„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-12
ბიუროს ნომერი 186
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლი 37-ე ნაწილის:
1.
„ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი
აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი. თუ პირს 2013
წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო
ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის
ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის
პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული
დეკლარირებისა
საგადასახადო
ან/და
დარიცხვისა)
ან
დეკლარაციის/გაანგარიშების
საგადასახადო
(გარდა
ორგანოსთვის
პირის
ქონების
წარდგენილი
გადასახადის
დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილის ან
309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და
დარიცხვისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია
(გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით
ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას
აღემატება);“
2.
„ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია ზოგიერთი კატეგორიის გადასახადის გადამხდელთათვის
2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებათა ჩამოწერის მიზანშეწონილობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
ზოგიერთი კატეგორიის გადასახადის გადამხდელთათვის 2013 წლამდე დარიცხული
საგადასახადო დავალიანებათა ჩამოწერა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე
ნაწილში, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელებს სრულად ჩამოეწერებათ 2013
წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და
გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო
დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ მათ 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ აღარ
განუხორციელებიათ საგადასახადო ანგარიშგება.
წინასწარი მონაცემებით, ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში 27 634 გადასახადის
გადამხდელს (იურიდიულ პირთა ოდენობა - 4629, ხოლო ფიზიკურ პირთა რაოდენობა 23005) სრულად ჩამოეწერება დაახლოებით 550 მლნ. ლარის
ოდენობის საგადასახადო
დავალიანება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს გადასახადის და სანქციის სახით ბიუჯეტის სასარგებლოდ
ამოსაღები თანხების შემცირებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მათგან უდიდესი ნაწილი
წარმოადგენს
ნარჩენ
საგადასახადო
დავალიანებას,
რომლის
ამოღება
ფაქტიურად
შეუძლებელია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროქტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი დადებითად იმოქმედებს იმ პირთა ფინანსურ შედეგზე, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, ცვლილებების
განხორციელების შემთხვევაში
ოდენობა - 4629,
27 634 გადასახადის გადამხდელს (იურიდიულ პირთა
ხოლო ფიზიკურ პირთა რაოდენობა
- 23005) სრულად ჩამოეწერება
დაახლოებით 550 მლნ. ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება.
ჩამოსაწერი საგადასახადო დავალიანება ჩაშლა წლების მიხედვით შემდეგია:
წელი
01.01.2014
01.01.2015
01.01.2016
01.01.2017
01.01.2018
დავალიანება
428,008,075
462,097,499
490,161,736
514,797,645
540,258,497
ჩამოსაწერი საგადასახადო დავალიანების ჩაშლა სახეების მიხედვით შემდეგია:
გადასახადის სახე
მოგების გადასახადი
ნარჩენი
(ათას ლარებში)
38,429
35,546
37,477
საშემოსავლო გადასახადი
დღგ
მიწის გადასახადი (სასოფლო)
6,606
მიწა - არასასოფლო
ქონების გადასახადი
3,072
2,137
აქციზის გადასახადი
812
276
იმპორტის გადასახადი
სხვა
425,344
სულ
549,700
550 მლნ. ლარის ჩაშლა დავალიანების და მასზე დარიცხული საურავის მიხედვით შემდეგია:
ძირი
138,453,686
საურავი
335,750,576
სანქცია
75,495,442
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვის პრინციპი:
კანონპროექტით არ იცვლება გადასახადის ოდენობის განსაზღვრის წესი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
(რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი)
ამოღება
მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი
1. ( ამოღებულია – 20.12.2012, №118).
2. ( ამოღებულია – 20.12.2012, №118).
3. ( ამოღებულია – 20.12.2012, №118).
3 1. (ამოღებულია - 13.05.2016, №5092).
3 2.(ამოღებულია - 13.05.2016, №5092).
3 3. (ამოღებულია - 13.05.2016, №5092).
4. ( ამოღებულია – 20.12.2012, №118).
5. (ამოღებულია – 08.11.2011, №5202).
6. (ამოღებულია - 18.12.2015, №4680).
7. (ამოღებულია - 26.12.2013, №1886).
8. ( ამოღებულია).
9. ( ამოღებულია).
10. საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისათვის არ
გამოიყენება გადამუშავების სასაქონლო ოპერაციები, გარდა შიდა გადამუშავების სასაქონლო
ოპერაციისა, რომელიც გამოიყენება საქონლის შერევის (კომპაუნდირების) და
გადამუშავებული საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის პირობით.
10 1. ნამუშევარი ნავთობპროდუქტებისათვის (ლიალური წყლისათვის (ნავთობით
დაბინძურებული წყლისათვის) ან/და ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების ნარეცხისათვის)
არ გამოიყენება გადამუშავების სასაქონლო ოპერაციები (გარდა შიდა გადამუშავების
სასაქონლო ოპერაციისა) გადამუშავებული საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის
პირობით.
11. ამ კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს საბაჟო კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ. 280) შესაბამისად გაცემული სანებართვო
მოწმობები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
12. ამ კოდექსის 143-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“
ქვეპუნქტის მარეგულირებელი დებულებები ვრცელდება მხოლოდ 2009 წლის 7 აგვისტოდან
შექმნილ ამხანაგობაზე. 2009 წლის 7 აგვისტომდე შექმნილ ამხანაგობაზე გავრცელდება 2009
წლის 7 აგვისტომდე მოქმედი ნორმები.
