საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის „როუზ-როს“-ის რიგით 98-ე სემინარზე 2018 წლის 27-29 ივნისს ქ. სკოპიეში (მაკედონია) მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.07.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#11781/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-05
ბიუროს ნომერი 182

📜 ტექსტი

წერილი
N 11781 04/07/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარატამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის „როუზ-როს“-ის რიგით 98-ე სემინარში მონაწილეობის ანგარიშს, რომელიც მიმდინარე წლის 27-29 ივნისს ქ. სკოპიეში (მაკედონია) გაიმართა. გთხოვთ, აღნიშნული ანგარიში შეიტანოთ უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში. დანართი: 6 (ექვსი) ფურცლად. პატივისცემით, ირაკლი სესიაშვილი თავმჯდომარე
ანგარიში
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა „როუზ-როს“-ის რიგით 98-ე სემინარში ქ. სკოპიე, მაკედონია 27-29 ივნისი, 2018 ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმოვმოქმედი დელეგაციის ანგარიში WWW.PARLIAMENT.GE 2 ივლისი, 2018 ანგარიში მოამზადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წამყვანმა სპეციალისტმა საერთაშორისო ურთიერთობებში - დავით ღუჭაშვილმა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობა ძირითადი შემადგენლობა  ირაკლი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  არჩილ თალაკვაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  გიორგი კანდელაკი - ფრაქცია „ევროპული საქართველო“;  სოფიო ქაცარავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“; სათადარიგო შემადგენლობა  ირაკლი ბერაია - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  ცოტნე ზურაბიანი - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  სერგი კაპანაძე - „მოძრაობა თავისუფლებისათვის-ევროპული საქართველო“;  ბექა ოდიშარია - ფრაქცია „ქართული ოცნება“. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2018 წლის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია  16-19 ნოემბერი ასამბლეის წლიური სესია ჰალიფაქსი, კანადა *ზემოთ აღნიშნული ღონისძიებათა სია შესაძლებელია გაიზარდოს ან შემცირდეს ანგარიშის მოკლე შინაარსი  მიმდინარე წლის 27-29 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა მიიღო ქ. სკოპიეში (მაკედონია), გამართულ ასამბლეის მიერ ორგანიზებულ „როუზროს“-ის რიგით 98-ე სემინარში.  სემინარში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობა:  ირაკლი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი);  დავით ღუჭაშვილი (დელეგაციის მდივანი).  ღონისძიების ფარგლებში განიხილებოდა მაკედონიის ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში უსაფრთხოების ინტეგრაციის გამოწვევები. პროცესები ასევე, და ქვეყანის ბალკანეთში არსებული შიგნით არსებული ის გამოწვევები, რომლებიც აფერხებენ მაკედონიის პროგრესსა და რეფორმების სათანადო იმპლემენტაციას. ანგარიში 1. მიმდინარე წლის 27-29 ივნისს, ქ. სკოპიეში, მაკედონია, გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული “როუზ-როს”-ის რიგით 98-ე სემინარი. ღონისძიების ფარგლებში განიხილებოდა მაკედონიის ევროატლანტიკურ მიმდინარე ინსტიტუტებში დემოკრატიული მუდმივმოქმედ ინტეგრაციის პროცესები და ქვეყანაში რეფორმები. საქართველოს პარლამენტის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციას ხელმძღვანელობდა ბატონი ირაკლი სესიაშვილი. 2. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სემინარის დაიწყების წინა კვირას, მაკედონიამ, საბერძნეთთან ხელი მოაწერა შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც მაკედონიის სახელმწიფოს სახელის ცვლილებას ითვალისწინებს ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაზე. აღნიშნული შეთანხმების დოკუმენტი, ხელს შეუწყობს მაკედონიის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ შეთანხმების დოკუმენტი თავის მიზანს მიაღწევს იმ შემთხვევაში თუ მაკედონიამ და საბერძნეთმა მისი რატიფიკაცია მოახდინა ეროვნულ პარალამენტებში. ყოველივე ეს, სემინარზე იქცა განხილვის და დისკუსიის თემად. 3. სემინარზე, მაკედონიის მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც პანელზე მომხსენებლებად წარდგენენ, არაერთხელ აღნიშნეს, რომ მაკედონიას აქვს მხოლოდ ერთი გზა განვითარებებისკენ და ეს გზა ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციაა. 4. მიუხედავად მთელი განვითარებისკენაა რიგი რეფორმებისა, მიმართული, რჩება რომლებიც გამოწვევები, რეფორმების იმპლემენტაციას უშლის წარმოადგენს კორუფცია არაკვალიფიციური და ხელს. ქვეყნის რომელებიც მნიშვნელოვან საჯარო ამ გამოწევას პერსონალი, რომელსაც არ გააჩნია საკმარისი გამოცდილება და ცოდნა რათა საჭირო რეფორმების იმპლემენტაცია განახორციელონ. 5. ასევე, სემინარის ფარგებში მონაწილე დეპუტატები შეეხნენ ბალკანეთის რეგიონში რუსეთის გავლენას. ცალსახად აღინიშნა, რომ მოსკოვი აქტიურადაა დაინტერესებული რეგიონში არსებული ვითარებით. ასევე, ითქვა, რომ რუსეთის უფრო მეტად გააქტიურებაა მოსალოდნელი, რადგანაც, მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების საკითხის განხილვა ნატო-ს უახლოეს სამიტზეა დაგეგმილი. დისკუსიის წარმომადგნელებმა ფარგლებში, ისაუბრეს მედია და მაკედონიის სოციალური მთავრობის ქსელებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზეც, რომელიც ნეგატიურ გზავნილებს შეიცავს ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის კუთხით. 6. ასევე, ცრუ ინფორმაციის გავრცელების თემაზე საუბრისას, არაერთხელ გაესვა ხაზი იმას რომ, აღნიშნული პრობლემა კიდე უფრო მძაფრად წარმოჩინდება, როდესაც ქვეყანაში კვალიფიციური ჟურნალისტების ნაკლებობაა. 7. მაკედონიის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას უჭერს და სკოპიეს სრულყოფილი წევრობა მხოლოდ და მხლოდ გააძლიერებს ევროკავშირისა და ნატო-ს უსაფრთხოებას. ასევე, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ქვეყნის ბიუჯეტის 1.1% იხარჯება თავდაცვით სფეროზე, ხოლო, შემდეგი წლიდან ამ ხარჯების 0.2%-ით გაზრდაა დაგეგმილი. 8. უნდა აღინიშნოს, საბერძნეთთან რომ მიღწეული ქვეყნის სახელწოდების შეთანხმებით, შეცვლის რეალურად ჩნდება თაობაზე სკოპიეს სრულყოფილი წევრობის პერსპექტივები ევროკავშირსა და ნატო-ში, მაგრამ, ასევე რჩება რიგი სერიოზული პრობლემები, როგორებიცაა ქვეყანაში არსებული კორუფცია და საჭირო რეფორმების დაგვიანებით განხორციელება. 9. მაკედონიის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება უნდა მისასალმებელ იყოს საქართველოსთვის. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სკოპიეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების გადაწყვეტილებამ უფრო მისმა გეოგრაფიულმა მდგომარეობამ გამოიწვია, ვიდე ქვეყანაში გატარებულმა დემოკრატიულ რეფორმებმა. ასევე, არ უნდა გამოვრიცხოთ მოულოდნელი „სიურპრიზები“, რომლებიც მაკედონიის ალიანსში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს. კერძოდ, ქვეყნის სახელის ცვლილების რეფერენდუმის სახით მაკედონიაში და საბერძნეთშიც.