საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით N54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2018 წლის 28 აპრილს გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-12
ბიუროს ნომერი 186
📜 ტექსტი
წერილი
940-01-07-2-201807061359
N 01-07/940
06/07/2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი კობახიძეს
ბატონო ირაკლი,
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის
პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოგიდგენთ საქართველოს
პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო
სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2018 წლის 28 აპრილს გამართული
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების ანგარიშს.
დანართი: 30 ფურცელი.
პატივისცემით,
თამარ ჟვანია
კომისიის თავმჯდომარე
.
ანგარიში
საქართველოს
საარჩევნო
ადმინისტრაცია
საქართველოს პარლამენტის
2016 წლის 8 ოქტომბრის
არჩევნების მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემით №54
მაჟორიტარულ საარჩევნო
ოლქში 2018 წლის 28 აპრილს
გამართული საქართველოს
პარლამენტის შუალედური
არჩევნები
ანგარიში
26 თებერვალი – 8 მაისი
2018
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო
ოლქში 2018 წლის 28 აპრილს გამართული საქართველოს
პარლამენტის შუალედური არჩევნები
ანგარიში
26 თებერვალი – 8 მაისი
2018
სარჩევი
შესავალი
6
მოკლე აღწერა
6
I.
წინასაარჩევნო პერიოდი
8
I.I საარჩევნო ადმინისტრაცია
8
I.II საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება
11
I.III საარჩევნო რეგისტრაციები
13
I.IV ამომრჩეველთა ერთიანი სია
16
I.V საზოგადოების ინფორმირება
17
2018 წლის 28 აპრილი, კენჭისყრის დღე
18
II.
III. არჩევნების შემდგომი პერიოდი
19
III.I საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამება
19
III.II. საარჩევნო დავები
19
IV. არჩევნების ფინანსური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა
20
IV.I არჩევნების ბიუჯეტი
20
IV.II სახელმწიფო შესყიდვები და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა
20
დანართები
დანართი 1. ცესკოს 2018 წლის 26 თებერვლის №28/2018 განკარგულება
„საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ“.
23
დანართი 2. №53 საოლქო საარჩევნო კომისიის საქართველოს პარლამენტის 2016 წლის
8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ
საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის
შუალედური არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
24
დანართი 3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქართველოს პარლამენტის
2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2018 წლის
28 აპრილის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
25
დანართი 4. საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური
არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და
გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა).
27
დანართი 5. ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის
შუალედური არჩევნებისთვის გაწეული ხარჯის შესახებ.
28
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
შესავალი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო,
რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის,
საქართველოს ორგანული კანონისა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და სხვა
საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო),
რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში არჩევნების,
რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო
კანონმდებლობის შესრულებასა და მის ერთგვაროვან გამოყენებას.
ცესკო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელსაც წარუდგენს ანგარიშს
ყოველი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 60 დღის ვადაში.
მოკლე აღწერა
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის
არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით № 54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
2018 წლის 28 აპრილს გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების
(საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები) ანგარიშს და ასახავს საქართველოს
საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში, კენჭისყრის დღესა და არჩევნების
შემდგომ პერიოდში განხორციელებულ საქმიანობას. ანგარიში მოიცავს 2018 წლის 26
თებერვლიდან 8 მაისის ჩათვლით პერიოდს.
ცესკომ, 2018 წლის 28 აპრილს, გრიგოლ ლილუაშვილისთვის საქართველოს პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის1 გამო, №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები დანიშნა.2 საარჩევნო ადმინისტრაციამ
საარჩევნო პროცესი დამტკიცებული საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესაბამისად3 წარმართა.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის, საქართველოს ორგანული კანონის
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 21-ე მუხლით დადგენილი უფლებამოსილება სრულად
განახორციელა №53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისიამ, რომლის სამოქმედო ტერიტორიად
განისაზღვრა №54 საარჩევნო ოლქი, ხოლო ნაწილობრივი უფლებამოსილებები განახორციელა
№55 ხონის საოლქო საარჩევნო კომისიამ. დაზუსტდა საქართველოს პარლამენტის შუალედური
არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების საზღვრები.
კანონმდებლობით პასუხისმგებელი უწყებების მიერ გადმოცემული პოტენციური ამომრჩევლების
შესახებ მონაცემების დამუშავებისა და განახლების შემდეგ, №54 მაჟორიტარულ საარჩევნო
ოლქში ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობამ შეადგინა –
48 123. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 27 932-მა (58.04%) ამომრჩეველმა.
1
2
3
საქართველოს პარლამენტის წევრს გრიგოლ ლილუაშვილს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის 2017
წლის 22 დეკემბრის №1812-რს დადგენილების შესაბამისად.
ცესკოს 2018 წლის 26 თებერვლის №28/2018 განკარგულება „საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური
არჩევნების დანიშვნის შესახებ“ იხილეთ დანართში (1).
საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი იხილეთ ბმულზე: http://cesko.ge/res/docs/danCG3418.pdf.
6
ანგარიში, 2018
განისაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა, მათ შორის, ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფებისთვის ცესკომ დაადგინა კანდიდატის წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური
ოდენობა (481 ხელმოწერა). ასევე, დამტკიცდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ
მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია.
არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაციაში გატარდა 12 საარჩევნო სუბიექტი,
მათ შორის 10 პოლიტიკური პარტია, ერთი საარჩევნო ბლოკი და ერთი ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფი. აქედან, ექვს საარჩევნო სუბიექტს გაუუქმდა საარჩევნო რეგისტრაცია,
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა.
არჩევნებზე რეგისტრირებული იყო – ექვსი კანდიდატი, აქედან ხუთი – პოლიტიკური
გაერთიანებების მიერ, ხოლო ერთი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო
წარდგენილი. კანონმდებლობის თანახმად, კანდიდატებმა წარმოადგინეს ცნობა ნარკოლოგიური
შემოწმების შესახებ.
№53 ვანისა და №55 ხონის საოლქო კომისიების 12 წევრიანი შემადგენლობიდან ხუთ
მუდმივმოქმედ წევრთან ერთად ცესკოს მიერ ამ არჩევნებისთვის ორივე საოლქო კომისიაში
აირჩა მეექვსე დროებითი წევრი და უფლებამოსილი პარტიების მიერ თითოეულ კომისიაში
დაინიშნა ექვსი წევრი.
№54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შემავალ 60 საარჩევნო უბანზე, საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრების რაოდენობამ შეადგინა – 720, აქედან საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ
არჩეული – 360, ხოლო უფლებამოსილი პოლიტიკური გაერთიანებების მიერ დანიშნული– 360.
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების
ცენტრი) წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების
წევრების კვალიფიკაციის ამაღლება.
არჩევნებისთვის დარეგისტრირდა ექვსი საარჩევნო სუბიექტის 461 წარმომადგენელი, აქედან:
ცესკოში – რვა, საოლქო საარჩევნო კომისიებში – 12 და საუბნო საარჩევნო კომისიებში – 441.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა წარმომადგენლები ელექტრონული რეგისტრაციის
პროგრამის მეშვეობით დანიშნეს.
საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით, ცესკოში რეგისტრირებული იყო სამი საერთაშორისო
დამკვირვებელი ორგანიზაციის – 14, ხოლო 26 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის
– 721 დამკვირვებელი. ცესკოში აკრედიტაცია გაიარა 19 მედიასაშუალების – 504-მა, ხოლო
საოლქო საარჩევნო კომისიებში – 4 მედიასაშუალების – 76-მა წარმომადგენელმა.
არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისთვის განისაზღვრა ცესკოს, №53 ვანისა და №55 ხონის
საოლქო საარჩევნო კომისიების დაფინანსება (ბიუჯეტი), რომელმაც ჯამში შეადგინა 884 560
ლარი.
საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 27 932
ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58.04%-ია. არჩევნებზე მოსული
ამომრჩევლის 49.33% იყო ქალი და 50.67% – კაცი. ამომრჩევლებმა საქართველოს
პარლამენტის წევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩიეს №41, გივი ჭიჭინაძე,
რომელმაც 15 705 (57.86%) ხმა მიიღო.
საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნების დანიშვნიდან მის
დასრულებამდე საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა ცხრა საჩივარი, აქედან, დაკმაყოფილდა
– ერთი,ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – ერთი, არ დაკმაყოფილდა – ხუთი, განუხილველი დარჩა
– ორი. აღსანიშნავია, რომ სასამართლოში არც ერთი საკითხი არ გასაჩივრებულა.
7
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
I. წინასაარჩევნო პერიოდი
I.I საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების ადმინისტრირება განხორციელდა
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, რომელიც შედგება:
• ცესკო და მისი აპარატი
• №53 ვანის (ძირითადი) და №55 ხონის (დამხმარე) საოლქო საარჩევნო კომისია
• 60 საუბნო საარჩევნო კომისია
ცესკოს შემადგენლობა4
თამარ ჟვანია, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი შარაბიძე, თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი ჯავახიშვილი, კომისიის მდივანი
არჩილ ანასაშვილი, ცესკოს წევრი, პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
დავით გურგენიძე, ცესკოს წევრი, პ/გ „ევროპული საქართველო“
დავით კირთაძე, ცესკოს წევრი, პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ლევან მაისურაძე, ცესკოს წევრი, პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
ხათუნა სხირტლაძე, ცესკოს წევრი, პ/გ „პატრიოტთა ალიანსი“
მარინე წულუკიძე, ცესკოს წევრი, პ/გ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“
გიორგი ჭიქაბერიძე, ცესკოს წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული
ზურაბ ხრიკაძე, ცესკოს წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული
დიმიტრი ჯავახაძე, ცესკოს წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული
საანგარიშო პერიოდში ცესკოში გაიმართა 19 სხდომა.
კომისიამ მიიღო:
22 – დადგენილება
99 – განკარგულება
ცესკოს სხდომებს დააკვირდა:
სამი საარჩევნო სუბიექტის სამი წარმომადგენელი5
4
5
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 2017 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად
შეიცვალა ცესკოს დაკომპლექტების წესი. ცესკო შედგება თავმჯდომარისა და 11 წევრისგან. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის
ცესკოს წევრი. ცესკოს ხუთ წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ექვს წევრს
ნიშნავენ პარტიები.