13. საქართველოს მთავრობას დაევალოს, საქართველოს ტყის კოდექსში სამონადირეო
მეურნეობების მიერ დაკავებულ მიწებთან დაკავშირებით ტყითსარგებლობით განსაზღვრულ
სახეებთან მიმართებით ცვლილებების განხორციელებისთანავე მოამზადოს შესაბამისი
ცვლილება აღნიშნული მიწების ქონების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით.
14. ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით
წარმოშობილი უიმედო ვალი ჩამოიწერება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ამ
კოდექსის მე-8 მუხლის 29-ე ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების
გაუთვალისწინებლად.
15. 2020 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების
ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ
დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის
(ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ
შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის
სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის
გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად.
16. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში
პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული
საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით ყოველი საანგარიშო თვის
განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი, რომელიც იბეგრება 7%-იანი განაკვეთით. ამ
შემთხვევაში პირი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა,
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით წარადგინოს დეკლარაცია და
იმავე ვადაში გადაიხადოს შესაბამისი გადასახადი.
17. ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ ინვესტიციის ფარგლებში აშენებული
სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალ მესაკუთრეზე ვრცელდება ამ კოდექსის მე-18
მუხლის მე-11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტისა და
მე-2 ნაწილის და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ხ“ ქვეპუნქტის დებულებები.
18. ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის მე-17
ნაწილით დადგენილი შეღავათები არ მოქმედებს, თუ ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტი
ან ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ ინვესტიციის ფარგლებში აშენებული
სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალი მესაკუთრე აღარ უზრუნველყოფს სასტუმროს
ფუნქციონირებას.
19. „საბაჟო
კონტროლის
გვერდის
ავლით
ან
მისგან
მალულად
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე
შემოტანილი,
კეთილსინდისიერად
შეძენილი
მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი თავისუფლდება ამ კოდექსის
272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, მექანიკური
სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული
საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო)
გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის,
აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისა გან, თუ იგი „საბაჟო
კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე
შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების
რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 1 იანვრამდე,
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საჯარო სამართლის იურიდიულ
პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარუ დგენს
სათანადო განცხადებას 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საბაჟო
კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2006
წლის 1 ივლისამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის
შესახებ და უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას.
20. საქონლის მფლობელი საქართველოს მოქალაქე თავისუფლდება მექანიკური
სატრანსპორტო საშუალების იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან
დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების,
იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის
გადასახადის
გადახდის,
აგრეთვე ამ
კოდექსის
272-ე, 289-ე და 291-ე
მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისა გან, თუ აღნიშნული მექანიკური
სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია 2006 წლის 1
ივლისამდე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განხორციელებულა
მისი წარდგენა და გაფორმება.
21. პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 272 -ე , 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობისგან , მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის
გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების,
საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის , დამატებული ღირებულების
გადასახადის,
აქციზის
გადასახადისგადახდის,
აგრეთვე
სასაქონლო
ოპერაციის
გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა
ვალდებულების შესრულებისგან, თუ აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების
რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განხორციელდა 2007−2009 წლებში.
22. ამ მუხლის მე-19, მე-20 და 21-ე ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისა გან
ან ვალდებულებების შესრულებისა გან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირებზე,
რომელთა მიმართაც სამართალდარღვევებისათვის გამოყენებული საგადასახადო სანქციები
აღსრულდა „საბაჟო
კონტროლის
გვერდის
ავლით
ან
მისგან
მალულად
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე
შემოტანილი,
კეთილსინდისიერად
შეძენილი
მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონისამოქმედებამდე.
23. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, საკუთარი წარმოების შენობანაგებობებისათვის 2011 წლის 31 დეკემბრამდე შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის
ჩათვლა განახორციელოს არა უგვიანეს იმ საანგარიშო პერიოდისა, როდესაც ხდება ამ შენობანაგებობების ექსპლუატაციაში მიღება. ამასთანავე, უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის
განმახორციელებელი საწარმოსთვის 2011 წლის 1 იანვრამდე პრივატიზების წესით შეძენილი
შენობა-ნაგებობის ამავე საქმიანობისათვის გამოყენების (ექსპლუატაციაში მიღების)
შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის თანხა მცირდება შესაბამისი ქონების (შენობა-ნაგებობის)
პრივატიზების წესით შეძენისას ბიუჯეტში გადახდილი თანხით.
24. 2023 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „ეკონომიკური
საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 55.2 კოდით
გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი
ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში
იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის
რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12
კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო
თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.
25. ამ მუხლის 24 - ე ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში ფიზიკური
პირისთვის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განიხილება მოკლე ვადით
გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის ფართობი.
26. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება დაბეგვრის
ობიექტის (ოთახის) მიხედვით და შეადგენს კალენდარულ თვეში 10 ლარს 1 კვადრატულ
მეტრზე. საქართველოს
მთავრობა
უფლებამოსილია,
დაბეგვრის
ობიექტის
ადგილმდებარეობის
ან/და
სეზონურობის
გათვალისწინებით,
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე შეამციროს ან/და გაზარდოს
ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.
27. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადაიხდება:
ა) 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 აპრილისა;
ბ) 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 ივლისისა;
გ) 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა;
დ) 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 იანვრისა.
შენიშვნა: ამასთანავე, დარიცხული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი შემდგომ
გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
28. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა ხორციელდება გადასახადის
გადამხდელის მიმართვის საფუძველზე. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით
დაბეგვრის პერიოდი შეიძლება მოიცავდეს როგორც სრულ კალენდარულ წელს, ი სე ერთ ან
მეტ კალენდარულ თვეს, რომელიც შესაძლ ებელია არ იყოს უწყვეტი.
29. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში:
ა) ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან დაკავშირებით
დაქირავებული პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, შესაბამისად,
საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გამცემი პირი – საგადასახადო აგენტის
ვალდებულებისაგან;
ბ) ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საშემოსავლო გადასახადზე ამ
კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათები არ გაითვალისწინება;
გ) ფიზიკური პირი
ვალდებულებისა გან.
თავისუფლდება
საკონტროლო-სალარო
აპარატის
გამოყენების
30. თუ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ამ მუხლის 24- ე
ნაწი ლით გათვალისწინებული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის
ობიექტი გაცემულია იჯარით და მოიჯარე ამ ქონება ს იმავე სახის საქმიანობაში იყენებს:
ა) მოიჯარე საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის
მიხედვით გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისაგან;
ბ) მოიჯარის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან დაკავშირებით
დაქირავებული პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, შესაბამისად, მოიჯარე
– საგადასახადო აგენტის ვალდებულებისაგან;
გ) მოიჯარე საქმიანობის ამ ნაწილში თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის
გამოყენების ვალდებულებისა გან.
31. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლისა და საგადასახადო ანგარიშგების
წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
32. დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით
დაბეგვრის პერიოდში ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემა.
33. ფიზიკურ პირებს 2011 წლის 1 იანვრიდან ამ კოდექსის 203-ე მუხლით გათვალისწინებული
დაბეგვრის ობიექტის მიხედვით 2007 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის
ვადის დარღვევისათვის ამავე კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ
ეკისრებათ.
3 4 . 2011 წლისათვის ქონების გადასახადისაგან სრულად თავისუფლდე ბა მრავალბინიან
სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის
პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი) .
35. 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით გაცემულ ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად
საშუალებებზე მოგებისა და ქონების გადასახადების მიზნებისათვის ვრცელდება 2010 წლის 1
იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები.
3 6 . გადასახადის გადამხდელის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი №1 ფორმის
ქვითრის საგადასახადო ორგანოში წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო
უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება შესრულებულად
ჩაუთვალოს შესაბამისი თანხის ნაწილში.
37. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა
მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება:
ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი
აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2011
წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო
ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის
ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის
პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული
დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი
საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის
დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილის ან 309ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და
დარიცხვისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია
(გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით
ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას
აღემატება);
ბ) 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე
დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, თუ
გადახდილია 2013 წლის 1 იანვრისათვის არსებული აღიარებული საგადასახადო
დავალიანება – გადასახადის თანხის ნაწილში და პირს 2013 წლის 1 იანვრის შემდგომი
პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია
საგადასახადო
დეკლარაცია/გაანგარიშება
(გარდა
პირის
ქონების
გადასახადის
1
დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 176 მუხლის პირველი ნაწილის ან 309ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და
დარიცხვისა)
ან
საგადასახადო
ორგანოსთვის
წარდგენილი
საგადასახადო
დეკლარაციის/გაანგარიშების
(გარდა
პირის
ქონების
გადასახადის
დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილის ან 309ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და
დარიცხვისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია
(გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით
ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას
აღემატება);
გ) ამ კოდექსის 281-ე მუხლის და 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს
საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის საფუძველზე ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1
იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი
ჯარიმა.
38. 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხული და გაუცემელი ხელფასები იბეგრება საშემოსავლო
გადასახადის 1 2 -პროცენტ იანი განაკვეთით .
39. (ამოღებულია - 22.06.2012, №6547).
40. (ამოღებულია - 01.05.2015, №3581).
41. (ამოღებულია - 13.05.2016, №5092).
42. პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით
ვაჭრობის ორგანიზებისა) 2018 წლის 1 იანვრამდე ეწეოდა, ვალდებულია:
ა) არაუგვიანეს 2018 წლის 1 ივლისისა მიმართოს საგადასახადო ორგანოს ბაზრობის
ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით;
ბ) არაუგვიანეს 2018 წლის 1 ივლისისა უზრუნველყოს საგადასახადო ორგანოსთვის ბაზრობის
ტერიტორიაზე განლაგებულ სავაჭრო ობიექტზე ან/და სავაჭრო ადგილზე მოვაჭრე ფიზიკური
პირების შესახებ ინფორმაციის წარდგენა;
გ) არაუგვიანეს 2019 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული
არასტაციონარული სავაჭრო ადგილების 1/3 საკონტროლო-სალარო აპარატებით;
დ) არაუგვიანეს 2019 წლის 1 ივლისისა უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე
განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილების 2/3 საკონტროლო-სალარო
აპარატებით;
ე) არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა სრულად უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე
განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილები საკონტროლო-სალარო აპარატებით.
43. (ამოღებულია – 20.12.2012, №118).
44. ამ კოდექსის 153-ე მუხლის 3 1 ნაწილის, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ 1“ და „გ 2“
ქვეპუნქტებისა და 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011
წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ამ კოდექსის 99-ე მუხლის
პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტისა და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ ქვეპუნქტის
მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ
ურთიერთობებზე, ხოლო ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს
2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
45. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, შემოსავლების სამსახური
უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწეროს
საგადასახადო დავალიანება, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ იგი საქართველოს
საგადასახადო კანონმდებლობით აღიარებულად არ ითვლება, აღნიშნული დავალიანების
თანხის დარიცხვასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელისათვის არ ყოფილა
წარდგენილი საგადასახადო ორგანოს შეტყობინება/საგადასახადო მოთხოვნა და გასულია
მისი წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.
