„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.06.2018
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/236/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №76, 29.12.2010, მუხ. 500) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ი) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;“. 2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვა უნდა უზრუნველყოს თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა საკუთარი ხარჯებით. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა უნდა დაადასტუროს გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარება და სამინისტროს ყოველი წლის 31 მაისამდე უნდა წარუდგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ დოკუმენტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი უზრუნველყოფს თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის შესაბამისობას დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებთან. ამასთანავე, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა სამინისტროს ამ პუნქტში აღნიშნულ ვადაში უნდა წარუდგინოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) თაობაზე.“. 3. მე-10 მუხლის: ა) 11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულება (შემდგომში - პენიტენციური დაწესებულება); ბ) 14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 14. პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-3-მე-4 მუხლებში, სადაც ხდება ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს/მინისტრის სახელწოდების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროთი/მინისტრით ჩანაცვლება, ხოლო ვინაიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ერთიანდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, რომელშიც შეიქმნება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური, შესაბამისად, კანონის მე-10 მუხლის 11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში და 14 პუნქტში ტერმინი „პენიტენციური დაწესებულება“ - შეიცვალა ტერმინით - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულებით (შემდგომში პენიტენციური დაწესებულება), აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესსა და პირობებს ნაცვლად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა გამოსცემს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) თამბაქოს ნაწარმი – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნაწარმი (გარდა ნიკოტინის შემცველი სამკურნალწამლო საშუალებისა), რომელიც განკუთვნილია მოსაწევად, დასაღეჭად, საწუწნად ან შესასუნთქად, მათ შორის: ა.ა) ფილტრიანი სიგარეტი, უფილტრო სიგარეტი; ა.ბ) პაპიროსი, სიგარა, სიგარილა; ა.გ) საჩიბუხე თამბაქო, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო; ა.დ) შესახვევი თუთუნი; ა.ე) დასაღეჭი თამბაქო, საწუწნი თამბაქო, შესასუნთქი თამბაქო; ა.ვ) ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალა/კარტრიჯი/კაფსულა; ა1) თამბაქოს აქსესუარი ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა – მუნდშტუკი, ჩიბუხი, ჩილიმი, საწუწნი თამბაქოს მოწყობილობა, შესასუნთქი თამბაქოს მოწყობილობა, ელექტრონული სიგარეტი ან სხვა მსგავსი მოწყობილობა, სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელა, თამბაქოს გასახვევი ქაღალდი, თამბაქოს შესახვევი აპარატი, თამბაქოს დასაჭრელი აპარატი, საფერფლე, ნებისმიერი სახის პორტსიგარი ან სხვა საგანი, რომელიც განკუთვნილია უპირატესად თამბაქოს მოხმარებისთვის ან/და შენახვისთვის, აგრეთვე სიგარეტის, მისი კოლოფის ან ზემოაღნიშნული საგნის ილუსტრაცია ან მისი გამომსახველი სხვა საგანი; ბ) სიგარეტი – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნებისმიერი სახის გრაგნილი ან მილისებრი აგებულების კონსტრუქცია, რომელიც გახვეულია ქაღალდში ან კანონით დაშვებულ სხვა მასალაში, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს; გ) არმოსაწევი თამბაქო – თამბაქოს ნაწარმი, რომელიც არ არის განკუთვნილი მოსაწევად, კერძოდ, დასაღეჭი, საწუწნი ან შესასუნთქი თამბაქო; დ) თამბაქოს მოწევა – თამბაქოს ნაწარმის წვის ან გახურების შედეგად გამოყოფილი პირველადი კვამლის ან ორთქლის შესუნთქვა; ე) თამბაქოს ინდუსტრია – თამბაქოს ნაწარმის წარმოება, იმპორტი, რეალიზაცია, ექსპორტი, რეექსპორტი ან/და ტრანზიტი; ე 1) სიგარაბარი – სპეციალური დაწესებულება, რომელიც მოწყობილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე და რომელშიც დაშვებულია ამ მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარის მოწევა; ვ) სამედიცინო გაფრთხილება – თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერა, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამის პიქტოგრამას; ზ) როტაცია – სამედიცინო გაფრთხილებების მონაცვლეობა; თ) თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტი – თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობაში არსებული თამბაქო, დანამატი, ნივთიერება ან ელემენტი, მათ შორის, ქაღალდი, ფილტრი, კაფსულა, მელანი, წებო; თ1) დანამატი – ნივთიერება ან მასალა (გარდა