„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 2007 წელი, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს იუსტიციის მინისტრს (შემდგომში – მინისტრი) უფლება აქვს, ამ კანონის
შესასრულებლად გამოსცეს ბრძანება ამავე კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე.“.
2. მე-4 მუხლის პირველი - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პრობაციის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. პრობაციის
ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული
დებულებით, რომელსაც წარუდგენს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.
2. პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი მინისტრთან
შეთანხმებით.
4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს
პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით.“.
3. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პრობაციის ბიუროს ტიპურ დებულებას პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის
წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.“.
4. მე-7 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით, მინისტრთან
შეთანხმებით, პრობაციის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი შემოსავლებიდან
დააფინანსოს კულტურული, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა ღონისძიებები.“;
ბ) 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„42. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებულმა სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო
(არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა შესაძლებელია მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე
განახორციელოს სამინისტროს სისტემის ფუნქციონირების ხელშემწყობი სხვა საქმიანობაც.“.
5. 72 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 72. კრიმინოლოგიური კვლევა პრობაციის ეროვნულ სააგენტოში
სამინისტრო ხელს უწყობს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ისეთი კრიმინოლოგიური
კვლევების განხორციელებას, რომელთა მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის, დანაშაულის
თავიდან აცილებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების მეცნიერული შესწავლა.“.
6. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსი
1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურე (შემდგომში-მოსამსახურე) არის საჯარო
მოსამსახურე, რომელიც დასაქმებულია პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და მის ტერიტორიულ
ორგანოებში.
2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურე სამსახურებრივ უფლებამოსილებათა
განხორციელებისას ხელისუფლების წარმომადგენელია და მისი კანონიერი მოთხოვნების შესრულება
სავალდებულოა.
3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებული პირისა) ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
4. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი არის პრობაციის ეროვნული სააგენტოს
მოსამსახურე, რომელსაც პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინაშე არსებული ამოცანების
განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს
დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.
5. ამ კანონის საფუძველზე მიღებული/დანიშნული პრობაციის ეროვნული სააგენტოს
მოსამსახურეები არ ექვემდებარებიან თანამდებობათა კლასიფიცირებას (რანგირება) და კლასების
მინიჭებას.“.
მუხლი 9. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი
დაცვის გარანტიები
1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეზე „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით და ამ კანონის
საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.
პრობაციის
ეროვნული
სააგენტოს
რეორგანიზაციასთან
და
ლიკვიდაციასთან
დაკავშირებული საკითხები (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე, 102-ე
მუხლის მე-2 პუნქტის, 103-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 104-ე და 105-ე მუხლებით განსაზღვრული
შემთხვევისა) წესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეს (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) ენიჭება
სახელმწიფო სპეციალური წოდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. 91 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პრობაციის ოფიცერი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის
იურიდიულ პირში – პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრში
(შემდგომ – მომზადების ცენტრი) გადის პრობაციის ოფიცრის სპეციალურ სასწავლო კურსს, რომლის
დასრულებისას აბარებს შესაბამის გამოცდას.“.
8. კანონს დაემატოს II1 თავი შემდეგი რედაქციით:
„თავი II1. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში სამსახურის გავლის წესი
მუხლი 93. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში სამსახურის გავლის პრინციპები
1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის (შემდგომში - მოსამსახურე) საქმიანობის
ძირითადი პრინციპებია:
ა) კანონის უზენაესობა;
ბ) ადამიანის უფლებათა დაცვა და პატივისცემა;
გ) გამჭვირვალობა;
დ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;
ე) მოსამსახურის პატივისა და ღირსების დაცვა;
ვ) თანაზომიერება;
ზ) კომპეტენტურობა;
თ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესის დაცვა.
2. მოსამსახურე ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და
თავისუფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა,
პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა,
წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა
მახასიათებლებისა.
მუხლი 94. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები
პრობაციის ეროვნულ სააგენტოში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია:
საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს კანონები,
საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და
მინისტრის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები.
მუხლი 95. მოსამსახურის უფლება-მოვალეობები
1. მოსამსახურე, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, სარგებლობს
განსაზღვრული უფლებებით.
2. მოსამსახურეს უფლება აქვს:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მისთვის
დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად;
ბ) დადგენილი წესით
მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია
თანამდებობრივი
უფლებამოსილების განსახორციელებლად;
გ) უზრუნველყოფილი იყოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო
ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებებითა და პირობებით;
დ) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები თავისი სამსახურებრივი საქმიანობის
სრულყოფის შესახებ და მიიღოს მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
ე) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და ამ კანონით მინიჭებული
სხვა უფლებამოსილებები.
3. მოსამსახურე ვალდებულია:
ა) პირნათლად შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და სამუშაო
აღწერილობით დაკისრებული მოვალეობები;
ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის წესები;
გ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის
სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;
დ) შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი ბრძანება, განკარგულება და მითითება;
ე) დაიცვას ამ კანონისა და შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები;
ზ) სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელებისას, ასევე, სამსახურიდან
გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება, სხვა პირთა
პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომელიც მისთვის ცნობილი გახდა
სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით;
თ) რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით, ეფექტიანად და სწორად წარმართოს
პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ორგანიზაციული პროცესი, სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას დაიცვას ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპი. ასევე, ბოროტად არ
გამოიყენოს და არ გაფლანგოს სამსახურებრივი სახსრები;
ი) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი და
იხელმძღვანელოს მხოლოდ საჯარო ინტერესით;
კ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას
ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუშაობას და ლახავს მის
ავტორიტეტს;
ლ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივ მოწმობას და გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მხოლოდ
სამსახურებრივი მიზნებისათვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად. სამსახურებრივი
მოწმობის დაკარგვა შეიძლება გახდეს მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის
დაკისრების საფუძველი.
მ) შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა მოვალეობები.
4. მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული
საქმიანობისთვის პირადად აგებს პასუხს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს
პირადად მის, სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას.
6. მოსამსახურე ვალდებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის შემთხვევაში წინასწარ
აცნობოს სამინისტროს შესაბამის სამსახურს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. მოსამსახურეს ეკრძალება სამსახურში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ნასვამ
მდგომარეობაში გამოცხადება.
8. მოსამსახურეს ეკრძალება სამორინეში, აზარტულ კლუბში და სათამაშო აპარატების სალონში
სათამაშოდ შესვლა.
9. მოსამსახურეს ეკრძალება სამსახურებრივი ავტომანქანის მართვა ნარკოტიკული ან/და
ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ასეთი ქმედება ჩაითვლება დისციპლინურ
გადაცდომად (ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების
დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა,
სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ).
10. მოსამსახურე ვალდებულია, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სამინისტროს
შესაბამის სამსახურს აცნობოს:
ა) მის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ჩადენის შესახებ, მათ შორის, რაც დაკავშირებულია საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ ხელყოფასთან,
ცეცხლსასროლი იარაღის დადგენილი წესის გარეშე გამოყენებასთან;
ბ) დარღვევა, რომელიც ჩადენილია ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული
სიმთვრალის მდგომარეობაში;
გ) დარღვევა, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გზით მოჰყვა სპეციალური
უფლების ჩამორთმევა.
11. მოსამსახურეს ეკრძალება სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ
ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ან წინასწარი შეცნობით პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე2 ნაწილით განსაზღვრულ პირებთან ისეთი ურთიერთობების დამყარება (ოჯახის შექმნა, გარიგების
დადება
და
სხვა),
რომელიც
არ
შედის
სამსახურებრივ
უფლება-მოვალეობებში,
ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ისეთი საგნის ან/და ნივთიერების გადაცემა, ან მისგან
ისეთი საგნის ან/და ნივთიერების მიღება (მათ შორის შესანახად), რაც არ უკავშირდება სამსახურებრივ
საქმიანობას.
12. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის სხვა უფლება-მოვალეობები, მისი
თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად, განისაზღვრება პრობაციის ეროვნული სააგენტოს
შინაგანაწესითა და სამუშაოს აღწერილობით, რომელსაც ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს
უფროსი.
მუხლი 96 . მოსამსახურის პროფესიული მომზადება/გადამზადება
მოსამსახურის პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას, პრობაციის ეროვნული სააგენტოს
საჭიროებათა შესაბამისად, ახორციელებს მომზადების ცენტრი.
მუხლი 97. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მოსამსახურის მიღების წესი
1. მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც
აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ფლობს სახელმწიფო ენას;
ბ) მიაღწია 21 წელს;
გ) აქვს უმაღლესი განათლება;
გ) აკმაყოფილებს ამ კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე,
თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესაბამისად შეუძლია შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები.
2. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დასაქმების მსურველ პირს, მოსამსახურის ვაკანტური
თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას, მოხელის სერტიფიკატი,
როგორც წესი, არ მოეთხოვება.
3.
კონკრეტული
თანამდებობისათვის
დამატებითი
საკვალიფიკაციო
მოთხოვნები
შესაძლებელია განისაზღვროს მინისტრის სამართლებრივი აქტით.
მუხლი 98. მოსამსახურის უკონკურსოდ დანიშვნა
1. მოსამსახურის თანამდებობაზე უკონკურსოდ ინიშნებიან:
ა) დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელები;
ბ) დროებით მოვალეობის შემსრულებელი იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის
წესით უნდა შეივსოს;
გ) მოსამსახურე - სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში;
დ) მოსამსახურე – პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმავე ან სხვა სტრუქტურულ
ერთეულში/ტერიტორიულ ორგანოში გადაყვანისას, თუ მის მიერ კონკურსის წესით/სამსახურეობრივი
დაწინაურებით დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის ერთი და იგივე
საკვალიფიკაციო მოთხოვნებია წაყენებული.
2. დროებით მოვალეობის შემსრულებელი, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა
და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვაკანტურ
თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 1 წლის
ვადით, ხოლო კონკურსის წესით შესავსებ სხვა თანამდებობაზე – არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმავე
თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
მოსამსახურის წერილობითი თანხმობით, დასაკავებელ თანამდებობაზე მისი წარდგენის უფლება აქვს
პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმ სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს
ხელმძღვანელს, რომელშიც ხდება ამ მოსამსახურის გადაყვანა.
მუხლი 99. შეზღუდვები პრობაციის ეროვნულ სააგენტოში სამსახურში მიღებისას
1. მოსამსახურედ არ მიიღება:
ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი;
ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;
გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის
მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის
დაკავების უფლება;
ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ
აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს;
ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული
სნეულებით დაავადებული პირი;
ზ) სხვა სამსახურიდან ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართული ქმედების ჩადენის
გამო გათავისუფლებული პირი;
თ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში უშუალო
სამსახურებრივი ზედამხედველობით დაუკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან
მეუღლის დას, ძმას ან/და მშობელს;
ი) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით ან საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისისა;
კ) პირი, რომელიც საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისთვის
და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი,
განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, შეიძლება დაინიშნოს მოსამსახურედ მინისტრის
გადაწყვეტილებით ან უშუალოდ მისი თანხმობით პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მიერ.
მუხლი 910. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში სამსახურის ვადა
1. მოსამსახურე სამსახურში მიიღება/ინიშნება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება:
ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი – მოსამსახურის სამსახურში
გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;
ბ) თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოსამსახურის მოვალეობის შემსრულებელი –
კონკურსის შედეგების მიხედვით მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნამდე;
გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურე – ხელშეკრულებით განსაზღვრული
ვადით.
მუხლი 911. გამოსაცდელი ვადა
1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს შეუძლია, არაუმეტეს 6 თვისა, პირი დანიშნოს
გამოსაცდელი ვადით.
2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის
მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან.
3. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში პირი შესაბამისი
სამართლებრივი აქტით თავისუფლდება სამსახურიდან.
4. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად ან
მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას.
5. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის თანამდებობრივი გადაადგილება ან
დაწინაურება, აგრეთვე მოვალეობის შესრულების დაკისრება.
6. გამოსაცდელ ვადაში ჩაითვლება დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზით
გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება საერთო შრომით სტაჟში.
მუხლი 912. სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტები
1. სამსახურში მიღების მსურველმა თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს უნდა
წარუდგინოს:
ა) განცხადება;
ბ ) Curriculum Vitae (CV);
გ) განათლების ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ხოლო „საჯარო სამსახურში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებულმა პირმა – ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება
საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი
ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების
გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობა პირის
სამსახურში მიღებაზე უარის საფუძველია. ამასთან, სამსახურში მიღების მსურველ პირს შეიძლება
მოეთხოვოს ჯანმრთელობის შესახებ ცნობის წარდგენა პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ
წინასწარ განსაზღვრული, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან, ასევე, საქართველოს
განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული ან აღიარებული დიპლომის წარმოდგენა.
მუხლი 913. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მიღებისა და დანიშვნის გაფორმება
1. მოსამსახურის სამსახურში მიღება/დანიშვნა ფორმდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს
უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. სამსახურში მიღების/თანამდებობაზე დანიშვნის ან სამსახურიდან/თანამდებობიდან
გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება
გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, რომელსაც აქვს ისეთივე
იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.
მუხლი 914. მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის გაუქმება
პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ვალდებულია გააუქმოს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსამსახურის თანამდებობაზე მიღების/დანიშვნის შესახებ,
თუ მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე გამოვლინდა
გარემოებები, რომლებიც, ამ კანონის თანახმად, გამორიცხავს მის თანამდებობაზე მიღებას/დანიშვნას.
მუხლი 915. მოსამსახურის ფიცი
მოსამსახურე დებს ფიცს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 916. კონკურსი
1. კონკურსის გამოცხადების საფუძველია პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემაში
საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ვაკანტური ადგილის არსებობა.
2. კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატის შერჩევის წესს, საკონკურსო კომისიის
შემადგენლობასა და უფლებამოსილებას განსაზღვრავს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.
3. კონკურსის გამოცხადება ხდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მიერ
განსაზღვრული ვებგვერდის მეშვეობით.
4. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ შეიძლება გამოქვეყნდეს აგრეთვე პრესით,
ტელევიზიითა და ოფიციალური ელექტრონული რესურსის მეშვეობით.
მუხლი 917. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება
1. მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების
დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება.
2. შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პირი, რომელსაც პიროვნული და საქმიანი თვისებების,
განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად, შეუძლია შრომითი ხელშეკრულებით
განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
3. პირი, შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში მიიღება შრომის კოდექსით დადგენილი
წესით.
4. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, სახელმწიფო
სპეციალური წოდებისათვის დადგენილ სარგოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ფულად ჯილდოს
და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატს.
5. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს უფლება აქვს მოსამსახურეს, ზეგანაკვეთური
მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით,
ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი
წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები.
6. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი.
საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურის შრომის ანაზღაურების
შემცირების საფუძველი.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული დანამატი მოსამსახურეს საერთოდ არ ეძლევა ან შეიძლება
შეუმცირდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.
8. ამ მუხლით გათვალიწინებული სარგო, დანამატი და ფულადი ჯილდო მოსამსახურეს
ეძლევა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
9. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი და წოდებრივი
სარგოები, დანამატი და ფულადი ჯილდო) ოდენობა განისაზღვრება პრობაციის ეროვნული სააგენტოს
უფროსის ბრძანებით.
მუხლი 918. მოსამსახურის შვებულება
1. მოსამსახურისათვის დადგენილია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო
დღის ოდენობით.
2. მოსამსახურეს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თანამდებობაზე დანიშვნიდან
11 თვის გასვლის შემდეგ. უფლებამოსილი პირის თანხმობით, დასაბუთებული შუამდგომლობის
შემთხვევაში, მოსამსახურეს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება პრობაციის
ეროვნულ სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზეც.
4. მოსამსახურეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული
შვებულება ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს.
5. მოსამსახურეს უფლება აქვს, კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი
ანაზღაურებადი შვებულებით მომდევნო კალენდარულ წელს ისარგებლოს. ამ შემთხვევაში
შვებულების პერიოდულობა უნდა შეთანხმდეს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან.
6. კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით, მოსამსახურეს 2
წელიწადში ერთხელ თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება
3 თვემდე ვადით.
7. მოსამსახურეს უფლება აქვს, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მუშაობის პერიოდში
ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინტერესებს.
8. შვებულებაში გასვლის რიგითობას განსაზღვრავს პრობაციის ეროვნული სააგენტოს
სტრუქტურული ერთულის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.
9. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია შვებულების შეწყვეტა
(გარდა ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის და ახალშობილის შვილად აყვანის გამო
შვებულებისა) და მოსამსახურის გამოძახება სამსახურის გასაგრძელებლად. გამოძახების შემთხვევაში
მოსამსახურეს შეიძლება აუნაზღაურდეს ტრანსპორტირების ხარჯები, შესაბამისი დოკუმენტაციის
წარდგენის შემთხვევაში, ასევე შვებულებიდან დარჩენილი დღეები მიეცემა იმავე წელს.
10. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები არ ვრცელდება
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ მოსამსახურეებზე.
მუხლი 919. მოსამსახურის შვებულებები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და
ახალშობილის შვილად აყვანის გამო
1. მოსამსახურეს მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის
მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.
2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183
კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200
კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტიდან,
მოსამსახურის შრომითი ანაზღაურების ოდენობით.
3. მოსამსახურეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება
თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
4. მოსამსახურეს ბავშვის ერთი წლის ასაკის მიღწევამდე უფლება აქვს ერთჯერადად
მოითხოვოს ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო დარჩენილი არაანაზღაურებადი
შვებულება.
5. მოსამსახურეს, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, მისი მოთხოვნის საფუძველზე
ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული
დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტიდან, მოსამსახურის შრომითი ანაზღაურების ოდენობით.
6. მოსამსახურეს ორსულობის პერიოდში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო
გაცდენილი სამუშაო საათები გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის
წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და შეუნარჩუნდება შრომითი გასამრჯელო.
7. ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო
შვებულებით შესაძლებელია ისარგებლოს იმ მშობელმა, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს.
აღნიშნულ შემთხვევაში მოსამსახურეს შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული
დღის ოდენობით და ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
ახალშობილის დედას არ უსარგებლია ამ მუხლით გათვალისწინებული შვებულებით.
მუხლი 920. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა
1. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება:
ა) უფრო მაღალ თანამდებობაზე: სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში, პრობაციის
ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის
წარდგინებითა და მოსამსახურის თანხმობით, თუ მოსამსახურე დაკავებულ თანამდებობაზე 6 თვე
მაინც მსახურობს;
ბ) თანაბარ თანამდებობაზე:
ბ.ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით;
გ) უფრო დაბალ თანამდებობაზე:
გ.ა) მოსამსახურის თანხმობით;
გ.ბ) მოსამსახურის თანხმობით პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის
ან ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის ან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.
2. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს
უფროსის ბრძანებით.
3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს შეუძლია მოსამსახურე თანამდებობრივი
გადაყვანის გარეშე მიამაგროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულს ან
ტერიტორიულ ორგანოს.
4. მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს
შეუძლია მოსამსახურეს განუსაზღვროს სამუშაო ადგილი.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჭიროა
მოსამსახურის თანხმობა.
მუხლი 921. სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობათა შესრულება
1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის
შესაცვლელად ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც
მოსამსახურის სამსახურში არყოფნა საფრთხეს უქმნის სამსახურის ნორმალურ ფუნქციონირებას,
შეუძლია:
ა) გადაუნაწილოს/დააკისროს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა
მოსამსახურეებს/მოსამსახურეს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან
გათავისუფლების გარეშე;
ბ) დააკისროს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს და
შემცვლელი მოსამსახურე გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან.
2. მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ
მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება გამოიწვევს მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობის გაუარესებას ან მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციას და სხვა პროფესიულ
მომზადებას.
3. მოსამსახურეს შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე იმავე დაწესებულებაში
შეასრულოს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი კალენდარული წლის განმავლობაში
არაუმეტეს 1 თვის ვადით. სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობათა კალენდარული წლის
განმავლობაში 1 თვეზე მეტი ვადით შესრულება შეიძლება მისი შემცვლელი მოსამსახურის
თანხმობით.
4. მოსამსახურეს/მოსამსახურეებს, რომელიც/რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს/ასრულებენ სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს,
თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის
ფარგლებში.
5. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე
ასრულებს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს, ეძლევა სამსახურში არმყოფი
მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ
სამსახურში არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი მოსამსახურის
თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი
სარგო.
მუხლი 922. მოსამსახურის წახალისების საფუძველი და ფორმები
1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და
კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების
შესრულებისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) სიგელით დაჯილდოება;
ე) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება (სახელმწიფო სპეციალური
წოდების მქონე მოსამსახურეთათვის);
ვ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
ზ) დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის შემცირება (ამ კანონის 924 მუხლის „დ“ და „ე“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი შემთხვევაში);
თ) სამსახურებრივი დაწინაურება.
2. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსამსახურის წახალისების რამდენიმე ფორმა.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისა და გამბედაობისათვის
მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.
4. წახალისებული პირი ახალი დამსახურების გამო შეიძლება კვლავ წახალისდეს იმავე ან სხვა
წახალისების ფორმით.
5. მოსამსახურის დაჯილდოება შეიძლება გარდაცვალების შემდეგაც.
მუხლი 923. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის
სახეები
1. მძიმე ან მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება
დაეკისროს დისციპლინური სახდელი.
2. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეებია:
ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა, ან
არაჯეროვნად შესრულება;
ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოსათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის
წარმოშობის საშიშროების ბრალეულად ან გაუფრთხილებლობით შექმნა;
გ) ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოსამსახურისა და სამინისტროს სისტემის
დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის (ბრალეული ქმედების) ჩადენა, განურჩევლად
იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ;
დ) საქართველოს კანონმდებლობის, უშუალო ან/და ზემდგომი ხელმძღვანელის კანონიერი
მითითების შეუსრულებლობა.
3. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ:
ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის
რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა
ჯეროვან შესრულებას;
ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა პრობაციის ეროვნული სააგენტოს
რეპუტაციას, ან პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მომუშავე სხვა მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო
ინტერესს;
გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა
პრობაციის ეროვნულ სააგენტოს;
დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე მოსამსახურემ ჩაიდინა ახალი დისციპლინური
გადაცდომა;
ე) ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ექიმის დანიშნულების გარეშე
უკანონოდ მოხმარება, თუ აღნიშნული ქმედება არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
მუხლი 924. დისციპლინური სახდელის სახეები
დისციპლინური სახდელის სახეებია:
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) საყვედური;
დ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) დაკავება;
ე) თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6
თვემდე ვადით;
ვ) სამსახურიდან გათავისუფლება მძიმე დისციპლინური გადაცდომისთვის.
მუხლი 925. დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და გამოყენების ზოგადი წესი
1. დისციპლინური სახდელის შეფარდების უფლება აქვს პრობაციის ეროვნული სააგენტოს
უფროსს.
2. დაუშვებელია მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება
თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი.
3. სასამართლოს მიერ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე ან/და ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ გამორიცხავს
დისციპლინური გადაცდომის ფაქტის არსებობის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის
შეფარდების შესაძლებლობას.
4. სასამართლოს მიერ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე ან/და ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმეზე გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა გამორიცხავს
დისციპლინური გადაცდომის ფაქტის არსებობის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის
შეფარდების შესაძლებლობას.
5. დაუშვებელია ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურისთვის ორი ან
ორზე მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.
6. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს შეუძლია მოსამსახურე დისციპლინური
წარმოებისას დროებით ჩამოაშოროს სამსახურს. სამსახურისგან ჩამოშორებულ მოსამსახურეს
უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო.
მუხლი 926. სამსახურებრივი ურთიერთობების დროებით შეჩერება
1. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის
დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან.
2. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობები დროებით შეჩერდება:
ა) მოსამსახურის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ ამის წინააღმდეგი არ არის მისი
ხელმძღვანელი (წელიწადში არაუმეტეს 5 დღისა);
ბ) შვებულების დროს;
გ) მისი კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების
არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
დ) დროებითი შრომისუუნარობის დროს;
ე) დისციპლინური წარმოებისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
3.
მოსამსახურეს,
რომელიც
სამსახურში
გამოცხადდება
ნასვამ
მდგომარეობაში,
სამსახურებრივი ურთიერთობიდან ჩამოაშორებს უშუალო უფროსი. მას არ ეძლევა თანამდებობრივი
სარგო სამსახურიდან ჩამოშორების მთელ პერიოდში.
4. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერება ამ მუხლით
განსაზღვრულ შემთხვევაში ფორმდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერების პერიოდში მოსამსახურეს
უნარჩუნდება თანამდებობრივი/წოდებრივი სარგო და სხვაგვარი კომპენსაცია, გარდა ამ მუხლის მე-3
პუნქტითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
მუხლი 927. თანამდებობიდან დროებით გადაყენება
1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა მოსამსახურე შეიძლება დროებით გადააყენოს
თანამდებობიდან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, ამ სისხლის
სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2. თანამდებობიდან დროებით გადაყენებული მოსამსახურე, გამართლების შემთხვევაში, უნდა
აღდგეს ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას
თანამდებობაზე. გამართლებულ მოსამსახურეს უნაზღაურდება თანამდებობაზე იძულებით არყოფნის
მთელ პერიოდში მიუღებელი თანამდებობრივი სარგო.
მუხლი 928. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები
1. მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სამსახურიდან გათავისუფლება;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
გ) კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად
გამოცხადება;
დ) გარდაცვალება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ - „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში
აღნიშნული ქვეპუნქტებით დადგენილი შემთხვევის მეორე დღიდან სამსახურებრივი ურთიერთობა
ითვლება შეწყვეტილად.
მუხლი 929. სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები
1. მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლებულ იქნეს:
ა) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო;
ბ) სამსახურში სამუშაოდ მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო;
გ) იმ დოკუმენტის არქონის გამო, რომელიც აუცილებელია შესაბამისი თანამდებობის
დასაკავებლად;
დ) სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის ან შტატების
შემცირების გამო;
ე) სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი სხვა მოსამსახურის სამსახურში აღდგენის
შემთხვევაში;
ვ) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო;
ზ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშე, თუ იგი ერთჯერადად განზრახ ან
გაუფრთხილებლობით უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ ან/და დაკისრებულ მოვალეობებს;
თ) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო;
ი) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი
განაჩენის საფუძველზე;
კ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც არ აძლევს საშუალებას, სათანადოდ
შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობა;
ლ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო;
მ) პირადი განცხადების საფუძველზე;
ნ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში
შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების დადასტურების შემთხვევაში, გარდა მის მიერ ამ ნივთიერებათა
სამკურნალო მიზნით მოხმარებისა;
ო) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების
ფაქტზე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში;
პ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო;
ჟ) სამსახურის ვადის გასვლის გამო;
რ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
2. მოსამსახურე, რომელიც თვითნებურად (5 დღეზე მეტი ხნით) მიატოვებს სამსახურს,
გათავისუფლებულად ჩაითვლება სამსახურის თვითნებური დატოვების მეორე სამუშაო დღიდან.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი
ურთიერთობა წყდება სამსახურის ვადის გასვლის მეორე დღეს.
4. სამსახურიდან გათავისუფლებული მოსამსახურე ვალდებულია დააბრუნოს მასზე
სამსახურებრივად გაპიროვნებული მატერიალური ფასეულობანი.
მუხლი 930. მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე
1. მოსამსახურე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის
სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუმეტეს 14
დღის ვადაში.
3. სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან
გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე
მოსამსახურეს უფლება აქვს, მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება. ეს მოთხოვნა უნდა
დაკმაყოფილდეს.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურე სამსახურიდან თავისუფლდება
სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობისთანავე. გაცნობად, ასევე,
ჩაითვლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამინისტროს ან მის
დაქვემდებარებაში არსებულ ადმინისტრაციულ შენობებში თვალსაჩინო ადგილზე ან სამინისტროს
ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების შემთხვევაში, განთავსებიდან მე-7 დღეს.
მუხლი 931. მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/თანამდებობრივი გადაყვანა
სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის ან შტატების შემცირებასთან
დაკავშირებით
1.
მოსამსახურე
შესაძლებელია
სამსახურიდან
გათავისუფლდეს
სტრუქტურული
ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის ან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურის
სამსახურიდან გათავისუფლება არ იწვევს მის რეზერვში ჩარიცხვას.
3. სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის ან შტატების
შემცირებასთან დაკავშირებით მოსამსახურე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს
პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი
თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით ამ
განონის 920 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 932. გათავისუფლება ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო
1. მოსამსახურე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ავადმყოფობის ან დასახიჩრების
გამო სამსახურში ზედიზედ 4 თვის, ან კალენდარული წლის მანძილზე 6 თვის გამოუცხადებლობის
გამო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოსამსახურე შეიძლება გაათავისუფლონ
სამსახურიდან მხოლოდ დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის მოქმედების პერიოდში.
3. იმ მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობა, რომელიც სამსახურთან დაკავშირებით
გახდა დროებით შრომისუუნარო, შეჩერდება მისი გამოჯანმრთელების ან შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებამდე და მას უნარჩუნდება თავისი თანამდებობა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოსამსახურე თავისუფლდება სამსახურიდან
შესაბამის დოკუმენტში (გათავისუფლების შესახებ) მითითებული დღიდან.
მუხლი 933. მოსამსახურის გაფრთხილება გათავისუფლების შესახებ
1. მოსამსახურეს 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული
ორგანოს ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო გათავისუფლების შესახებ მოსამსახურეს წერილობით უნდა
ეცნობოს გათავისუფლებამდე 2 კვირით ადრე მაინც.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში,
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაციის გარდა მოსამსახურეს ეძლევა
თანამდებობრივი სარგო ყოველი გადაცილებული დღისათვის.
მუხლი 934. სამსახურიდან გათავისუფლების კომპენსაცია
1. სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის ან შტატების
შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოსამსახურეს კომპენსაციის სახით ეძლევა 2
თვის თანამდებობრივი სარგო.
2. ჯანმრთელობის მდგომარეობის, ხანგრძლივი შრომისუუნარობის, სამხედრო ან
ალტერნატიულ სამსახურში გაწვევის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში
მოსამსახურეს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
მუხლი 935. მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების შეზღუდვა
მოსამსახურე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3
წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის
ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი უარს
განაცხადებს ამ კანონით გათვალისწინებულ შეთავაზებაზე.
9. მე-12 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე
გათავისუფლებულ პირს, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე,
დააკისროს მინისტრის მიერ დადგენილი შესაბამისი სავალდებულო სარეაბილიტაციო კურსის
გავლის ვალდებულება.“.
10. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იმავდროულად არის საჯარიმო ქვითარი,
რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.
11. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემის, მისი ვადის
გაგრძელების და ნებართვის გაუქმების კრიტერიუმები, წესები და სხვა პროცედურული საკითხები
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.
12. მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საღსრულებო საქმეში არსებული მასალების გაცნობის წესი დგინდება საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.“.
13. მე-18 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული
გაფრთხილების ვალდებულება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომელსაც საცხოვრებელი
ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის
საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ის მსჯავრდებული, რომელსაც საცხოვრებელი
ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ
ტერიტორიაზეა, სამართლებრივი აქტის მიმღებმა (გამომცემმა) ორგანომ წინასწარ უნდა
გააფრთხილოს შესაბამის პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ამ კანონით
განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შესახებ. პენიტენციურ დაწესებულებაში
მოთავსებული იმ მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმა და წესი, რომელსაც საცხოვრებელი
ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ
ტერიტორიაზეა, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, შესაბამისი
პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად
უგზავნის ამ აქტის მიმღებ სასამართლოს.“.
14. 211 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური
სამსახურის (შემდგომში - სპეციალური პენიტენციური სამსახური) სამოქალაქო დანაყოფში შემავალი
სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე;“;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენლის კანდიდატურას პრობაციის
ეროვნული სააგენტოს უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს სპეციალური პენიტენციური
სამსახურის საკოორდინაციო საბჭო.
5. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების 1
წარმომადგენელს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში შემავალი
სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 წარმომადგენელსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის 2
მოსამსახურეს ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ხოლო საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელს ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.“;
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება
მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.“.
13. 29-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ (მათ შორის, საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით, მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების
დადებისას) სასამართლო განაჩენის ასლის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი
საბჭოს (შემდგომში - ადგილობრივი საბჭო) გადაწყვეტილების ასლის აღსასრულებლად მიღების
შემდეგ, პრობაციის ბიურო განუსაზღვრავს მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის
სახესა და ყოველდღიურ ხანგრძლივობას.“;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მსჯავრდებული, მისი სოციალური მდგომარეობისა და სამუშაო პირობების
გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იქნება კვებით ან მას პრობაციის ეროვნული სააგენტო
აუნაზღაურებს კვების ხარჯებს, რომლის დანიშვნის პირობები და წესი განისაზღვრება მინისტრის
ნორმატიული აქტით.
5. მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დროს, შესასრულებელი სამუშაოს
გათვალისწინებით, მინისტრის მიერ დადგენილი პირობებისა და წესის შესაბამისად, პრობაციის
ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს სათანადო სახის დაზღვევით.“;
გ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების წესი და პირობები განისაზღვრება
მინისტრის ბრძანებით.“.
14. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულისათვის შეთავაზებული სამუშაოს
ხანგრძლივობა სასამართლოს ან ადგილობრივი საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაზე ნაკლებია,
პრობაციის ბიურო ვალდებულია შეთავაზებული სამუშაოს ვადის გასვლამდე განუსაზღვროს
მსჯავრდებულს ახალი სამუშაო ადგილი.“.
15. მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას ახორციელებს მსჯავრდებულის რისკის
შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის მიხედვით, რომლის შედგენის
პრინციპებს, წესსა და ფორმას განსაზღვრავს მინისტრი. ამ ფუნქციის შესრულებისას პრობაციის
ოფიცერი თანამშრომლობს სოციალურ მუშაკთან;
ზ) მინისტრის მიერ დამტკიცებული „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების
სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად ახორციელებს მსჯავრდებულის მიერ
კანონით დადგენილი რეჟიმის შესრულების თაობაზე ინფორმაციის, აგრეთვე მსჯავრდებულის
შესახებ სხვა ინფორმაციის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაციას.“.
16. 448 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება:
ა) შინაპატიმრობის აღსრულების წესი, პირობები და შინაპატიმრობის ელექტრონული
ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის ოდენობა;
ბ) შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის
გადახდის წესი და პირობები;
გ) დეპოზიტზე თანხის განთავსების წესი და პირობები.“.
მუხლი 2
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და
უფლებამოსილებანი (გარდა ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური
სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის
ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა) გადაეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში,
ჩაითვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი,
ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის,
ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების
ნაწილში, გადაეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალური პენიტენციურ სამსახურს და საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური
პენიტენციური სამსახური, მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, ჩაითვალოს
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ.
2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ამ კანონის
ამოქმედებამდე არსებული შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა
უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.
4. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეებს
უნარჩუნდებათ ამ კანონის ამოქმედებამდე დაკავებული თანამდებობა და შრომის ანაზღაურება, ამ
კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობამ და
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ
კანონთან შესაბამისობა. ამასთანავე, არსებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს
იურიდიულ ძალას ახალი აქტების ძალაში შესვლამდე. საქართველოს იუსტიციის მინისტრს ენიჭება
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ნორმატიულ აქტებში ცვლილების
შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება.
6. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს
იურიდიულ ძალას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ გაუქმებამდე.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს
მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია,
რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს
ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად საქართველოს
იუსტიციის სამინისტროში გაერთიანდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტრო, რომელშიც შეიქმნება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ნაცლად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროსი მიეთითება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ნაცვლად მიეთითება საქართველოს
იუსტიციის მინისტრი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო
ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
ვინაიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საქართველოს
იუსტიციის სამინისტროში შერწყმის შედეგად მოხდება გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნების
ოპტიმიზაცია.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსური ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ფინანსური შედეგები გამოიწვიოს იმ პირთა მიმართ,
რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. თუმცა, აღნიშნულის წინასწარ გათვლა
შეუძლებელია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების
გამოყენების უფლების მქონე ორგანოთა სისტემას, სტატუსს და მათი საქმიანობის სამართლებრივ
საფუძვლებს, ადგენს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების
გამოყენების უფლების მქონე პირთა უფლებამოსილებებს, მათ მიერ სამსახურის გავლის წესს, მათი
სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობებს,
მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის მისი დაჯარიმების წესსა და
პირობებს, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების წესებს.
2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს (შემდგომ – სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის მინისტრი) უფლება აქვს, ამ კანონის შესასრულებლად გამოსცეს ბრძანება ამავე კანონით
გათვალისწინებულ საკითხებზე.
მუხლი 4. პრობაციის ეროვნული სააგენტო
1. პრობაციის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. პრობაციის
ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.
2. პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.
3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის მინისტრთან შეთანხმებით.
4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს პრობაციის
ეროვნული სააგენტოს უფროსი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან შეთანხმებით .
5. პრობაციის ეროვნული სააგენტო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან.
6. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.
მუხლი 5. პრობაციის ბიურო
1. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს
მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (მსჯავრდებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი ან
იურიდიული მისამართის) მიხედვით.
11. თუ მსჯავრდებულს საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან
იურიდიული მისამართი), სამართლებრივი აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ვალდებულია
აღსასრულებელ სამართლებრივ აქტში მიუთითოს შესაბამისი პრობაციის ბიურო, სადაც
მსჯავრდებული გამოცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სამართლებრივი აქტის
მიმღებმა (გამომცემმა) ორგანომ უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული
მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.
2. პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს პრობაციის ბიუროს უფროსი.
3. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებას უზრუნველყოფს პრობაციის
ოფიცერი.
4. პრობაციის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით,
პრობაციის ბიუროს დებულებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
5. პრობაციის ბიუროს ტიპურ დებულებას პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის წარდგინებით
ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.
მუხლი 7. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნები
1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნებია: ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების
აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა,
მსჯავრდებულის რესოციალიზაცია (მისი საზოგადოებაში ინტეგრაცია) და რეაბილიტაცია
(მსჯავრდებულის გამოსწორება და საზოგადოებაში ჯანსაღ წევრად დაბრუნება ).
2. პრობაციის ეროვნული სააგენტო თავის მიზნებს ახორციელებს მსჯავრდებულის რისკისა და
საჭიროების შეფასების საფუძველზე, სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვით,
მსჯავრდებულის აუცილებელი ზედამხედველობითა და კონტროლით, მისი რესოციალიზაციისა და
რეაბილიტაციისათვის ხელის შეწყობითა და დახმარებით.
3. მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით , სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის მინისტრთან შეთანხმებით , პრობაციის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი
შემოსავლებიდან დააფინანსოს კულტურული , სოციალური , ჯანმრთელობის დაცვის და სხვა
ღონისძიებები .
4. პრობაციის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული მიზნების
განსახორციელებლად დააფუძნოს სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირი.
41. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირი ახორციელებს პატიმრობის კოდექსის 172 და 173 მუხლებით
გათვალისწინებული პაემნების ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
პატიმრობის კოდექსის 172 მუხლით გათვალისწინებული საფასური ირიცხება სამეწარმეო ან/და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ანგარიშზე.
42. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებულმა სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო
(არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა შესაძლებელია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს სისტემის ფუნქციონირების ხელშემწყობი სხვა საქმიანობაც.
5. პრობაციის ეროვნული სააგენტოს კუთვნილი ელექტრონული მონიტორინგისა და სხვა შესაბამისი
ტექნიკური საშუალებების გამოყენება, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული მიზნებისა, ასევე
შესაძლებელია სხვა მიზნებისათვის. ტექნიკური საშუალებების ამგვარი გამოყენება შეიძლება
ითვალისწინებდეს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის გარკვეული
საფასურის მიღებასაც, რომელიც ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე და ხმარდება
მისი ამოცანების შესრულებას და მიზნების განხორციელებას.
მუხლი 72. კრიმინოლოგიური კვლევა პრობაციის ეროვნულ სააგენტოში
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ხელს უწყობს პრობაციის ეროვნულ
სააგენტოში ისეთი კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელებას, რომელთა მიზანია
მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის, დანაშაულის თავიდან აცილებისა და სარეაბილიტაციო
პროგრამების მეცნიერული შესწავლა.
მუხლი 8. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის სამართლებრივი სტატუსი
1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელიც
სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისას ხელისუფლების წარმომადგენელია და მისი
კანონიერი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა.
2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა
გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის
უკანონო მოქმედებით გამოწვეული ზარალი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
მუხლი 9. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის სოციალური და სამართლებრივი დაცვის
გარანტიები
1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონი, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელს ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
მუხლი 91. პრობაციის ოფიცერი
1. პრობაციის ოფიცერი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს
სახელმწიფო ენას და აქვს უმაღლესი განათლება.
2. პრობაციის ოფიცერი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სასწავლო ცენტრში გადის პრობაციის ოფიცრის სპეციალურ სასწავლო კურსს , რომლის
დასრულებისას აბარებს შესაბამის გამოცდას .
3. პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ოფიცერს დანიშვნისთანავე უზრუნველყოფს
სამსახურებრივი ბეჭდით.
4. პრობაციის ოფიცერს სახელმწიფოს ხარჯზე შეიძლება მიეცეს დადგენილი ნიმუშის ფორმის
სამსახურებრივი ტანსაცმელი.
