საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს კლინიკების ასოციაციის მიერ წარმოდგენილ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N7295; 11.05.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-05
ბიუროს ნომერი 182
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 11748
04/07/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის მე-4 და
მე-5
პუნქტების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით (N159/21), წამყვანი
კომიტეტის სტატუსით, განსახილველად გადაეცა საქართველოს კლინიკების ასოციაციის
მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და ,,ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ’’ (N7295; 11.05.2018)
საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით.
საკანონმდებლო წინადადება კომიტეტმა განიხილა 3 ივლისს. საკითხის საკომიტეტო
განხილვამდე, წინადადება, სამართლებრივი შეფასებისა და საკანონმდებლო
მიზანშეწონილობის განსაზღვრის მიზნით, გადაგზავნილ იქნა საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში.
საკანონმდებლო წინადადების ავტორებს არასაკმარისად და არასრულყოფილად მიაჩნიათ
დღეისათვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც ეხება საექიმო
საქმიანობის
განხორციელებისას,
სამედიცინო
პერსონალისა
და
სამედიცინო
დაწესებულებისათვის მიყენებულ ფიზიკური თუ მატერიალური ზიანისა და ექიმის
უფლების, პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი
ხელშეუხლებლობის ან საქმიანი რეპუტაციის შელახვის სამართლებრივ საკითხებს.
საკანონმდებლო წინადადების მომზადება, როგორც ავტორები აღნიშნავენ, განაპირობა
მასმედიის საშუალებით, ბოლო პერიოდში ექიმების, ასევე სხვა სამედიცინო პერსონალის
მიმართ დაუსაბუთებელი ფაქტების გავრცელებამ და უსაფუძვლო ბრალდებებმა.
უდანაშაულობის პრეზუმფციის მსგავსი სახით გაუთვალისწინებლობა იწვევს
სამედიცინო პერსონალის უფლებების უხეშ დარღვევას, მათი ღირსებისა და პატივის
განზრახ შელახვას. ავტორებს მიაჩნიათ, რომ საინფორმაციო საშუალებებით
გავრცელებული თითოეული ფაქტი უნდა იყოს მყარად არგუმენტირებული და
ეფუძნებოდეს ექსპერტიზის დასკვნას, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი
მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლო გადაწყვეტილებას. საკანონმდებლო
წინადადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ამავდროულად, საზოგადოების გარკვეული
ნაწილის მხრიდან, იმატა სამედიცინო დაწესებულებებში ძალით შეჭრის, დარბევისა და
პიკეტირების ფაქტებმა. მსგავსი ფორმებით სამედიცინო დაწესებულების ნორმალური
ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, ახდენს სამედიცინო პერსონალზე ფსიქოლოგიურ
ზემოქმედებას, პრობლემას უქმნის და აფერხებს სხვა ბენეფიციარი პაციენტებისათვის
კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის შესაძლებლობას, შესაბამისად ლახავს
სხვა პაციენტების უფლებებსა და ინტერესებს. თითოეული სამედიცინო დაწესებულების
ან კონკრეტული ექიმის უკან დგას პაციენტთა გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც აქვთ
დიდი ნდობა და იმედი აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების ან კონკრეტული ექიმის
მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულების ან ექიმის პატივისა
და ღირსების შებღალვა იწვევს, არა მხოლოდ კონკრეტული სუბიექტის შეურაცხყოფას,
არამედ პაციენტთა დიდი ნაწილის ფსიქოლოგიურად დათრგუნვასა და იმედგაცრუებას.
კომიტეტი იზიარებს და ეთანხმება წინადადების ავტორებს, რომ მედიაში სამედიცინო
საკითხების ობიექტურად გაშუქების პრობლემაა. ხშირად ადგილი აქვს დაუდგენელი და
დაუზუსტებელი ინფორმაციის გაშუქებას, სამედიცინო პერსონალის გადაცდომის ან
დანაშაულის თაობაზე ისე, რომ არ არის ცნობილი არც ექსპერტიზის დასკვნა და არც
სასამართლოს გადაწყვეტილება. შეშინებული ექიმი შეიძლება პოტენციური მკვლელი
აღმოჩნდეს იმის გამო, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება. ისეთ სიტუაციაში, სადაც
პაციენტის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ბედი წამიერ გადაწყვეტილებაზეა
დამოიკიდებული, შეშინებული ექიმი ამ შემთხვევაში იქნება ცუდი დამხმარე. თუმცა,
ჟურნალისტური ეთიკის კოდექსმაც უნდა დაარეგულიროს მსგავსი თემები.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოზიცია
საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
მოქმედი კანონმდებლობა, გარკვეულწილად უკვე შეიცავს დამოუკიდებელი საექიმო
საქმიანობის სუბიექტის სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს და ნორმებს, მაგ.
,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის თანახმად, ,,ნებისმიერ
ვითარებაში დაუშვებელია, ხელისუფლების წარმომადგენელმა ან კერძო პირმა
მოსთხოვოს ექიმს ამ კანონში მოცემული პრინციპების, საექიმო საქმიანობის ეთიკური
ნორმების საწინააღმდეგო მოქმედება, მიუხედავად მომთხოვნი პირის თანამდებობისა და
საზოგადოებრივი მდგომარეობისა. ყოველგვარი ქმედება, რაც ხელს უშლის სამედიცინო
პერსონალს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, იწვევს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას“ და ა.შ.
