„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია
ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით
მწყობრიდან გამოსაყვანად და შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს;‘‘;
ბ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ) ცნობა პირის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ – საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ფორმის ცნობა პირის
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ იგი ფსიქიკურად
ჯანმრთელია.“.
2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. საკოლექციო იარაღი
იარაღის საკოლექციოდ მიჩნევის, საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვისა და
ექსპონირების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და
საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
3. მე-9 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „დ1“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან
ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2
პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, საქართველოს უზენაესი და
საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებს, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის,
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
სისტემის,
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი
და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის
სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა
იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან სხვა
სახელმწიფოს სამსახურში, ახორციელებენ კერძო დაცვით საქმიანობას (მხოლოდ აღნიშნული
საქმიანობის განხორციელების პერიოდში) ან/და დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან
დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გამო.“;
4. 11-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამხედრო-საბრძოლოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის,
შინაგან საქმეთა, იუსტიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის,
საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, სამხედრო და მათთან
გათანაბრებული მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების
უზრუნველყოფისათვის,
საბრძოლო
და
ოპერატიულ-სამსახურებრივი
მიზნების
განხორციელებისათვის.“.
5. მე-20 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის,
საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ამ უწყებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი
წესით, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის, საბანკო დაწესებულებებისა და სამოქალაქო
ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფების საკუთრებაში არსებული
იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანებით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო,
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახური, აგრეთვე აღნიშნულ სამინისტროებსა და სამსახურში შემავალი საქვეუწყებო
დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებული არიან,
უზრუნველყონ
კუთვნილი
სამსახურებრივ-საშტატო
ცეცხლსასროლი
იარაღიდან
გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი
ორგანოსათვის ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნა. ტყვია-მასროთეკის
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნის წესი დგინდება საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.
6. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება
იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება საჭიროებს საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს დასკვნების საფუძველზე გაცემულ ნებართვას.“ .
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს
მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია,
რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს
ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და „შ“ ქვეპუნქტში,
სადაც ხდება
ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს/მინისტრის სახელწოდების საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროთი/მინისტრით
ჩანაცვლება. კანონის
მე-8 და 23-ე
მუხლებში კი იცვლება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელწოდება
საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროთი და ასევე, მე-9 მუხლის
მე-2 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტში, მე-3 პუნქტში, მე-11 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-20
მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებში. სადაც ხდება ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელწოდების საქართველოს იუსტიციის
სამინისტროთი ჩანაცვლება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
ვალდებულებები.
მიღებით
არ
წარმოიქმნება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
მიმართება
არ ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
საერთაშორისო
მრავალმხრივ
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის,
ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) იარაღი – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია
ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის
მისაწოდებლად;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ
მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და
რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და
გასანადგურებლად;
გ) ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო,
ლულის კოლოფი;
დ) სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი – საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანი მექანიკური
ან ნახევრად ავტომატური მექანიზმის მქონე, ნადირობისათვის განკუთვნილი
ხრახნილლულიანი (კარაბინი ან შაშხანა), გლუვლულიანი (თოფი) ან კომბინირებული
(ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი) ცეცხლსასროლი იარაღი;
ე) სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი – სპორტული მოკლე
გლუვლულიანი ან მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი ან
რევოლვერი), რომელიც განკუთვნილია სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების
შესასრულებლად ან/და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად;
ვ) სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი – სპორტული გრძელლულიანი
ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც განკუთვნილია სპორტული საკვალიფიკაციო
ნორმატივების შესასრულებლად ან/და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად;
ზ) საფანტის იარაღი – ლულაში ან დოლურაში ჭურვის გასროლის გამომრიცხავი
სპეციალური სტაციონარული მზღუდავის მქონე მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი
(პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც ტრავმული დაზიანების საფანტის ჭურვების
