„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 471 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის
საშუალების
გამოყენებით.
ელექტრონული
ზედამხედველობის
საშუალების
გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო.“.
2. 67-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ
ყოფაქცევით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის
გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია მსჯავრდებულის მიმართ
კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე
იღებს გადაწყვეტილებას პირობით მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა
და ნასამართლობის მოხსნის შესახებ.“.
3. 72-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირი, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო
შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან
შინაპატიმრობა, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ
სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული
სასჯელის მთლიანად მოხდა, ხოლო პირი, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს
ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, შეიძლება პირობით ვადამდე
გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური
სამსახურის ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ
არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან
ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან.“.
4. 73-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს შეუძლია
ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის
მოხდის დროს მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი
ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან
ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების
ჩამორთმევისა).“;
ბ) მე-3 და მე-31 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს შეუძლია
მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების
აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულისა, სასჯელის მოხდის დროს მისივე თანხმობით შეუცვალოს
სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. ამ შემთხვევაში
არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე მუხლის (გარდა პირველი და მე-2 ნაწილებისა)
მოთხოვნები. ამასთანავე, შესაძლებელია აღნიშნული მსჯავრდებული მთლიანად ან
ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის (გარდა ქონების ჩამორთმევისა)
მოხდისაგან.
31. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს შეუძლია
მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების
აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულისა, მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი
ნაწილი შინაპატიმრობით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 471 მუხლის მე-2, მე-4
და მე-6 ნაწილების მოთხოვნები. ამასთანავე, შესაძლებელია აღნიშნული მსჯავრდებული
მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის (გარდა ქონების
ჩამორთმევისა) მოხდისაგან.“.
5. 74-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროების ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია სასჯელის
შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული
მსჯავრდებული, თუ მას აქვს დაავადება ან დაავადებათა ერთობლიობა და მკურნალობის
ფონზე მისი ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება გართულებულია,
ამასთანავე, ექიმთა კონსილიუმის მიერ კონსენსუსის საფუძველზე განსაზღვრული
ლეტალურობის პროგნოზი მაღალია.“.
6. 3421 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან
გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა ან
არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად
მოჰყვა პენიტენციური დაწესებულებიდან, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას
ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევა ან/და პენიტენციური დაწესებულების საქმიანობის
დეზორგანიზაცია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“;
ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში
შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური
სამსახურის მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირად ითვლება საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი.“.
7. 378-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე
გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
თანამშრომლის
ან
პენიტენციური
დაწესებულების
თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა ან/და
აღნიშნულ დაწესებულებაზე თავდასხმა ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების
შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს
მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია,
რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს
ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
შესაბამისობის
უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილში, სადაც
ხდება ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს სახელწოდების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროთი ჩანაცვლება, ცვლილება შედის ასევე კანონის 471 მუხლის მე-5 ნაწილში, 67-ე
მუხლის პირველ ნაწილში, 72-ე მუხლის პირველ ნაწილში, 73-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-31
ნაწილებში, 74-ე მუხლის მე-2 ნაწილში, ცვლილება შედის 3421 მუხლის შენიშვნაში და 378-ე
მუხლის მე-3 ნაწილში, სადაც ნაცლად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროსი მიეთითება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის
სამინისტრო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური
სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში
შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური
სამსახურის ადგილობრივ საბჭო და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო
დეპარტამენტი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ
შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 471. შინაპატიმრობა
1. შინაპატიმრობა ნიშნავს მსჯავრდებულისათვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში
თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას.
2. შინაპატიმრობა ენიშნება ნასამართლობის არმქონე პირს ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით.
3. თავისუფლების აღკვეთის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი
სამუშაოს ან ჯარიმის შინაპატიმრობით შეცვლის შემთხვევაში იგი შეიძლება დაინიშნოს ექვს
თვეზე მცირე და ორ წელზე მეტი ვადითაც.
