„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.06.2018
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/236/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.018492) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის ,,უ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,უ) სკოპინგის განცხადება – წინასწარი დოკუმენტი, რომელიც დამგეგმავმა ორგანომ ან/და კონსულტანტმა მოამზადა და რომლის საფუძველზედაც სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გასცემენ სკოპინგის დასკვნებს;‘‘. 2. მე-4 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სტრატეგიული დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; დოკუმენტის სგშ-ისადმი ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის პროცესში სკოპინგის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა და სკოპინგის დასკვნის გაცემა; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციის საჯაროობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.‘‘. 3. მე-9 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამინისტრო სკოპინგის დასკვნის დამტკიცებამდე უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებაში კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით.“. 4. მე-12 მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სამინისტრო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გაცემამდე უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებაში კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით.“. 5. მე-18 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებასა და განხილვას, საზოგადოების მონაწილეობას და მასთან კონსულტაციებს, სტრატეგიულ დოკუმენტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სგშ-ის ანგარიშში ასახული ინფორმაციის, აგრეთვე სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების და საზოგადოების მონაწილეობის შედეგების მხედველობაში მიღებას და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისა და დაინტერესებული უწყებებისთვის მიწოდებას. 2. იმ სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისთვის/დამტკიცებისთვის, რომელიც, ამ კოდექსის შესაბამისად, ექვემდებარება სგშ-ს, აუცილებელია სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდაციების გაცემა. 3. დამგეგმავი ორგანო ვალდებულია სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან პროექტი მისი შემუშავების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე.‘‘. 6. მე-20 მუხლის: ა) პირველი ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემის შესაძლებლობა.‘‘; ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. თუ დამგეგმავი ორგანო მიიჩნევს, რომ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტი ან სტრატეგიულ დოკუმენტში მცირედი ცვლილება სგშ-ს საჭიროებს, იგი უფლებამოსილია სგშ-ის ჩატარებისთვის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართოს პირდაპირ სკოპინგის განცხადებით. თუ დამგეგმავი ორგანო მიიჩნევს, რომ სგშ-ის ჩატარება საჭირო არ არის, იგი უფლებამოსილია სგშ-ის ჩატარების საჭიროების განსაზღვრის მიზნით გამოიყენოს ამ კოდექსის 23-ე მუხლით განსაზღვრული სკრინინგის პროცედურა, რომლის შედეგების მიხედვით ჩატარდება ან არ ჩატარდება სგშ.‘‘. 7. 22-ე მუხლის: ა) ,,ა‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) დამგეგმავი ორგანოს მიერ სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის განცხადების წარდგენა;‘‘; ბ) ,,ზ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ზ) სამინისტროსა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა ამ კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად.‘‘. 8. 23-ე მუხლის: ა) მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართოს სკრინინგის განცხადებით და წარუდგინოს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან პროექტი (იგი უნდა მოიცავდეს მოკლე ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების, ამოცანებისა და ღონისძიებების შესახებ) მისი შემუშავების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით). 3. დამგეგმავი ორგანოს მიერ სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის წარდგენილი სკრინინგის განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალის (მათ შორის, ამ არეალში მცხოვრები მოსახლეობის) შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების ხასიათის შესახებ. 4. სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციას ან პროექტს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს მათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოებას უფლება აქვს, სკრინინგის განცხადებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის/პროექტის აღნიშნულ ვებგვერდსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 7 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარადგინოს მოსაზრებები და შენიშვნები მითითებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებენ მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 5. სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ დამგეგმავი ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად წარდგენილ სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციას ან პროექტს და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-15 დღისა ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებებს სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ. 6. სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარდა ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმებისა, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები: ა) სტრატეგიული დოკუმენტის მახასიათებლები, კერძოდ: ა.ა) რამდენად უდგენს სტრატეგიული დოკუმენტი ჩარჩოს სამომავლოდ განსახორციელებელ საქმიანობებს მათი განხორციელების ადგილის, ტიპის, მოცულობისა და სამუშაო პირობების ან ბუნებრივი რესურსების განაწილების კუთხით; ა.ბ) სტრატეგიული დოკუმენტის სხვა სტრატეგიულ დოკუმენტთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმართება; ა.გ) სტრატეგიული დოკუმენტის მნიშვნელობა გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირების თვალსაზრისით, კერძოდ, მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის; ა.დ) სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებული ზოგადი გარემოსდაცვითი ასპექტები; ბ) ზოგადი ინფორმაცია სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების ზემოქმედების ხასიათისა და ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის მახასიათებლების შესახებ, კერძოდ: ბ.ა) ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი; ბ.ბ) გარემოსთან ან/და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები; ბ.გ) ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის ფასეულობა და მოწყვლადობა, კერძოდ, ბუნებრივი მახასიათებლები ან კულტურული მემკვიდრეობა, დაცულ ტერიტორიებზე, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე ზემოქმედება, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი.‘‘; ბ) მე-8 და მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,8. სკრინინგის პროცედურის დასრულებიდან 3 დღის ვადაში სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სკრინინგის გადაწყვეტილებებს უგზავნიან დამგეგმავ ორგანოს. 9. სკრინინგის გადაწყვეტილებების მიღებიდან 5 დღის ვადაში სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო ამ გადაწყვეტილებებს, აგრეთვე საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს მათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.‘‘. 9. 