ცესკოს სხდომებს დააკვირდა შემდეგი სამი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი: „ტრადიციონალისტები“(1), „თავისუფალი
საქართველო (კახა კუკავა, გოგი წულაია)“(1), „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“(1).
8
ანგარიში, 2018
საარჩევნო ოლქებისა და უბნების საზღვრების დადგენა
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის, ცესკოს მიერ მიღებული
განკარგულების6 შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ 21-ე მუხლით დადგენილი უფლებამოსილება სრულად განახორციელა №53
ვანის საოლქო საარჩევნო კომისიამ, რომლის სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვრა №54
საარჩევნო ოლქი, ხოლო ნაწილობრივ განახორციელა №55 ხონის საოლქო საარჩევნო
კომისიამ. ცესკომ დადგენილებით მიიღო შუალედური არჩევნებისთვის ძირითადი და
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო
პროცედურის აღმწერი ინსტრუქცია.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის დაზუსტდა7 არჩევნების
ჩასატარებლად საჭირო 60 საარჩევნო უბნის საზღვრები, რომლებიც დაემთხვა საქართველოს
პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის შექმნილ საარჩევნო უბნების
საზღვრებს. კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა
საარჩევნო უბნების ნომრები, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართები და სხვა
რეკვიზიტები.
საოლქო საარჩევნო კომისიები
საოლქო საარჩევნო კომისია შედგებოდა 12 წევრისგან, მათ შორის ხუთი წევრი ხუთი წლის
ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩია ცესკომ, არჩევნების დანიშვნის
შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის ექვსი წევრი დანიშნეს უფლებამოსილმა პოლიტიკურმა
გაერთიანებებმა, ხოლო ერთი წევრი, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, არჩევნების
საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით, აირჩია ცესკომ.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №53 ვანის და №55 ხონის
საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობამ სულ შეადგინა 24. საოლქო საარჩევნო
კომისიების წევრების დაკომპლექტების პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ.
საუბნო საარჩევნო კომისიები
საუბნო საარჩევნო კომისია შედგებოდა 12 წევრისგან, მათ შორის ექვსი – სრული
შემადგენლობის უმრავლესობით აირჩია ზემდგომმა საოლქო საარჩევნო კომისიამ, ხოლო
ექვსი – დანიშნეს უფლებამოსილმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა.
2018 წლის 11 მარტს, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №53 ვანის
საოლქო საარჩევნო კომისიაში ჩატარდა სხდომა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების
არჩევის შესახებ. 60 საარჩევნო უბანში არსებულ 360 ვაკანსიაზე აირჩა 360 საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრი. სულ 720 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრიდან ოლქის მიერ არჩეული
იყო – 360 და პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული – 360. სულ 720 საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრიდან 550 პირს (76,4%) აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით
გამოცდილება, მათგან ოლქის მიერ არჩეულთაგან 91,60% და პოლიტიკური პარტიების მიერ
დანიშნულთაგან 61,1%-ს.8
6
7
8
ცესკოს 2018 წლის 26 თებერვლის №30/2018 განკარგულება „საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური
არჩევნებისთვის, იმ საოლქო საარჩევნო კომისიების და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც სრულად
ან/და ნაწილობრივ ახორციელებენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 21-ე მუხლით დადგენილ
უფლებამოსილებას“ იხილეთ ბმულზე: http://cesko.ge/res/docs/CG3018.pdf.
ცესკოს 2018 წლის 26 თებერვლის №6/2018 დადგენილება „საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური
არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“.
ინფორმაცია და სტატისტიკური მონაცემები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის/დანიშვნის შესახებ იხილეთ ბმულზე: http://cesko.ge/geo/list/show/113458-informatsia-da-statistikuri-monatsemebi-saubno-saarchevno-komisiis-tsevrta-archevis/danishvnis-shesakheb.
9
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ.
კომისიის სხდომის მიმდინარეობას დააკვირდნენ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები
და ორი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები.9 საოლქო
საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისი განკარგულება
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ, უფლებამოსილი პირების მიერ
კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ გასაჩივრებულა.
საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები და თავმჯდომარე/თავმჯდომარის
მოადგილე/მდივნის არჩევის პროცესი
2018 წლის 11 მარტს, №54 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 60 საარჩევნო უბანზე ჩატარდა
საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები. კანონმდებლობის შესაბამისად, პირველ
სხდომებზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა კომისიების თავმჯდომარე/თავმჯდომარის
მოადგილე/მდივანი აირჩიეს. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კონკურსის წესით არჩეული
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიდან, ხელმძღვანელ პირებად არჩეულ იქნა – 174
წევრი, მათგან კომისიის თავმჯდომარედ – 60, თავმჯდომარის მოადგილედ – 57, ხოლო
მდივნის პოზიციაზე – 57 პირი.
რაც შეეხება უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიების
წევრებს, მათგან თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/მდივნის პოზიციაზე არჩეულ პირთა
სტატისტიკა იხილეთ ცხრილში.
