საქართველოს პარლამენტის წევრის, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის ირინე ფრუიძის მიერ წარმოდგენილი ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2018 წლის საქმიანობის შუალედური ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.07.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე ფრუიძე
ნომერი
#11704/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროს ნომერი 181

📜 ტექსტი

წერილი
11704-3-9-3-201807031931 N 11704 03/07/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2018 წლის საქმიანობის შუალედურ ანგარიშს. გთხოვთ, უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეტანა. დანართი: „13“ ფურცელი პატივისცემით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინე ფრუიძე
ანგარიში
საქართველოს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის შუალედური ანგარიში 2018 წ. Page 1 of 13 სარჩევი 1. შესავალი 3 2. საქართველოს ღია პარლამენტის მეორე სამოქმედო გეგმის განხორციელება 3 3. საქართველოს ღია პარლამენტის მესამე სამოქმედო გეგმის შემუშავება 6 4. ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიებები 7 Page 2 of 13 1. შესავალი ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო დაფუძნებულია ინტერფრაქციულ პრინციპზე და მასში ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელს აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა. საბჭო შედგება 11 წევრისგან, რომელთაგან, პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, 6 უმრავლესობას, 2 უმცირესობას, ხოლო 2 უმცირესობის გარეთ მყოფ ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენს. საბჭოს საქმიანობა რეგულირდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიზანია ღია მმართველობის პრინციპების გათვალისწინებით პარლამენტის ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით პარლამენტის სისტემური, კოორდინირებული მუშაობა, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი. 2017 წლის იანვრიდან პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოს თავმჯდომარეობს პარლამენტის წევრი ირინა ფრუიძე. საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში საბჭოს მხარს უჭერს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თავმჯდომარეობით, აერთიანებს 15 ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას. 2. ღია პარლამენტის მეორე სამოქმედო გეგმის განხორციელება 2017 წლის დასაწყისში, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად შეიმუშავა ღია პარლამენტის მეორე სამოქმედო გეგმა, რომელიც თავდაპირველად 2017-2018 წლებში განსახორციელებელ საქმიანობას მოიცავდა, თუმცა ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს რეკომენდაციით, მოგვიანებით სამოქმედო გეგმა ორად გაიყო და 2017 წლის გეგმა ცალკე დამტკიცდა. ღია პარლამენტის მეორე 2017 წლის სამოქმედო გეგმა მოიცავდა 24 ვალდებულებას, რომელთაგან 2017 წლის დასასრულისთვის 13 ვალდებულება შესრულდა სრულად, 11 ნაწილობრივ. დღეის მდგომარეობით, 20 ვალდებულება სრულად შესრულებულია, ხოლო 4 ვალდებულება ნაწილობრივ. ღია პარლამენტის საბჭოს ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა გაყოფის შედეგად 2017 წელს ნაწილობრივ შესრულებული ვალდებულებების შესრულება და 2018 წლის სამოქმედო გეგმისთვის გათვალისწინებული ინიციატივები მესამე სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის პარალელურად განაგრძო. 2017 წლის სამოქმედო გეგმის 1.1; 1.2; 1.3; 1.4; 2.5; 3.1 და 4.6 ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, საბჭოს ინიციატივით შევიდა შემდეგი ცვლილებები:   დაინერგა პეტიციის წარდგენის ელექტრონული სისტემა; დაინერგა საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის მექანიზმი; Page 3 of 13      დაინერგა საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენის და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმი; შემუშავდა კანონშემოქმედებით პროცესში საჯარო კონსულტაციის ჩატარების წესი და ფორმები; ცვლილებების თანახმად პარლამენტის თითოეული კომიტეტი ვალდებული იქნება მოამზადოს და გაასაჯაროოს კომიტეტის სამოქმედო გეგმა; მოხდა საქართველოს პარლამენტის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრის ინსტიტუციონალიზაცია და ჩატარდა პარლამენტის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრა; ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს საქმიანობა გაფართოვდა და დაემატა მთავრობის მიერ ღია მმართველობა საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობა/მონიტორინგი; 3.2.; 4.2; 4.3; 4.4; და 4.5 ვალდებულებების შესრულების მიზნით, ინიცირებულია რეგლამენტის ცვლილებები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:      პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარმოება; საჯარო ინფორმაციის ანგარიშების (ე.წ. „10 დეკემბრის ანგარიშების“) მონიტორინგის სისტემის დანერგვა; საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსი; განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესება (ცვლილება შედის საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ კანონში); განისაზღვრება კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის დასაბუთების ვალდებულება და იხვეწება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის პროცესი. ვალდებულებების 2.1. 