„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.06.2018
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/236/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994−1995, №№23−26, მუხ. 561) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ,,1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან იქმნება საკოორდინაციო სამსახური, რომელიც უხელმძღვანელებს სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას და განხორციელებას. 2. საკოორდინაციო სამსახურის დებულებას ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.“. 2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დონორობის საკითხებში მოსწავლეთა და სტუდენტების სწორი ორიენტაციის მიზნით, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ვალდებულია საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების შესაბამისი სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების და სახელმძღვანელოების შედგენისას შეიტანოს მათში ინფორმაცია დონორობის მნიშვნელობასა და სისხლის გაღების უვნებლობაზე.“. 3. მე-10 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. მეორე და პირველი კატეგორიის დონორის წოდებას ანიჭებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სისხლის გადასხმის დაწესებულებათა წარდგინების საფუძველზე. 6. დამსახურებული დონორის წოდებას ანიჭებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.“. 4. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. სისხლის გადასხმის დაწესებულებების საქმიანობისათვის სავალდებულო ნორმები და მოთხოვნები განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით.“. 5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. დონორის სამედიცინო შემოწმების, დონორისგან სისხლისა და მისი კომპონენტების აღების წესს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“. 6. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 13. დონორის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხის კონტროლი სისხლის სამსახურის დაწესებულებების მიერ დამზადებული სისხლი, მისი კომპონენტები და პრეპარატები, საკონსერვაციო ხსნარები ექვემდებარება სახელმწიფო სამედიცინო ზედამხედველობის ორგანოების აუცილებელ კონტროლს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.“. 7. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 15. საზღვარგარეთის სამედიცინო ორგანიზაციებთან დონორის სისხლის, მისი კომპონენტებისა და პრეპარატების გაცვლის, საქართველოს საზღვრების გარეთ მათი გატანის წესი საზღვარგარეთის სამედიცინო ორგანიზაციებთან დონორის სისხლის, მისი კომპონენტებისა და პრეპარატების გაცვლის, საქართველოს საზღვრების გარეთ მათი გატანის წესს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-2, მე-5, მე-10-მე-13, მე-15 მუხლებში, სადაც ხდება ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო/მინისტრის სახელწოდების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროთი/მინისტრით ჩანაცვლება, ხოლო საქართველოს განათლების სამინისტროს სახელწოდების - საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროთი. ამასთან, კანონის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება ჩანაცვლდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ვინაიდან აღნიშნული საკითხი - „ტექნიკური რეგლამენტი-სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N74 დადგენილებით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2. სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების სახელმწიფო პროგრამა 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან იქმნება საკოორდინაციო სამსახური, რომელიც უხელმძღვანელებს სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას და განხორციელებას. 2. საკოორდინაციო სამსახურის დებულებას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. მუხლი 5. სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ადმინისტრაციათა ვალდებულებები დონორობის ორგანიზაციაში 1. სამინისტროები, უწყებები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები (საკუთრების ფორმის მიუხედავად): ა) აქტიურად მონაწილეობენ დონორობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში; ბ) უფლება აქვთ გამოყონ ასიგნებანი დონორობის განვითარებისათვის. 2. საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) ხელმძღვანელები, საჯარისო ნაწილების უფროსები ვალდებული არიან: ა) წინასწარი შეთანხმებით, შეუფერხებლად გაუშვან მუშა-მოსამსახურეები, სტუდენტები, მოსწავლეები, სოფლის მეურნეობის მუშაკები, სამხედრო მოსამსახურეები სისხლის გადასხმის დაწესებულებაში გამოკვლევისათვის და სისხლის ჩაბარების დღეს შეუნარჩუნონ სამუშაო ადგილებზე საშუალო შრომის ანაზღაურება და სხვა მატერიალური წახალისება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; სისხლის ჩაბარების მეორე დღეს დონორს მისცენ დამატებითი დასვენების დღე, რომელიც მისი სურვილით შეიძლება დაემატოს მორიგ შვებულებას ან გამოყენებულ იქნეს სხვა დროს, სისხლის გაღების დღიდან 1 წლის განმავლობაში; დამატებითი დასვენების დღე დონორს აუნაზღაურონ საშუალო შრომის ანაზღაურებით ძირითად სამუშაო ადგილზე; ბ) თუ დონორმა სისხლი შვებულების პერიოდში ან არასამუშაო დღეს გაიღო, მას მისცენ სხვა დასვენების დღე, ხოლო თუ დასვენების დღეს ვერ მისცემენ, სისხლის გაღების დღე აუნაზღაურონ სულ ცოტა შრომის ანაზღაურების ორმაგი ოდენობით; გ) უფასოდ დაუთმონ სისხლის დამამზადებელ გამსვლელ ბრიგადებს ოთახები სისხლის ასაღებად. 