგრეთვე
არასრულწლოვანი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ
მშობლების
ან
მასზე
პასუხისმგებელი
სრულწლოვანი
პირის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის თანხლების გარეშე აღმოჩნდა;
წ)
მინისტრი
–
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;
იძულებით
ჭ) მონაცემთა ბაზა – თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა
შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს სამინისტრო;
ხ) ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები – ამ კანონის X
თავით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები;
ჯ) სახელმწიფო უწყება – სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო
დაწესებულება;
ჰ) მარტოხელა მშობელი – თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი –
დედა ან მამა არასრულწლოვან შვილთან (შვილებთან) ერთად.
მუხლი 9. დაკავება
1. დაკავება არის უკიდურესი ზომა, რომელიც დისკრიმინაციული არ უნდა იყოს და მხოლოდ
კანონიერ მიზანს უნდა ემსახურებოდეს.
2. თავშესაფრის მაძიებლის დაკავება ხდება, თუ:
ა)
არსებობს
მისი
მიმალვის
ან/და
უფლებამოსილ
თანამშრომლობისათვის თავის არიდების საფრთხე;
თანამდებობის
პირთან
ბ) ვერ ხერხდება მისი იდენტიფიცირება;
გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას.
3. თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისას გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესი.
4. დაკავებული თავშესაფრის მაძიებელი სხვა სახის სამართალდამრღვევთაგან
განცალკევებით უნდა მოთავსდეს. ქალი და მამაკაცი უნდა მოთავსდნენ ცალ-ცალკე, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც ისინი ერთმანეთისთვის ოჯახის წევრები არიან. არასრულწლოვანი
უნდა მოთავსდეს სრულწლოვნისაგან განცალკევებით, თუ ისინი ერთმანეთისთვის ოჯახის
წევრები არ არიან. ოჯახის ერთიანობა უნდა იყოს შენარჩუნებული, თუ არ არსებობს
უსაფრთხოების სხვა საფუძვლები, რომლებიც მის წევრთა განცალკევებას საჭიროებს.
5. თავშესაფრის მაძიებლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის
დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების მიზნით საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მიმართვის წესი და პროცედურა განისაზღვრება
მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ნორმატიული აქტით.
მუხლი 24. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა სამინისტროში, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში, საქართველოს პროკურატურაში ან პენიტენციურ
დაწესებულებაში
1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც დაკავებულია საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, ან საქართველოდან გაძევების მიზნით,
ანდა ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზე, უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვა
მოითხოვოს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, სამინისტროში,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში, საქართველოს
პროკურატურაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში.
2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, მოითხოვოს
საერთაშორისო დაცვა და ამის შესახებ თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე
აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს,
საქართველოს პროკურატურის, პენიტენციური დაწესებულების ან სხვა საპატიმრო
დაწესებულების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილი თანამდებობის
პირები უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს აწვდიან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის
შესაძლებლობისა და თავშესაფრის პროცედურის შესახებ ინფორმაციას.
4. საექსტრადიციო პროცედურების ჩატარებისას ან საქართველოდან გაძევების საკითხის
განხილვისას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვის
მოთხოვნით მიმართოს ამ მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებებს, ამ უწყებათა
უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის
შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
უცხოელისაგან ან მოქალაქეობის არმქონე პირისაგან დამოუკიდებელი გარემოებების
არსებობისას, რომლებიც ხელს უშლის საერთაშორისო დაცვის ამ პუნქტით დადგენილ ვადაში
მოთხოვნაში, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ამ გარემოებების არსებობის ვადისა.
საექსტრადიციო პროცედურების ჩატარებისას ან საქართველოდან გაძევების საკითხის
განხილვისას ამ მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებათა უფლებამოსილი
თანამდებობის პირები უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ
აწვდიან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციას.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის ან
პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა დაუყოვნებლივ უნდა
მოახდინოს სამინისტროს ინფორმირება იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის
შესახებ, რომელმაც მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, და სამინისტროს არაუგვიანეს 3 სამუშაო
დღისა უნდა გადაუგზავნოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება.
მუხლი 43. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის
თქმის შესახებ გადაწყვეტილება
1. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.
2. თავშესაფრის მაძიებელს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის
მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე და
მისთვის გასაგებ ენაზე ნათარგმნი) ეგზავნება/გადაეცემა 3 სამუშაო დღის ვადაში,
გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის და „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
უფასო
იურიდიული
დახმარებით
სარგებლობის
შესაძლებლობის თაობაზე ინფორმაციის მითითებით.
3. თავშესაფრის მაძიებლისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან
მის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების თავშესაფრის
მაძიებლის მიზეზით ჩაუბარებლობის შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება მისთვის
ჩაბარებულად ჩაითვლება ჩაუბარებლობის შესახებ შეტყობინების სამინისტროს მიერ მიღების
დღიდან.
4. თუ ოჯახის წევრთა საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას ერთი და იგივე საფუძველი აქვს,
საერთაშორისო დაცვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება განმცხადებლის ოჯახის
წევრებზედაც ვრცელდება.