46. 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 ივნისამდე საგადასახადო პერიოდის (პერიოდების)
საგადასახადო შემოწმებისას საერთაშორისო გადაზიდვების და მათთან დაკავშირებული (მათ
შორის, საექსპედიტორო) მომსახურების მიმართ დაბეგვრის რეჟიმი განისაზღვრება
საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41,
30.12.2004, მუხ. 200) 2006 წლის 28 აპრილის №2955 კანონით (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №11, 01.05.2006, მუხ. 84) განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით. ამ
ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული
საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო
ვალდებულებაზე.
47. ამ კოდექსის 122-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადის
მოქმედება ვრცელდება 2010 წელს და მის შემდგომ წლებში წარმოქმნილ ზარალზე.
48. ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედება
წლის 1 იანვრამდე დარიცხულ და გადაუხდელ თანხებზე.
არ
ვრცელდება
2011
49 . 2006 წლის 1 იანვრის შემდგომი საგადასახადო პერიოდის/პერიოდების საგადასახადო
შემოწმებისას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსა და სხვა
ჯარიმების სახით
მიღებული/მისაღები
შემოსავლების მიმართ
დაბეგვრის
რეჟიმი
განისაზღვრება ამ კოდექსის 136-ე მუხლის მე-13 ნაწილის გათვალისწინებით. ამ ნაწილის
მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო
შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.
50 . ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა
მინისტრის მიერ დადგენილი წესითჩამოწერას ექვემდებარება:
ა) „ოკუპირებული
ტერიტორიების
შესახებ“
საქართველოს
კანონით დადგენილ ტერიტორიებზე არსებული ქონების მიხედვით დარიცხული და
გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა;
ბ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწის მიხედვით დარიცხული და
გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ მიწა
მდებარეობს „ოკუპირებული
ტერიტორიების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს მოცემული
მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ
გაცემული ცნობით;
გ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონების და მასზე დამაგრებული მიწის
მიხედვით დარიცხული თუ გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი
და ჯარიმა, თუ იგი ამ ქონებით ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა −
დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და ეს ქონება რეგისტრირებულია, როგორც
დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რაც დასტურდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით.
51 . სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაწილში ქონების გადასახადის
დეკლარირების ვალდებულების 2014 წლის 1 იანვრამდე შესრულების შემთხვევაში
ფიზიკური პირი თავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი შესაბამისი ჯარიმისაგან.
52 . უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის
დადგენამდე არსებული საგადასახადო პერიოდის/პერიოდების საგადასახადო შემოწმებისას:
ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი დანაკარგის ნორმა გამოიყენება მხოლოდ იმ
შემთხვევაში,
თუ
გადასახადის
გადამხდელი
აღნიშნულ
საგადასახადო
პერიოდში/ პერიოდებში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ
დადგენილზე მეტი ოდენობით;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში დანაკარგის ნორმას
იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ან დადგენილზე ნაკლები ოდენობით,
გამოყენებული დანაკარგის ნორმის ფარგლებში არსებული ნაკლებობა დანაკლისად არ
ჩაითვლება;
გ) არ გაითვალისწინება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის ნორმის დადგენის შემდეგ
გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის
გამოყენებასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულების დაზუსტება, თუ გადასახადის
გადამხდელი დანაკარგის ნორმად იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის
დადგენილზე ნაკლებ ოდენობას ან საერთოდ არ იყენებდა მას.
53 . ამ მუხლის 52 -ე ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ი მავე ნაწილის ამოქმედებამდე
დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ
საგადასახადო ვალდებულებაზე.
54. „სასიცოცხლო სამოქალაქო დანიშნულების ტრანსპორტით საზღვრის კვეთის ხელშეწყობის
შესახებ“ 2007 წლის 30 ოქტომბრის ქ. ბრიუსელში ხელმოწერილი მემორანდუმით
გათვალისწინებული სწავლების (წვრთნების) მიზნებისათვის შემოტანილი საქონელი
გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან.
55. „ოლიმპიური
მოძრაობის
ხელშეწყობის
შესახებ“
საქართველოს
კანონით გათვალისწინებული
ინვესტორისა
და
კონტრაქტორის
საგადასახადო
ვალდებულებები, შეღავათები და შეზღუდვები განისაზღვრება ამ კოდექსით და „ოლიმპიური
მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
56. „ოლიმპიური
მოძრაობის
ხელშეწყობის
შესახებ“
საქართველოს
კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევებში ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია ამ
კოდექსით
დაწესებული
ადგილობრივი
გადასახადის
განსხვავებული
განაკვეთი შემოიღოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ნაწილში, საქართველოს
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ზღვრული განაკვეთების ფარგლებში.
57. ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ და „ჰ 1“ ქვეპუნქტების, 99-ე მუხლის
პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის, 153-ე მუხლის 5 1 ნაწილის, 156-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის,
159-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 171-ე
მუხლის 1 1 ნაწილის, 176 1 მუხლის მე-2 ნაწილის, 205-ე მუხლის 10 1 ნაწილის, 206-ე მუხლის
პირველი ნაწილის „ჰ 4“ ქვეპუნქტისა და 272-ე მუხლის 3 1 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება
იმ პირებზე, რომლებიც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად ახორციელებენ ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას.
