„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით
გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან
იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ”
საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 27.07.2007, მუხ. 315) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სახელმწიფო მინისტრის აპარატი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის
საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;“;
2. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სახელმწიფო მინისტრის აპარატში – თუ პირი კანონიერ საფუძველზე მუდმივად
ცხოვრობს საქართველოში;“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5.
განმცხადებელი
უფლებამოსილია
სახელმწიფო
მინისტრის
აპარატს
ან
წარმომადგენლობას გადასცეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული
დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებული ასლები. დოკუმენტის ასლი დამოწმებული
უნდა იყოს იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ხდება რეპატრიანტის
სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენა, ან რომელშიც ცხოვრობს
განმცხადებელი.“;
3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენისას განაცხადში ან/და
თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრის
აპარატი ან წარმომადგენლობა ამის თაობაზე აცნობებს განმცხადებელს, რათა აღნიშნული
ხარვეზი გამოსწორებულ იქნეს 4 თვემდე ვადაში.“;
4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების
შესახებ განაცხადების განხილვა
1. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირის განაცხადს რეპატრიანტის სტატუსის
მოპოვების შესახებ, თანდართულ დოკუმენტებს და სხვა მასალებს წარმომადგენელი
უგზავნის სახელმწიფო მინისტრის აპარატს, სადაც რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ
პირთა აღნიშნული განაცხადები აღირიცხება მონაცემთა ერთიან ბაზაში.
2. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ
განაცხადების განხილვა იწყება 2010 წლის 1 იანვრიდან.
3. სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი თითოეული პირის
განაცხადს იხილავს ცალკე, ამასთანავე, ითვალისწინებს ოჯახის ერთიანობის პრინციპს და
ერთი ოჯახის წევრთა განაცხადებს განიხილავს ერთობლივად.
4. სახელმწიფო მინისტრის აპარატი დოკუმენტაციას არეგისტრირებს და შესასწავლად
უგზავნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ხოლო საჭიროების
შემთხვევაში – აგრეთვე სხვა უწყებებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში
გასცემენ შესაბამის დასაბუთებულ დასკვნას რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი
პირისათვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ.“;
5. მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვისა და მათი ანალიზის შემდეგ,
აგრეთვე ამ კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე განსაზღვრული პროცედურების გავლის
შედეგების გათვალისწინებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამზადებს დასკვნას
რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირისათვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან
მასზე უარის თქმის თაობაზე, რის საფუძველზედაც საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში (შემდგომში - სახელმწიფო
მინისტრი) გამოსცემს ბრძანებას პირისათვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე
უარის თქმის თაობაზე.
2. სახელმწიფო მინისტრის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბრძანების
გამოცემიდან 20 დღის ვადაში რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირს ეცნობება
რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის თაობაზე.“;
6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. გადაწყვეტილებას რეპატრიანტის სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ იღებს
სახელმწიფო მინისტრის აპარატი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით
გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს
მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია,
რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს
ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან
იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“
საქართველოს კანონის
შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, მე4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და მე-5 პუნქტში, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტში,
მე-6 მუხლში, მე-8 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში და მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში,
სადაც ხდება ტერმინოლოგიის დონეზე სამინისტრო – საქართველოს ლტოლვილთა და
განსახლების სამინისტროს სახელწოდების სახელმწიფო მინისტრის აპარატი –
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატით ჩანაცვლება, ხოლო სიტყვა სამინისტროს ჩანაცვლება სახელმწიფო
მინისტრის აპარატით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
ვალდებულებები.