პარტია, რომელმაც დანიშნა საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრები
კომისიის
თავმჯდომარე
თავმჯდომარის
მოადგილე
კომისიის
მდივანი
0
3
3
პოლიტიკური გაერთიანება - ქართული ოცნება
დემოკრატიული საქართველო
საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები წარიმართა მშვიდ და გამჭვირვალე
გარემოში. უფლებამოსილი პირების მიერ არცერთი გადაწყვეტილება და შესაბამისი
განკარგულება საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევის შესახებ
არ გასაჩივრებულა.
ეთიკის კოდექსი
2018 წლის 24 აპრილს, ცესკოს, ვანისა და ხონის საოლქო და 60 საუბნო საარჩევნო კომისიის
წევრებმა ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის
მომზადებულ ეთიკის კოდექსს. ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრმა, საარჩევნო
კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელების, საარჩევნო სუბიექტების,
ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და
სამართლიანი გარემოს ხელშეწყობის ვალდებულება აიღეს. აღნიშნულ დოკუმენტის ძირითადი
პრინციპებია კანონის უზენაესობა, პატივისცემა, სამართლიანობა, დამოუკიდებლობა,
მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი.
9
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და ა(ა)იპ
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებლები.
10
ანგარიში, 2018
I.II საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგი
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის N53 ვანის და N55 ხონის საოლქო
საარჩევნო კომისიების წევრებს სასწავლო პროგრამა ჩაუტარდათ ორ ეტაპად.
ტრენინგის I ეტაპი (24 მარტი) – დაეთმო N53 ვანის და N55 ხონის საოლქო საარჩევნო
კომისიის სრული შემადგენლობის სწავლებას და განხილული იყო საოლქო საარჩევნო
კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში, საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი
სხდომა და ხელმძღვანელ პირთა არჩევის წესი (პირველი სხდომის ინსტრუქცია, ეპიზოდური
ინსცენირება), საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია, საოლქო საარჩევნო
კომისიაში კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება, საოლქო საარჩევნო კომისიაში
განცხადება/საჩივრების შეტანისა და განხილვის წესი.
ტრენინგი ჩატარდა კომბინირებული მეთოდოლოგიით (ვერბალური, პრაქტიკული,
ინტერაქტიული). მონაწილეებს გადაეცათ სახელმძღვანელო „საოლქო საარჩევნო კომისიის
წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია“.
ტრენინგზე დასწრების სტატისტიკა: საერთო რაოდენობა – 24, დამსწრეთა რაოდენობა – 23.
დასწრების კოეფიციენტი – 96 %.
ტრენინგის II ეტაპი (18-19 აპრილი) – დაეთმო საოლქო საარჩევნო კომისიების სრული
შემადგენლობის სწავლებას და განხილული იყო საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა
კენჭისყრის დღეს, მათ შორის საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი
პროცედურები, კენჭისყრის პროცესი, მათ შორის შშმ ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტი
და ქცევის ნორმები, საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება, საარჩევნო
დოკუმენტაციის გადაცემა საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, არჩევნების უსაფრთხოება.
საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი საარჩევნო უბნებზე
კენჭისყრის დღის ეპიზოდური ინსცენირების ჩატარების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა
კენჭისყრის დღის დილის 07:00-დან – 08:00 საათამდე ჩასატარებელი პროცედურებისა და
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პრაქტიკული სავარჯიშოს შესრულებას.
ტრენინგზე დასწრების სტატისტიკა: საერთო რაოდენობა – 24, დამსწრეთა რაოდენობა – 22.
დასწრების კოეფიციენტი – 92%.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგი
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს სასწავლო პროგრამა ჩაუტარდათ ოთხ ეტაპად.
ტრენინგების I ეტაპი (25-28 მარტი) – დაეთმო საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების
მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ
სხდომაზე ხელმძღვანელი პირების არჩევის წესის გაცნობას. მონაწილეებს გადაეცათ
შესაბამისი საინფორმაციო მასალა.
ტრენინგის II ეტაპი (1-4 აპრილი) – დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების სრული
შემადგენლობის სწავლებას, განხილული იყო შემდეგი სასწავლო მოდულები: საუბნო
საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში (ამომრჩეველთა ერთიანი
სია, სპეციალური სია და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი), საუბნო
საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს (საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრამდე
ჩასატარებელი პროცედურები, კენჭისყრის პროცესი, საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის
11
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
შედეგების შეჯამება), შშმ ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტისა და ქცევის ნორმების დაცვა,
საარჩევნო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა, კენჭისყრის დღის განცხადება/
საჩივრები, კონფლიქტების მართვა.
ტრენინგზე დასწრების სტატისტიკა: საერთო რაოდენობა – 720, დამსწრეთა რაოდენობა – 596.
დასწრების კოეფიციენტი – 83 %.
ტრენინგის III ეტაპი (16-17 აპრილი) – დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების
ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი)
სწავლებას, განხილული იყო შემდეგი სასწავლო მოდულები: საუბნო საარჩევნო კომისიის
ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებები (მათ შორის, საარჩევნო დოკუმენტაციასთან
მუშაობა, შემაჯამებელი ოქმის შედგენის წესი), კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები,
არჩევნების უსაფრთხოება.
ტრენინგზე დასწრების სტატისტიკა: საერთო რაოდენობა – 180, დამსწრეთა რაოდენობა – 173.