გასროლის შედეგად არ იწვევს სხეულში შემავალ გამჭოლ დაზიანებებს;
თ) გაზის (აირის) იარაღი – ლულაში ან დოლურაში ჭურვის ანდა საფანტის ჭურვების
გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული მზღუდავის მქონე იარაღი
(პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი
ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად;
ი) პნევმატური იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი მიმართულ მოძრაობას იწყებს
შეკუმშული, დაწნეხილი ან გამყარებული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია
ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად;
კ) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტი ან რევოლვერი (მათ შორის,
საფანტის იარაღი);
ლ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია
ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით
მწყობრიდან გამოსაყვანად და შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს;
მ) საბრძოლო მასალა – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიციირებელი
ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად
განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და
გასანადგურებლად;
მ1) საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტები – მაინიციირებელი ფეთქებადი
ნივთიერება, ჭურვი, მასრა, კაფსულა;
ნ) ელექტროშოკური მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია
ელექტრონული მუხტით ცოცხალი ობიექტის დროებით დასაზიანებლად და შეესაბამება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს;
ო) ცივი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური
ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად;
პ) ცივი სასროლი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის
ფიზიკური ძალით ან მექანიკური მოწყობილობით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის
მანძილიდან დასაზიანებლად;
ჟ) საკოლექციო იარაღი – იარაღი, რომელსაც აქვს სამეცნიერო, ისტორიული, მხატვრული
ღირებულება და რომლის დანიშნულებაა კოლექციის შექმნა და ექსპონირება;
რ) სასიგნალო იარაღი – იარაღი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია შუქ-ხმოვანი
და კვამლური სიგნალის მისაწოდებლად;
ს) ჯილდოდ მიღებული იარაღი – იარაღი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ წახალისების ფორმით
გადაეცემა ფიზიკურ პირს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის,
აგრეთვე სამსახურებრივი ან საბრძოლო დამსახურებისათვის ან/და სპორტული
მიღწევებისათვის;
ტ) იარაღის ბრუნვა – იარაღით ვაჭრობა, იარაღის აღრიცხვა, რეგისტრაცია, დამზადება,
წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), შეძენა, შენახვა,
ტარება, გამოყენება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი,
ტრანზიტი,
ამოღება,
ჩამოწერა,
განადგურება, შიდა
გადამუშავება,
გარე
გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა, კოლექციონირება და ექსპონირება,
საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა, ბალისტიკური შემოწმება, ტყვიამასროთეკის წარმოება;
უ) იარაღის დამამზადებელი – პირი, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია;
ფ) იარაღის მესაკუთრე – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება;
ქ) იარაღით მოსარგებლე – პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი
სარგებლობისათვის, სამსახურებრივ მოვალეობათა შესასრულებლად;
ღ) სამხედრო ტექნიკა – ამ კანონის მიზნებისათვის, ცეცხლსასროლი იარაღის როგორც
ძირითადი, ისე არაძირითადი ელემენტების ან/და იარაღის წარმოებისათვის განკუთვნილი
დანადგარები;
ყ) იარაღის ტექნიკური დათვალიერება – ამ კანონის მე-19 მუხლის მე-10
პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ნებართვის
მაძიებლის საკუთრებაში არსებული თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე
ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ვიზუალური დათვალიერება და მონაცემების
სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შედარება;
შ) ცნობა პირის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ – საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული
ფორმის ცნობა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ
იგი ფსიქიკურად ჯანმრთელია.
მუხლი 8. საკოლექციო იარაღი
იარაღის საკოლექციოდ მიჩნევის, საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვისა და ექსპონირების
წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს
კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
მუხლი 9. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი
1. სამსახურებრივ-საშტატოა იარაღი, რომლის ტარების უფლება აქვთ ამ მუხლით
განსაზღვრულ პირებს მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
უფლებამოსილებათა განსახორციელებლად.
2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
ბ 1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის უფლებამოსილ პირებს;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ მოხელეებს;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ პირებს;
დ1)
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს
სისტემის
უფლებამოსილ მოხელეებს;
ე) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;
ვ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;
ზ) საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილ მოხელეებს;
თ) მოსამართლეებს;
ი) სასამართლოს მანდატურებს;
კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში
შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს;
კ1) ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №487);
ლ) საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებულებების ინკასატორებსა და
მოლარეებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ლ1 ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ფოსტის“ უფლებამოსილ
პირებს − სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, განსაკუთრებული მნიშვნელობის, ფულადი
ან/და სხვა ფასეული საფოსტო გზავნილების გადატანის/გადაზიდვის უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად, სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
მ)
სამოქალაქო
ავიაციის
საავიაციო
უშიშროების
სტრუქტურული
ქვედანაყოფის
თანამშრომლებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ნ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრებს;
ო) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს მთავრობის სხვა წევრს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, აფხაზეთისა და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებს;
პ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და წევრებს;
ჟ) მთავარი საჯარო თანამდებობის პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ უფროსი და
უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები;
რ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1703).
3.
