„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ.
433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მინისტრი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
თ) კომპეტენტური ორგანო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან
სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან და იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო
დეპარტამენტიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური
წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის
უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო
დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს;“.
3. მე-8 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან - სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან
და იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო
დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ პირთა,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან
განთავისუფლებულ პირთა კომპენსაციის გაანგარიშება“;
ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან - სპეციალური
პენიტენციური სამსახურიდან და იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან
დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირზე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
პირზე, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში,
გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო
დეპარტამენტში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო
სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და
ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო,
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის,
სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის,
პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაციის ოდენობის
გაანგარიშების მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულებაში - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და იუსტიციის სამინისტროს
საგამოძიებო დეპარტამენტში, აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო,
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის,
სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის,
პროკურატურის ან სასამართლო ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო,
სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1
წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე
განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.“.
4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის მიზნებისათვის მუშაობის 20 წლის სტაჟში ჩაითვლება შინაგან საქმეთა,
იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - სპეციალური პენიტენციური სამსახურის,
იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის , 2011 წლის 11 მარტამდე
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11
მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების
სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა, აგრეთვე ამ
კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ორგანოების შესაბამის
საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა.“.
5. 153 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 153. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო
დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სოციალური მოსამსახურეებისა და
ფსიქოლოგების კომპენსაციის გაანგარიშება“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო
დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სოციალური მოსამსახურეებსა
და ფსიქოლოგებს კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევისას, თუ მათ აქვთ
არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, პატიმრობისა და თავისუფლების
აღკვეთის აღსრულების სისტემის სოციალურ სამსახურებში (მიუხედავად მათი
სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა) სოციალურ
მოსამსახურედ/ფსიქოლოგად მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი.“.
6. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში სპეციალური პენიტენციური სამსახურში და იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო
დეპარტამენტში მომუშავე სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის
გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად
გარდაცვლილის მიერ ამავე კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების
მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება
20 წელს. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მის
შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებს და შვილებს.“.
7. 39-ე მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობათა ნუსხას საქართველოს
განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნორმატიული აქტით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს
მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია,
რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს
ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-4 მუხლის „ზ“-„თ“ ქვეპუნქტში,
სადაც ხდება
ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს/მინისტრის სახელწოდების საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროთი/მინისტრით ჩანაცვლება. ცვლილება შედის კანონის მე5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში, ახლებურად ყალიბდება კანონის მე-8 მუხლის სატაური
და ცვლილება შედის ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში, ცვლილება შედის კანონის მე-9
მუხლის მე-2 პუნქტში, ახლებურად ყალიბდება კანონის 153 მუხლის სათაური და ცვლილება
შედის ამავე მუხლის პირველ პუნქტში და მე-19 მუხლის მე-4 პუნქტში, სადაც
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მისი სტრუქტურული
ქვედანაყოფების ნაცვლად მიეთითება - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო,
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო
დეპარტამენტი. ხოლო, კანონის 39-ე მუხლის 21 პუნქტში, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს სახელწოდება იცვლება საქართველოს განათლების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროთი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
ვალდებულებები.
მიღებით
არ
წარმოიქმნება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
მიმართება
არ ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
საერთაშორისო
მრავალმხრივ
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს
კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) განცხადება – უფლებამოსილი პირის მიერ კომპენსაციის/ სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტანილი
წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნა;
ბ) გარდაცვალება – პირის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია კომპეტენტური
ორგანოს მიერ, ან გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის,
საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური
ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებებისა,
სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლაპანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და
სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული
შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო
კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო
კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი
საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში
განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ
ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს
შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
დ) კომპენსაცია – პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ კანონით
დადგენილი წესითა და ოდენობით;
ე) კომპენსაციის მიმღები პირი – პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს
კომპენსაცია;
ვ) მეცნიერი – ფიზიკური პირი, რომელიც დასაქმებულია საჯარო სამართლის იურიდიულ
პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე ან
სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე;
ზ) მინისტრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრი;
თ) კომპეტენტური ორგანო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო;
ი) კომპენსაციის პროპორციული განაწილება – ამ კანონით დადგენილი კომპენსაციის
ოდენობის პროპორციულად განაწილება მისი მიღების უფლებამოსილების მქონე პირებზე;
კ) სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია – მეცნიერის ყოველთვიური
უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;
ფულადი
ლ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი – პირი, რომელსაც ასეთი
სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად;
მ) შრომისუუნარო – პირი, რომელსაც დადგენილი აქვს მკვეთრად ან მნიშვნელოვნად
გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ან არის 65 წლის ან მეტი ასაკის.