მიღებით
არ
წარმოიქმნება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
საერთაშორისო
მრავალმხრივ
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით
გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) იძულებით გადასახლებული პირი – პირი, რომელიც XX საუკუნის 40-იან წლებში
საქართველოს სსრ-იდან სსრკ-ის სხვა რესპუბლიკებში, სსრკ-ის თავდაცვის სახელმწიფო
კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის №6279 cc დადგენილების საფუძველზე, იძულებით იქნა
გადასახლებული;
ბ) რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირი – ამ კანონით დადგენილი წესით რეპატრიანტის
სტატუსის მაძიებლად აღრიცხული პირი;
გ) რეპატრიანტი – პირი, რომელმაც ამ კანონით დადგენილი წესით მოიპოვა რეპატრიანტის
სტატუსი;
დ) წარმომადგენლობა – საქართველოს დიპლომატიური ან სხვა შესაბამისად უფლებამოსილი
დაწესებულება საზღვარგარეთ;
ე) წარმომადგენელი – უფლებამოსილი პირი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეპატრიაციის
პროცესს საზღვარგარეთ;
ვ) სამინისტრო – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო;
ზ) ხარვეზი – წარმოდგენილი დოკუმენტის ამ კანონით მოთხოვნილ ფორმასთან შეუსაბამობა
ან ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილთაგან რომელიმე დოკუმენტის
სათანადო წესით დამოწმებული თარგმანის არარსებობა.
მუხლი 4. განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ
1. რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულმა პირმა
განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ უნდა წარადგინოს:
ა) სამინისტროში – თუ პირი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს საქართველოში;
ბ) იმ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ წარმომადგენლობაში, რომლის მოქალაქეც არის იგი ან
სადაც იგი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს;
გ) უახლოეს წარმომადგენლობაში, თუ იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც არის იგი ან სადაც
იგი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს, არ არის წარმომადგენლობა.
2. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადთან ერთად წარდგენილი უნდა
იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) იძულებით გადასახლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები);
ბ) იმ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი მოქალაქეობრივი კუთვნილების ან მუდმივი
ბინადრობის, ასევე პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტები, რომლის
მოქალაქეც არის იგი ან სადაც იგი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს;
გ) დაბადების მოწმობა;
დ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ვ) ოჯახური მდგომარეობის ან/და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები
(მათ შორის, ქორწინების ან/და განქორწინების მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა);
ზ) (ამოღებულია – 01.12.2009, №2204 );
თ) ავტობიოგრაფია, სადაც განმცხადებლის პერსონალურ მონაცემებთან ერთად
მითითებული უნდა იყოს, თუ რომელ ენებს ფლობს, და მისი მოქალაქეობრივი კუთვნილება;
ი) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იძულებით
გადასახლებული პირის ან მისი პირდაპირი შთამომავლის განაცხადი რეპატრიანტის
სტატუსის მოპოვების შესახებ, ასევე მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის მიერ
რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენაზე ამ კანონის მე-3
მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის თანხმობის დამადასტურებელი
დოკუმენტი;
კ) ინფორმაცია ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.
3. განმცხადებელს, სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს რეპატრიანტის სტატუსის
მოპოვების შესახებ განაცხადს დაურთოს სხვა დოკუმენტებიც, რომლებიც ხელს შეუწყობს მას
რეპატრიაციისა და ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესში.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა
იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. თუ დოკუმენტი სხვა ენაზეა შედგენილი, ამ
დოკუმენტთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მისი სათანადო წესით დამოწმებული
თარგმანი ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
5. განმცხადებელი უფლებამოსილია სამინისტროს ან წარმომადგენლობას გადასცეს ამ
მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების სათანადო წესით
დამოწმებული ასლები. დოკუმენტის ასლი დამოწმებული უნდა იყოს იმ ქვეყნის
კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ხდება რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ
განაცხადის წარდგენა, ან რომელშიც ცხოვრობს განმცხადებელი.
6. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დოკუმენტის მოპოვება
შეუძლებელია, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა ამტკიცოს, რომ დოკუმენტის წარდგენა
ვერ მოხერხდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზებით.
7. ამ მუხლით დადგენილი წესით რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადი
წარდგენილი უნდა იქნეს არა უგვიანეს 2009 წლის 1 ივლისისა.
მუხლი 5. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის რეგისტრაცია
1. ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი განაცხადი რეპატრიანტის
სტატუსის მოპოვების შესახებ რეგისტრირდება და მას ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი.
2. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენისას ამ განაცხადისა და
თანდართული დოკუმენტების შემოწმების შედეგად ხარვეზის არარსებობის დადგენის
შემთხვევაში განმცხადებელი აღირიცხება რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირად.
3. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენისას განაცხადში ან/და
თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სამინისტრო ან
წარმომადგენლობა ამის თაობაზე აცნობებს განმცხადებელს, რათა აღნიშნული ხარვეზი
გამოსწორებულ იქნეს 4 თვემდე ვადაში.
4. თუ განმცხადებელი 4 თვის ვადაში ვერ წარმოადგენს ამ კანონის მე-4 მუხლით
გათვალისწინებულ განაცხადს ან/და დოკუმენტებს უხარვეზოდ, განაცხადი რჩება
განუხილველი და განმცხადებელს უბრუნდება უკვე წარმოდგენილი დოკუმენტები.
5. ხარვეზის გამოსასწორებლად ამ კანონით დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში
განმცხადებელი უფლებამოსილია ხელახლა წარადგინოს რეპატრიანტის სტატუსის
მოპოვების შესახებ განაცხადი ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი წესით, არა უგვიანეს 2009
წლის 1 ივლისისა.
მუხლი 6. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების
შესახებ განაცხადების განხილვა
1. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირის განაცხადს რეპატრიანტის სტატუსის
მოპოვების შესახებ, თანდართულ დოკუმენტებს და სხვა მასალებს წარმომადგენელი
უგზავნის სამინისტროს, სადაც რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა აღნიშნული
განაცხადები აღირიცხება მონაცემთა ერთიან ბაზაში.
2. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ
განაცხადების განხილვა იწყება 2010 წლის 1 იანვრიდან.
3. სამინისტრო რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი თითოეული პირის განაცხადს იხილავს
ცალკე, ამასთანავე, ითვალისწინებს ოჯახის ერთიანობის პრინციპს და ერთი ოჯახის წევრთა
განაცხადებს განიხილავს ერთობლივად.
4. სამინისტრო დოკუმენტაციას არეგისტრირებს და შესასწავლად უგზავნის საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე სხვა
უწყებებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ შესაბამის დასაბუთებულ
დასკვნას რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირისათვის რეპატრიანტის სტატუსის
მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ.
მუხლი 8. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭება
1. შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვისა და მათი ანალიზის შემდეგ, აგრეთვე
ამ კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე განსაზღვრული პროცედურების გავლის შედეგების
გათვალისწინებით, სამინისტრო ამზადებს დასკვნას რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი
პირისათვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის თაობაზე, რის
საფუძველზედაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გამოსცემს
ბრძანებას პირისათვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის თაობაზე.
2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ამ მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრული ბრძანების გამოცემიდან 20 დღის ვადაში რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ
პირს ეცნობება რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის თაობაზე.
3. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის თაობაზე ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მიმართ არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის 177-ე მუხლის და 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედება.
4. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში 1 თვის ვადაში რეპატრიანტს უნდა
გადაეცეს რეპატრიანტის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
მუხლი 10. რეპატრიანტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა
1. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემდეგ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში
რეპატრიანტს რეპატრიანტის სტატუსი შეიძლება შეუჩერდეს საგამოძიებო ორგანოების მიერ
საქმის შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლოს
გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
2. რეპატრიანტს რეპატრიანტის სტატუსი შეიძლება შეუწყდეს:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) მის მიერ საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში;
გ) (ამოღებულია – 01.12.2009, №2204);
გ1) ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიღებული დადგენილებით
განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში;
გ 2) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის მიღების შემთხვევაში;
დ) თუ რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემდეგ გამოვლინდა გარემოება, რომელიც ამ
სტატუსის მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებაა;
ე) თუ რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემდეგ გამოვლინდა, რომ პირმა შეგნებულად
წარადგინა არასწორი ან არასრული ინფორმაცია რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად;
ვ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
ზ) სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადების
შემთხვევაში;
თ) მისი გარდაცვალების შემთხვევაში.
3. გადაწყვეტილებას რეპატრიანტის სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ იღებს
სამინისტრო.