58. ფიზიკური პირისათვის (გარდა შემოსავლების მიღების მომენტში დღგ-ის გადამხდელად
რეგისტრირებული ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოსათვის (გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი შემოსავალი მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის
მუდმივ დაწესებულებას):
ა) 2012 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით
გამოქვითულია 2006 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის
ითვლება 2012 წლის ბოლოს ანაზღაურებულად;
ბ) 2012 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით
გამოქვითულია 2007 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის
ითვლება 2013 წლის 1 ივლისამდე ანაზღაურებულად;
გ) 2013 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით
გამოქვითულია 2008 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის
ითვლება 2013 წლის ბოლოს ანაზღაურებულად;
დ) 2014 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით
გამოქვითულია 2009 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის
ითვლება 2014 წლის ბოლოს ანაზღაურებულად;
ე) 2015 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით
გამოქვითულია 2010 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის
ითვლება 2015 წლის ბოლოს ანაზღაურებულად.
59. ამ მუხლის 58-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს ეკისრება საგადასახადო
აგენტისა და შესაბამისი თანხის 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრის ვალდებულებები, ხოლო
შემდგომ პერიოდში ფაქტობრივად ანაზღაურების შემთხვევაში შესაბამისი შემოსავალი
გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება.
60. (ამოღებულია - 13.05.2016, №5092).
61. გადასახადის გადაუხდელ თანხას 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 30 ივნისის ჩათვლით
პერიოდში საურავი დაერიცხება 0,06 პროცენტის ოდენობით, ხოლო ამ კოდექსის 272-ე
მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული საურავი − 0,05 პროცენტი − გადასახადის გადაუხდელ
თანხას დაერიცხება 2015 წლის 1 ივლისიდან. ამ შემთხვევაში გადასახადის
გადაუხდელობისათვის საურავის ოდენობის განსაზღვრისას ამ კოდექსის 269-ე მუხლის მე-2
და 2 1 ნაწილების დებულებები არ გამოიყენება.
62. ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 ნაწილებით განსაზღვრული
ხანდაზმულობის ვადა, აგრეთვე ამ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“
ქვეპუნქტითა და 72-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა არის:
ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 5 წელი;
ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 4 წელი.
63. ამ კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის
უფლების გამოყენება შესაძლებელია, თუ საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით
შემოტანასთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს
გადაწყვეტილება მიღებულია აღნიშნული ქვეპუნქტის ამოქმედების შემდეგ.
64. საგადასახადო შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია 2013 წლის 31 დეკემბრამდე
მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და მასზე
ვრცელდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტში მოქმედი საქართველოს
საგადასახადო კოდექსის XLI თავის დებულებები.
65. „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-10 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გადახდილი თანხის
შემოსავლად აღიარება ხორციელდება ეროვნული ფილმის ექსპლუატაციაში მიღების
მომენტში, მაგრამ არაუგვიანეს ფილმის დასრულების შესახებ აქტის შედგენის და
დაფინანსების მიზნობრივი ხარჯვის დადასტურების მომენტისა.
66. პირი „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს
კანონის თანახმად სახელმწიფო დაფინანსების მხარდაჭერით წარმოებულ ეროვნულ ფილმს
აღრიცხავს, როგორც არამატერიალურ აქტივს. მას უფლება აქვს, ფილმის ექსპლუატაციაში
მიღების მომენტიდან სრულად გამოქვითოს არამატერიალურ აქტივზე საამორტიზაციო
ანარიცხები.
67. პირი, რომელიც „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“
საქართველოს კანონის თანახმად სახელმწიფო დაფინანსების მხარდაჭერით აწარმოებს
ეროვნულ ფილმს, ვალდებულია:
ა) არამატერიალურ აქტივზე საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვის ნორმა შეარჩიოს იმ
საგადასახადო წელს, როდესაც აქტივი ექსპლუატაციაში შევიდა, და არ შეცვალოს არჩეული
გამოქვითვის ნორმა მოცემულ აქტივზე მისი ექსპლუატაციაში შესვლის საგადასახადო წლის
შემდგომი პერიოდებისთვის;
ბ) საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის შემთხვევაში იგივე მეთოდი
გამოიყენოს შემდგომ წარმოებული ყველა ეროვნული ფილმის მიმართ, თუმცა მას უფლება
აქვს, არჩეული საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის ნორმა შეცვალოს მისი
არჩევიდან 5 წლის შემდეგ.
68. ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (შემდგომ – უეფა) 2015 წლის სუპერთასის
და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში:
ა) უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ მიღებული შემოსავალი თავისუფლდება მოგების
გადასახადისაგან;
ბ) უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა
თავისუფლდება ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან;
გ) უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ საქონლის იმპორტისას არ გადაიხდევინება იმპორტის
გადასახდელები;
დ) უეფა ან/და მისი ფილიალი საქართველოში გამოყენებულ ქონებაზე თავისუფლდება
ქონების გადასახადისაგან.
69. დანიშნული პირის მიერ უეფას 2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული
ღონისძიებების ფარგლებში მიღებული შემოსავალი თავისუფლდება საშემოსავლო/მოგების
გადასახადისაგან.
შენიშვნა: დანიშნული პირი არის უეფას ან მისი ფილიალის მიერ დანიშნული ნებისმიერი
არარეზიდენტი პირი, მათ შორის, კლუბის თანამშრომელი (მაგალითად, მოთამაშე,
მწვრთნელი და სხვა), უეფას ან მისი ფილიალის თანამშრომელი.