3. დონორობის საკითხებში მოსწავლეთა და სტუდენტების სწორი ორიენტაციის მიზნით, საქართველოს განათლების სამინისტრო ვალდებულია საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების შესაბამისი სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების და სახელმძღვანელოების შედგენისას შეიტანოს მათში ინფორმაცია დონორობის მნიშვნელობასა და სისხლის გაღების უვნებლობაზე. მუხლი 10. დონორობისათვის გათვალისწინებული შეღავათები და დონორობის სტიმულირების ღონისძიებები 1. ჩაბარებული სისხლის ან სისხლის პლაზმის საერთო მოცულობის მიხედვით უგასამრჯელო დონორობის სტიმულირების მიზნით მათი დაყოფა ხდება შემდეგ ჯგუფებად: ა) მესამე კატეგორიის დონორები, რომლებსაც სამჯერ ან მეტჯერ აქვთ ჩაბარებული სისხლი ან პლაზმა და განაგრძობენ დონორობას სისხლის ჩაბარებით წელიწადში ერთხელ მაინც; ბ) მეორე კატეგორიის დონორები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ 3-დან 5 ლიტრამდე სისხლი ან 10-დან 15 ლიტრამდე პლაზმა; გ) პირველი კატეგორიის დონორები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ 10-დან 20 ლიტრამდე სისხლი ან 15-დან 20 ლიტრამდე პლაზმა; დ) დამსახურებული დონორები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ 20 ლიტრზე მეტი სისხლი ან 30 ლიტრზე მეტი პლაზმა. 2. თითოეული ჯგუფის დონორს სახელმწიფო უზრუნველყოფს სოციალური გარანტიებითა და შეღავათებით, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით „საქართველოში დონორობის სტიმულირების ღონისძიებათა შესახებ“. 3. იმუნიზებული დონორები ან დონორები, რომლებიც ქველმოქმედების წესით უანგაროდ ჩააბარებენ სისხლს ან პლაზმას იმ მოცულობით, რომ წარმოადგენენ ამ კანონის სუბიექტს, მიეკუთვნებიან ერთი საფეხურით უფრო მაღალ კატეგორიას. 4. მესამე კატეგორიის დონორის მოწმობებს გასცემენ სისხლის გადასხმის დაწესებულებები. 5. მეორე და პირველი კატეგორიის დონორის წოდებას ანიჭებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სისხლის გადასხმის დაწესებულებათა წარდგინების საფუძველზე. 6. დამსახურებული დონორის წოდებას ანიჭებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 7. აღნიშნული შეღავათები ვრცელდება იმ დონორებზეც, რომელთაც სისხლი ან პლაზმა ჩაბარებული აქვთ ამ კანონის მიღებამდე. მუხლი 11. ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების როლი დონორობისა და სისხლის გადასხმის დაწესებულებების ორგანიზებაში 1. ჯანმრთელობის დაცვის ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ ტრანსფიზიოლოგიური სამსახურის სწორი ორგანიზაცია, განსაზღვრონ მედიცინის მოთხოვნილება სისხლის კომპონენტებსა და პრეპარატებზე, ყველაფერი იღონონ დონორთა რიგების, მათ შორის ნათესავ დონორთა რიგების გასაზრდელად; აქტიურად წარმართონ დონორობის პროპაგანდა. 2. ჯანმრთელობის დაცვის ორგანოები უზრუნველყოფენ დონორების ჯანმრთელობის დაცვას. ამ მიზნით ახორციელებენ ღონისძიებათა კომპლექსს (დონორთა შერჩევა, სისხლის აღების სანიტარი ულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, ქალაქებში დონორობის ერთიანი ცენტრების ორგანიზაცია, სამედიცინო პერსონალის სათანადო მომზადება), რომელთა მიზანია დონორობის უვნებლობა, დონორობის ფუნქციის შესრულების დროს გართულებებისა და ინფექციური სენით დაავადების შესაძლებლობათა თავიდან აცილება. 3. დამატებითი დასვენების დღის და სისხლის გადასხმის დაწესებულებაში გატარებული დღის ფულადი ანაზღაურების მისაღებად სისხლის გადასხმის დაწესებულებებს ევალებათ დონორებს მისცენ სათანადო ცნობები სამსახურში წარსადგენად. 4. სისხლის გადასხმის დაწესებულებების საქმიანობისათვის სავალდებულო ნორმები და მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 12. დონორის სამედიცინო შემოწმების წესი 1. დონორის სამედიცინო შემოწმების, დონორისგან სისხლისა და მისი კომპონენტების აღების წესს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2. უცხოეთის მოქალაქენი, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს გაიღონ სისხლი ან მისი კომპონენტები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში, გაივლიან სამედიცინო შემოწმებას დადგენილი წესით და სარგებლობენ ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათებითა და გარანტიებით. მუხლი 13. დონორის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხის კონტროლი სისხლის სამსახურის დაწესებულებების მიერ დამზადებული სისხლი, მისი კომპონენტები და პრეპარატები, საკონსერვაციო ხსნარები ექვემდებარება სახელმწიფო სამედიცინო ზედამხედველობის ორგანოების აუცილებელ კონტროლს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. მუხლი 15. საზღვარგარეთის სამედიცინო ორგანიზაციებთან დონორის სისხლის, მისი კომპონენტებისა და პრეპარატების გაცვლის, საქართველოს საზღვრების გარეთ მათი გატანის წესი საზღვარგარეთის სამედიცინო ორგანიზაციებთან დონორის სისხლის, მისი კომპონენტებისა და პრეპარატების გაცვლის, საქართველოს საზღვრების გარეთ მათი გატანის წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.