„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.06.2018
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/236/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 202 მუხლის 83 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „83. თუ ლტოლვილის სტატუსის მქონე ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე არასრულწლოვანზე შესაბამისად სამგზავრო დოკუმენტის ან სამგზავრო პასპორტის გასაცემად ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმის გამო, რომ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში იმყოფება, ან არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია, ან მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილია, მხარდაჭერის მიმღებია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და შესაბამისი გარემოების სათანადო დოკუმენტით/დოკუმენტებით დადასტურება ვერ ხერხდება, მის/მათ ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.“; 2. 2014 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ ლტოლვილის სტატუსის მქონე ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე არასრულწლოვანზე შესაბამისად სამგზავრო დოკუმენტის ან სამგზავრო პასპორტის გასაცემად ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმის გამო, რომ მეორე კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში ან მისთვის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხის შემცველ ქვეყანაში იმყოფება, ან არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი, ან მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია ან იგი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა და შესაბამისი გარემოების სათანადო დოკუმენტით დადასტურება ვერ ხერხდება, მის ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის 202 მუხლის 83 პუნქტში და 2014 მუხლის მე-3 პუნქტში, სადაც ხდება ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სახელწოდების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროთი ჩანაცვლება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის ვალდებულებები. მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ან სხვა სახის კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი ხელშეკრულებებს. მიმართება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და საერთაშორისო მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 202 1. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს პასპორტი. 1 1. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მიღების უფლების მქონე პირთა წრე და მისი გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური პასპორტს გასცემს დაინტერესებული პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს ან დაჩქარებული წესით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტი გაიცემა მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით პასპორტი − მისი წარდგენიდან 45 დღის ვადაში. 21. ამ მუხლის 81 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო იმავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 3 დღის ვადაში. 3. პასპორტის გაცემისას დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნა. 4. პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვთ სრულწლოვან და ქმედუნარიან საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე არასრულწლოვნის წარმომადგენელს. მიუსაფარ ბავშვზე ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. 4 1. ასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აგრეთვე აქვს 14 წლის ასაკს მიღწეულ არასრულწლოვან პირს , თუმას მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა . 5. (ამოღებულია). 6. (ამოღებულია). 7. დაინტერესებული პირი პასპორტის მისაღებად განცხადება-ანკეტასთან ერთად წარადგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას, ფოტოსურათს და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. 7 1. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც მიიღო საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა, ან რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ერთხელ მაინც აქვს გავლილი რეგისტრაცია, უფლება აქვს, მიიღოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე. 7 2. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი სამგზავრო პასპორტის მისაღებად, აგრეთვე ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად პირადობის მოწმობის ნაცვლად ბინადრობის მოწმობას წარადგენს. 73. სამსახურებრივი პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად შესაბამის პირს, ხოლო სამგზავრო პასპორტის მისაღებად − ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა არ მოეთხოვება. 7 4. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს (მათ შორის, არასრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, რომლის კანონიერი წარმომადგენელი ასევე საზღვარგარეთ იმყოფება) უფლება აქვს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას პასპორტის მიღების მოთხოვნით. აღნიშნული წარმომადგენლობა უნდა დადასტურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 75. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში ფოსტის მეშვეობით მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას პასპორტის მიღების მოთხოვნით. 7 6. ამ მუხლის მე 7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის , თუ სააგ ენტოს ელექტრონულმონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაცია ს. 7 7. ამ მუხლის 7 6 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება განცხადება - ანკეტასთან ერთად წარსადგენი დოკუმენ ტების საქართველოსდიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებ ებისათვის წარდგენაზე , რომლებიც არ არიან დაკავშირებულისააგენტოს ელექტრონულ მონ აცემთა ბაზასთან . 7 8 . საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა ან რომელიც რეგისტრირებულია ამ კანონით დადგენილი წესით, ასევე 14 წელს მიღწეულმა საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს არასრულწლოვანმა მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა და რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის საშუალებით, პასპორტის მისაღებად განცხადებაანკეტა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები შეიძლება წარადგინონ ელექტრონული ფორმით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. 8. არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლების ან მხარდამჭერის მიერ სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. თანხმობა შეიძლება გამოიხატოს წერილობით, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. თანხმობა შეიძლება ასევე გამოიხატოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. მიუსაფარ ბავშვზე ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე პასპორტი გაიცემა ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობის საფუძველზე. 81. პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ბ) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად; დ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად; ე) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე; ვ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ზ) მეორე კანონიერ წარმომადგენელს მძიმე ავადმყოფობის გამო არ შეუძლია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; თ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; ი) არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა პასპორტის გაცემაზე ნებართვას. 82. 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანს, თუ იგი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, პასპორტის მისაღებად არ ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 8 3. თუ ლტოლვილის სტატუსის მქონე ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე არასრულწლოვანზე შესაბამისად სამგზავრო დოკუმენტის ან სამგზავრო პასპორტის გასაცემად ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმის გამო, რომ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში იმყოფება, ან არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია, ან მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილია, მხარდაჭერის მიმღებია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და შესაბამისი გარემოების სათანადო დოკუმენტით/დოკუმენტებით დადასტურება ვერ ხერხდება, მის/მათ ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა. 84. საზღვარგარეთ მყოფი არასრულწლოვნისათვის (14 წლის ასაკს მიღწეული პირისათვის) პასპორტის მისაღებად პირადობის მოწმობის წარდგენა სავალდებულო არ არის. 8 5. ამ მუხლის 8 1 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანზე პასპორტი გაიცემა სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირის დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე. 8 6 . სხვა სახელმწიფოს ნოტარიუსის ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ დამოწმებული თანხმობა ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი პასპორტის გაცემაზე საქართველოს უფლებამოსილმა ორგანოებმა შეიძლება მიიღონ ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე. 9. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისა და გაფორმების, მათ გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული მხარისთვის გაცნობის, აგრეთვე პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის დაინტერესებული მხარისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა ან/და მათ განსახორციელებლად საჭირო ცალკეულ მოქმედებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი, ვადები და ფარგლები − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 9 1. არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტის გაცემაზე მისი კანონიერი წარმომადგენლების ან მხარდამჭერის მიერ სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი თანხმობის ან სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 10. (ამოღებულია - 20.09.2013, №1265). მუხლი 2014 1. იმ პირზე, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული, წერილობითი თანხმობის ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. 2. ერთ-ერთი მშობლის ამ კანონის 202 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესით გამოხატული თანხმობა, იმავე მუხლის 81პუნქტში მითითებული შემთხვევების გარდა, საკმარისია, თუ მეორე მშობელი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა. 3. თუ ლტოლვილის სტატუსის მქონე ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე არასრულწლოვანზე შესაბამისად სამგზავრო დოკუმენტის ან სამგზავრო პასპორტის გასაცემად ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმის გამო, რომ მეორე კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში ან მისთვის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხის შემცველ ქვეყანაში იმყოფება, ან არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი, ან მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია ან იგი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა და შესაბამისი გარემოების სათანადო დოკუმენტით დადასტურება ვერ ხერხდება, მის ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.