დასწრების კოეფიციენტი – 96%.
დამატებითი ტრენინგები (18 აპრილი) – საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა გამოწვევის ვადების ამოწურვის შემდგომ დამატებითი
ტრენინგები ჩაუტარდათ საუბნო საარჩევნო კომისიების შეცვლილ (ახალი) წევრებს. განხილულ
იყო შემდეგი სასწავლო მოდულები: საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის
დღეს (საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები, კენჭისყრის
პროცესი, შშმ ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა, საარჩევნო უბნის
დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება); კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები;
კონფლიქტების მართვა.
ტრენინგების IV ეტაპი (22-24 აპრილი) – დაეთმო საოლქო საარჩევნო კომისიების
წევრების მიერ, საარჩევნო უბნების განთავსების ადგილებზე, საუბნო საარჩევნო კომისიების
წევრებისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარებას, რომლის შემდეგ კომისიის წევრებმა პრაქტიკულად
განახორციელეს კენჭისყრის დღის ეპიზოდური ინსცენირება (ეპიზოდური ინსცენირება
ითვალისწინებდა კენჭისყრის დღის დილის 07:00 საათიდან - 08:00 საათამდე ჩასატარებელი
პროცედურებისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პრაქტიკული
სავარჯიშოს შესრულებას).
ტრენინგზე დასწრების სტატისტიკა: საერთო რაოდენობა – 720, დამსწრეთა რაოდენობა – 605.
დასწრების კოეფიციენტი – 84%.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის განახლდა შემდეგი
სასწავლო/საინფორმაციო მასალები:
• საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია;
• საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია;
• საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სამახსოვრო ინსტრუქცია;
• საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის უფლებამოსილებანი კენჭისყრის დღეს;
• ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციები;
• ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციები;
• საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციები;
• გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციები;
• ამომრჩევლის სამახსოვრო – კენჭისყრის პროცედურების ამსახველი პოსტერი;
• საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სასწავლო მოდული – არჩევნების უსაფრთხოება;
• ფოტო-ვიდეო გადაღება საარჩევნო უბანზე.
12
ანგარიში, 2018
I.III საარჩევნო რეგისტრაციები
პარტიების/საარჩევნო ბლოკების/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების
რეგისტრაცია/ რეგისტრაციის გაუქმება
არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკოს მიმართა 12-მა პოლიტიკურმა
გაერთიანებამ, ხოლო ერთმა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა – N53 ვანის საოლქო
კომისიას. რეგისტრაციაში გატარდა 12 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის 10 პოლიტიკური
გაერთიანება, ერთი საარჩევნო ბლოკი (ბლოკში გაერთიანებული ორი პარტია) და ერთი
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი. ექვს საარჩევნო სუბიექტს გაუუქმდა საარჩევნო
რეგისტრაცია, შესაბამისად არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა.
ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო
სუბიექტებისა და იმ სუბიექტების შესახებ, რომელთაც გაუუქმდათ რეგისტრაცია იხილეთ
ცხრილში.
საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები
№
პოლიტიკური გაერთიანების
სახელწოდება
სახელწოდება, რომლითაც
მონაწილეობს არჩევნებში
არჩევნებში
მონაწილეობის ნომერი
1
ევროპული საქართველო –
მოძრაობა თავისუფლებისთვის
ბაქრაძე, უგულავა – ევროპული
საქართველო
2
2
საქართველო
საქართველო
17
3
ქართული ოცნება –
დემოკრატიული საქართველო
ქართული ოცნება – დემოკრატიული
საქართველო
41
4
ქართველ ტრადიციონალისტთა
კავშირი
ტრადიციონალისტები
21
5
ახალი ქრისტიან-დემოკრატები
ახალი ქრისტიან–დემოკრატები
23
საინიციატივო ჯგუფი – სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა
კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა
42
6
პოლიტიკური გაერთიანებები და საარჩევნო ბლოკი, რომელთაც გაუუქმდათ რეგისტრაცია
საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებისთვის
№
პოლიტიკური გაერთიანების
სახელწოდება
სახელწოდება, რომლითაც
მონაწილეობს არჩევნებში
რეგისტრაციის
გაუქმების მიზეზი
პოლიტიკური გაერთიანება
1
დემოკრატიული მოძრაობა –
ერთიანი საქართველო
დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი
საქართველო
კანდიდატი არ
წარადგინა
2
სამოქალაქო პლატფორმა –
ახალი საქართველო
ახალი საქართველო – პოლიტიკური
პლატფორმა
კანდიდატი არ
წარადგინა
3
ქრისტიან დემოკრატიული
მოძრაობა
ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა
კანდიდატი მოხსნა
4
თავისუფალი საქართველო
თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა,
გოგი წულაია)
კანდიდატი მოხსნა
5
საქართველოს პატრიოტთა
ალიანსი
დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი
– საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
კანდიდატი მოხსნა
საარჩევნო ბლოკი
6
ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ეროვნულ–დემოკრატიული პარტია (ედპ)
13
კანდიდატი არ
წარადგინა
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრების განსაზღვრა
2018 წლის 28 მარტს, ცესკოში ჩატარდა საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის
მინიჭების პროცედურა, რომელიც კანონმდებლობით შესაძლებელ უადრეს ვადაში,
უფლებამოსილი პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში
მიკუთვნებული რიგითი ნომრით მონაწილეობის მოთხოვნის ვადის ამოწურვისთანავე
განხორციელდა.