ასევე, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 94-ე მუხლის თანახმად, ,,ექიმს უფლება აქვს
სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი,
ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი
რეპუტაცია შელახვისაგან, ხოლო საექიმო საქმიანობის განხორციელებისას ექიმისათვის,
სხვა სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულებისათვის მიყენებულ
ფიზიკურ თუ მატერიალურ ზიანს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
აანაზღაურებს ზიანის მიმყენებელი“.
გარდა აღნიშნული კანონებისა, დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობის სუბიექტზე ასევე
ვრცელდება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის მე-18 მუხლი შეეხება პირადი
არაქონებრივი უფლებების ( პატივი, ღირსება) დაცვას .
რაც შეეხება აღნიშნული უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობას, იგი დგება
მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით (ადმინისტრაციული (მაგ. საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი - წვრილმანი
ხულიგნობა და ა.შ.), სამოქალაქო (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე - 18 მუხლი პირადი არაქონებრივი უფლებები და ა.შ.), სისხლის (საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 239-ე მუხლი - ხულიგნობა და ა.შ)
თუმცა საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, არ გამორიცხავენ გარკვეული
დაზუსტებების და დამატებითი რეგულაციების დაწესების შესაძლებლობასაც (მაგ. ექიმის
პროფესიული ქმედების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შეფასების, საკითხის შესწავლის
ეტაპზე ექიმის ვინაობის გაუსაჯაროების კუთხით და ა.შ.), რაც, უპირველეს ყოვლისა, უნდა
განხორციელდეს საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე საქართველოს
კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების სრული დაცვით.
წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით საქართველოს
კომუნიკაციის ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ მედიის მთავარ ფუნქციას
საზოგადოების ინფორმირება, მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის
ხელშეწყობა წარმოადგენს. მასმედიის როლი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სახელმწიფო
ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გაზრდაში, სხვა სფეროშიც,
მათ შორის, სამედიცინო სფეროში, მომსახურების მიმწოდებელთა მომხმარებელთა წინაშე
პასუხისმგებლობისა და პროფესიული სტანდარტების გაზრდაში, ვინაიდან, მასმედია
აყალიბებს საზოგადოების დამოკიდებულებას მიმდინარე მოვლენების მიმართ.
მასმედიის როლი მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროში არსებული გამოწვევების
იდენტიფიცირებაში და კომპეტენტური ორგანოების მოტივირებაში, გადაჭრან ეს
გამოწვევები.
კომუნიკაციის ეროვნული კომისიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტები არ
შეესაბამება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის კანონით
დაწესებულ წინაპირობებს. კერძოდ, ის გვთავაზობს კონკრეტული პროფესიის
წარმომადგენელთა ცილისწამებისაგან, პატივისა და ღირსების შელახვისაგან დაცვის
არათანაზომიერი, არაპროპორციული საშუალებების დაწესებას მასმედიის შეზღუდვის
სახით. ამასთანავე, ამ სახის შეზღუდვები არ არის კრიტიკულად აუცილებელი
დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის, რადგან პროექტით დასახული მიზანი სამედიცინო პროფესიის წარმომადგენელთა ცილისწამებისაგან, პატივისა და ღირსების
შელახვისაგან დაცვის მიღწევა შესაძლებელია უკვე არსებული კანონმდებლობით,
რომელიც არადისკრიმინაციულად, თანაბრად იცავს ნებისმიერი პირის, მიუხედავად მისი
პროფესიული კუთვნილებისა, პატივს, ღირსებას და პროფესიულ რეპუტაციას, ასევე იცავს
მას ცილისწამებისაგან.
კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული ,,მაუწყებელთა ქცევის
კოდექსის“ თანახმად, დანაშაულის გაშუქებისას, მაუწყებელმა უნდა დაიცვას ბალანსი,
ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებასა, ხოლო მეორე მხრივ, უდანაშაულობის
პრეზუმფციასა და ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა,
მოწმეთა და დაზარალებულთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის.
საკანონმდებლო წინადადება არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასა და
,,სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, ეწინააღმდეგება
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს,
რასაც წარმოადგენს სიტყვისა და აზრის თავისუფლების უზრუნველყოფა.
ამდენად პრობლემები, რომელთა გადაჭრის გზებსაც გვთავაზობს წარმოდგენილი
ინიციატივა ფრიად მნიშვნელოვანია და კომიტეტი, საკითხის აქტუალურობიდან და
სამედიცინო საზოგადოების მოლოდინიდან გამომდინარე, შესაძლებლად მიიჩნევს
დაიწყოს მსჯელობა უკვე არსებულ რეგულაციებთან მიმართებაში, ასევე საერთაშორისო
გამოცდილების შესწავლისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის კუთხით.
საკომიტეტო განხილვის შედეგად, საქართველოს კლინიკების ასოციაციის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
,,საექიმო საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და ,,ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ’’ (N7295; 11.05.2018)
ცნობილ იქნა უარყოფილად.
აკაკი ზოიძე
თავმჯდომარე