70. უეფას ან/და მის ფილიალს უეფას 2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული
ღონისძიებების ფარგლებში არ წარმოეშობა ამ კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული
საგადასახადო აგენტის ვალდებულება. ამასთანავე, აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში
უეფასათვის ან/და მისი ფილიალისათვის მომსახურების გაწევა არ ექვემდებარება დღგ-ით
უკუდაბეგვრას.
71. უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩის ორგანიზება და ჩატარება არ წარმოშობს
საქართველოში მუდმივ დაწესებულებას.
72. დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია:
ა) პირის მიერ უეფასთვის, მისი ფილიალისთვის ან/და დანიშნული პირისთვის იმ საქონლის
მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება
უეფას 2015 წლის სუპერთასს და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
ბ) უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩზე ან მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე
დასასწრები ბილეთების რეალიზაცია.
73. ამ მუხლის 68-ე–72-ე ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით
სარგებლობის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
74. ამ კოდექსის 106-ე მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტისა და 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2011
წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
75. ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებისა და 202-ე მუხლის
მე-7 ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ
სამართლებრივ ურთიერთობებზე.
76. ფიზიკურ პირს, რომლის ერთობლივი შემოსავალი, საგადასახადო ორგანოსათვის
წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2013 ან 2014 კალენდარული წლის განმავლობაში არ
აღემატება 6000 ლარს, უფლება აქვს, შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის
სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი − 1800 ლარი.
ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრ შემოსავალში არ გაითვალისწინება ამ კოდექსის
საფუძველზე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან განთავისუფლებული შემოსავალი.
77. დაქირავებულს უფლება აქვს, 2013 და 2014 კალენდარული წლების მიხედვით გადახდის
წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებისა და სათანადო თანხის
დაბრუნების მიზნით დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია (მათ შორის,
დაზუსტებული დეკლარაცია) საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი საანგარიშო
წლის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა.
ფიზიკური პირის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმის
გამოქვითვისა და შესაბამისი თანხის დაბრუნების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა
მინისტრი.
78. დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის საანგარიშო თვის მიხედვით
განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისას,
დაგვიანებით წარდგენისას ან/და არასწორად წარდგენისას დაუბეგრავი მინიმუმის
ფარგლებში თანხის ზედმეტად დაბრუნების ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში
ზედმეტად ჩათვლის შემთხვევაში დაქირავებულს ზედმეტად დაბრუნებულ ან/და
საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლილ თანხაზე საგადასახადო
ვალდებულება
არ
დაეკისრება. (78-ე ნაწილის მოქმედება ვრცელდება 26.12.2014,
№3015 კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
79. დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე
უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლოსამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო
მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდში
განხორციელდა;
ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი
მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში ან იმ ობიექტში, რომელზედაც 2008
წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი)
უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე
გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის
(არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);
დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი
ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს
2020 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;
ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ
საცხოვრებლადაა განკუთვნილი;
ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით
გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.
შენიშვნა: ამ ნაწილის მიზნისათვის, თუ 2008 წლის 8 აგვისტოდან 2015 წლის 1 იანვრამდე
პერიოდში ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილ ობიექტში
განთავსებულ უძრავ ქონებაზე, როგორც მშენებარე ობიექტზე, საკუთრების უფლება საჯარო
რეესტრში დარეგისტრირდა შემძენზე, ამ ქონების მიწოდებასთან დაკავშირებით ქონების
მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება მიიჩნევა უძრავი ქონების
მიწოდების ნაწილად, ხოლო მიწოდების დროდ ჩაითვლება სამშენებლო-სამონტაჟო
მომსახურების დასრულების მომენტი.
80. ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით
გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის იმ
ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება, რომელიც ამ
მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი, გათავისუფლებულია დღგისაგან ჩათვლის უფლებით.
81. ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად
იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“
ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი
ორგანო.
81 1. პირი უფლებამოსილია თავის საკუთრებაში არსებული ობიექტის ამ მუხლის 81-ე
ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანის მოთხოვნით მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელ ორგანოს მიმართოს. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ამ
ობიექტს აღნიშნულ ნუსხაში შეიტანს, თუ მისთვის პირის მიმართვისას ეს ობიექტი
აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს.
812. ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების
საფუძველზე 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში
განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ შესაბამისი
საანგარიშო პერიოდის ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის
ვადა შეადგენს:
ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული
გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 5 წელს;
ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული
გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 4 წელს.
82. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2015 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი მექანიკური
სატრანსპორტო საშუალების მფლობელი თავისუფლდება აღნიშნულ სატრანსპორტო
საშუალებაზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის
გადასახდელი
თანხის
გადაუხდელობისათვის,
საქონლის
წარდგენის/ზოგადი
დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის
დარღვევისათვის, სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევისათვის ამ კოდექსის 272-ე
მუხლითა და 289-ე მუხლის პირველი, მე-17 და მე-18 ნაწილებით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს ამ მექანიკური
სატრანსპორტო საშუალების წარდგენასა და გაფორმებას.
83. ამ მუხლის 82-ე ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება
არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის
გამოყენებული საგადასახადო სანქციები ამავე მუხლის 82-ე ნაწილის ამოქმედებამდე
აღსრულდა.
84. 2015 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდებზე ჩათვლის დოკუმენტად განიხილება
უკუდაბეგვრისას ან საქონლის დროებითი შემოტანისას ბიუჯეტში დღგ-ის თანხის გადახდის
დამადასტურებელი დოკუმენტი.
85. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2016 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კოდექსის
81-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესის დასადგენად ბრძანების გამოცემა.
86.
ელექტროენერგიის
განაწილების
საქმიანობის
განმახორციელებელი
ელექტროენერგეტიკის საწარმოს მიერ 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 იანვრამდე
პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებით წარმოშობილი ვალის მოვალისათვის პატიება არ
ითვლება მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებად.
87. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება:
ა) 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში ელექტროენერგიის
მიწოდებით წარმოშობილი ვალის პატიების შედეგად ფიზიკური პირის მიერ მიღებული
სარგებელი;
ბ) 2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული
ფიზიკური პირის მიერ:
ბ.ა) ფინანსური ინსტიტუტისგან სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული
სარგებელი;
ბ.ბ) 2015 წლის 14 ივნისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საქონლის/მომსახურების
უსასყიდლოდ მიღების შედეგად წარმოშობილი სარგებელი;
გ) კომერციული ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შიდა პროცედურების,
ანალიზისა და შეფასების გათვალისწინებით 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად უიმედო სესხად
კლასიფიცირებული სასესხო ვალდებულების პატიებისას (ჩამოწერისას) ფიზიკური პირის
მიერ მიღებული სარგებელი. ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო მიზნებისათვის
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უიმედო სესხის კლასიფიცირებას ახორციელებს ამავე
ნაწილში მითითებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის
შესაბამისად.
შენიშვნა:
1. ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის 2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში
მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფიზიკურ პირთა სიას ადგენს ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მთავრობა.
2. ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება დამქირავებლის მიერ
დაქირავებულისათვის
ან
ამ
კოდექსის
მე-19
მუხლით
განსაზღვრული
ურთიერთდამოკიდებული პირებისათვის სასესხო ვალდებულების პატიების შემთხვევებზე.
88. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია ამ მუხლის 87-ე ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული (ნაპატიები) სასესხო ვალდებულების ღირებულება გამოქვითოს
ერთობლივი შემოსავლიდან. ამასთანავე, ამ მუხლის 87-ე ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული (ნაპატიები) სასესხო ვალდებულების ღირებულება ფინანსური
ინსტიტუტის მიერ ერთობლივ შემოსავალში ჩართვას არ ექვემდებარება.
88 1. კომერციული ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილი არიან, ამ მუხლის
87-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული (ნაპატიები) სასესხო ვალდებულების
ღირებულება გამოქვითონ ერთობლივი შემოსავლიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
კომერციული ბანკის მიერ:
ა) შესაბამისი პერიოდისათვის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითულია სესხის შესაძლო
დანაკარგების რეზერვი;
ბ) შესაბამისი პერიოდისათვის ერთობლივ შემოსავალში შეტანილი არ არის სესხზე
დარიცხული პროცენტი და ჯარიმა.
შენიშვნა: ამ ნაწილით განსაზღვრული შეზღუდვის გათვალისწინებით კომერციული ბანკის ან
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთობლივ შემოსავალში შეტანას არ ექვემდებარება ამ
მუხლის 87-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული (ნაპატიები) სასესხო
ვალდებულების ღირებულება.
89. თუ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და
ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, აქვს ვალდებულება,
გაათავისუფლოს ან თავის თავზე აიღოს საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის
შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების შესრულება (გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულება პირდაპირ ითვალისწინებს საქართველოს
მთავრობის მიერ საგადასახადო ვალდებულებების ანაზღაურებას), ითვლება, რომ ამ
ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების
გაწევა გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით, ხოლო აღნიშნული
ოპერაციების განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია
საშემოსავლო/მოგების გადასახადისაგან.
90. ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექვემდებარება 2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქ
თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საწარმოს/მეწარმე ფიზიკური პირის მიერ
სახელმწიფოსთვის ან/და თვითმმართველი ერთეულისთვის უსასყიდლოდ გადაცემული
ფულადი სახსრები.
91. 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ამ კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ვ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი
„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული კანონის დანართით
განსაზღვრულ ჩამონათვალში აღნიშნულ ქალაქებში, სოფლებში, თემებსა და დაბებში
(გარდა „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა
ნუსხაში შეტანილი დასახლებებისა) მცხოვრებ, იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
პირებზე.
92. თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1
იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს,
ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის
თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
921. არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულების მიერ 2017 წლის 1 იანვრამდე
მიღებული მოგების განაწილება მოგების გადასახადით არ იბეგრება.
93. ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება
ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის
ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების
მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1
იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების
ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში
მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ
პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.
931. ამ კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
პირს უფლება აქვს, 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების
დივიდენდის განაწილებამდე ამ მუხლის 92-ე ნაწილის შესაბამისად ჩაითვალოს დარიცხული
და გადახდილი მოგების გადასახადი.
932. პირის მიერ ამ მუხლის 931 ნაწილით გათვალისწინებული უფლების გამოყენების
შემთხვევაში:
ა) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების დივიდენდის
განაწილებისას ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩათვლა მცირდება ამავე
მუხლის 931 ნაწილის შესაბამისად ჩათვლილი მოგების გადასახადის ოდენობით;
ბ) კაპიტალში მონაწილეობის უფლების (აქციის/წილის) მიწოდების შედეგად ანაზღაურების
მიღებისას (თანხის ფაქტობრივად მიღებისას) პირს უფლება აქვს, თანხის ფაქტობრივად
მიღების საანგარიშო პერიოდში ჩაითვალოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადი, მაგრამ
არაუმეტეს ანაზღაურებული თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადისა.
