„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
23.12.2015,
სარეგისტრაციო
კოდი:
470170000.05.001.018028) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის ,,ო‘‘ და ,,პ‘‘ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ო) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
პ) მინისტრი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;‘‘.
2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ტუბერკულოზის კონტროლი პენიტენციურ დაწესებულებაში
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში
ტუბერკულოზის კონტროლთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები
წესრიგდება მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი
ბრძანებით.“;
მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ტუბერკულოზის თავიდან აცილებისათვის განსახორციელებელ სკრინინგის
პროგრამებს ორგანიზებას უწევს სამინისტრო, ხოლო პენიტენციურ დაწესებულებებში –
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს
მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია,
რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს
ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან
„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-4 მუხლის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებში,
სადაც ხდება
ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს/მინისტრის სახელწოდების საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის
სამინისტროთი/მინისტრით
ჩანაცვლება. ამასთან, ვინაიდან
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ერთიანდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის სამინისტრო, რომელშიც შეიქმნება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური, შესაბამისად, კანონის მე-8 მუხლში ნაცლად
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსი მიეთითება საქართველოს
იუსტიციის სამინისტრო, ხოლო მე-9 მუხლის მე-5 პუნქტში ნაცლად საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსი მიეთითება საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური
პენიტენციური სამსახური.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ტუბერკულოზი – გადამდები დაავადება, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს
და რომელიც ყველაზე ხშირად ჰაერის გზით ვრცელდება/გადაეცემა;
ბ) ფილტვის ტუბერკულოზი – ტუბერკულოზის ფორმა, რომლის დროსაც დაავადების
გამომწვევი ტუბერკულოზის მიკობაქტერია აზიანებს ადამიანის ფილტვს;
გ) ფილტვგარეშე ტუბერკულოზი – ტუბერკულოზის ფორმა, რომლის დროსაც დაავადების
გამომწვევი ტუბერკულოზის მიკობაქტერია აზიანებს ადამიანის სხვა ორგანოს, გარდა
ფილტვისა;
დ) რეზისტენტული ტუბერკულოზი – ტუბერკულოზის ფორმა, რომლის დროსაც დაავადების
გამომწვევი ტუბერკულოზის მიკობაქტერიის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ერთი ან
ერთზე მეტი წამლის მიმართ მდგრადობა (რეზისტენტობა) ლაბორატორიული მეთოდებით
არის დადასტურებული;
ე) რეგულარული ტუბერკულოზი – ტუბერკულოზის ფორმა, რომლის დროსაც დაავადების
გამომწვევი ტუბერკულოზის მიკობაქტერია ექვემდებარება პირველი რიგის ტუბერკულოზის
საწინააღმდეგო წამლებით მკურნალობას;
ვ) პაციენტი – პირი (საქართველოს მოქალაქე, უცხოელი – საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე
პირი), რომლის მდგომარეობა შესაბამისმა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელმა
განსაზღვრა, როგორც ფილტვის ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევა ან ფილტვის
ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევა;
ზ) ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევა – მდგომარეობა, რომლის დროსაც პაციენტს
აღენიშნება სასუნთქი სისტემის დაზიანების სიმპტომები, რაც, მაღალი ალბათობით,
ტუბერკულოზითაა გამოწვეული;
თ) ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევა – მდგომარეობა, რომლის დროსაც
პაციენტს დაუდასტურდა ფილტვის ტუბერკულოზით დაავადების დიაგნოზი შესაბამისი
კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებით განსაზღვრულ კრიტერიუმებზე
დაყრდნობით;
ი) ტუბერკულოზის გადამდები ფორმა – ტუბერკულოზის მიკობაქტერიების გარემოში
გამოყოფით მიმდინარე ფილტვის ტუბერკულოზი, რომელიც ტუბერკულოზის კლინიკური
პრაქტიკის
ეროვნული
რეკომენდაციებით
განსაზღვრული
ბაქტერიაგამოყოფის
ლაბორატორიული გამოკვლევებით დგინდება;
კ) სკრინინგი – პირთა გამოკვლევა დაავადების ნიშნების გარეშე, ფარულად მიმდინარე
დაავადების გამოსავლენად;
ლ) ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობა – ტუბერკულოზით დაავადებული პირის
განკურნებისათვის კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების მოთხოვნათა
დაცვით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით
განხორციელებული სამედიცინო და სხვა ჩარევების ერთობლიობა;
მ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი – „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი;
ნ) ახლო კონტაქტი – ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტის
კონტაქტი ოჯახის წევრთან (მშობელთან, მეუღლესთან, შვილთან, დასთან, ძმასთან,
პაციენტთან მუდმივად მცხოვრებ სხვა პირთან) ან დახურულ სივრცეში სხვა პირთან
კონტაქტი დღის განმავლობაში, კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციითა და
ჯანმრთელობის
მსოფლიო
ორგანიზაციის
რეკომენდაციით
განსაზღვრული
პერიოდულობითა და ხანგრძლივობით;
ო) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო;
პ) მინისტრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
ჟ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ერთეული – საქართველოს
ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად
მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი,
რომელიც
„საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს
საქმიანობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში.
მუხლი 8. ტუბერკულოზის კონტროლი პენიტენციურ დაწესებულებაში
პენიტენციურ
სამართლებრივი
დაწესებულებაში
ურთიერთობები
ტუბერკულოზის
წესრიგდება
კონტროლთან
მინისტრისა
დაკავშირებული
და
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
მუხლი 9. ტუბერკულოზის თავიდან აცილებასთან დაკავშირებული საშუალებები და
ღონისძიებები
1. ტუბერკულოზის თავიდან აცილებასთან დაკავშირებული საშუალებები და ღონისძიებებია:
ა) პროფილაქტიკური აცრა;
ბ) სკრინინგი;
გ) ტუბერკულოზით დაავადების რისკის ქვეშ მყოფი პირების მოძიების ღონისძიებები;
დ) ტუბერკულოზის შესახებ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები;
ე) ინფექციის კონტროლის ღონისძიებები.
2. ტუბერკულოზის თავიდან აცილებასთან დაკავშირებულ საშუალებებსა და ღონისძიებებს
ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს სამინისტრო. ამ საშუალებებისა და ღონისძიებების
განხორციელებაში მონაწილეობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეულები,
აგრეთვე სხვა საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები.
3.
ტუბერკულოზის
თავიდან
აცილებასთან
დაკავშირებული
საშუალებებისა
და
ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია საჯაროა.
4. პროფილაქტიკური აცრის ჩატარების სპეციალურ პროგრამას ახორციელებს სამედიცინო
მომსახურების მიმწოდებელი.
5. ტუბერკულოზის თავიდან აცილებისათვის განსახორციელებელ სკრინინგის პროგრამებს
ორგანიზებას უწევს სამინისტრო, ხოლო პენიტენციურ დაწესებულებებში – საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.
6. ტუბერკულოზით დაავადების რისკის ქვეშ მყოფი პირების მოძიების ღონისძიებებს
ახორციელებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეულები, რომლებიც
მოიძიებენ პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს ან/და პირებს, რომლებიც შესაძლოა
პაციენტთან ახლო კონტაქტში ყოფილიყვნენ, ამ პირებს აწვდიან ინფორმაციას მათი
ტუბერკულოზით დაავადების რისკის ქვეშ ყოფნის თაობაზე და უზრუნველყოფენ
აღნიშნული პირების დიაგნოსტიკის (გამოკვლევის) მიზნით დროულ მიმართვას შესაბამისი
დაწესებულებისათვის.
7. ტუბერკულოზის შესახებ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები ხორციელდება
საქართველოს მოქალაქეებისათვის, უცხოელებისა და საქართველოში სტატუსის მქონე
მოქალაქეობის
არმქონე
პირებისათვის
ტუბერკულოზის
შესახებ
ინფორმაციის
მისაწოდებლად. ამ პირების ინფორმირების მიზანია ტუბერკულოზის შესახებ მათი
ცნობიერების ამაღლება და საქართველოში ტუბერკულოზის თავიდან აცილების
ღონისძიებების განხორციელების უნარ-ჩვევების გამომუშავება. ტუბერკულოზის შესახებ
საინფორმაციო-საგანმანათლებლო
ღონისძიებებს
ახორციელებენ
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეულები.
8. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ღონისძიებების
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ან სხვა შესაძლო ფინანსური წყაროებიდან
განხორციელებას.