თამბაქოს ფოთლისა), რომელიც ემატება თამბაქოს ნაწარმს; ი) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; კ) თამბაქოს ნაწარმისგან გამოფრქვეული ნივთიერება – ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა თამბაქოს ნაწარმის დანიშნულებისამებრ მოხმარების შედეგად, კერძოდ, სიგარეტის ან სხვა სახის მოსაწევი თამბაქოს კვამლში შემავალი ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა მოსაწევი თამბაქოს მოხმარების შედეგად, აგრეთვე დასაღეჭი თამბაქოს, საწუწნი თამბაქოს, შესასუნთქი თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოყოფილი ნივთიერება; ლ) (ამოღებულია - 17.05.2017, №859); მ) დამხმარე მასალა და საგნები – თამბაქოს ნაწარმთან შეხებაში მყოფი გარსი, კოლოფი და სხვა შესაფუთი მასალა; ნ) რეალიზაცია – გაყიდვის ან სხვა სახით გასაღების მიზნით თამბაქოს მზა პროდუქტის სხვა პირისათვის გადაცემა კომერციული სარგებლის მისაღებად; ო) მანიპულირება – აწონვა, გაზომვა, დადამღვა, დაბეჭდვა, შეფუთვა, დაწყობა, გადაადგილება; პ) ფალსიფიკაცია – თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის, მახასიათებლების, ასორტიმენტისა და წარმოშობის შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან ან თანდართულ დოკუმენტებსა და ეტიკეტზე აღნიშნულ მონაცემებთან; ჟ) (ამოღებულია - 17.05.2017, №859); რ) საწარმოო ობიექტი – საწარმო, საამქრო ან მათი უბნები და სხვა საწარმოო ქვედანაყოფები და ტერიტორიები, აგრეთვე მოწყობილობები, რომლებიც თამბაქოს წარმოების პროცესში გამოიყენება; ს) (ამოღებულია - 17.05.2017, №859); ტ) მზა პროდუქტი – რესურსებისა და საქმიანობის ერთობლიობის (სამრეწველო გადამუშავების) შედეგად მიღებული პროდუქტი; უ) თამბაქოს მწარმოებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს თამბაქოს და პასუხს აგებს ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისათვის მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე; ამასთანავე, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი ან პროდუქტის იმპორტიორი, როდესაც უცხოელ დამამზადებელს არ ჰყავს წარმომადგენელი; ფ) შენობა-ნაგებობა – ნებისმიერი კონსტრუქცია (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), რომელსაც აქვს იატაკი, ნებისმიერი სახის სახურავი ან ჭერი და ზედაპირის (გარდა სახურავისა, ჭერისა, იატაკისა) არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები, მათ შორის, ღია ან დახურული ფანჯარა და კარი; ქ) საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ავტობუსი, ტრამვაი, ტროლეიბუსი, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება, მატარებელი, საჰაერო ხომალდი, მეტროპოლიტენი, გემი ან სხვა სანაოსნო საშუალება, რომელიც გამოიყენება ადამიანების შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ ან/და კომერციული მოგების მიღების მიზნით გადასაყვანად. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. მუხლი 4. თამბაქოს კონტროლის ღონისძიებები და თამბაქოს კონტროლის სფეროს მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები 1. საქართველოს მთავრობა ახორციელებს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიას და ყოველწლიურ სახელმწიფო პროგრამას. გრძელვადიან 2. საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება: ა) საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) ზღვრულად დასაშვები ნორმები, გაზომვისა და რეგულირების წესები, თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით; ბ) თამბაქოს ნაწარმზე (კოლოფზე/ბლოკზე, შეფუთვაზე) სამედიცინო გაფრთხილებების (მათ შორის, პიქტოგრამისა და ტექსტობრივი წარწერის) დატანის წესი; გ) საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი. 3. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვა უნდა უზრუნველყოს თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა საკუთარი ხარჯებით. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა უნდა დაადასტუროს გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარება და სამინისტროს ყოველი წლის 31 მაისამდე უნდა წარუდგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ დოკუმენტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი უზრუნველყოფს თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის შესაბამისობას დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებთან. ამასთანავე, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა სამინისტროს ამ პუნქტში აღნიშნულ ვადაში უნდა წარუდგინოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) თაობაზე. 4. ამ კანონით დადგენილი თამბაქოს წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აკრძალვის/შეზღუდვის წესები გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი ლიცენზიით/ნებართვით/ავტორიზაციით განსაზღვრულ საქმიანობის განმახორციელებელ პირთა სალიცენზიო/ სანებართვო/საავტორიზაციო პირობებში. 