მუხლი 5. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები
1. ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის
საფუძვლებია:
ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა;
ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;
დ) მარჩენალის გარდაცვალება;
ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება.
2. ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების
უფლება აქვთ:
ა) საქართველოს პარლამენტის წევრებს;
ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს;
გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს;
დ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს;
დ1 ) გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს ;
ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის
სპეციალური
სამსახურიდან
თადარიგში
დათხოვნილ
პირებს,
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო
დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან
სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
საგამოძიებო
სამსახურის
საჯარო
თანამდებობებიდან
განთავისუფლებულ პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში
არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
პირებს;
ე 1) (ამოღებულია - 07.12.2017, №1714);
ვ) პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებს;
ზ) საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა ოჯახის
წევრებს;
თ) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებს;
ი) საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეებს;
კ) მეცნიერებს;
ლ) სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს;
მ) „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის
სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული
ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს;
ნ)
საქართველოს
ტერიტორიული
მთლიანობისათვის,
თავისუფლებისა
და
დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების
დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს;
ო) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის
(1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 1
1 პუნქტით
და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად
გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
პ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 55 3 მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო
დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების −
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
დაღუპული
ან
მიღებული
დაზიანების
მაშველის/მაშველის ოჯახის წევრებს.
შედეგად
გარდაცვლილი
მეხანძრე-
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების
გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიღების
უფლება აქვთ აგრეთვე გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.
მუხლი 8. სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური
სამსახურიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირთა კომპენსაციის
გაანგარიშება
1. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური
უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ
სამხედრო მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ ერთ-ერთი შემდეგი პირობით და მისი
ოდენობაა:
ა) 65 წლის ან 65 წელზე მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში – პენსიის ოდენობას
დამატებული:
ა.ა)
საკონტრაქტო
(პროფესიული)
სამხედრო
სამსახურის
სამხედრო
მოსამსახურეებისათვის (გარდა ოფიცრებისა) ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე
პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 2 ლარზე ნამრავლი;
ა.ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების
შემადგენლობისათვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის –
ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 5 ლარზე ნამრავლი;
ა.გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი
სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის
წლების 10 ლარზე ნამრავლი;
ა.დ) კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან
უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში
ნამსახურობის წლების 15 ლარზე ნამრავლი;
ბ) 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად
განსაზღვრული კომპენსაციის 80%.
2. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური
უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ იმ
სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის 20ზე ნაკლები კალენდარული წელი, ამ მუხლის მიზნებისათვის ზემოაღნიშნულ ორგანოებში
ნამსახურობის წლებად განესაზღვროთ 20 წელი.
3. ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირზე, თუ მას აქვს
ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნამსახურობისა, შედის შემდეგ ორგანოებში
ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, პროკურატურის ორგანოები,
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე), საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი,
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, აგრეთვე
მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა.
4. ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან
თადარიგში დათხოვნილ პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი;
ნამსახურობაში, გარდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ნამსახურობისა, შედის შემდეგ
ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოები,
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი.
5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან
დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირზე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
პირზე, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ,
ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე ოფიცერსა და
რიგითზე, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში,
გარდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ
ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში
ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს
აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული
დაქვემდებარებისა), აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო
ხელისუფლების ორგანოებში სამსახური.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაციის ოდენობის
გაანგარიშების მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში,
საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე შინაგან
საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის,
საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის ან სასამართლო ხელისუფლების ორგანოში
ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6
წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება
აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.
7. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო
დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან
− საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური
წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი.
ნამსახურობაში, გარდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნამსახურობისა, შედის
აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის, სასამართლო ხელისუფლების
ორგანოებში და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში
სამსახური.
მუხლი 9. პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკთა კომპენსაციის გაანგარიშება
1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურატურიდან დათხოვნისას პროკურატურის მუშაკს
კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ
ორგანოში/ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის,
პროკურატურის სისტემაში – არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ კომპენსაციის ოდენობა არის:
ა) უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – სახელმწიფო
პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 20%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი;
ბ) უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – სახელმწიფო პენსიას
დამატებული სახელმწიფო პენსიის 15%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი;
გ) საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – სახელმწიფო პენსიას
დამატებული სახელმწიფო პენსიის 10%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის მუშაობის 20 წლის სტაჟში ჩაითვლება შინაგან საქმეთა,
იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს,
2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა
და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით
მუშაობა, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სხვა
ორგანოების შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა.
3. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“, „თ“ ან „ი“ (მხოლოდ
ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში არჩევის ან დანიშვნის დროს) ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით პროკურატურიდან დათხოვნილ პროკურატურის მუშაკს
კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ
ორგანოში/ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის,
პროკურატურის სისტემაში – არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ კომპენსაციის ოდენობა არის ამ
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კომპენსაციის 80%.