სამსახურებრივი
უფლებამოსილების
ვადის
გასვლის
შემდეგ,
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან
ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2
პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, საქართველოს უზენაესი და
საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებს, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის,
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის,
საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებსაც
საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური
წოდებები ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები და ჰქონდათ
სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც
ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან სხვა სახელმწიფოს სამსახურში,
ახორციელებენ
კერძო
დაცვით
საქმიანობას
(მხოლოდ
აღნიშნული
საქმიანობის
განხორციელების პერიოდში) ან/და დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან/და
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გამო.
4. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება არ აქვს შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებულ პირს.
5. იმ თანამდებობის პირთა (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
პირებისა) ნუსხას, რომლებსაც სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ,
ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ერთობლივი წარდგინებით. ამ ნუსხაში შესატან ცვლილებებსა და დამატებებს საქართველოს
მთავრობას
წარუდგენს
სამინისტროსთან,
დაინტერესებული
საქართველოს
შინაგან
უწყება
საქმეთა
სამინისტროსა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით.
მუხლი 11. სამხედრო-საბრძოლო იარაღი
საქართველოს
და
თავდაცვის
საქართველოს
1. სამხედრო-საბრძოლოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის,
შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის
სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს
შესაბამისი
სამსახურის,
სამხედრო
და
მათთან
გათანაბრებული
მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის,
საბრძოლო და ოპერატიულ-სამსახურებრივი მიზნების განხორციელებისათვის.
2. (ამოღებულია - 29.11.2013, №1685).
3. სამხედრო მოსამსახურეებთან გათანაბრებულ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომლებსაც
აქვთ სამხედრო-საბრძოლო იარაღის ტარების უფლება, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა
შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით.
4.
აკრძალულია
დისლოკაციის
ადგილების
გარდა
სამხედრო-საბრძოლო
იარაღით
გადაადგილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებათა
ხელმძღვანელების ან მათ მიერ უფლებამოსილი პირების სპეციალური სანებართვო
აღრიცხვის გარეშე.
5. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ბრუნვა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გარდა, სამხედრო-საბრძოლო იარაღი ასევე მოიცავს
შეიარაღებას, სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მასალას და ტექნიკურ დოკუმენტაციას.
მუხლი 20. იარაღის შენახვა
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სისტემის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის
სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იარაღი და საბრძოლო მასალა
ინახება ამ უწყებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს
ეროვნული ბანკის, საბანკო დაწესებულებებისა და სამოქალაქო ავიაციის საავიაციო
უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფების საკუთრებაში არსებული იარაღისა და
საბრძოლო მასალის შენახვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანებით.
11. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის
შენახვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
2. სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის (გარდა ამ
მუხლის მე-5 პუნქტით და ამ კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული
იარაღისა და შესაბამისი საბრძოლო მასალისა) ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესი
მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
3. დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების
მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში
მოძალადისათვის მისი კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის)
შენახვის ან აღნიშნულ პერიოდში მისი დროებით ჩამორთმევის პირობები განისაზღვრება
შესაბამისი ორდერით. დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების
შეზღუდვის ორდერების მოქმედების შემთხვევებში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით
განსაზღვრულ შემთხვევებში მოძალადისათვის ჩამორთმეული პირად საკუთრებაში
არსებული იარაღის შენახვის წესი და პირობები, აგრეთვე სამსახურებრივ-საშტატო იარაღით
შეზღუდულად სარგებლობის ან/და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევის წესი და
პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
4.
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტრო,
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტრო,
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, აგრეთვე აღნიშნულ
სამინისტროებსა და სამსახურში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებები და საჯარო
სამართლის იურიდიული პირები ვალდებული არიან, უზრუნველყონ კუთვნილი
სამსახურებრივ-საშტატო
ცეცხლსასროლი
იარაღიდან
გასროლილი
ტყვია-მასრების
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოსათვის ტყვია-მასროთეკაში
განსათავსებლად
გადაგზავნა.
ტყვია-მასროთეკის
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროში გადაგზავნის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანებით.
5. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, გაზის (აირის) იარაღი, სანადირო პნევმატური
იარაღი, სპორტული პნევმატური იარაღი და შესაბამისი საბრძოლო მასალა ისეთ
მდგომარეობასა და პირობებში უნდა ინახებოდეს, რომელშიც/რომლებშიც:
ა) უზრუნველყოფილი იქნება იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა და უსაფრთხოება;
ბ) გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლის შესაძლებლობა;
გ) არ მოხდება იარაღსა და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვება.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
,მუხლი 23. იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება
იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება საჭიროებს საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს
დასკვნების საფუძველზე გაცემულ ნებართვას.