5. თამბაქოს კონტროლის სფეროში ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმება არ არის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი და, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება „სამეწარმეო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. [6. საჯარო დაწესებულებას, სახელმწიფო მოსამსახურეს და საჯარო მოსამსახურეს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მომზადების, მიღებისა და შესრულების პროცესში თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მათთვის თამბაქოს წარმოებასთან და თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებით ეფექტიანი რეგულირების შესაძლებლობის მისაცემად. თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან ურთიერთობის აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნულმა პირებმა მათთან სახელმწიფოს ურთიერთობა უნდა წარმართონ გამჭვირვალედ, საჯარო განხილვების, ამ ურთიერთობის შესახებ საჯარო შეტყობინებისა და შემუშავებული დოკუმენტების საზოგადოებისთვის გაცნობის საშუალებით. აღნიშნულ ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან)] მუხლი 10. თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა 1. თამბაქოს მოწევა აკრძალულია: ა) ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გათვალისწინებული შენობა-ნაგებობებისა; გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა; გ) საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე; დ) სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, გარდა ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებისა; ე) ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება; ვ) სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია. 11. თამბაქოს მოწევა ნებადართულია შემდეგ შენობა-ნაგებობებში: ა) ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას (თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის); ბ) თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; გ) პენიტენციურ დაწესებულებაში; დ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში (მხოლოდ ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარისა); ე) სამორინეში; ვ) აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, ამ მუხლის 13 პუნქტით დადგენილი წესით; ზ) წინასწარი დაკავების იზოლატორში. 12. სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით, ზოგიერთი მხარდაჭერის მიმღები ან მძიმედ ავადმყოფი პაციენტისთვის, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, რომელიც სრულად (კედლებით) უნდა იყოს გამიჯნული დაწესებულების სხვა ნაწილისგან/ტერიტორიისგან და უნდა ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა. ასეთი პაციენტისთვის თამბაქოს მოწევა, აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით, დასაშვებია პალატაშიც, თუ ის იზოლირებულია სხვა პაციენტებისგან. 13. აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც უნდა ჰქონდეს ცალკე სავენტილაციო სისტემა, რომლიდანაც თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ უნდა ხვდებოდეს და რომელშიც არ უნდა ხდებოდეს საკვებისა და სასმელის შეტანა და მოხმარება. აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალური მოსაწევი ოთახის გამოყოფის წესი, აგრეთვე სპეციალური მოსაწევი ოთახისთვის სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 14. პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით. 2. (ამოღებულია - 17.05.2017, №859). 3. (ამოღებულია - 17.05.2017, №859). 4. (ამოღებულია - 17.05.2017, №859). 5. (ამოღებულია - 17.05.2017, №859). 6. (ამოღებულია - 17.05.2017, №859). 7. აკრძალულია თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, გარდა ღია სივრცეში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას კადრში მწეველის შემთხვევითი მოხვედრისა. 8. დაწესებულება (იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, მეწარმე სუბიექტი, საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სახელმწიფო ორგანო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, ამ კანონით დადგენილი თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვა; ბ) არ დაუშვას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმის განთავსება; გ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობანაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესები; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, ყველა შესასვლელში და სხვა თვალსაჩინო ადგილას განათავსოს თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესები, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის თაობაზე, აგრეთვე იმ ფიზიკური პირის/დაწესებულების საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა ინფორმაცია, რომელთან დაკავშირებაც იქნება შესაძლებელი თამბაქოს მოხმარების აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში; ე) არ დაუშვას თამბაქოს მოწევა, ხოლო თამბაქოს მოწევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა. 9. საზოგადოებრივი შეასრულოს ტრანსპორტის შესაბამის მძღოლი, საზოგადოებრივ მესაკუთრე/მფლობელი ტრანსპორტში ვალდებულია თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესები და აღკვეთოს ამ წესების შეუსრულებლობის ფაქტები.