„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 280) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის
ხელშემწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისათვის უფლებების
ჩამორთმევის შესახებ სასამართლო დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს
განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა
ასოციაციას.“.
2. მე-6 მუხლის „11“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი
მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში − კომისია) უფლებამოსილია პირის ყოფაქცევის
გათვალისწინებით, ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული შესაბამისი ვადის ერთი მესამედის
გასვლის შემდეგ ვადამდე აღუდგინოს მას ჩამორთმეული უფლებები ან შეუმციროს პირს
უფლებების ჩამორთმევის ვადა. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჩამორთმეული უფლებები კომისიის გადაწყვეტილების
საფუძველზე პირს აღუდგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების
დაკმაყოფილების შემდეგ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს
მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია,
რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს
ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში სადაც
ხდება ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
სახელწოდების საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროთი
ჩანაცვლება და
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სახელწოდების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროთი
ჩანაცვლება. ასევე, პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-6 მუხლის 1 1 პუნქტში,
სადაც ხდება ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს სახელწოდების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოთი ჩანაცვლება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
ვალდებულებები.
მიღებით
არ
წარმოიქმნება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
მიმართება
არ ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
საერთაშორისო
მრავალმხრივ
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 3. უფლებების ჩამორთმევა
1. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების
მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების,
ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო)
დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის
ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 10 წლით, ხოლო „ა“ და
„გ“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები − 5 წლით.
3. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის
განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან
ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 5 წლით, „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული უფლებები – 10 წლით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
უფლება − 15 წლით.
4. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების
გამსაღებელს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება
ჩამოერთმევა 5 წლით, „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები – 15 წლით,
ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება − 20 წლით.
4 1 . მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში შესაძლებელია ამ
მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება ან,
განსაკუთრებულ შემთხვევაში, უფლებების ჩამორთმევისაგან სრულად გათავისუფლება.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.
შესახებ
აღინიშნება
6. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის
ხელშემწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისათვის უფლებების
ჩამორთმევის შესახებ სასამართლო დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა
ასოციაციას.
მუხლი 6. უფლებების აღდგენა
1. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის
ხელშემწყობისათვის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისათვის ან
ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისათვის ჩამორთმეული უფლებების მოპოვება
დასაშვებია ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ, ან ამ
მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
1 1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების
საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომ − კომისია) უფლებამოსილია
პირის ყოფაქცევის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული შესაბამისი
ვადის ერთი მესამედის გასვლის შემდეგ ვადამდე აღუდგინოს მას ჩამორთმეული უფლებები
ან შეუმციროს პირს უფლებების ჩამორთმევის ვადა. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი
პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჩამორთმეული უფლებები კომისიის
გადაწყვეტილების საფუძველზე პირს აღუდგება საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
2. ამ კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ
გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა აღემატება უფლებების ჩამორთმევის ვადის
ხანგრძლივობას, ჩამორთმეული უფლებები აღდგება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ,
გარდა
ამ ავეკანონის
მე-3
მუხლის
41 პუნქტით
და
ამ
მუხლის
1
1
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა .
3. უფლებების რეალიზება დაუშვებელია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის
სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო
ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის გარეშე.
4. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობის,
ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან ნარკოტიკული საშუალების
გამსაღებლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევა
(შეუსრულებლობა) გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით
დადგენილ პასუხისმგებლობას.
5. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის
ხელშემწყობისათვის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისათვის ან
ნარკოტიკული
საშუალების
გამსაღებლისათვის
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი წესით ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემისას შესაბამისი ორგანო
ვალდებულია მიუთითოს ამ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების შესახებ.