94. კომერციული ბანკი, საკრედიტო კავშირი, სადაზღვევო ორგანიზაცია, მიკროსაფინანსო
ორგანიზაცია და ლომბარდი მოგების გადასახადით ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით იბეგრებიან 2023 წლის 1
იანვრიდან.
95. 2023 წლის 1 იანვრამდე კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, სადაზღვევო
ორგანიზაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ლომბარდის მოგების გადასახადით
დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ
შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
96. ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2008 წლის
1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ამასთანავე, ამ ნაწილის
მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო
შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.
97. ამ კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული მობილური საკომუნიკაციო
მომსახურების განაკვეთი 2017 წლის 1 იანვრამდე არის 8 პროცენტი, ხოლო 2017 წლის 1
იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე − 3 პროცენტი.
98. 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ
მომსახურებაზე, რომელზედაც საკომპენსაციო თანხა/თანხის ნაწილი 2017 წლის 1 იანვრამდე
(საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე) იქნა გადახდილი, დასაბეგრი ოპერაციის
განხორციელების დროდ მიიჩნევა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.
ამასთანავე, 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში იმავე ოპერაციაზე საქონლის
მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე გადახდილი საკომპენსაციო თანხა/თანხის ნაწილი
დღგ-ით იბეგრება ამ კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად.
99. ამ კოდექსის 98 1 მუხლის მიზნებისთვის:
ა) 2008 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან ამ
მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირისგან მიღებული დივიდენდის განაწილება
მოგების განაწილებად არ ითვლება;
ბ) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან ამ
მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებულ პირზე დივიდენდის განაწილება, აგრეთვე 2017
წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან ამ მუხლის 94ე ნაწილით გათვალისწინებულ პირზე დივიდენდის 2023 წლის 1 იანვრამდე განაწილება
მოგების განაწილებად ითვლება.
100. 2017 წლის 1 ივლისამდე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო
ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილი
იბეგრება 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი აქციზის განაკვეთით, თუ:
ა) ავტომობილის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო 2017 წლის 1 იანვრამდე და იგი
საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არაუგვიანეს
2017 წლის 31 მარტისა;
ბ) ავტომობილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა 2017 წლის 1
იანვრამდე.
101. ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ ექვემდებარება პირის მიერ საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირისაგან – აწარმოე საქართველოში „აწარმოე საქართველოში“
სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30
მაისის №365 დადგენილების შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“
მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ფარგლებში ამ დადგენილების მოქმედების ვადის
განმავლობაში მიღებული თანადაფინანსება.
102. 2014−2016 წლების საანგარიშო პერიოდებზე შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი ამ
კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის შემთხვევაში შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ამ
კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება.
103. ამ კოდექსის 981 მუხლის მიზნებისთვის:
ა) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა
მოგებიდან დივიდენდის განაწილება მოგების განაწილებად მიიჩნევა, ხოლო ამ დივიდენდის
მიმღები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრული პირის (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და ამ კოდექსის შესაბამისად
მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისა) მიერ მისი შემდგომი განაწილება
მოგების განაწილებად არ მიიჩნევა;
ბ) 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული დივიდენდის შემდგომი
განაწილება მოგების განაწილებად არ მიიჩნევა.
104. საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის
განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული
გამოქვითვების თანხებს შორის, თუ მან შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში
მიიღო ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირის სტატუსი (დადგინდა, რომ იგი
არის ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირი). ამ შემთხვევაში:
ა) შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით წარდგენილი მოგების
გადასახადის დეკლარაციის საფუძველზე განხორციელებული დარიცხვები უქმდება;
ბ) ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირის სტატუსის მიღებამდე (ამ კატეგორიის
გადასახადის გადამხდელად მიჩნევამდე) პერიოდზე ამ კოდექსის 155-ე მუხლით
გათვალისწინებული ვადების მიხედვით მიმდინარე გადასახდელები არ დაირიცხება.
105. საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის
განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული
გამოქვითვების თანხებს შორის, თუ მან შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში
დაკარგა ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირის სტატუსი (დადგინდა, რომ იგი
აღარ არის ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირი).
106. თუ საწარმო, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და
მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით იბეგრება, 2016 წლის
1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში დაფუძნდა, მისთვის პირველი
საგადასახადო პერიოდია დაფუძნების დღიდან 2016 წლის ბოლომდე პერიოდი, რომლის
მიხედვით მოგების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს 2018 წლის 1
აპრილამდე წარუდგენს.
107. 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით
დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.
108. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია 2018 წლის 1 იანვრიდან 1
ივლისამდე საგადასახადო პერიოდისათვის საგადასახადო დეკლარაცია საგადასახადო
ორგანოს წარუდგინოს არაუგვიანეს 2019 წლის 1 აპრილისა.
109. მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა 2018 წლის 1
ივლისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, ვალდებულია არასრული საგადასახადო
პერიოდისათვის (2018 წლის 1 იანვრიდან სტატუსის მინიჭების თვემდე პერიოდისათვის)
საგადასახადო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს არაუგვიანეს 2019 წლის 1
აპრილისა.
110. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს 2018 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე
საანგარიშო პერიოდებისათვის ამ კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრული
საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარსადგენად დადგენილი ვადის
დარღვევისათვის ამ კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება.