„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 313) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური (შემდგომში პენიტენციური სამსახური) უზრუნველყოფს საქართველოში თავისუფლების აღკვეთით
მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ინფორმირებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული უფლების შესახებ.“.
2. 44-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მსჯავრდებულის გადაცემის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 5 დღის ვადაში
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წერილობით აცნობებს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ
ორგანოს, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, აგრეთვე მიმართავს პენიტენციურ
სამსახურს მსჯავრდებულის გადაცემის პროცედურების განხორციელებისათვის.“.
3. 45-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაინტერესებული
პირისგან იღებს წერილობით დასტურს მსჯავრდებულის გადმოცემისათვის საჭირო ხარჯების
გაღების თაობაზე, რომელიც სხვა დოკუმენტებთან ერთად, მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ
დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ეგზავნება პენიტენციურ სამსახურს.“;
ბ) მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების
შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ
მინისტრის ბრძანებას გადმოცემის პროცედურების განხორციელებისათვის უგზავნის
პენიტენციურ სამსახურს.
13. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გადმოცემული მსჯავრდებულის უცხო
სახელმწიფოში ამნისტიის ან შეწყალების აქტით, შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებით ან
სხვა კანონიერი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან/და სასჯელის
შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ განაჩენის გამომტანი
სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ
მიმართავს პენიტენციურ სამსახურს
მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისგან
გათავისუფლების თხოვნით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი
რეფორმის
შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს
მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია,
რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს
ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად საქართველოს
იუსტიციის სამინისტროში გაერთიანდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტრო, რომელშიც შეიქმნება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 44-ე მუხლის მე-6 პუნქტში,
45-ე მუხლის მე-6, მე-12 და მე-13 პუნქტებში - ტერმინი - „საქართველოს სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის სამინისტრო“ - შეიცვალა ტერმინით - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო
ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
ვინაიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საქართველოს
იუსტიციის სამინისტროში შერწყმის შედეგად მოხდება გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნების
ოპტიმიზაცია.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსური ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ფინანსური შედეგები გამოიწვიოს იმ პირთა მიმართ,
რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. თუმცა, აღნიშნულის წინასწარ გათვლა
შეუძლებელია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 43. ზოგადი დებულებები თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის
მიზნით გადაცემასთან (გადმოცემასთან) დაკავშირებით
1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქესა და
საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს, რომლებიც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ
იქნენ უცხო სახელმწიფოში, უფლება აქვთ, მოითხოვონ სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით
საქართველოში გადმოყვანა.
2. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოში
თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს,
მოითხოვოს სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მისი იმ სახელმწიფოსთვის გადაცემა, რომლის
მოქალაქეც იგი არის.
3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს
საქართველოში თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა
ინფორმირებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შესახებ.
4. საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა
გადაცემის ან უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში
მუდმივად მცხოვრებ პირთა გადმოცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს
იუსტიციის მინისტრი.
5. მსჯავრდებულთა გადაცემისა და გადმოცემის საკითხებზე უცხო სახელმწიფოებთან
ურთიერთობას, აგრეთვე მსჯავრდებულთა გადაცემისა და გადმოცემის საკითხების
განხილვისათვის
და
გადაწყვეტილების
მიღებისათვის
სათანადო
პროცედურების
განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
6. მსჯავრდებულის გადაცემა (გადმოცემა) შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მის მიმართ
გამოტანილი სასამართლოს საბოლოო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
7. მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია:
ა) იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა, რომლის მოქალაქეც არის
მსჯავრდებული/იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა, რომლის
სასამართლოს განაჩენის საფუძველზედაც იქნა პირი მსჯავრდებული;
ბ) მსჯავრდებულის, მისი ინტერესების დამცველის, ახლო ნათესავის ან კანონიერი
წარმომადგენლის განცხადება.
8. მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) საკითხის განხილვის პროცესში საქართველოს
იუსტიციის სამინისტრო მოიპოვებს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს საბოლოო განაჩენის დამოწმებულ ასლს;
ბ) დოკუმენტს სასამართლოს საბოლოო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ;
გ) განაჩენის გამომტანი სასამართლოს ზემდგომი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილების
დამოწმებულ ასლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) დოკუმენტს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდილი ნაწილის შესახებ;
ე) დოკუმენტს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შესახებ;
ვ) სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის ტექსტს, რომლის საფუძველზედაც იქნა პირი
მსჯავრდებული;
ზ) თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით, ანდა
ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, – მსჯავრდებულის წერილობით
თანხმობას გადაცემაზე (გადმოცემაზე), ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ შეუძლია
გამოხატოს თავისი ნება, – მისი ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას;
თ) ცნობას მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ი) მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
კ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის მოსაზრებებს მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) მიზანშეწონილობის შესახებ.
9. მსჯავრდებულის გადაცემა (გადმოცემა) არ განხორციელდება, თუ:
ა) იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული და
რომელიც ითხოვს მსჯავრდებულის გადაცემას (გადმოცემას), ქმედება, რომლისთვისაც
მსჯავრდებულია პირი, არ არის დანაშაული ან არ ისჯება თავისუფლების აღკვეთით;
ბ) არ არსებობს მსჯავრდებულის თანხმობა (თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით
ან ინდივიდუალური შეთანხმებით, ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული), ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ შეუძლია თავისუფლად გამოხატოს
თავისი ნება ასაკის, ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო, – მისი ახლო ნათესავის ან კანონიერი
წარმომადგენლის თანხმობა;
გ) გადაცემის (გადმოცემის) შესახებ მოთხოვნის მიღების მომენტისათვის მსჯავრდებულის მიერ
მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ვადა 6 თვეზე ნაკლებია. გამონაკლის
შემთხვევაში საქართველო და შესაბამისი უცხო სახელმწიფო შეიძლება შეთანხმდნენ გადაცემაზე
(გადმოცემაზე) იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოსახდელი სასჯელის დარჩენილი ვადა 6 თვეზე
ნაკლებია;
დ) მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) თაობაზე.
10. მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) შესახებ განცხადება/შუამდგომლობა შეიძლება არ
დაკმაყო-ფილდეს, თუ:
ა) მსჯავრდებულის გადაცემა (გადმოცემა) საფრთხეს უქმნის საქართველოს საზოგადოებრივ
წესრიგს, ეწინააღმდეგება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და უშიშროების ინტერესებს;
ბ) საქართველოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები გადატვირთულია;
გ) მსჯავრდებულს არ მოუხდია სასჯელის ნახევარი, თუ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს
კომპეტენტურ ორგანოს შორის მიღწეული არ არის სხვაგვარი შეთანხმება;
დ)
დაინტერესებულმა
პირებმა
უარი
თქვეს
მსჯავრდებულის
გადაცემისათვის
(გადმოცემისათვის) საჭირო ხარჯების გაღებაზე.
მუხლი 44. საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა
გადაცემა
1. შუამდგომლობის/განცხადების მიღების შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით
გათვალისწინებულ დოკუმენტებს და ცნობას მსჯავრდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედებით
მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებულის განცხადების მიღების შემდეგ ადგენს
შუამდგომლობას იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წინაშე, რომლის მოქალაქეც არის
მსჯავრდებული.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებულის გადაცემის საკითხის განხილვის
პროცესში მოპოვებული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე ადგენს დასკვნას
მსჯავრდებულის გადაცემის მიზანშეწონილობის თაობაზე, რომელსაც წარუდგენს საქართველოს
იუსტიციის მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
4. მსჯავრდებულის გადაცემის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში მსჯავრდებულის
გადაცემა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
5. მსჯავრდებულის გადაცემის საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს
იუსტიციის სამინისტრო აცნობებს შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს/განმცხადებელს
შუამდგომლობის/ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
6. მსჯავრდებულის გადაცემის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 5 დღის ვადაში საქართველოს
იუსტიციის სამინისტრო წერილობით აცნობებს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომლის
მოქალაქეც არის მსჯავრდებული, აგრეთვე მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულის გადაცემის პროცედურების განხორციელებისათვის.
7. თუ გადაცემული მსჯავრდებულის მიმართ საქართველოში გამოტანილი განაჩენი შეიცვალა ან
გაუქმდა, ან მსჯავრდებულს შეეხო საქართველოში გამოცემული ამნისტიის ან შეწყალების აქტი,
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს იმ სახელმწიფოს
კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გადაეცა მსჯავრდებული.
8. თუ განაჩენი გაუქმდა და ხელახლა დაიწყო საქმის გამოძიება ან სასამართლო განხილვა, უცხო
სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ სათანადო შუამდგომლობის აღძვრის შემთხვევაში
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი გადაწყვეტილების ასლს და სხვა აუცილებელ
დოკუმენტებს უგზავნის იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გადაეცა
მსჯავრდებული.
მუხლი 45. უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში
მუდმივად მცხოვრებ პირთა გადმოცემა
1. მსჯავრდებულის გადმოცემის საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია საქართველოს
იუსტიციის სამინისტროსთვის დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადება ან უცხო
სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა.
2. დაინტერესებული პირის განცხადებას/უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს
შუამდგომლობას უნდა ერთოდეს:
ა) მსჯავრდებულის სრული საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი
და ადგილი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები და სხვა ინფორმაცია);
ბ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მსჯავრდებულის საქართველოს მოქალაქეობას ან
საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს;
გ) განმცხადებლისათვის გადმოსაცემი მსჯავრდებულის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების
მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ განმცხადებელი ახლო ნათესავია –
შესაბამისი ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის ან დაინტერესებული პირის
განცხადების მიღებისთანავე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს
შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ
დოკუმენტებს.
4. თუ მსჯავრდებულის გადმოცემის პროცედურის დაწყების საფუძველია დაინტერესებული
პირის განცხადება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური
ორგანოს წინაშე ადგენს პირველად შუამდგომლობას მსჯავრდებულის გადმოცემის საკითხის
განხილვის დაწყების თაობაზე. პირველადი შუამდგომლობა მოიცავს გადმოცემის საკითხის
განხილვისა და გადაწყვეტისათვის საჭირო დოკუმენტების მოწოდების თხოვნას და არ
წარმოადგენს შუამდგომლობას გადმოცემის შესახებ.
5. თუ მსჯავრდებულის გადმოცემის პროცედურა უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობით
ხორციელდება და შუამდგომლობა არ შეიცავს ყველა საჭირო დოკუმენტსა და მონაცემებს ან/და
მოწოდებული მასალა არ არის საკმარისი მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ გადაწყვეტილების
მისაღებად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური
ორგანოსგან გამოითხოვს საჭირო მასალებს.
6. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაინტერესებული პირისგან
იღებს წერილობით დასტურს მსჯავრდებულის გადმოცემისათვის საჭირო ხარჯების გაღების
თაობაზე, რომელიც სხვა დოკუმენტებთან ერთად, მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ
დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ეგზავნება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს.
7. მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ადგენს
დასკვნას მსჯავრდებულის გადმოცემის შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ უფლებამოსილი პირი.
8. უარყოფითი დასკვნის შედგენის შემთხვევაში, შესაბამისი საფუძვლების მითითებით, 1 კვირის
ვადაში ეცნობება დაინტერესებულ პირს/შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს.
9. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა დადებითია, მისი დამტკიცებიდან 1
თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოში აღსასრულებელ განაჩენს
მსჯავრდებულის გადმოცემასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად უგზავნის
შესაბამის სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლით
გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზნით.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლის მე-7 ნაწილის
შესაბამისად, სასამართლოდან მიღებული განჩინების ასლი თარგმანთან ერთად ეგზავნება უცხო
სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. სასამართლოს განჩინების ასლს უნდა დაერთოს
შუამდგომლობა გადმოცემის შესახებ.
11. თუ უცხო სახელმწიფო დაადასტურებს მსჯავრდებულის გადმოცემის სურვილს, საქართველოს
იუსტიციის სამინისტრო ამზადებს მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ იუსტიციის მინისტრის
ბრძანების პროექტს.
12. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების
შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ
მინისტრის ბრძანებას გადმოცემის პროცედურების განხორციელებისათვის უგზავნის
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.
13. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გადმოცემული მსჯავრდებულის უცხო სახელმწიფოში
ამნისტიის ან შეწყალების აქტით, შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებით ან სხვა კანონიერი
საფუძვლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან/და სასჯელის შემდგომი
მოხდისგან გათავისუფლების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ განაჩენის გამომტანი
სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ
მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულის
სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების თხოვნით.