24-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. დამგეგმავი ორგანო შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე, მაგრამ არაუგვიანეს სტრატეგიული დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მომზადებისა, სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს სკოპინგის განცხადებით, რომელსაც თან ერთვის სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან სამუშაო ვერსია (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით). დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფს სკოპინგის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების თავის ვებგვერდზე განთავსებას.‘‘; ბ) მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება სკოპინგის დასკვნის მომზადების პროცესში. 4. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს მათ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს მათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 5. საზოგადოებას უფლება აქვს, სკოპინგის განცხადების ვებგვერდზე განთავსებიდან 15 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები სკოპინგის განცხადებასთან და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციასთან ან სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით. სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებენ მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 6. დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთდროულად წარუდგინოს სკრინინგისა და სკოპინგის განცხადებები. თუ სკრინინგის პროცედურის შედეგად დადგინდება, რომ სტრატეგიული დოკუმენტი ექვემდებარება სგშ-ს, იმავე გადაწყვეტილებაში მიეთითება აგრეთვე სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.‘‘. 10. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 25. სგშ-ის პროცესში სკოპინგის დასკვნის გაცემა 1. სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად იხილავენ დამგეგმავი ორგანოს მიერ წარმოდგენილ სკოპინგის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ სკოპინგის დასკვნებს. 2. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს მე-20 დღისა და არაუგვიანეს 25-ე დღისა სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალურად გასცემენ სკოპინგის დასკვნებს. სკოპინგის დასკვნით განისაზღვრება სგშ-ის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“. 3. სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გაცემულ სკოპინგის დასკვნებს გაცემიდან 3 დღის ვადაში უგზავნიან დამგეგმავ ორგანოს. 4. სკოპინგის დასკვნების გაცემიდან 5 დღის ვადაში სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ სკოპინგის დასკვნებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან სამუშაო ვერსიის თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებას, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ სკოპინგის დასკვნის ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 5. სკოპინგის დასკვნის გაცემიდან 5 წლის ვადაში დამგეგმავი ორგანოს მიერ სგშ-ის ანგარიშის და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის წარუდგენლობის შემთხვევაში სკოპინგის დასკვნა ძალას კარგავს.‘‘. 11. 27-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. დამგეგმავი ორგანო სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს სგშ-ის ანგარიშს სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან ერთად (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით). განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს მათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.‘‘; ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. დამგეგმავი ორგანო ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში ატარებს საჯარო განხილვას სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაწილეობით. საზოგადოებას უფლება აქვს, განცხადების ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან 40 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით. სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებენ მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.‘‘; გ) მე-6, მე-7 და მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. დამგეგმავი ორგანო სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების შესახებ ოქმის შედგენას. ეს ოქმი დეტალურად უნდა ასახავდეს სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე გამოთქმულ მოსაზრებებსა და შენიშვნებს. ოქმს ხელს აწერს და მისი სისწორისთვის პასუხისმგებელია დამგეგმავი ორგანო. დამგეგმავი ორგანო სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების შესახებ ოქმს შედგენიდან 5 დღის ვადაში წარუდგენს სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. 7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 51-ე დღისა და არაუგვიანეს 55-ე დღისა სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით. ამ რეკომენდაციების გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“. სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აღნიშნულ რეკომენდაციებს გაცემიდან 3 დღის ვადაში უგზავნიან დამგეგმავ ორგანოს. 8. სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით ამ მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გაცემულ რეკომენდაციებს გაცემიდან 5 დღის ვადაში სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო განათავსებენ თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს მათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული რეკომენდაციების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.‘‘. 12. 28-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სტრატეგიული დოკუმენტი შეიძლება მიღებულ/დამტკიცებულ იქნეს მხოლოდ სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემის შემდეგ. 2. სტრატეგიული დოკუმენტის მიღებამდე/დამტკიცებამდე დამგეგმავი ორგანო ვალდებულია განიხილოს სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში მიიღოს ისინი სტრატეგიული დოკუმენტის საბოლოოდ დამუშავებისა და მიღების/დამტკიცების დროს.‘‘; ბ) მე-4 ნაწილის ,,ბ‘‘ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები;‘‘; გ) მე-5 და მე- 6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფს სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას და ამ გადაწყვეტილებას მიღებიდან 3 დღის ვადაში უგზავნის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. 6. სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებული არიან, სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება დამგეგმავი ორგანოს მიერ გამოგზავნიდან 3 დღის ვადაში განათავსონ თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტის ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.‘‘. 13. 49-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის განხორციელებისთვის საჭირო სამართლებრივი აქტის მიღება.‘‘ 14. 51-ე მუხლის მე-3 - მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. ამ კოდექსის მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილისა), მე-18 მუხლი (გარდა პირველი– მე-3 ნაწილებისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში და მე-5 ნაწილისა), მე-19 მუხლი (გარდა „დ“ ქვეპუნქტისა), მე-20 მუხლი (გარდა პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-6 ნაწილისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში), 21-ე მუხლი, 22-ე მუხლი (გარდა „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში და „ე“ ქვეპუნქტისა), 23-ე მუხლი (გარდა მე-2–მე-5 ნაწილებისა, მე-6 ნაწილისა (გარდა „ბ.