4. თუ მსჯავრდებული განზრახ თავს აარიდებს შინაპატიმრობას, ეს სასჯელი შეიცვლება
თავისუფლების აღკვეთით – განაჩენით დანიშნული შინაპატიმრობის ვადით. ამასთანავე,
დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება
თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: შინაპატიმრობის ერთი დღე –
თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.
5. შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის
საშუალების
გამოყენებით.
ელექტრონული
ზედამხედველობის
საშუალების
გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტო.
6. შინაპატიმრობა არ დაენიშნება გაწვეულ სამხედრო მოსამსახურესა და ოჯახური
დანაშაულის ჩამდენ პირს.
7. შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება საქართველოს საზღვრის
გადაკვეთა.
მუხლი 67. პირობითი მსჯავრის გაუქმება ან გამოსაცდელი ვადის გაგრძელება/შემცირება
1. თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ
ყოფაქცევით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია
მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს
შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირობით მსჯავრდებულისათვის
პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ.
11. (ამოღებულია - 01.06.2017, №944).
2. სასამართლოს შეუძლია პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის გათვალისწინებით, ამ
მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ორგანოს წარდგინებით გააგრძელოს (არა უმეტეს
ერთი წლით) ან შეამციროს გამოსაცდელი ვადა.
3. თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელ ვადაში სისტემატურად ან ჯიუტად არ
ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის პირველ
ნაწილში აღნიშნული ორგანოს წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობითი მსჯავრი
და აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი.
4. თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში გაუფრთხილებლობითი დანაშაული
ჩაიდინა, პირობითი მსჯავრის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო.
5. თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა,
სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ
კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ
მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში
პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების
დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის
მოადგილესთან.
მუხლი 72. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება
1. პირი, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო
შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან
შინაპატიმრობა, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ
სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული
სასჯელის მთლიანად მოხდა, ხოლო პირი, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს
ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, შეიძლება პირობით ვადამდე
გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის
საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, იგი შეიძლება
მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან.
2. პირობით ვადამდე გათავისუფლებისას მსჯავრდებულს შეიძლება დაეკისროს ამ კოდექსის
65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა, რომელიც მან უნდა შეასრულოს სასჯელის
მოუხდელი ნაწილის ვადაში.
3. პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა
ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ სამი
მეოთხედი;
დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ
პირობით ვადამდე გაათავისუფლეს, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ
მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე;
ე) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ
სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი
სასჯელი გაუქმდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.
4. მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა
იყოს ექვს თვეზე ნაკლები.
5. პირობით ვადამდე გათავისუფლებული მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს
ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი სააღსრულებო ბიურო, ხოლო სამხედრო
მოსამსახურის ყოფაქცევისა – სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა.
6. თუ მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელ ვადაში:
ა) ჯიუტად თავი აარიდა პირობით ვადამდე გათავისუფლებისას მისთვის დაკისრებული
მოვალეობის შესრულებას, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული
ორგანოების წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობით ვადამდე გათავისუფლება
და აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი;
ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობით ვადამდე გათავისუფლების
გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო;
გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო დაუნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე
მუხლით გათვალისწინებული
წესით.
იმავე
წესით
დაინიშნება
სასჯელი
გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს პირობით
ვადამდე გათავისუფლებას.
7 (ამოღებულია - 01.06.2017, №944).
8. მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე განთავისუფლდება ამ კოდექსის 73-ე
მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით
დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით
ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის მე-3 ნაწილით
გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო
შრომის ხუთი საათი – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.
9. მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის
3 1 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახით დანიშნული შინაპატიმრობის
მოხდისაგან, სასჯელის სახით ფაქტობრივად მოხდილი შინაპატიმრობის ვადა ჩაეთვლება ამ
მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: შინაპატიმრობის
ერთი დღე − თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.
მუხლი 73. სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს
შეუძლია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს
სასჯელის მოხდის დროს მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით შეუცვალოს სასჯელის
მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად
ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების
ჩამორთმევისა).
2. სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეიძლება შეიცვალოს
მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა დანიშნული სასჯელის ვადის
არანაკლებ ერთი მესამედი.
3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს
შეუძლია მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი
თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, სასჯელის მოხდის დროს მისივე
თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო
შრომით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე მუხლის (გარდა პირველი და მე-2
ნაწილებისა) მოთხოვნები. ამასთანავე, შესაძლებელია აღნიშნული მსჯავრდებული
მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის (გარდა ქონების
ჩამორთმევისა) მოხდისაგან.
31. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს
შეუძლია მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი
თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, მისივე თანხმობით შეუცვალოს
სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის
471 მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილების მოთხოვნები. ამასთანავე, შესაძლებელია აღნიშნული
მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის (გარდა
ქონების ჩამორთმევისა) მოხდისაგან.
4. ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი
ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეიძლება შეეცვალოს
მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი
მესამედი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი
მესამედი;
დ) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით
ვადამდე გათავისუფლდა, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ კოდექსის
72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე;
ე) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის
მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი
გაუქმდა ამ მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.
5. (ამოღებულია - 12.06.2016, №3714).
6. ამ მუხლის მე-3 ან 3 1 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად
მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები.
7.
მსჯავრდებულს
უვადო
თავისუფლების
აღკვეთა
შეიძლება
შეეცვალოს
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით, თუ მან ფაქტობრივად
მოიხადა თავისუფლების აღკვეთის თხუთმეტი წელი და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ
საჭირო აღარ არის მსჯავრდებულის მიერ ამ სასჯელის მოხდის გაგრძელება. სასამართლო
გადაწყვეტილებას იღებს დანაშაულის ხასიათის, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას
გამოვლენილი ქცევის, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის, ნასამართლობის,
დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის, ოჯახური პირობებისა და მსჯავრდებულის
პიროვნების გათვალისწინებით. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა
შინაპატიმრობით შეიძლება შეეცვალოს არანაკლებ ხუთი და არაუმეტეს ათი წლის ვადით,
ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით – იმავე ვადით, ამ კოდექსის 62-ე მუხლის
მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გაანგარიშების შესაბამისად.
8. თუ ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს სასჯელის სახით
დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობით, გამოსაცდელი
ვადის დინება იწყება სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის
ან შინაპატიმრობის მოხდის მომენტიდან.
9.
ამ
მუხლის
მე-3
ან
31 ნაწილით
გათვალისწინებული
მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი პრობაცი
ის ბიურო .
10. თუ ამ მუხლის მე-3 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებულმა მსჯავრდებულმა
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისას:
ა) განზრახ თავი აარიდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან თუ სხვა მიზეზით
სასჯელის შემდგომი მოხდა მიზანშეუწონელია, სასამართლოს შეუძლია პრობაციის ბიუროს
წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და
აღსრულდეს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი;
ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის
გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო;
გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო აუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო
შრომას და უნიშნავს მსჯავრდებულს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით.
იმავე წესით დაენიშნება მას სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის,
თუ სასამართლო გააუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას. გამონაკლის
შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს
მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI
თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს
საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.
11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დრო, რომლის
განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას,
ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის
სასარგებლო შრომის ხუთი საათი – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.
12. თუ ამ მუხლის 3 1 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებულმა მსჯავრდებულმა
შინაპატიმრობის მოხდისას:
ა) განზრახ თავი აარიდა მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ან თუ სხვა
მიზეზით სასჯელის შემდგომი მოხდა მიზანშეუწონელია, სასამართლოს შეუძლია პრობაციის
ბიუროს წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს შინაპატიმრობა და აღსრულდეს სასჯელის
სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი;
ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, შინაპატიმრობის გაუქმების ან ძალაში
დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო;
გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო აუქმებს შინაპატიმრობას და უნიშნავს
მსჯავრდებულს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით. იმავე წესით
დაენიშნება მას სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ
სასამართლო გააუქმებს შინაპატიმრობას. გამონაკლის შემთხვევაში შინაპატიმრობა შეიძლება
გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც
შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.
13. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დრო, რომლის
განმავლობაშიც მსჯავრდებული სასჯელს იხდიდა შინაპატიმრობის სახით, ჩაითვლება
თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: შინაპატიმრობის ერთი დღე –
თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.
14. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
მუხლი 74. სასჯელისაგან გათავისუფლება ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო
1. სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს
მსჯავრდებული, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან
და, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და
ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.
2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი
მუდმივმოქმედი
კომისია
უფლებამოსილია
სასჯელის
შემდგომი
მოხდისაგან
გაათავისუფლოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული, თუ მას
აქვს დაავადება ან დაავადებათა ერთობლიობა და მკურნალობის ფონზე მისი ძირითადი
სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება გართულებულია, ამასთანავე, ექიმთა
კონსილიუმის მიერ კონსენსუსის საფუძველზე განსაზღვრული ლეტალურობის პროგნოზი
მაღალია.
3. ამ მუხლის საფუძველზე სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებულ
მსჯავრდებულს, გამოჯანმრთელების შემთხვევაში, შეიძლება კვლავ დაეკისროს
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დაენიშნოს სასჯელი, თუ არ გასულა ამ
კოდექსის 71-ე და 76-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები.
4. სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს
სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი – 65 წლიდან,
მამაკაცი – 70 წლიდან), თუ მას სასჯელის სახით დანიშნული არ აქვს უვადო თავისუფლების
აღკვეთა და მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი.
5. ამ მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული საკითხების განხილვისას
სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების
აღკვეთის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ წარსულში
დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი,
დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას
გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს
სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
6. სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების ამ მუხლით გათვალისწინებული
საფუძვლები არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ სასჯელზე.
7. ამ მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან
გათავისუფლებისას
შესაძლებელია
იგი
დამატებითი
სასჯელის
მოხდისაგანაც
გათავისუფლდეს.
მუხლი 3421. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული
პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევა
1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის
მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი
დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა პენიტენციური
დაწესებულებიდან,
გაყვანისას/გადაყვანისას
ან
ექსტრადიციისას
ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევა ან/და პენიტენციური დაწესებულების საქმიანობის
დეზორგანიზაცია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა: ამ
მუხლის
მიზნებისათვის
სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირებად ითვლებიან: საქართველოს სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელი, გენერალური
ინსპექციის თანამშრომელი და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი, პენიტენციური
დეპარტამენტის სოციალური სამსახურის მოსამსახურე, პენიტენციური დაწესებულების
სოციალური სამსახურის მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე, რომელიც პენიტენციურ
დაწესებულებაში უშუალოდ ასრულებს ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ ან
სამართლებრივ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფუნქციას.
მუხლი 378. პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან/და ამ
საქმიანობის დეზორგანიზაცია
1.
პენიტენციური
დაწესებულების
თანამშრომლის
კანონიერი
მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობა, რასაც თან ახლავს მისი ან/და მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის
მოსპობის, ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანების მუქარა პენიტენციური დაწესებულების
თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ან ამ დაწესებულების
საქმიანობისათვის ხელის სხვაგვარად შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან
ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მსჯავრდებულის იძულება
მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
3.
პენიტენციურ
დაწესებულებაში
ან
მოთავსების
სხვა
ადგილას,
აგრეთვე
გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის
ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა ან/და აღნიშნულ
დაწესებულებაზე თავდასხმა ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან
ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
4. იგივე ქმედება:
ა) რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის;
ბ) ჩადენილი არაერთგზის;
გ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე . ( ძალადაკარგულია 378-ე
მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქმედებისათვის დადგენილი
სასჯელის ზომის („ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე“) ის
ნორმატიული შინაარსი, რომელიც ვრცელდება ამავე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული ქმედების არაერთგზის ჩადენაზე) - საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2017 წლის
19.10.2017წ.
13 ოქტომბრის გადაწყვეტილება
№1/10/703 – ვებგვერდი,
5. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი მძიმე ან
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე.