„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.01.2012, სარეგისტრაციო კოდი:
430060000.05.001.016584) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნულ ცენტრთან (შემდგომ − განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი) ერთად საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის და
მისი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობა;“.
2. 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მასზე გაცემული
შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია შეჩერებულია ან გაუქმებულია;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს
მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია,
რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს
ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“,
ქვეპუნქტში, სადაც ხდება ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს სახელწოდების საქართველოს განათლების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროთი ჩანაცვლება. ხოლო, კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტში, სადაც ხდება
ტერმინოლოგიის დონეზე
საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელწოდების საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროთი ჩანაცვლება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
ვალდებულებები.
მიღებით
არ
წარმოიქმნება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
მიმართება
არ ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
საერთაშორისო
მრავალმხრივ
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 5. სააგენტოს და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ზოგადი პასუხისმგებლობანი
და უფლებამოსილება
1. ამ კანონის შესაბამისად სააგენტოს ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების
გაცემა, აღიარება ან/და დადასტურება;
ბ) მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის სისტემის მონიტორინგი;
გ) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება და სისტემატური მონიტორინგი;
დ) საწვრთნელი პროგრამების კონვენციითა და საქართველოს სხვა საერთაშორისო
ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების
მოთხოვნებთან შესაბამისობის აღიარება;
ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნულ ცენტრთან (შემდგომ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი)
ერთად
საზღვაო-საგანმანათლებლო
დაწესებულების
ავტორიზაციის
და
მისი
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობა;
ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული სასწავლებლების მონიტორინგი
ამ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში;
ზ) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების
ნამდვილობის დამოწმება და მათი გაყალბების თავიდან აცილების ღონისძიებების გატარება;
თ) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების
ფორმისა და გაცემის წესის, ასევე გაცემული სერტიფიკატების რეესტრის წარმოების წესის
დამტკიცება;
ი) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების
მიღებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის განსაზღვრა, გამოცდების ორგანიზება და
ჩატარება;
კ) სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და შერჩევის პირობების მონიტორინგის
განხორციელება;
ლ) ამ კანონის შესასრულებლად აუცილებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება
და მათი მიღება (გამოცემა);
მ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისთვის (შემდგომ − IMO), სხვა საერთაშორისო
ორგანიზაციებისა და სხვა სახელმწიფოებისთვის საქართველოში მეზღვაურთა წვრთნისა და
სერტიფიცირების სისტემის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ნ) ამ კანონის დარღვევისათვის დაწესებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის
შედგენა;
ო) ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით სააგენტოსთვის დაკისრებული
ფუნქციების შესრულება.
2. კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს.
მუხლი 52. სამედიცინო დაწესებულების შერჩევის გაუქმება და ანგარიშგება
1. შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებას ჩამოერთმევა მეზღვაურის ჯანმრთელობის
მდგომარეობის
შემოწმებისა
და
მეზღვაურის
სამედიცინო
მოწმობის
გაცემის
უფლებამოსილება:
ა) თუ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ
მასზე გაცემული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია შეჩერებულია ან გაუქმებულია;
ბ) თუ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ან დროშის სახელმწიფო კონტროლის ან/და
მენეჯერთა ანგარიშები ამტკიცებს, რომ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ
გაცემული მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა არაზუსტია ან/და მასში შეტანილი მონაცემები
გაყალბებულია;
გ) მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში.
2.
სააგენტო
კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოსთან
თანამშრომლობით ,
არა უმეტეს 5- წლიანი
ინტერვალით
IMO-ს
წარუდგენს
ანგარიშს
სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობისა და მათი შეფასების პროცესის კონვენციის I/8
რეგლამენტის მე-3 პუნქტის დებულებებთან შესაბამისობის საკითხზე .