„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
პროექტი
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლს მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 – 33 პუნქტები:
„31. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში წესდება
შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი
სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი
ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი.
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.
32. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალურ
დანაყოფსა და სამოქალაქო დანაყოფის მონიტორინგის დეპარტამენტში წესდება შემდეგი
სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი
სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი
ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი.
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.
33. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირში - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნულ სააგენტოში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი
სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი
ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი.
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.“.
3. 53 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი
რეფორმის
შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს
მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია,
რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს
ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად საქართველოს
იუსტიციის სამინისტროში გაერთიანდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტრო, რომელშიც შეიქმნება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ნაცვლად მიეთითა - საქართველოს
იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტო.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო
ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
ვინაიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საქართველოს
იუსტიციის სამინისტროში შერწყმის შედეგად მოხდება გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნების
ოპტიმიზაცია.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსური ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ფინანსური შედეგები გამოიწვიოს იმ პირთა მიმართ,
რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. თუმცა, აღნიშნულის წინასწარ გათვლა
შეუძლებელია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებების
(შემდეგში – სპეციალური წოდებები) სახეებს, კლასიფიკაციას, თანაფარდობას, მინიჭებისა და
ჩამორთმევის წესს.
2.
სპეციალური
წოდებები
წესდება
შემდეგი
სახელმწიფო
დაწესებულებების
მოსამსახურეებისათვის:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
გ) (ამოღებულია).
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ე1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
ვ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;
ზ ) (ამოღებულია – 05.05.2011, №4652);
თ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო;
ი) საქართველოს დაზვერვის სამსახური;
კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ
მოსამსახურეებზე, რომელთაც მინიჭებული აქვთ დიპლომატიური რანგები, სამხედრო
მოსამსახურეებზე, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეებზე,
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრზე, რომელიც არის საქართველოს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი.
4. აკრძალულია ამ კანონით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებების მინიჭება.
მუხლი 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს სისტემების სპეციალური წოდებები
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
სისტემებში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები :
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი , III კლასის იურისტი , II კლასის
იურისტი , I კლასის იურისტი ;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი , იუსტიციის მრჩეველი ,
იუსტიციის უფროსი მრჩეველი ;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი , იუსტიციის
მთავარი სახელმწიფო მრჩეველი .
2. (ამოღებულია).
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის
სამმართველოში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები :
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი , უმცროსი სერჟანტი , სერჟანტი , უფროსი
სერჟანტი , ზემდეგი ;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი , ლეიტენანტი ,უფროსი
ლეიტენანტი , კაპიტანი ;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი , ვიცე - პოლკოვნიკი , პოლკოვნიკი .
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის
სამმართველოში მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „ იუსტიციის “.
5. (ამოღებულია).
მუხლი 53. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური
პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
გენერალური
ინსპექციისა
და
საგამოძიებო
დეპარტამენტის,
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული სააგენტოს სპეციალური წოდებები
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ
პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
გენერალურ
ინსპექციასა
და
საგამოძიებო
დეპარტამენტში,
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირში – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნულ სააგენტოში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი
სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი
ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.
2. მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „იუსტიციის“.