5. თავშესაფრის მაძიებლისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან
მის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება საქმის არსებით ფაქტობრივ
გარემოებებს და შესაბამის მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს.
6. თუ თავშესაფრის მაძიებელს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი
ეთქვა, ან პირს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა,
ამასთანავე, შეუძლებელია მისი გაძევება წარმოშობის ქვეყანაში, „უცხოელთა და
მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, მას შეიძლება მიეცეს საქართველოში დროებითი ყოფნის
უფლება.
7. უფლებამოსილი თანამდებობის პირი თავშესაფრის მაძიებლისათვის ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირებისათვის უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულს.
8. თავშესაფრის მაძიებლისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე
უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ ან ამ
გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრების
შემთხვევაში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე
სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უცხოელი ან
მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ
არსებობს.
მუხლი 56. თავშესაფრის მაძიებლის უფლებები
თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს:
ა) არ იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის
საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო არ მიიღებს
გადაწყვეტილებას ან სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში;
ბ) მიიღოს ინფორმაცია თავისი უფლება-მოვალეობებისა და თავშესაფრის პროცედურის
შესახებ;
გ) შესაძლებლობის შემთხვევაში გასაუბრება ჩაუტაროს იმავე სქესის უფლებამოსილმა
თანამდებობის პირმა და ისარგებლოს იმავე სქესის თარჯიმნის მომსახურებით;
დ) თავშესაფრის პროცედურის განხორციელებისას ისარგებლოს თარჯიმნის უფასო
მომსახურებით;
ე) საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავის
წარმოებისას ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარებით „იურიდიული დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ვ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში დარჩეს მიმღებ ცენტრში,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში ან
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების
იზოლატორში იმყოფება;
ზ) მიიღოს თავშესაფრის მაძიებლის ცნობა და ამ ცნობის საფუძველზე – დროებითი
საიდენტიფიკაციო მოწმობა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში.
დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა არ გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც თავშესაფრის
მაძიებელი პენიტენციურ დაწესებულებაში ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება;
თ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად უზრუნველყოფილი იყოს სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო
პირობებით;
ი) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სკოლამდელი და ზოგადი განათლების
უფლებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს
პროფესიული და უმაღლესი განათლების უფლებით;
კ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის
პროგრამებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი
შემთხვევებისა;
ლ) ნებაყოფლობით გამოიხმოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება;
მ) საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავის
წარმოებისას გათავისუფლდეს სასამართლო ბაჟის გადახდისაგან;
ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ისარგებლოს შრომის უფლებით, კერძოდ,
დასაქმდეს დამოუკიდებლად ან სხვა დამსაქმებლის მეშვეობით;
ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადმინისტრაციული
ორგანოებისადმი და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით;
პ) იყოს ინფორმირებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს
კომისართან დაკავშირების შესაძლებლობის შესახებ;
ჟ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე
პირისათვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 67. სამინისტრო
1. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის
უფლების განხორციელებას.
2. ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სამინისტრო:
ა) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსული თავშესაფრის მაძიებლის,
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხზე რეკომენდაციის
მისაღებად;
ბ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსული თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის
ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და საჯარო
მართლწესრიგისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე რეკომენდაციის
მისაღებად;
გ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თავშესაფრის მაძიებლის პიროვნების
იდენტიფიკაციაში დახმარების მისაღებად, თუ სამინისტრო თავად ვერ ახდენს პირის
იდენტიფიცირებას;
დ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აცნობებს ამ კანონით
გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად სამინისტროს მიერ თავშესაფრის მაძიებლის
საქმეზე მიღებული ამ კანონით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭებაზე უარის
თქმის შესახებ გადაწყვეტილების ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო
გადაწყვეტილების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თავშესაფრის მაძიებლის
მოთხოვნა მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების შესახებ;
ე) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უგზავნის თავშესაფრის მაძიებელთა და
საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა სიებს მათზე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობისა
და ბინადრობის მოწმობის გაცემის მიზნით. სამინისტრო ამ სააგენტოს ასევე აწვდის
თავშესაფრის მაძიებლისათვის ამ კანონით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებაზე უარის
თქმის შესახებ და საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის
შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის თაობაზე ინფორმაციას მათზე გაცემული დროებითი
საიდენტიფიკაციო მოწმობის, დროებითი ბინადრობის მოწმობისა და ლტოლვილის
სამგზავრო დოკუმენტის/სამგზავრო პასპორტის გაუქმების მიზნით;
ვ) თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების
განხორციელების უზრუნველყოფისას თანამშრომლობს ამ კანონის აღსრულებისთვის
პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის,
საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის
წარმომადგენლობასთან;
ზ) საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი
კომისრის წარმომადგენლობას აწვდის თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის
მქონე პირთა შესახებ ინფორმაციას;
თ) ახორციელებს მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას;
ი) ანაზღაურებს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის საფუძველზე
თავშესაფრის მაძიებლისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირისათვის ჩატარებული
შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს;
კ) ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მინისტრი უფლებამოსილია ამ კანონით სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ
საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს
შესაბამისი ნორმატიული აქტები.
მუხლი 68. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო:
ა) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ახდენს თავშესაფრის მაძიებლის იდენტიფიკაციას
და შესაბამისი სტატუსის განსაზღვრისას ამოწმებს მიწოდებულ ფაქტებს, აგრეთვე
სამინისტროს აძლევს რეკომენდაციას საქართველოს ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებლის
ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და საჯარო
მართლწესრიგისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე;
ბ) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტავს ამ კანონით
გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებას და მოვალეობებს, აგრეთვე
თავშესაფრის პროცედურას იმ შემთხვევაში, როდესაც იგი თავშესაფარს სასაზღვრო გამტარ
პუნქტში ითხოვს;
გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის
შემთხვევაში უზრუნველყოფს მის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიღებას და
არგაძევებას ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული არგაძევების პრინციპის დაცვით;
დ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის
შემთხვევაში ატარებს მასთან პირველად გასაუბრებას;
ე) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის
შემთხვევაში იღებს მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა
ამ პირს სამგზავრო დოკუმენტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ მას არ
გააჩნია სამგზავრო დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, საერთაშორისო
დაცვაზე განცხადება დგება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ მიწოდებული
ინფორმაციის საფუძველზე;
ვ) სამინისტროს 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ამ პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო
დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თავშესაფრის მაძიებლის ან
საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დაკავებიდან ან მის მიმართ ძებნის გამოცხადებიდან 1
კვირის ვადაში წერილობით აცნობებს სამინისტროს ამის თაობაზე;
თ) სამინისტროს შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
განიხილავს იმ პირის საქართველოდან გაძევების საკითხს, რომელსაც ამ კანონით
გათვალისწინებული თავშესაფრის პროცედურის შესაბამისად სამინისტრომ უარი უთხრა ამ
კანონით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭებაზე, ან რომელსაც ამაზე უარი ეთქვა
კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, ან რომელსაც ამ კანონის
შესაბამისად შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა მინიჭებული სტატუსი;
ი) საქართველოში მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სასამართლოს
კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებული თავშესაფრის მაძიებლის,
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის შესახებ ინფორმაციას აწვდის
სამინისტროს სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 კვირის ვადაში;
კ) დადგენილი წესებისა და პროცედურების თანახმად ამოწმებს თავშესაფრის მაძიებლის
დოკუმენტებს სასაზღვრო გამტარ პუნქტში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ
ინფორმაცია სამინისტროს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს
სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და
საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.
მუხლი 72. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო:
ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის
შემთხვევაში ახდენს მისი საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებას, ამასთანავე,
მისთვის გასაგებ ენაზე, წერილობით განუმარტავს მას საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებას და შესაბამის
დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ უგზავნის სამინისტროს;
ბ) სასჯელის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 2 კვირისა, ხოლო სხვა საფუძვლით
გათავისუფლებისას – გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობებს
სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი თავშესაფრის მაძიებლის ან
საერთაშორისო დაცვის მქონე პირის გათავისუფლების თარიღს;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს უფლებამოსილი
თანამდებობის პირის (პირების) თავშესაფრის მაძიებელთან ან საერთაშორისო დაცვის მქონე
პირთან შეხვედრის ორგანიზებას დაკავების ადგილას ან პენიტენციურ დაწესებულებაში;
დ) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
უზრუნველყოფს უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის (პირებისთვის) თავშესაფრის
მაძიებლის დოკუმენტების ასლების გადაგზავნას, მათ შორის, სამგზავრო დოკუმენტისა, მისი
არსებობის შემთხვევაში;
ე) სამინისტროს აწვდის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი თავშესაფრის მაძიებლის ან
საერთაშორისო დაცვის მქონე პირის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, დაქტილოსკოპიურ
მონაცემებს.
მუხლი 74. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:
ა) უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ
კანონის 56-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტითა და
61-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას;
ბ) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მეურვით/მზრუნველით/მხარდამჭერით
უზრუნველყოფს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანს და იმ
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირს,
რომელიც
საჭიროებს
კანონიერი
წარმომადგენლის ყოლას, ამასთანავე, არასრულწლოვანს განათავსებს არასრულწლოვნის
საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით;
გ) ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობს სამინისტროსთან.
მუხლი 75. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:
ა) თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ზოგადი
განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფს ქართულ ენაში მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამის
განხორციელებას.
თავშესაფრის
მაძიებლისა
და
საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამაზე ჩარიცხვის წესი, პროგრამის შინაარსი, განხორციელების ვადები და
დაფინანსების წესი განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანებით;
ბ) უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ
ამ კანონის 56-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტითა და
61-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას;
გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე
უგზავნის მას ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის
მიერ ამ კანონის 56-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“
ქვეპუნქტითა და 61-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით
სარგებლობის თაობაზე;
დ) ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობს სამინისტროსთან.