მუხლი 12. დადგენილი რეჟიმის დარღვევა მსჯავრდებულის მიერ
1. პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით
დადგენილი რეჟიმი მოიცავს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას კვირაში
ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას, ასევე შესაძლოა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული სხვა მოვალეობების შესრულებას.
11. პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე
გათავისუფლებულ პირს , მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე ,
დააკისროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ დადგენილი შესაბამისი
სავალდებულო სარეაბილიტაციო კურსის გავლის ვალდებულება .
12. პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია ნარკოტიკული დანაშაულისათვის პირობით
მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს პერიოდულად ან გონივრული ეჭვის
არსებობის შემთხვევაში მოსთხოვოს შესაბამისი ნარკოლოგიური შემოწმების 5 სამუშაო დღის
განმავლობაში გავლა და სათანადო დასკვნის წარმოდგენა. თუ მსჯავრდებულს ამ პუნქტით
გათვალისწინებული ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული
ნივთიერების მოხმარება, გარდა მსჯავრდებულის მიერ ამ ნივთიერების სამკურნალო მიზნით
მოხმარებისა, პრობაციის ბიურო ვალდებულია ეს ფაქტი აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს.
13. თუ მსჯავრდებული პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას გამოცხადდა
ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, არ ემორჩილება პრობაციის ოფიცრის კანონიერ
მოთხოვნას ან არაკორექტულად იქცევა, პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია, პრობაციის ბიუროს
უფროსთან შეთანხმებით, მსჯავრდებული გადაიყვანოს განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს
პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას მსჯავრდებულის არა უმეტეს 3 თვის
განმავლობაში კვირაში არა უმეტეს სამჯერ გამოცხადების ვალდებულებას.
14. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის 1 1 და 1 2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების
შეუსრულებლობა ან მათი შესრულებისათვის განზრახ თავის არიდება არის ამ კანონის 21-ე მუხლის
პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი წარდგინებით
სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი.
2. თუ მსჯავრდებულის გამოცხადების დრო ემთხვევა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ
უქმე დღეს, იგი თავისუფლდება ამ დღეს გამოცხადების ვალდებულებისაგან.
3. თუ პირობითი მსჯავრის ვადის დასრულება ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული
თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს, რის თაობაზედაც ეძლევა ცნობა გათავისუფლების შესახებ.
4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით მსჯავრდებულს
შესაძლებელია შეუმსუბუქდეს დადგენილი რეჟიმი, რაც გულისხმობს პრობაციის ბიუროში ორ კვირაში
ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას, ხოლო ამ კანონით დადგენილი წესით – თვეში ერთხელ
გამოცხადების ვალდებულებას.
41. თუ მსჯავრდებული არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (პირი მყარი ფიზიკური,
ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული
დარღვევებით, რომელთა
სხვადასხვა
დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ
პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში), ან ხანდაზმულობის ასაკს
მიღწეული პირი (ქალი − 65 წლიდან, მამაკაცი − 70 წლიდან), პრობაციის ეროვნული სააგენტოს
უფროსთან წერილობითი შეთანხმებით, მსჯავრდებულს შესაძლებელია შეუმსუბუქდეს დადგენილი
რეჟიმი 3 თვეში ერთხელ პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებით, ხოლო თუ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებულს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია,
პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულზე ზედამხედველობას განახორციელებს მის საცხოვრებელ
ადგილას არანაკლებ 3 თვეში ერთხელ გამოცხადებით.
5. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს
უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც
მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო
ჩანაწერი).
51. თუ მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა
ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის
მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება, დაარღვევს
კანონით დადგენილ რეჟიმს, პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს გაფრთხილების შესახებ
ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას
კეთდება სათანადო ჩანაწერი).
6. მსჯავრდებული უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/გაფრთხილების
შესახებ ოქმის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივროს იგი პრობაციის ბიუროს უფროსთან.
პრობაციის ბიუროს უფროსი საკითხს განიხილავს და წყვეტს 15 სამუშაო დღის ვადაში.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის გასაჩივრება ამ
პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე აჩერებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით
დადგენილი ვადის დინებას.
7. მსჯავრდებული ვალდებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცნობიდან 30 დღის
ვადაში გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ჯარიმა.
8. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის პირველი, 13 , მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებული
დადგენილი რეჟიმის დარღვევა – გამოიწვევს მის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ამ
მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა − მის გაფრთხილებას.
81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, პირველი
დარღვევიდან ერთი წლის განმავლობაში, − გამოიწვევს მის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო
ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა − მის განმეორებით
გაფრთხილებას.
82. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის მესამედ და მეტჯერ დარღვევა ბოლო დარღვევიდან
ერთი წლის განმავლობაში −
გამოიწვევს მის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული
მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა − მის მორიგ გაფრთხილებას.
9. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის მესამედ და მეტჯერ დარღვევა ასევე შეიძლება გახდეს
პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის
საფუძველი. ჯარიმის გადახდის ვალდებულებასთან/გაფრთხილებასთან ერთად ან დაკისრებული
მოვალეობების შეუსრულებლობისთვის მსჯავრდებულს შესაძლებელია შეეცვალოს და დაუმძიმდეს
დადგენილი რეჟიმი.
10. თუ მსჯავრდებული საპრობაციო ვადის განმავლობაში აღარ ირიცხება სოციალურად დაუცველი
ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი
საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე მეტია,
დადგენილი რეჟიმის მორიგი დარღვევისას მსჯავრდებული დაჯარიმდება დარღვევის რიგითობის
მიხედვით, ამ მუხლის მე-8, 81 და 82 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმის შესაბამისი ოდენობით.
მუხლი 13. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება და დადგენილი რეჟიმის
დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი
1. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს
უფლებამოსილი პირი დარღვევის გამოვლენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ადგენს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იმავდროულად არის საჯარიმო ქვითარი, რომლის
ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი;
შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩამდენის პიროვნების შესახებ; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და
არსი; ამ კანონის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისათვის; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ახსნა-განმარტება;
ოქმის გასაჩივრების წესი და ვადა; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
4. პრობაციის ბიუროს უფროსი საჯარიმო ქვითრის საფუძველზე, ჯარიმის გადახდის ნებაყოფლობითი
აღსრულებისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 7 დღის განმავლობაში, შესაბამისი სააღსრულებო
ფურცლის გამოცემით ახორციელებს ჯარიმის გადახდის იძულებით აღსასრულებლად მიქცევას.
5. ჯარიმის გადახდის იძულებით აღსრულებას ახორციელებს აღმასრულებელი „სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
6. ამ კანონის მე-12 მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრულ გაფრთხილების შესახებ ოქმში აღინიშნება:
შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მსჯავრდებულის პირადი
მონაცემები; დადგენილი რეჟიმის დარღვევის ადგილი, დრო, არსი და რიგითობა; გაფრთხილების
სამართლებრივი საფუძველი, ამ კანონის შესაბამისი მუხლების მითითებით; მოსალოდნელი შედეგები;
გაფრთხილების გასაჩივრების წესი და ვადა; დადგენილი რეჟიმის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით
არსებული სხვა ინფორმაცია. გაფრთხილება მოწმდება პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის
ბეჭდით და ხელმოწერით.
მუხლი 14. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა
1. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვას პრობაციის ეროვნული სააგენტოს
უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე გასცემს და აუქმებს პრობაციის ბიუროს უფროსი.
2. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემის, მისი ვადის გაგრძელების და
ნებართვის გაუქმების კრიტერიუმები, წესები და სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით.
3. მსჯავრდებულს საზღვარგარეთ გამგზავრებისას ეკისრება მსჯავრდებულის საზღვარგარეთ
გამგზავრების ნებართვის საფასურის გადახდა შემდეგი ოდენობით:
ა) ერთ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 600 ლარი;
ბ) ერთიდან სამ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 1200 ლარი;
გ) სამიდან ექვს თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2000 ლარი;
დ) ექვსიდან ცხრა თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2700 ლარი;
ე) ცხრიდან თორმეტ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 3400 ლარი.
4. საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე განცხადების დაჩქარებული წესით, 2 სამუშაო დღის ვადაში
განხილვისათვის დაწესებულია დაჩქარებული მომსახურების საფასური 200 ლარის ოდენობით. ეს
საფასური პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ირიცხება. მსჯავრდებულისათვის
საზღვარგარეთ გამგზავრებაზე უარის თქმის შემთხვევაში დაჩქარებული მომსახურების საფასური არ
ბრუნდება.
5. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაუქმების შემთხვევაში ამ მუხლის მე-3
პუნქტით დადგენილი საფასური არ ბრუნდება.
6. საქართველოს სახელით ოფიციალურ, საერთაშორისო კულტურულ, სპორტულ, პროფესიულ და
საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებებში მსჯავრდებულის მონაწილეობის ან/და მისთვის
აუცილებელი სამედიცინო დახმარების საზღვარგარეთ გაწევის საჭიროების შემთხვევაში, რაც
დასტურდება კომპეტენტური პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით, მსჯავრდებული
პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება გათავისუფლდეს ამ მუხლის
მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი საფასურების გადახდის ვალდებულებისაგან.
7. თუ მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის მოქმედების პერიოდში
მსჯავრდებული საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, იგი ვალდებულია დადგენილი რეჟიმის
დაცვით გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში.
მუხლი 16. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღრიცხვა, განაწილება და მისი აღსრულების
კონტროლი
1. სამართლებრივი აქტი აღსასრულებლად წარედგინება პრობაციის ბიუროს და მას საამისოდ
უფლებამოსილი პირი 3 სამუშაო დღის ვადაში არეგისტრირებს მსჯავრდებულთა რეგისტრაციის
სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.
2. მსჯავრდებულთა რეგისტრაციის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში აღინიშნება:
ა) სამართლებრივი აქტის რეგისტრაციის ნომერი;
ბ) სამართლებრივი აქტის პრობაციის ბიუროში შესვლის თარიღი (სააღსრულებო წარმოებაში მიღების
თარიღი);
გ) სამართლებრივი აქტის სახე, მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს დასახელება, აქტის ძალაში შესვლის
თარიღი;
დ) სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილის მოკლე შინაარსი;
ე) მსჯავრდებულის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი,
საცხოვრებელი ადგილი რეგისტრაციის მიხედვით, ასევე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი,
ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო ადგილი ან სასწავლებელი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში –
იურიდიული პირის დასახელება და იურიდიული მისამართი);
ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზედაც იქნა მიღებული
(გამოცემული) სამართლებრივი აქტი;
ზ) პრობაციის ოფიცერი, რომელსაც აღსასრულებლად გადაეცა სამართლებრივი აქტი;
თ) მონაცემები წარდგინებების შესახებ;
ი) სააღსრულებო წარმოების დამთავრების თარიღი.
3. პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს
მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (მსჯავრდებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი ან
იურიდიული მისამართის) და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით.
4. (ამოღებულია).
5. სამართლებრივი აქტის აღსრულების და პრობაციის ბიუროს თანამშრომლებისათვის დაკისრებული
სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს ახორციელებს პრობაციის ბიუროს უფროსი.
6. მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული მასალების გაცნობის წესი დგინდება საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 18. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის განმარტება და მსჯავრდებულის გამოცხადება
1. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ეგზავნება დაუყოვნებლივ,
ამ აქტის ძალაში შესვლისთანავე.
2. თუ აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი ბუნდოვანია ან რაიმე უზუსტობას შეიცავს, პრობაციის
ბიუროს უფროსი ამ აქტის გაუგებარი ან არაზუსტი ნაწილის განმარტების თხოვნით მიმართავს აქტის
მიმღებ (გამომცემ) ორგანოს.
3. პრობაციის ბიუროს უფროსი მიღებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღსრულების
დაწყებისა და დამთავრების შესახებ წერილობით, 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს ამ აქტის მიმღებ
ორგანოს.
4. თუ მსჯავრდებული არ ცხოვრობს სასამართლოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტში მითითებულ
მისამართზე ან ცხოვრობს ამ მისამართზე, მაგრამ თავს არიდებს პრობაციის ბიუროში გამოცხადებას,
პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ
დოკუმენტთან ერთად მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად უგზავნის აქტის მიმღებ
სასამართლოს.
5. მსჯავრდებულის ძებნის პროცესში საპრობაციო ვადის ათვლა ჩერდება.
6. მსჯავრდებული ვალდებულია აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან
არაუგვიანეს 15 დღისა გამოცხადდეს ამ სამართლებრივ აქტში მითითებულ პრობაციის ბიუროში
სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყების, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებით
თავის უფლება-მოვალეობათა გაცნობისა და პრობაციის ბიუროს მიერ მის მიმართ შესაბამისი
კონტროლის განხორციელების მიზნით. პრობაციის ოფიცერი პრობაციის ბიუროში გამოცხადებულ
მსჯავრდებულს აცნობს მის უფლება-მოვალეობებს და მათი შეუსრულებლობის შესაძლო შედეგებს, რის
შესახებაც ადგენს სათანადო ოქმს.
7. თუ მსჯავრდებული ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ გამოცხადდა,
პრობაციის ბიურო გააფრთხილებს მას. იგი ვალდებულია, გაფრთხილების მიღებიდან არა უგვიანეს
ერთი კვირისა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში. გამოუცხადებლობა არის პრობაციის ბიუროს
უფროსის მიერ ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული წარდგინებებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი.
8. პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული
გაფრთხილების ვალდებულება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომელსაც საცხოვრებელი
ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის
საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ის მსჯავრდებული, რომელსაც საცხოვრებელი
ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ
ტერიტორიაზეა, სამართლებრივი აქტის მიმღებმა (გამომცემმა) ორგანომ წინასწარ უნდა გააფრთხილოს
შესაბამის პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ამ კანონით განსაზღვრული
ღონისძიებების განხორციელების შესახებ. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული იმ
მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმა და წესი, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს
ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა,
განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით. ზემოაღნიშნულ
შემთხვევაში შესაბამისი პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს მსჯავრდებულის ძებნის
გამოსაცხადებლად უგზავნის ამ აქტის მიმღებ სასამართლოს.
მუხლი 211. მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა
1. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის
საფუძველზე პირობით მსჯავრდებულისათვის (მათ შორის, პირობით მსჯავრდებული სამხედრო
მოსამსახურისათვის, რომლის ყოფაქცევის კონტროლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
66-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით ხორციელდება) გამოსაცდელი ვადის არანაკლებ
ნახევრის გასვლის შემდეგ, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67 1 მუხლით
გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის ნახევრის
გასვლამდეც, მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს
შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის
მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუდმივმოქმედი კომისია.
11. მუდმივმოქმედი კომისია, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკითხებისა, პირის
მომართვისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე
განიხილავს და წყვეტს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის ან ამ უფლებების
ჩამორთმევის ვადის შემცირების საკითხს, რისთვისაც აუცილებელია მათი ჩამორთმევის ვადის ერთი
მესამედის გასვლა.
2. გადაწყვეტილების მიღებისას მუდმივმოქმედი კომისია ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას
გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს,
მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671
მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში
სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესრულებას, ასევე იმას, მიღწეულია თუ არა ამ კანონის მე-7
მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნები, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება
გავლენა მოახდინოს მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებაზე.
3. მუდმივმოქმედი კომისია შედგება 5 წევრისაგან. მის შემადგენლობაში შედიან:
ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი
სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე;
ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის 2 თანამშრომელი;
გ) როტაციის წესით − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი და
არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელი.
4. მუდმივმოქმედ კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენლის კანდიდატურას
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო.
5. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელს,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი
სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურესა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის 2
თანამშრომელს ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, ხოლო საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელს ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მდივანი.
6. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ექვემდებარებიან როტაციას ყოველი 1 წლის შემდეგ.
7. მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს მისი შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით, სხდომაზე
დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით ირჩევს მუდმივმოქმედი კომისია.
8. მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მუდმივმოქმედი
კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.
9. (ამოღებულია - 01.06.2017, №954) .
10. მუდმივმოქმედი კომისია საკითხებს განიხილავს ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე,
ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე მუდმივმოქმედი კომისია
იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის
მოხსნაზე უარის თქმის, აგრეთვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენაზე ან ამ
უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ.
11. თუ მუდმივმოქმედი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი
მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის, აგრეთვე „ნარკოტიკული
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირისათვის
ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენაზე ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე
უარის თქმის შესახებ, ამავე საკითხებზე შუამდგომლობის ხელახალი განხილვა დასაშვებია
გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.
12. მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად
გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 29. სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების წესი
1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ (მათ შორის, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით დადგენილი წესით, მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადებისას)
სასამართლო განაჩენის ასლის ან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების ასლის აღსასრულებლად მიღების შემდეგ პრობაციის ბიურო
განუსაზღვრავს მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახესა და ყოველდღიურ
ხანგრძლივობას.
2. პრობაციის ბიუროსა და დამსაქმებელს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც მიეთითება
მსჯავრდებულის მიერ შესასრულებელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე, მთლიანი
ვადა, ყოველდღიური ხანგრძლივობა, სამუშაო ადგილი, დამსაქმებლის დასახელება და მისამართი,
აგრეთვე საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები. ამ ხელშეკრულების ასლი
გადაეცემა მსჯავრდებულს.
3. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვანი აღსრულების და მისი ჯეროვანი
კონტროლის, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგის განხორციელების მიზნით, პრობაციის
ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ან სხვა
დამსაქმებელთან გააფორმოს/დადოს შესაბამისი შეთანხმება/ხელშეკრულება, რომელიც შეიძლება
ითვალისწინებდეს დამსაქმებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებას. ამ
პუნქტის შესაბამისად მიღებული მომსახურების საფასური მოხმარდება პრობაციის ეროვნული
სააგენტოს ზემოაღნიშნული და სხვა მიზნების განხორციელებას.
4. მსჯავრდებული, მისი სოციალური მდგომარეობისა და სამუშაო პირობების გათვალისწინებით,
უზრუნველყოფილი იქნება კვებით ან მას პრობაციის ეროვნული სააგენტო აუნაზღაურებს კვების
ხარჯებს, რომლის დანიშვნის პირობები და წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრის ნორმატიული აქტით.
5. მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დროს , შესასრულებელი სამუშაოს
გათვალისწინებით , სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ დადგენილი
პირობებისა და წესის შესაბამისად , პრობაციის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს სათანადო
სახის დაზღვევით.
მუხლი 31. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადის გამოთვლა
1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადა გამოითვლება საათებით, რომელთა განმავლობაშიც
მსჯავრდებული ასრულებს სავალდებულო შრომას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარეთა შორის
დადებულია საპროცესო შეთანხმება.
2. თუ პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულისათვის შეთავაზებული სამუშაოს ხანგრძლივობა
სასამართლოს ან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი
საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაზე ნაკლებია, პრობაციის ბიურო ვალდებულია შეთავაზებული
სამუშაოს ვადის გასვლამდე განუსაზღვროს მსჯავრდებულს ახალი სამუშაო ადგილი.
მუხლი 40. პრობაციის ოფიცრისა და სოციალური მუშაკის უფლებამოსილებანი პრობაციის სახის
სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში
1. პრობაციის ოფიცერი ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი
აქტების აღსრულების პროცესში:
ა) აკონტროლებს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების
შესრულებას;
ბ) აკონტროლებს მსჯავრდებულის ყოფაქცევას და დახმარებას უწევს მას;
გ) მსჯავრდებულთან ატარებს აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს;
დ) შეძლებისდაგვარად ეხმარება მსჯავრდებულს შრომით მოწყობაში;
ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას,
რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, ამყარებს საქმიან ურთიერთობებს ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან;
ვ) შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას ახორციელებს მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა
და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის მიხედვით, რომლის შედგენის პრინციპებს, წესსა
და ფორმას განსაზღვრავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. ამ ფუნქციის შესრულებისას
პრობაციის ოფიცერი თანამშრომლობს სოციალურ მუშაკთან;
ზ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ დამტკიცებული „არასაპატიმრო სასჯელთა და
პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად ახორციელებს
მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის შესრულების თაობაზე ინფორმაციის, აგრეთვე
მსჯავრდებულის შესახებ სხვა ინფორმაციის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაციას.
11. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემაში პროფესიული საქმიანობიდან მიღებული ინფორმაციის
(გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით
გათვალისწინებული შემთხვევებისა) არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება და გამჟღავნება ისჯება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. პრობაციის ოფიცერს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების
შესრულების დროს მისი ყოფაქცევის კონტროლის განხორციელებისას უფლება აქვს:
ა) ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი პერიოდულობით დაიბაროს მსჯავრდებული
აღრიცხვისათვის;
ბ) ჩამოართვას მსჯავრდებულს ახსნა-განმარტება;
გ) მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ ინფორმაცია მიიღოს მისი ნათესავებისაგან, ნაცნობებისაგან,
სამუშაო ადგილიდან და სასწავლო დაწესებულებიდან;
დ) გამოითხოვოს მსჯავრდებულის შესახებ შესაბამის სახელმწიფო და სამკურნალო დაწესებულებებში
არსებული ინფორმაცია.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები
პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და პრობაციის
ეროვნული სააგენტოს მიერვე დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეიძლება აგრეთვე
განახორციელოს სოციალურმა დაწესებულებამ , ორგანიზაციამ , სოციალურმა მუშაკმა ან შესაბამისი
განათლების მქონე ცალკეულმა პირმა .
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილით
გათვალისწინებული ხელშეკრულებების შესრულების პროცესში, პროკურორის შესაბამისი მომართვის
საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მონაწილეობა მიიღოს
სოციალურმა მუშაკმა.
5. პირობით მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671 მუხლით
გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმებით ნაკისრი მოვალეობების შესრულებას ზედამხედველობს
პრობაციის ოფიცერი. პრობაციის ბიუროს უფროსი პროკურორს პერიოდულად წარუდგენს
ინფორმაციას მსჯავრდებულის მიერ სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესრულების შესახებ.
მუხლი 448. შინაპატიმრობის აღსრულების წესი
1. სასჯელის სახით დანიშნული შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტების წარმოებაში
მიღებასა და აღსრულებაზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის V
თავით დადგენილი წესი.
2. შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტი ექვემდებარება წარმოებაში მიღებას და აღსრულების
დაწყებას დაუყოვნებლივ, თუ ამ სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
3. შინაპატიმრობით მსჯავრდებულის მიმართ არ ვრცელდება ამ კანონის IV თავის მოქმედება, გარდა 12
1 მუხლისა.
4. შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულების პროცესში მსჯავრდებულზე, ამ თავის
თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები
და მოვალეობები.
5. მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის რეჟიმის (სასამართლოს მიერ დადგენილი შინაპატიმრობის
დრო და პირობები, აგრეთვე მსჯავრდებულის სხვა მოვალეობები) არასაპატიო მიზეზით დარღვევის
შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფროსი შესაბამისი წარდგინებით მიმართავს განაჩენის გამომტან
სასამართლოს.
6. შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების
გამოყენებით. ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
პრობაციის ეროვნული სააგენტო.
7. შინაპატიმრობის აღსრულებისას მსჯავრდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის
საშუალების დაკარგვის ან მსჯავრდებულის ბრალეული ქმედებით ელექტრონული ზედამხედველობის
საშუალების დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მას, ხოლო
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში – მის კანონიერ წარმომადგენელს.
8. იქ, სადაც შინაპატიმრობის
ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით
კონტროლი ტექნიკურად შეუძლებელია, კონტროლი ხორციელდება მსჯავრდებულის საცხოვრებელ
ადგილზე პრობაციის ოფიცრის გაუფრთხილებელი ვიზიტით, თვეში არანაკლებ ექვსჯერ, რის
თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი.
9. შინაპატიმრობის აღსრულებისას ამ კანონის 121 მუხლით გათვალისწინებული საპატიო პირობების
არსებობის შემთხვევაში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით, მსჯავრდებულის
ან მისი კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული თხოვნით, პრობაციის ბიუროს უფროსის
წერილობითი ნებართვით მსჯავრდებულს შესაძლებელია მიეცეს საცხოვრებლიდან დროებით გასვლის
უფლება.
10. შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების შემთხვევაში
შეიძლება დაწესდეს საფასური. ეს საფასური პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ირიცხება და
მისი მიზნების განხორციელებასა და ფუნქციების შესრულებას ხმარდება.
11. შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისათვის
დაწესებული
საფასურის
გადახდისაგან
თავისუფლდება
მსჯავრდებული,
რომელიც
რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს
მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება.
12. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება:
ა) შინაპატიმრობის აღსრულების წესი, პირობები და შინაპატიმრობის ელექტრონული
ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის ოდენობა;
ბ) შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის
გადახდის წესი და პირობები;
გ) დეპოზიტზე თანხის განთავსების წესი და პირობები.