ა“ ქვეპუნქტისა) და მე-8 და მე-9 ნაწილებისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში), 24-ე მუხლი (გარდა პირველი და მე-3–მე-6 ნაწილებისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში და მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა), 25-ე მუხლი (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილისა), 26-ე მუხლი (გარდა მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა), 27-ე მუხლი (გარდა პირველი, მე-4 და მე-6–მე-8 ნაწილებისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში), 28ე მუხლი (გარდა პირველი და მე-2 ნაწილებისა, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-5 და მე-6 ნაწილებისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, მე-3 ნაწილისა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა) და 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან. 4. ამ კოდექსის მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, მე-4 მუხლის მე-3 ნაწილი, მე-18 მუხლის პირველი–მე3 ნაწილები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, მე-20 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და მე-6 ნაწილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, 22-ე მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, 23-ე მუხლის მე-2–მე-5 ნაწილები, მე-6 ნაწილი (გარდა „ბ.ა“ ქვეპუნქტისა) და მე-8 და მე-9 ნაწილები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, 24-ე მუხლის პირველი და მე-3–მე-6 ნაწილები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, 25-ე მუხლი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, 27-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6–მე-8 ნაწილები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, 28-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-5 და მე-6 ნაწილები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში ამოქმედდეს 2018 წლის 31 დეკემბრიდან.‘‘. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კოდექსის მე-3-მე-4, მე-18, მე-20, 22-ე-25-ე, 27ე, 28-ე, 49-ე, 51-ე მუხლებში სადაც ხდება ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელწოდების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროთი ჩანაცვლება. კოდექსის მე-9 მუხლის მე-5 ნაწილში და მე-12 მუხლის მე-8 ნაწილში, სადაც ხდება ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელწოდების საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროთი ჩანაცვლება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს ამავე კოდექსის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) არატექნიკური რეზიუმე – გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის მოკლე აღწერა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას დამგეგმავი ორგანოს/საქმიანობის განმახორციელებლის, სტრატეგიული დოკუმენტის/საქმიანობის განხორციელების ადგილის, გარემოზე/ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების და ანგარიშით გათვალისწინებული სხვა საკითხების თაობაზე, შესრულებულია არატექნიკურ ენაზე და თან ერთვის გრაფიკული და საილუსტრაციო მასალები; ბ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება – ამ კოდექსის მე-13 მუხლის გათვალისწინებით გამოცემული აქტი, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა. თუ საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის რომელიმე სტადიის დასრულება, აღნიშნული ლიცენზია/ნებართვა შეიძლება ძალაში შევიდეს ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის შესაბამისი სტადია შეიძლება დასრულდეს მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; გ) გარემოზე ზემოქმედება – სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული გარემოზე ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ ფაქტორებზე ზემოქმედებას: ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ბიომრავალფეროვნება და მისი კომპონენტები, წყალი, ჰაერი, ნიადაგი, მიწა, კლიმატი, ლანდშაფტი და დაცული ტერიტორიები. გარემოზე ზემოქმედება მოიცავს აგრეთვე კულტურულ მემკვიდრეობაზე ან სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე ზემოქმედებას, რომელიც გამოწვეულია მათი ცვლილებით; დ) გარემოზე ზემოქმედების შეფასება (შემდგომ – გზშ) – შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით, გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის პროცედურა იმ დაგეგმილი საქმიანობისთვის, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე და რომელიც მიეკუთვნება ამ კოდექსის I დანართით გათვალისწინებულ საქმიანობას და, სკრინინგის გადაწყვეტილების შესაბამისად, ამავე კოდექსის II დანართით გათვალისწინებულ საქმიანობას. გზშ მოიცავს სკოპინგს, გზშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას, მიღებული შედეგების შეფასების საფუძველზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას და მის მხედველობაში მიღებას ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამოცემისას; შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ე) გზშ-ის ანგარიში – საქმიანობის განმახორციელებლის ან/და საქმიანობის განმახორციელებლისთვის კონსულტანტის მიერ გზშ-ის პროცესში მომზადებული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ინფორმაციას; ვ) დაინტერესებული საზოგადოება – საზოგადოება, რომელსაც შესაძლოა აინტერესებდეს სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ან რომელზედაც ზემოქმედებას მოახდენს ან შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს ამ გადაწყვეტილებამ. დაინტერესებულ საზოგადოებას მიეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის მიზნებიც დაკავშირებულია ქვეყანაში გარემოს დაცვის ხელშეწყობასთან; ზ) დამგეგმავი ორგანო – ადმინისტრაციული ორგანო ან სხვა უფლებამოსილი ორგანიზაცია, რომელიც, შესაბამისი ნორმატიული აქტის თანახმად, პასუხისმგებელია სტრატეგიული დოკუმენტის მომზადებისთვის; თ) ეკოლოგიური აუდიტი – მიმდინარე საქმიანობის განხორციელების პროცესში ამ საქმიანობის ტექნიკური, ეკოლოგიური და სოციალური მაჩვენებლების კომპლექსური ანალიზი, რომელიც მოიცავს მთელ საწარმოო-ტექნოლოგიურ ციკლს, ტარდება გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების საშუალებების დადგენისა და აღნიშნული საქმიანობის გარემოსდაცვით ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით და რომლის შედეგად დგება ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში; ი) ექსპერტიზა – ექსპერტიზის დასკვნის მომზადების მიზნით, ამ კოდექსით დადგენილი წესით შექმნილი საექსპერტო კომისიის მიერ განხორციელებულ სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებათა ერთობლიობა; კ) კონსულტანტი – პირი, რომელსაც აქვს გზშ-ის ანგარიშის/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვალიფიკაცია, სამეცნიერო, ტექნიკური და მეთოდური შესაძლებლობები; ლ) მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება – მინისტრის ბრძანება, რომელიც მიმდინარე საქმიანობის განმახორციელებელს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლებას ანიჭებს; მ) მინისტრი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ნ) საზოგადოება – ერთი ან ერთზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი; ო) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; პ) დღე – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაო დღე; ჟ) საქმიანობა – სამშენებლო, საწარმოო და სამონტაჟო სამუშაოები, ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, მათ შორის, მინერალური რესურსების მოპოვება/გადამუშავება, რომელიც გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს გარემოზე; რ) საქმიანობის განმახორციელებელი – პირი, ადმინისტრაციული ორგანო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი, რომელსაც სურს ამ კოდექსის I დანართით ან/და II დანართით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელება; ს) სკოპინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ისთვის/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს; ტ) სკოპინგის ანგარიში – წინასწარი დოკუმენტი, რომელიც საქმიანობის განმახორციელებელმა ან/და კონსულტანტმა მოამზადა და რომლის საფუძველზედაც სამინისტრო გასცემს სკოპინგის დასკვნას; უ) სკოპინგის განცხადება – წინასწარი დოკუმენტი, რომელიც დამგეგმავმა ორგანომ ან/და კონსულტანტმა მოამზადა და რომლის საფუძველზედაც სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გასცემენ სკოპინგის დასკვნებს; ფ) სკრინინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას; გზშ-ის/სტრატეგიული ქ) სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (შემდგომ – სგშ) – ამ კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას; ღ) სგშ-ის ანგარიში – დამგეგმავი ორგანოს ან/და დამგეგმავი ორგანოსთვის კონსულტანტის მიერ სგშ-ის პროცესში მომზადებული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ინფორმაციას; ყ) სტრატეგიული დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც ცალკეული სექტორებისთვის დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო ამ კოდექსის III თავის შესაბამისად და ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები; შ) სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; – სტრატეგიული დოკუმენტით ჩ) ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება – საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს გარემოზე ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც გამოწვეულია სტრატეგიული დოკუმენტის ან დაგეგმილი საქმიანობის მთლიანად ან ნაწილობრივ საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში განხორციელებით; ც) ფორსმაჟორული სიტუაცია – კონკრეტულ ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენა (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა ან სხვა, მსგავსი მოვლენა), აგრეთვე ისეთი კრიზისული ვითარება, რომელიც გამოწვეულია კატასტროფით, მასშტაბური სამრეწველო ავარიით ან/და ხანძრით და რომლის შედეგია მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების ნორმალური პირობების დარღვევა. მუხლი 4. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში უფლებამოსილი ორგანოები 1. გარემოსდაცვითი განეკუთვნება: შეფასების სფეროში საქართველოს მთავრობის კომპეტენციას ა) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ბ) სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; გ) სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; დ) ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. 2. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) სკრინინგის პროცედურის საფუძველზე გზშ-ის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშის ჩატარების საჭიროების განსაზღვრა; გ) გზშ-ის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის პროცესში სკოპინგის დასკვნის გაცემა; დ) გზშ-ის ანგარიშის, სგშ-ის ანგარიშის და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის განხილვის მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნა; ე) გზშ-ის ანგარიშის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის ანგარიშის განხილვა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა და სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა, აგრეთვე საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ვ) გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ წინადადების მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; ზ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა და შესაბამისი პროცედურების ორგანიზება; თ) მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ამ კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად; ი) ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა; კ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საჯარო მმართველობის ეფექტიანობისა და საზოგადოების ჩართულობის მიზნით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, მასში დაცული ინფორმაციის უსაფრთხოების, საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 3. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სტრატეგიული დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; დოკუმენტის სგშ-ისადმი ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის პროცესში სკოპინგის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა და სკოპინგის დასკვნის გაცემა; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციის საჯაროობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მუხლი 9. გზშ-ის პროცესში სკოპინგის დასკვნის გაცემა 1. სამინისტრო ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად იხილავს სკოპინგის განცხადებას და სკოპინგის ანგარიშს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით გასცემს სკოპინგის დასკვნას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილ წესთან შეუსაბამობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები. 2. საზოგადოებას უფლება აქვს, სკოპინგის განცხადების ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან 15 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით სამინისტროს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით. სამინისტრო სკოპინგის დასკვნის გაცემისას უზრუნველყოფს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვას და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს მათ. 3. სკოპინგის განცხადების ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-15 დღისა სამინისტრო უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია სამინისტრო. შესაბამისად, იგი უზრუნველყოფს საჯარო განხილვის ორგანიზებასთან, მათ შორის, საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან, დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას. საჯარო განხილვას უძღვება და საჯარო განხილვის შესახებ ოქმს ადგენს სამინისტროს წარმომადგენელი. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია სამინისტრო. საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 დღისა, ამ კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. 4. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 26-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა სამინისტრო გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომელიც მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სკოპინგის დასკვნით განისაზღვრება გზშ-ის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“. 5. სამინისტრო სკოპინგის დასკვნის დამტკიცებამდე უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებაში კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით. 6. სამინისტროს მიერ გაცემული სკოპინგის დასკვნა სავალდებულოა საქმიანობის განმახორციელებლისთვის გზშ-ის ანგარიშის მომზადებისას. 7. თუ საქმიანობის განმახორციელებელი სკოპინგის დასკვნის დამტკიცებიდან 2 წლის ვადაში ვერ მიიღებს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ამ კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, სკოპინგის დასკვნის დამტკიცების შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად ცხადდება. 8. სკოპინგის პროცედურის დასრულების შემდეგ, ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. 9. სკოპინგის პროცედურის დასრულებიდან 5 დღის ვადაში სამინისტრო უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის, სკოპინგის დასკვნის ან/და საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 10. თუ სკოპინგის პროცედურის განხორციელებისას დადგინდება, რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, გამოიყენება ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცედურა. მუხლი 12. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება 1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს: ა) ექსპერტიზას; ბ) საზოგადოებისა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობას; გ) შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში – ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებულ პროცედურას. 2. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში, გზშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით მინისტრი ქმნის ამ კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ საექსპერტო კომისიას. საექსპერტო კომისია ამზადებს და შექმნიდან 40 დღის ვადაში სამინისტროს წარუდგენს ექსპერტიზის დასკვნას გზშ-ის ანგარიშის შესახებ. 3. სამინისტრო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 15 დღის ვადაში. 4. საზოგადოებას უფლება აქვს, განცხადების ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან 40 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით სამინისტროს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები გზშ-ის ანგარიშთან, დაგეგმილ საქმიანობასთან და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გასათვალისწინებელ პირობებთან დაკავშირებით. სამინისტრო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემისას უზრუნველყოფს წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვას და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებს მათ. 5. განცხადების ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუადრეს 25-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა სამინისტრო ატარებს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია სამინისტრო. საჯარო განხილვას უძღვება და საჯარო განხილვის შესახებ ოქმს ადგენს სამინისტროს წარმომადგენელი. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია სამინისტრო. საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 20 დღისა, ამ კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად. საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობანაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. 6. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) განსახილველი საკითხის არსი და მოკლე აღწერა, საკითხის განხილვის ფორმატი; ბ) საჯარო განხილვის ჩატარების დრო, ადგილი და წესი; გ) იმ ვებგვერდის მისამართი, რომელზედაც ხელმისაწვდომია ეს განცხადება, გზშ-ის ანგარიში და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, აგრეთვე მითითება საჯარო განხილვის დროს აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების მიღების შესაძლებლობის შესახებ. 7. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცესში სამინისტრომ უნდა განიხილოს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში უნდა მიიღოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საზოგადოების და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები, გზშ-ის ანგარიშის შესწავლის შედეგები, შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში – ამ კოდექსის V თავის შესაბამისად განხორციელებული გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგები. 8. სამინისტრო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გაცემამდე უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებაში კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით. 9. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 51-ე დღისა და არაუგვიანეს 55-ე დღისა მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ, ხოლო ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას – საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“. 10. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 5 დღის ვადაში სამინისტრო უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშის, ექსპერტიზის დასკვნის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის და საზოგადოების მონაწილეობის შედეგების შესახებ ინფორმაციის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 11. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება განუსაზღვრელი ვადით გაიცემა. თუ საქმიანობის განმახორციელებელი 5 წლის ვადაში არ დაიწყებს ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქმიანობას, სამინისტრო გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს. მუხლი 18. ზოგადი დებულებანი 1. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებასა და განხილვას, საზოგადოების მონაწილეობას და მასთან კონსულტაციებს, სტრატეგიულ დოკუმენტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სგშ-ის ანგარიშში ასახული ინფორმაციის, აგრეთვე სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების და საზოგადოების მონაწილეობის შედეგების მხედველობაში მიღებას და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისა და დაინტერესებული უწყებებისთვის მიწოდებას. 2. იმ სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისთვის/დამტკიცებისთვის, რომელიც, ამ კოდექსის შესაბამისად, ექვემდებარება სგშ-ს, აუცილებელია სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდაციების გაცემა. 3. დამგეგმავი ორგანო ვალდებულია სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან პროექტი მისი შემუშავების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე. 4. სგშ-ის ჩატარებისათვის პასუხისმგებელია დამგეგმავი ორგანო. 5. თუ სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება იწვევს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას, გამოყენებული უნდა იქნეს ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებული გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა. 6. ამ კოდექსის ამოქმედებამდე მიღებული სტრატეგიული დოკუმენტი და ამ სტრატეგიულ დოკუმენტში შესატანი ცვლილება სგშ-ს არ ექვემდებარება და მათზე არ ვრცელდება ამ კოდექსით სგშ-ისთვის დადგენილი პროცედურები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად დამგეგმავი ორგანო მოითხოვს სგშ-ის ჩატარებას. მუხლი 20. სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტი 1. თუ ნორმატიული აქტით გათვალისწინებულია სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/გამოცემის შესაძლებლობა, ამ ნორმატიულ აქტში უზრუნველყოფილი უნდა იყოს: ა) სტრატეგიულ დოკუმენტში შესაბამისი სექტორისა და საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით შემდეგი ზოგადი გარემოსდაცვითი ასპექტების ასახვა: სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების (საქმიანობების) განხორციელების მიახლოებითი გეოგრაფიული არეალი, საორიენტაციო ხანგრძლივობა, დაცულ ტერიტორიებზე, ურბანულ და სასოფლო ზონებზე გავრცელება და მათი განხორციელებით გარემოზე შესაძლო ზემოქმედების ძირითადი სახეები; ბ) სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვის, მასზე შენიშვნების მიღების და მათი ანალიზის შესაძლებლობა; გ) სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემის შესაძლებლობა. 2. სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის მომზადების, სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/გამოცემის და განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 3. სტრატეგიული დოკუმენტი, რომლის განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე, ექვემდებარება სგშ-ს ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების გათვალისწინებით. 4. სგშ-ის ჩატარება სავალდებულოა იმ სტრატეგიული დოკუმენტისთვის და სტრატეგიულ დოკუმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება ითვალისწინებს სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული განსახორციელებელი საქმიანობის/საქმიანობების მასშტაბის გაზრდას, საქმიანობის განხორციელების ადგილის ცვლილებას (მათ შორის, გაზრდას), საქმიანობის/საქმიანობების სახეობის, ექსპლუატაციის პირობების ან წარმადობის ცვლილებას), რომლებითაც დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობებისთვის შემდეგ სექტორებში: ა) სოფლის მეურნეობა; ბ) სატყეო მეურნეობა; გ) თევზჭერა; დ) ენერგეტიკა; ე) მრეწველობა; ვ) ტრანსპორტი; ზ) ნარჩენების მართვა; თ) წყლის რესურსების მართვა; ი) ელექტრონული კომუნიკაციები; კ) ტურიზმი; ლ) დაგეგმარება და სივრცითი მოწყობა. 5. სტრატეგიულ დოკუმენტში მცირედი ცვლილება, რომელიც კონცეპტუალურად არ ცვლის სტრატეგიული დოკუმენტის შინაარსს, აგრეთვე სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ეხება თვითმმართველი თემის ტერიტორიას, გარდა თვითმმართველი ქალაქისა, ექვემდებარება სგშ-ს, თუ ასეთი ცვლილება ან თვითმმართველი თემის ტერიტორიით შემოფარგლული სტრატეგიული დოკუმენტი: ა) ახდენს გარემოზე ხანგრძლივ და შეუქცევ ან მაღალი კუმულაციური ეფექტის მქონე ზემოქმედებას; ბ) გარემოს ან/და ადამიანის ჯანმრთელობას მომეტებულ რისკს უქმნის; გ) ახდენს ზემოქმედებას უნიკალური ბუნებრივი მახასიათებლების ან კულტურული მემკვიდრეობის შემცველ ტერიტორიაზე, დაცულ ტერიტორიებზე, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი. 6. თუ დამგეგმავი ორგანო მიიჩნევს, რომ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტი ან სტრატეგიულ დოკუმენტში მცირედი ცვლილება სგშ-ს საჭიროებს, იგი უფლებამოსილია სგშ-ის ჩატარებისთვის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართოს პირდაპირ სკოპინგის განცხადებით. თუ დამგეგმავი ორგანო მიიჩნევს, რომ სგშ-ის ჩატარება საჭირო არ არის, იგი უფლებამოსილია სგშ-ის ჩატარების საჭიროების განსაზღვრის მიზნით გამოიყენოს ამ კოდექსის 23-ე მუხლით განსაზღვრული სკრინინგის პროცედურა, რომლის შედეგების მიხედვით ჩატარდება ან არ ჩატარდება სგშ. 7. საქართველოს საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში სგშ-ის ჩატარების ვალდებულება შესაძლებელია გავრცელდეს იმ სტრატეგიულ დოკუმენტზე, რომლითაც დგინდება ჩარჩო სამომავლოდ განსახორციელებელი იმ საქმიანობისთვის, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კოდექსის I და II დანართებით ან/და არ მიეკუთვნება ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ სექტორებს. მუხლი 22. სგშ-ის ეტაპები სგშ-ის ეტაპებია: ა) დამგეგმავი ორგანოს მიერ სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის განცხადების წარდგენა; ბ) ამ კოდექსის 24-ე და 25-ე მუხლებით განსაზღვრული სკოპინგის პროცედურა; გ) დამგეგმავი ორგანოს ან/და კონსულტანტის მიერ სგშ-ის ანგარიშის მომზადება ამ კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად; დ) დამგეგმავი ორგანოს მიერ სგშ-ის ანგარიშის, საზოგადოების მონაწილეობისა და კონსულტაციების შედეგად მიღებული ინფორმაციის შეფასება; ე) საჭიროების შემთხვევაში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების პროცედურის განხორციელება ამ კოდექსის V თავის შესაბამისად; შეფასების ვ) საზოგადოების მონაწილეობა; ზ) სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა ამ კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 23. სტრატეგიული დოკუმენტის სკრინინგი 1. ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სგშ-ის ჩატარების საჭიროების განსაზღვრის მიზნით ხორციელდება სკრინინგის პროცედურა. 2. დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართოს სკრინინგის განცხადებით და წარუდგინოს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან პროექტი (იგი უნდა მოიცავდეს მოკლე ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების, ამოცანებისა და ღონისძიებების შესახებ) მისი შემუშავების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით). 3. დამგეგმავი ორგანოს მიერ სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის წარდგენილი სკრინინგის განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალის (მათ შორის, ამ არეალში მცხოვრები მოსახლეობის) შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების ხასიათის შესახებ. 4. სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციას ან პროექტს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს მათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოებას უფლება აქვს, სკრინინგის განცხადებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის/პროექტის აღნიშნულ ვებგვერდსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 7 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარადგინოს მოსაზრებები და შენიშვნები მითითებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებენ მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 5. სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ დამგეგმავი ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად წარდგენილ სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციას ან პროექტს და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-15 დღისა ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებებს სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ. 6. სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარდა ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმებისა, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები: ა) სტრატეგიული დოკუმენტის მახასიათებლები, კერძოდ: ა.ა) რამდენად უდგენს სტრატეგიული დოკუმენტი ჩარჩოს სამომავლოდ განსახორციელებელ საქმიანობებს მათი განხორციელების ადგილის, ტიპის, მოცულობისა და სამუშაო პირობების ან ბუნებრივი რესურსების განაწილების კუთხით; ა.ბ) სტრატეგიული დოკუმენტის სხვა სტრატეგიულ დოკუმენტთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმართება; ა.გ) სტრატეგიული დოკუმენტის მნიშვნელობა გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირების თვალსაზრისით, კერძოდ, მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის; ა.დ) სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებული ზოგადი გარემოსდაცვითი ასპექტები; ბ) ზოგადი ინფორმაცია სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების ზემოქმედების ხასიათისა და ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის მახასიათებლების შესახებ, კერძოდ: ბ.ა) ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი; ბ.ბ) გარემოსთან ან/და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები; ბ.გ) ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის ფასეულობა და მოწყვლადობა, კერძოდ, ბუნებრივი მახასიათებლები ან კულტურული მემკვიდრეობა, დაცულ ტერიტორიებზე, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე ზემოქმედება, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი. 7. სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“. 8. სკრინინგის პროცედურის დასრულებიდან 3 დღის ვადაში სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სკრინინგის გადაწყვეტილებებს უგზავნიან დამგეგმავ ორგანოს. 9. სკრინინგის გადაწყვეტილებების მიღებიდან 5 დღის ვადაში სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო ამ გადაწყვეტილებებს, აგრეთვე საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს მათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. მუხლი 24. სგშ-ის პროცესში სკოპინგის განცხადება 1. დამგეგმავი ორგანო შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე, მაგრამ არაუგვიანეს სტრატეგიული დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მომზადებისა, სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს სკოპინგის განცხადებით, რომელსაც თან ერთვის სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან სამუშაო ვერსია (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით). დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფს სკოპინგის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების თავის ვებგვერდზე განთავსებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად წარდგენილი სკოპინგის განცხადება უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას დამგეგმავი ორგანოს შესახებ; ბ) მოკლე ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის, აგრეთვე იმ გეოგრაფიული არეალის და შესაბამისი დასახლებული პუნქტების შესახებ, სადაც დაგეგმილია სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება; გ) მოკლე ინფორმაციას გარემოზე (მათ შორის, დაცულ ტერიტორიებზე, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი) და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების მასშტაბის შესახებ; დ) ზოგად ინფორმაციას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ; ე) სტრატეგიული დოკუმენტით ალტერნატივების ზოგად აღწერას; გათვალისწინებული ვ) ინფორმაციას გარემოზე შესაძლო ზემოქმედების დაექვემდებარება შესწავლას და სგშ-ის ანგარიშში ასახვას; ღონისძიებების სახეების შესახებ, შესაძლო რომლებიც ზ) სტრატეგიული დოკუმენტის სხვა სტრატეგიულ დოკუმენტთან მიმართებას; თ) ზოგად ინფორმაციას სგშ-ის პროცესში ჩასატარებელი საბაზისო კვლევების შესახებ; ი) იმ ღონისძიებების საორიენტაციო ჩამონათვალს, რომლებიც დაგეგმილია სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შემთხვევაში შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების, შერბილებისა და კომპენსირებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება სკოპინგის დასკვნის მომზადების პროცესში. 4. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს მათ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს მათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 5. საზოგადოებას უფლება აქვს, სკოპინგის განცხადების ვებგვერდზე განთავსებიდან 15 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები სკოპინგის განცხადებასთან და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციასთან ან სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით. სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებენ მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 6. დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთდროულად წარუდგინოს სკრინინგისა და სკოპინგის განცხადებები. თუ სკრინინგის პროცედურის შედეგად დადგინდება, რომ სტრატეგიული დოკუმენტი ექვემდებარება სგშ-ს, იმავე გადაწყვეტილებაში მიეთითება აგრეთვე სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. მუხლი 25. სგშ-ის პროცესში სკოპინგის დასკვნის გაცემა 1. სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად იხილავენ დამგეგმავი ორგანოს მიერ წარმოდგენილ სკოპინგის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ სკოპინგის დასკვნებს. 2. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს მე-20 დღისა და არაუგვიანეს 25-ე დღისა სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალურად გასცემენ სკოპინგის დასკვნებს. სკოპინგის დასკვნით განისაზღვრება სგშ-ის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“. 3. სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გაცემულ სკოპინგის დასკვნებს გაცემიდან 3 დღის ვადაში უგზავნიან დამგეგმავ ორგანოს. 4. სკოპინგის დასკვნების გაცემიდან 5 დღის ვადაში სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ სკოპინგის დასკვნებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან სამუშაო ვერსიის თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებას, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ სკოპინგის დასკვნის ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 5. სკოპინგის დასკვნის გაცემიდან 5 წლის ვადაში დამგეგმავი ორგანოს მიერ სგშ-ის ანგარიშის და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის წარუდგენლობის შემთხვევაში სკოპინგის დასკვნა ძალას კარგავს. მუხლი 27. სგშ-ის ანგარიშის განხილვა და რეკომენდაციების გაცემა 1. დამგეგმავი ორგანო სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს სგშ-ის ანგარიშს სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან ერთად (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით). განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს მათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას საჯარო განხილვის ჩატარების სავარაუდო დროის, ადგილისა და წესის შესახებ. 3. დამგეგმავი ორგანოს მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წარდგენილი განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში, სგშ-ის ანგარიშის და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის განხილვის მიზნით მინისტრი ქმნის საექსპერტო კომისიას ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად. საექსპერტო კომისია საექსპერტო დასკვნას სამინისტროს წარუდგენს 40 დღის ვადაში. 4. დამგეგმავი ორგანო ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში ატარებს საჯარო განხილვას სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაწილეობით. საზოგადოებას უფლება აქვს, განცხადების ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან 40 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით. სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებენ მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 5. დამგეგმავი ორგანო სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარების ადგილის, დროისა და წესის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესებისა და საშუალებების გამოყენებით, საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 30 დღისა. 6. დამგეგმავი ორგანო სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების შესახებ ოქმის შედგენას. ეს ოქმი დეტალურად უნდა ასახავდეს სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე გამოთქმულ მოსაზრებებსა და შენიშვნებს. ოქმს ხელს აწერს და მისი სისწორისთვის პასუხისმგებელია დამგეგმავი ორგანო. დამგეგმავი ორგანო სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების შესახებ ოქმს შედგენიდან 5 დღის ვადაში წარუდგენს სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. 7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 51-ე დღისა და არაუგვიანეს 55-ე დღისა სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით. ამ რეკომენდაციების გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“. სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აღნიშნულ რეკომენდაციებს გაცემიდან 3 დღის ვადაში უგზავნიან დამგეგმავ ორგანოს. 8. სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით ამ მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გაცემულ რეკომენდაციებს გაცემიდან 5 დღის ვადაში სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო განათავსებენ თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს მათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული რეკომენდაციების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 9. თუ შესაბამისი რეკომენდაციების გაცემიდან 10 წლის ვადაში სტრატეგიული დოკუმენტი არ იქნება მიღებული/დამტკიცებული, დამგეგმავი ორგანო ვალდებულია ხელახლა განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული პროცედურა. მუხლი 28. ზოგადი მოთხოვნები სტრატეგიული დოკუმენტის მიღებასთან/დამტკიცებასთან დაკავშირებით 1. სტრატეგიული დოკუმენტი შეიძლება მიღებულ/დამტკიცებულ იქნეს მხოლოდ სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემის შემდეგ. 2. სტრატეგიული დოკუმენტის მიღებამდე/დამტკიცებამდე დამგეგმავი ორგანო ვალდებულია განიხილოს სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში მიიღოს ისინი სტრატეგიული დოკუმენტის საბოლოოდ დამუშავებისა და მიღების/დამტკიცების დროს. 3. თუ სგშ-ის პროცესში განხორციელდა გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა, სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების დროს მხედველობაში მიიღება აგრეთვე ამ პროცედურის შედეგები. 4. სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია შემდეგი მონაცემების განხილვის შედეგების თაობაზე: ა) ჩატარებული საჯარო განხილვის შედეგები და ამ განხილვაზე საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები; ბ) სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები; გ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 5. დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფს სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას და ამ გადაწყვეტილებას მიღებიდან 3 დღის ვადაში უგზავნის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. 6. სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებული არიან, სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება დამგეგმავი ორგანოს მიერ გამოგზავნიდან 3 დღის ვადაში განათავსონ თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტის ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. მუხლი 49. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები 1. სამინისტრომ, „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, უზრუნველყოს გარემოსდაცვით სფეროში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების გადასინჯვა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა. 2. შესაბამისმა უწყებებმა 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები ამ კოდექსთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ხოლო შესაბამისმა დაწესებულებებმა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ შესაბამისობა. სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის განხორციელებისთვის საჭირო სამართლებრივი აქტის მიღება. 4. ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის ამ კოდექსით დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 31 დეკემბრამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყოს „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანებასა და სხვა სამართლებრივ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. 5. შესაბამისი დაწესებულებების წარდგინებით საქართველოს მთავრობამ ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა 2018 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ იმ სამართლებრივი აქტების ამ კოდექსის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედების მომენტისთვის ითვალისწინებს სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესაძლებლობას ან შესაბამის პროცედურას. 6. 2018 წლის 1 იანვრამდე მინისტრმა გამოსცეს შემდეგი ბრძანებები: ა) „საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) „ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე“; გ) „საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“. 7. 2019 წლის 1 იანვრამდე მინისტრმა გამოსცეს ბრძანება „სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზის ჩატარების შესახებ“. მუხლი 51. კოდექსის ამოქმედება 1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის პირველი და მე-2 მუხლებისა, მე-3 მუხლის „ა“–„ზ“, „ი“, „კ“ და „მ“–„ც“ ქვეპუნქტებისა, მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა, მე-2 ნაწილის „ა“–„ზ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, მე-5–46-ე და 48-ე მუხლებისა და I და II დანართებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კოდექსის პირველი და მე-2 მუხლები, მე-3 მუხლის „ა“–„ზ“, „ი“, „კ“, „მ“–„ტ“, „ფ“–„შ“ და „ც“ ქვეპუნქტები, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი (გარდა „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა) და მე-2 ნაწილის „ა“–„ვ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები, მე-5 მუხლი, მე-6 მუხლი (გარდა პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა), მე-7 მუხლი (გარდა მე-6 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტისა და მე-11 ნაწილისა), მე- 8 მუხლი (გარდა მე-3 ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტისა), მე-9 მუხლი (გარდა მე-10 ნაწილისა), მე-10 მუხლი (გარდა მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის ნაწილში), მე-11 მუხლი, მე-12 მუხლი (გარდა მე-7 ნაწილისა გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაზე მითითების ნაწილში და პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა), მე-13 მუხლი (გარდა პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა), მე-14– მე-17 მუხლები, 30-ე მუხლი (გარდა მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა), 31-ე მუხლი, 32ე მუხლი (გარდა მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა), 33-ე–36-ე, 42-ე–46-ე და 48-ე მუხლები და I და II დანართები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კოდექსის მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი (გარდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილისა), მე-18 მუხლი (გარდა პირველი–მე-3 ნაწილებისა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში და მე-5 ნაწილისა), მე-19 მუხლი (გარდა „დ“ ქვეპუნქტისა), მე-20 მუხლი (გარდა პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-6 ნაწილისა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში), 21-ე მუხლი, 22-ე მუხლი (გარდა „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში და „ე“ ქვეპუნქტისა), 23-ე მუხლი (გარდა მე-2–მე-5 ნაწილებისა, მე-6 ნაწილისა (გარდა „ბ.ა“ ქვეპუნქტისა) და მე-8 და მე-9 ნაწილებისა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში), 24-ე მუხლი (გარდა პირველი და მე-3–მე-6 ნაწილებისა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში და მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა), 25-ე მუხლი (გარდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილისა), 26-ე მუხლი (გარდა მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა), 27-ე მუხლი (გარდა პირველი, მე-4 და მე-6–მე-8 ნაწილებისა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში), 28-ე მუხლი (გარდა პირველი და მე-2 ნაწილებისა, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-5 და მე-6 ნაწილებისა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, მე-3 ნაწილისა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა) და 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან. 4. ამ კოდექსის მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, მე-4 მუხლის მე-3 ნაწილი, მე-18 მუხლის პირველი–მე-3 ნაწილები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, მე-20 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და მე-6 ნაწილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, 22-ე მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, 23-ე მუხლის მე-2–მე-5 ნაწილები, მე-6 ნაწილი (გარდა „ბ.ა“ ქვეპუნქტისა) და მე-8 და მე-9 ნაწილები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, 24-ე მუხლის პირველი და მე-3–მე-6 ნაწილები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, 25-ე მუხლი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, 27-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6–მე-8 ნაწილები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, 28-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-5 და მე-6 ნაწილები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში ამოქმედდეს 2018 წლის 31 დეკემბრიდან. 5. ამ კოდექსის 29-ე მუხლი ამოქმედდეს „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“ ოქმის საქართველოსთვის ძალაში შესვლისთანავე. 6. ამ კოდექსის მე-3 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტი და მე-11 ნაწილი, მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი, მე-9 მუხლის მე-10 ნაწილი, მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის ნაწილში, მე-12 მუხლის მე-7 ნაწილი გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაზე მითითების ნაწილში და პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, მე-13 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, მე-18 მუხლის მე-5 ნაწილი, მე-19 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, 22-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, 23-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტი, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, 28-ე მუხლის მე-3 ნაწილი და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 32-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი და 37-ე–41-ე მუხლები ამოქმედდეს „ტრანსსასაზღვრო კონტექსტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ კონვენციისა და მისი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“ ოქმის საქართველოსთვის ძალაში შესვლისთანავე.