4. ამ მუხლში მითითებული პროკურატურის სისტემაში მუშაობის სავალდებულო ვადები
არ ვრცელდება საქართველოს მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებზე, თუ მათ აქვთ
შრომის არანაკლებ 20 წლის საერთო სტაჟი და პროკურატურაში სამსახურებრივი
უფლებამოსილება შეუწყდათ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის
„ა“, „ბ“ ან „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.
მუხლი 153. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური
დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და პენიტენციური
დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურეთა კომპენსაციის გაანგარიშება
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური
დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და პენიტენციური
დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ 65
წლის ასაკის მიღწევისას, თუ მათ აქვთ არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის,
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის სოციალურ სამსახურებში
(მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა)
სოციალურ მოსამსახურედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეების კომპენსაციის
ოდენობა დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებისას ამ თანამდებობებისათვის
განსაზღვრული სარგოს მესამედია.
მუხლი 19. კომპენსაცია ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე მოსამსახურეთა (მუშაკთა)
გარდაცვალების გამო
1. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური
უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული
სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის
მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის
75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ თადარიგში დათხოვნის მომენტისათვის ამ კანონის
მე-8 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე,
გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. კომპენსაცია
ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მის შრომისუუნარო
მეუღლეს, მშობლებს და შვილებს.
2. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობაზე მყოფი პირის გარდაცვალების შემთხვევაში
კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის
შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ამავე
კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე,
გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. კომპენსაცია
ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და მის შრომისუუნარო
მეუღლეს.
3.
სამსახურებრივი
უფლებამოსილების
პერიოდში
პროკურატურის
მუშაკის
გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის
ასაკის მიღწევამდე, იმ კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, რომელსაც პროკურატურის მუშაკი
დაინიშნავდა 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ასეთი
კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის
მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.
4. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო
დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მომუშავე სამხედრო ან
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის
ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად
განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ამავე კანონით
დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის
ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. კომპენსაცია ენიშნებათ
გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს,
მშობლებს და შვილებს.
მუხლი 39. გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის
საფუძვლები
1. გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია გაიცემა მეცნიერებზე,
აგრეთვე ამ მუხლით გათვალისწინებულ სხვა პირებზე – ამავე მუხლით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება:
ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
თანამდებობებზე გადაყვანასთან ან/და რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით
გამოთავისუფლებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებზე და იმ დამხმარე
პერსონალზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საგანმანათლებლო ან სამეცნიერო
საქმიანობაში;
ბ) სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ
პირად დაფუძნებასთან ან სახელმწიფო/საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით
გამოთავისუფლებულ სამეცნიერო თანამდებობებზე დასაქმებულ პირებზე, აგრეთვე იმ
პერსონალზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სამეცნიერო საქმიანობაში.
2 1 . ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობათა ნუსხას საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნორმატიული აქტით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდია მიიღონ ამ მუხლით დადგენილი წესით იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ
სამეცნიერო ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის (სამეცნიერო ან სამეცნიეროპედაგოგიური საქმიანობის) არანაკლებ 20 წლის სტაჟი და არიან 50 წლის ან მეტი ასაკის,
გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან:
ა) პირადი სურვილით, თუ პირს აქვს შესაბამის დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის
სტაჟი;
ბ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
თანამდებობებზე გადაყვანასთან, სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების
საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებასთან ან სახელმწიფო/საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულების რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.
4. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება 2005 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 31 დეკემბრამდე ამავე
მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გათავისუფლებულ პირებზე.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი
სარგოს:
ა) 80%-ის ოდენობით – მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე პირთათვის და უმაღლეს
სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური
წოდების მქონე პირთათვის;
ბ) 60%-ის ოდენობით – მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მქონე პირთათვის და უმაღლეს
სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური
წოდების მქონე პირთათვის;
გ) 40%-ის ოდენობით – სხვა პირთათვის.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია გაიცემა ამავე
მუხლით განსაზღვრული პირების შესაბამისი სამეცნიერო, აკადემიური (სამეცნიეროპედაგოგიური) ან დამხმარე თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 5 კალენდარული წლის
განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს 2011 წლის 31 დეკემბრისა.
7. ამ კანონის ამოქმედებამდე ამ მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ სახელმწიფო
საბიუჯეტო
ასიგნებათა
ხარჯზე
მიღებული
დაფინანსება,
გარდა
შრომითი
ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული დაფინანსებისა, ჩაითვლება ამ მუხლის
შესაბამისად მიღებულ სახელმწიფო აკადემიურ სტიპენდიად და მისი გაცემა გაგრძელდება,
როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა.
ამასთანავე, ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული აკადემიური სტიპენდიის გადაანგარიშება
განხორციელდება ამ მუხლების შესაბამისად.