2.4 და 4.1. შესრულების მიზნით, ცვლილებები შევიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 31 დეკემბრის N132/3 ბრძანებაში „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის Page 4 of 13 ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ" (ბრძანება N368/3, 28.12.2017). ცვლილებების მიხედვით:    გაფართოვდა პარლამენტის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა; განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის მიერ ანგარიშის მოსმენისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ასარჩევი პირების საკომიტეტო მოსმენის თაობაზე ინფორმაციის ვებგვერდზე დროულად განთავსების და შესაბამისი კომიტეტის სხდომის ვიდეო ოქმი მომზადება და გამოქვეყნების წესები; გაიზარდა საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების საქმიანობის გამჭვირვალობა; ცვლილებები შევიდა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დებულებაში და განისაზღვრა:   ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესრულების და ღია მმართველობის სფეროში განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობის წესი; საბჭოს დაეკისრა საქართველოს პარლამენტისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიურ შეხვედრის ორგანიზების ვალდებულება; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით შეიცვალა საბჭოს სახელი და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად - „ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო“. ნაწილობრივ შესრულებული ვალდებულებების (1.6 და 3.3) სრულად შესრულების მიზნით, ჩატარდა სემინარი თემაზე: „საქართველოს პარლამენტის ინიციატივა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის (SDGs)“ და შემუშავდა საქართველოს პარლამენტის თვითშეფასების ინსტრუმენტი და ჩატარდა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა. ააა ააააააააააა ააააა ააააააააა ააააა 24 ააააააააააა 17% 83% ააააააააააააააა აააააააააა ააააააააააააააა Page 5 of 13 3. საქართველოს ღია პარლამენტის მესამე სამოქმედო გეგმის შემუშავება მესამე სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, ჩატარდა 3 სამუშაო შეხვედრა და 7 საჯარო კონსულტაცია და ჩამოყალიბდა 5 ამბიციური ვალდებულება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის ბოლომდე უნდა განახორციელოს. მესამე სამოქმედო გეგმა დადგენილ ვადებში წარედგინება ბიუროს. მესამე სამოქმედო გეგმა ჩამოყალიბდა საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრების, აპარატის თანამშრომლების, კერძო სექტორის წარმომადგენლების, დაინტერესებული საზოგადოებისა და კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდების ერთობლივი მუშაობის შედეგად. სამოქმედო გეგმა შემუშავდა ევროკავშირის პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით. Page 6 of 13 4. ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიებები ღია პარლამენტის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ღია პარლამენტის საბჭოს ინიციატივით 2018 წლის მარტში ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ახალციხე, მარნეული, ბათუმი) ჩატარდა 7 საჯარო შეხვედრა, რომელთა მიზანი იყო ღია პარლამენტის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ახალი 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმისთვის იდეების გენერირება. შეხვედრებს ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. კამპანიის ფარგლებში, ასევე გამოცხადდა ახალგაზრდული კონკურსი - „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის!“ კონკურსი საშუალებას აძლევდა ახალგაზრდებს წარმოედგინათ საკუთარი იდეა ღია პარლამენტის მესამე სამოქმედო გეგმისთვის. კონკურსის შედეგად შემოსული 17 იდეიდან შეირჩა 3 საუკეთესო, რომელთა ავტორებიც დაესწრნენ საბჭოს სხდომას და გააკეთეს მათი ინიციატივების პრეზენტაცია. ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ირინა ფრუიძესთან, გუგული მაღრაძესთან და კახაბერ კუჭავასთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები გურამ მაჭარაშვილი, გელა სამხარაული, გენადი მარგველაშვილი და გიორგი კოპაძე, ასევე საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლები გიორგი კლდიაშვილი, ლევან ავალიშვილი და გიორგი თოფურია. კამპანიის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარებისინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით. Page 7 of 13 სამოქალაქო საზოგადოების დღე საქართველოს პარლამენტში ღია პარლამენტის საბჭოს ორგანიზებით, 2018 წლის 13 მარტს საქართველოს პარლამენტში სამოქალაქო საზოგადოების დღე აღინიშნა. პარლამენტის თავმჯდომარემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს პარლამენტის მიერ 2017 წელს განხორციელებული საქმიანობის მთავარი შედეგები და 2018 წლის გეგმები გააცნო, ასევე გამოთქვა მზაობა ყოველი წლის ივლისში დაწესდეს სპეციალური დღე, სადაც სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს პარლამენტი ერთად შეაჯამებენ პარლამენტის განვლილ საქმიანობას და ისაუბრებენ სამომავლო გეგმებზე. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნეს მათი ინიციატივები და ხედვები სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით. ასევე 13 მარტს, საქართველოს პარლამენტს გადმოეცა 2017 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემუშავებული საჯარო ინფორმაციის მოდული და მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე წვდომა მარტივდება. ახალი ელექტრონული სერვისები, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პარლამენტის ღიაობასა და საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას, შემუშავებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით. Page 8 of 13 მაროკოს დელეგაციის ვიზიტი საქართველოს პარლამენტში ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტმა მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაციას უმასპინძლა. ღია პარლამენტის საქმიანობის და გამოცდილების გაზიარების მიზნით, მაროკოს დელეგაციის წარმომადგენლებს საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფრუიძემ და საბჭოს წევრებმა ეკა ბესელიამ და ოთარ კახიძემ უმასპინძლეს. ირინა ფრუიძემ სტუმრებს გაუზიარა საპარლამენტო საბჭოს მუშაობის გამოცდილება, ისაუბრა საბჭოს გეგმებსა და ხედვაზე, ასევე სტუმრებს გააცნო საქართველოს პარლამენტის სტრუქტურა და ფუნქციები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ღია მმართველობა პარტნიორობის (OGP) -ის წევრობა მიულოცა სტუმრებს, გაუზირა საბჭოს მუშაობის გამოცდილება და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა, შეიძლება იყოს მაგალითი სხვა წევრი ქვეყნებისთვის. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებაზე, რომელიც ღია მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია და ამ კუთხით აღნიშნა იუსტიციის სახლების გამოცდილება, სადაც მოქალაქეებს აქვთ საშუალება მოკლე დროში მიიღონ თითქმის ყველა სერვისი. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს შეხვდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა, საფინანსო- საბიუჯეტო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები და წევრები, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე და იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის სტაჟიორები და ღია პარლამენტთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრები. Page 9 of 13 შეხვედრა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 15 მაისს ღია პარლამენტის საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფრუიძე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით, კომიტეტის თავმჯდომარესთან, წევრებთან და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ერთად, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედა. შეხვედრის ფარგლებში ირინა ფრუიძემ ისაუბრა საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის, პარლამენტის ღიაობისა და საპარლამენტო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ. საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანთან შეხვედრა 29 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და ღია მმართველობის პარტნიორობის საპარლამენტო საბჭოს წევრი კახაბერ კუჭავა საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანს მარტინ ჩუნგონგს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა ღია მმართველობის კუთხით საქართველოს პარლამენტის მიღწევები, ამ მიმართულებით საქართველოში განხორციელებული რეფორმების სხვა ქვეყნების პარლამენტებისთვის გაზიარების საკითხი და ღია მმართველობის გლობალური სამიტი. Page 10 of 13 მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება და მონიტორინგი 4-5 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, ჩატარდა სემინარი თემაზე: „საქართველოს პარლამენტის ინიციატივა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის (SDGs)“. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფრუიძემ ისაუბრა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის, სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორცილების პროცესის შესახებ, ასევე ისაუბრა ღია და მონაწილეობითი პროცესის მეშვეობით მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე. სემინარი ჩატარდა საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მხარდაჭერით. საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ შემუშავებული პარლამენტის თვითშეფასების ინსტრუმენტის საქართველოს პარლამენტში დანერგვა 11-12 ივნისს, ჩატარდა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის. შეხვედრა დაეთმო Page 11 of 13 პარლამენტის ზოგად და გენდერულ თვითშეფასებას. თვითშეფასების მიზანია დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს მოახდინოს ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმების შესაბამისად, გამოავლინოს ორგანიზაციული განვითარების საჭიროებები და დასახოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების პრიორიტეტები. თვითშეფასების პროცესს უძღვება საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროცესის მხარდამჭერები არიან USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გაეროს ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობისათვის (UNJP) ფარგლებში. მონაწილეობა ღონისძიებაში - ღია მმართველობის ჩემპიონთა ქსელის შექმნა 23-27 აპრილს, იტალიაში, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ორგანიზებით, ჩატარდა შეხვედრა „ღია მმართველობის ჩემპიონთა ქსელის შექმნა“, სადაც მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ღია მმართველობის პარტნიორობის წარმომადგენლები. შეხვედრას ესწრებოდა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფრუიძე. შეხვედრის მიზანი იყო ძლიერი ქსელის შექმნა, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი გახდება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP ) ღირებულებების გაზიარება და მხარდაჭერა. მონაწილეობა ღონისძიებაში - „თანამედროვე, პროფესიონალური და წარმომადგენლობითი პარლამენტის შექმნა“ 28-31 მაისს, საქართველოს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფრუიძემ და საბჭოს წევრებმა გიორგი კახიანმა და ოთარ კახიძემ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, სამუშაო შეხვედრაში, „თანამედროვე, პროფესიონალური და წარმომადგენლობითი პარლამენტის შექმნა“, მიიღეს მონაწილეობა. Page 12 of 13 შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა მაკედონიის, ყირგიზეთის, შრი-ლანკას, კოსოვოს პარლამენტის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას გაუზიარეს გამოცდილება საქართველოში საკანონმდებლო ღიაობის მიღწევების, არსებული გამოწვევების და ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის შესახებ. Page 13 of 13