ცესკოს მიერ რეგისტრირებული 11 საარჩევნო სუბიექტიდან წილისყრის პროცედურაში
მონაწილეობა მიიღო ორმა, ხოლო, დანარჩენმა საარჩევნო სუბიექტებმა წინა 2016 წლის
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მინიჭებული რიგითი ნომრის გამოყენების
მოთხოვნით მიმართეს ცესკოს. სულ 16 თავისუფალი რიგითი ნომრიდან ორი განაწილდა
წილისყრაში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებიც კომისიის სხდომაზე მოწვეულმა
საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა დოლურადან თავად ამოიღეს.10
თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ვანის საოლქო საარჩევნო კომისიამ
უმოკლეს ვადაში განახორციელა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისთვის რიგითი ნომრის
განსაზღვრის პროცედურა.
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაცია
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად №54 მაჟორიტარულ საარჩევნო
ოლქში წარდგენილი იყო ცხრა კანდიდატი, აქედან რეგისტრაციიდან მოიხსნა – სამი
კანდიდატი. შესაბამისად არჩევნებში მონაწილეობა მიიღო – ექვსმა კანდიდატმა, აქედან
ხუთი იყო წარდგენილი პარტიების, ხოლო ერთი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
მიერ. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილე და რეგისტრაციიდან
მოხსნილი კანდიდატების ჩამონათვალი იხილეთ ცხრილში.
საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატები
№
სახელი, გვარი
წარმდგენი პარტია
2
გიორგი უგულავა
ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო
17
გიორგი ლილუაშვილი
საქართველო
21
ზურაბ ქართველიშვილი
ტრადიციონალისტები
23
მამუკა ტუსკაძე
ახალი ქრისტიან–დემოკრატები
41
გივი ჭიჭინაძე
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო
42
ვასილ კოპალიანი
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი
რეგისტრაციიდან მოხსნილი კანდიდატები
№
სახელი, გვარი
წარმდგენი პარტია
4
გია ხალიჩავა
ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა
8
გერმანე ხურციძე
დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს
პატრიოტთა ალიანსი
40
შოთა მაქაცარია
თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გოგი წულაია)
10
შემდეგი რიგითი ნომრები განესაზღვრა შემდეგ საარჩევნო სუბიექტებს: №2 „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“; №3
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“; №4 „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“; №5 საარჩევნო ბლოკი „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა“; №8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; №17 „საქართველო“;
№23 „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“; №27 „ახალი საქართველო - პოლიტიკური პლატფორმა“; №41 „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“. წილისყრის შედეგად რიგითი ნომერი მიენიჭა შემდეგ ორ საარჩევნო სუბიექტს: №40 „თავისუფალი
საქართველო (კახა კუკავა, გოგი წულაია)“; №21 „ტრადიციონალისტები“.
14
ანგარიში, 2018
ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამა
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების პერიოდში მოქმედებდა საარჩევნო
სუბიექტების წარმომადგენელთა ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამა, რომელმაც
საარჩევნო სუბიექტებს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლების
ელექტრონულად, ინტერნეტის საშუალებით დანიშვნის შესაძლებლობა მისცა. გარდა ამისა,
პირადი ელექტრონული სივრცის საშუალებით, მათ მიეწოდათ სამართლებრივი აქტები და
საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული სიახლეები. შეიქმნა და საპილოტე რეჟიმში
მუშაობდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის მოდული.
საარჩევნო სუბიექტებისთვის ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამის მოხმარების შესახებ
ინფორმირებისთვის ცესკომ დაამტკიცა პოლიტიკური პარტიების მიერ ელექტრონული
საშუალებებით კომისიის წევრთა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დანიშვნის
შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესი.11 გაიმართა განახლებული პროგრამის
პრეზენტაცია საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნის უფლებამოსილების მქონე, ოთხი
პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებისთვის.
საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ელექტრონული რეგისტრაციის
პროგრამით ისარგებლა 12-მა საარჩევნო სუბიექტმა, რომელთაც მიმართეს ცესკოს
არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. აღნიშნულმა პროგრამამ პოლიტიკურ პარტიებს
გაუმარტივა წარმომადგენელთა და კომისიების წევრთა დანიშვნა/რეგისტრაციის
პროცედურები, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციას წარმოდგენილი დოკუმენტაციის
დროულად დამუშავებისა და გადამოწმების საშუალება მისცა.
საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების რეგისტრაცია
საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებისთვის დარეგისტრირდა ექვსი საარჩევნო
სუბიექტის – 461 წარმომადგენელი, აქედან: ცესკოში – რვა, საოლქო საარჩევნო კომისიებში
– 12 და საუბნო საარჩევნო კომისიებში – 441. პოლიტიკურმა პარტიებმა, ელექტრონული
რეგისტრაციის პროგრამის მეშვეობით, დანიშნეს წარმომადგენლები, ასევე, განახორცილეს
მათი გაწვევა და ჩანაცვლება.
საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაცია
საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით, რეგისტრირებული იყო სამი საერთაშორისო
დამკვირვებელი ორგანიზაციის – 14 დამკვირვებელი, ასევე 26 ადგილობრივი
დამკვირვებელი ორგანიზაციის – 721 დამკვირვებელი. უარი ეთქვა ერთ ადგილობრივ
დამკვირვებელ ორგანიზაციას (რეგისტრაციის ვადის დარღვევის გამო).
პრესისა და სხვა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების
აკრედიტაცია
საარჩევნო პროცესის გაშუქების მიზნით, ცესკოში აკრედიტაცია გაიარა 19 მედია საშუალების
– 504-მა, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში ოთხი მედია საშუალების – 76-მა
წარმომადგენელმა.
11
წესი დამტკიცდა ცესკოს 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებით ,,პოლიტიკური პარტიების მიერ ელექტრონული
საშუალებებით კომისიის წევრთა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის,
რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“.
15
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
I.IV ამომრჩეველთა ერთიანი სია
ცესკომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 31-ე მუხლის
შესაბამისად, დაამუშავა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გადმოცემული მონაცემები.
დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის შუალედური
არჩევნებისთვის №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა
რაოდენობამ შეადგინა – 48 123, მათ შორის ქალი – 24 831 (51.60%) და კაცი – 23 292
(48.40%).
საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების ბეჭდვის პროცესი
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის ცესკომ დაადგინა საარჩევნო
ბიულეტენების ტექსტი.12 არჩევნებისთვის დაიბეჭდა 44 000 ბიულეტენი.
საარჩევნო ბიულეტენები და შემაჯამებელი ოქმები დაიბეჭდა ერთ სტამბაში.13 ბეჭდვის პროცესს
დააკვირდა ცესკოს ორი წევრი და სამი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის სამი
დამკვირვებელი. საარჩევნო ბიულეტენები, კანონით დადგენილ ვადებში გადაეცათ საუბნო
საარჩევნო კომისიებს.
12
13
საარჩევნო ბიულეტენის ტექსტი დადგინდა ცესკოს 2018 წლის 16 აპრილის №101/2018 განკარგულების საფუძველზე.
საარჩევნო ბიულეტენები და შემაჯამებელი ოქმები დაიბეჭდა სტამბაში შპს „ფორმა“(ქ. თბილისი, ხახანაშვილის ქ.№37).
16
ანგარიში, 2018
I.V საზოგადოების ინფორმირება
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირების
მიზნით ცესკომ უზრუნველყო მედიის, ჩართული მხარეებისა და საზოგადოების ინფორმირება
ვებგვერდისა და სოციალური ქსელების საშუალებით, სადაც ოპერატიულად ქვეყნდებოდა
სიახლეები საარჩევნო ადმინისტრაციის აქტივობების, ასევე ცესკოს სხდომების შესახებ.
მომზადდა სატელევიზიო საინფორმაციო რგოლი, რომელიც განთავსდა როგორც
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში, ისე რეგიონულ ტელევიზიებში „რიონი“
და „მეგა ტვ“.
საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების ინფორმირებისთვის ცესკოში გაიმართა ტექნიკური
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. სამუშაო ჯგუფი ადგილობრივი არასამთავრობო, საერთაშორისო
ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისგან შედგება. შეხვედრის
ფორმატის შესაბამისად ცესკოს თავმჯდომარემ სამუშაო ჯგუფის წევრებს საარჩევნო
ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა,
ხოლო შეხვედრის მონაწილეებმა განხორციელებულ პროექტებზე და საარჩევნო საკითხებზე
იმსჯელეს.
ცესკომ უზრუნველყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინფორმირება საარჩევნო
საკითხების შესახებ. ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებგვერდები სრულად არის
ადაპტირებული უსინათლო პირებისთვის. ცესკოს ვებგვერდზე საარჩევნო პერიოდში
შესაძლებელი იყო საარჩევნო პროცესის, ხმის მიცემის პროცედურების, ადაპტირებული
საარჩევნო უბნების, რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების/საარჩევნო ბლოკებისა
და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიება. ასევე, უსინათლო ამომრჩევლებს
დამოუკიდებლად შეეძლოთ ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემების გადამოწმება.
ყრუ ამომრჩევლებისთვის, ცესკოს მიერ დამზადებული საინფორმაციო ვიდეო რგოლი
უზრუნველყოფილი იყო სურდოთარგმანით.
ამომრჩეველები და დაინტერესებული პირები საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით,
ინფორმაციას იღებდნენ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის, როგორც
სატელეფონო (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩათის და მოკლე ტექსტური შეტყობინებების
საშუალებით. საარჩევნო პერიოდში ცენტრის მომსახურებით ისარგებლა – 849 პირმა.
17
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
II. 2018 წლის 28 აპრილი, კენჭისყრის დღე
2018 წლის 28 აპრილს ჩატარდა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები.
საარჩევნო უბნები გაიხსნა კენჭისყრის დღის 07:00 საათზე და ჩატარდა კანონმდებლობით
დადგენილი კენჭისყრის წინა პროცედურები. ყველა საარჩევნო უბანი იყო აღჭურვილი საჭირო
ინვენტარით და უზრუნველყოფილი იყო ამომრჩეველთა მიერ ხმის მიცემის ფარულობა.
კენჭისყრის დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საარჩევნო უბანზე
ხელმისაწვდომი იყო შემდეგი სერვისები: ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის
– ადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის სპეციალური კაბინა; უსინათლო
ამომრჩევლებისთვის – ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა (ყველა საარჩევნო უბანზე);
მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის – ორი ცალი გამადიდებელი ლინზა (ყველა საარჩევნო
უბანზე); ყრუ, სმენადაქვეითებული და მხარდაჭერის მიმღები ამომრჩევლებისთვის –
კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი (ყველა საარჩევნო უბანზე).
28 აპრილის, კენჭისყრა გაიმართა დღის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე. კენჭისყრაში
მონაწილეობა მიიღო – 27 932-მა-მა ამომრჩეველმა, მათ შორის ქალი – 13 780 (49.33%).
კენჭისყრის დასრულების შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიებში ჩატარდა ხმის დათვლის
პროცედურები, შეივსო კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები. ყველა პროცედურის
დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები გადაეცა საოლქო
საარჩევნო კომისიას, რომელიც არჩევნების დღის 22:30 საათზე, ცესკოს მიერ მიღებისთანავე
გამოქვეყნდა სპეციალურ ვებგვერდზე www.results.cec.gov.ge.
არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებიდან განხორციელდა საარჩევნო უბნის გახსნისა
(08:00 საათისთვის) და ამომრჩეველთა აქტივობის (10:00, 12:00, 15:00, 17:00 და 20:00
საათისთვის) შესახებ მონაცემების მოწოდება მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით
და არჩევნების მართვის ელექტრონულ სისტემაში (არმასი) გადატანა. მონაცემები ასევე
ქვეყნდებოდა ცესკოს ვებგვერდზე. კენჭისყრის დღეს ცესკოში ოთხი საინფორმაციო ბრიფინგი
გაიმართა, რომლებიც გაშუქდა სურდოთარგმანის თანხლებით. ცესკოს პრეს-სპიკერი მთელი
დღის მანძილზე საზოგადოებას აწვდიდა ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობისა და
ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო არჩევნების
დღესვე 23:00 საათიდან, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მუდმივ რეჟიმში ახლდებოდა
და ცესკოს ვებგვერდის მეშვეობით მიეწოდებოდა საზოგადოებას. არჩევნების წინასწარი
შედეგები ყველა საარჩევნო უბნის მიხედვით, ცესკოს პრეს-სპიკერმა 29 აპრილს, 01:30 საათზე
სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინა.
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებისთვის მუშაობდა
მედია ცენტრი. მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა როგორც სატელეფონო/საინფორმაციო
ცენტრი, ისე ონლაინ ჩატი. ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო პასუხის მიღება არჩევნებთან
დაკავშირებული საკითხების შესახებ.
საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესზე დაკვირვებას შეუფერხებლად აწარმოებდნენ
დამკვირვებლები და საარჩევნო სუბიექტების უფლებამოსილი წარმომადგენლები.
კენჭისყრის დღე საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში, კანონმდებლობის სრული დაცვით
წარიმართა. ამომრჩევლებს ჰქონდა საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება.
18
ანგარიში, 2018
III. არჩევნების შემდგომი პერიოდი
III.I საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგების
შეჯამება
№53 (ვანის) საოლქო საარჩევნო კომისიამ, 2018 წლის 6 მაისს გამართულ სხდომაზე,
შეაჯამა14 საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს
პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნები და დაადგინა:
ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში
არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში
მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა
ნამდვილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა
ბათილად მიჩნეული ბიულეტენების რაოდენობა
48 123
27 932
44 000
27 143
776
არჩევნებში მონაწილე კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა
N2
N17
N21
N23
N41
N42
გიორგი უგულავა
გიორგი ლილუაშვილი
ზურაბ ქართველიშვილი
მამუკა ტუსკაძე
გივი ჭიჭინაძე
ვასილ კოპალიანი
10 417
124
60
399
15 705
438
2018 წლის 8 მაისს გამართულ სხდომაზე, ცესკომ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8
ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო
ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური
არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.15 საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულია
№41, გივი ჭიჭინაძე, რომელმაც 15 705 (57.86%) ხმა მიიღო.
III.II. საარჩევნო დავები
საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული განცხადება/საჩივრები
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების დანიშვნიდან მის დასრულებამდე
საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა ცხრა საჩივარი, აქედან, დაკმაყოფილდა – ერთი,
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – ერთი, არ დაკმაყოფილდა – ხუთი, განუხილველი დარჩა
– ორი.16 საჩივრები ძირითადად შეეხებოდა მცირე პროცედურულ საკითხებს/სავარაუდო
ქმედებებს. შედეგების გადახედვა/გადასინჯვა ან ბათილად ცნობა მომჩივანების მხრიდან
მოთხოვნილი არ ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით
სასამართლოში არც ერთი საკითხი არ გასაჩივრებულა. ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის
უფლებამოსილი პირების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგენილა.
14
15
16
№53 საოლქო საარჩევნო კომისიის საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით
№54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნების
შედეგების შემაჯამებელი ოქმი იხილეთ დანართში (2).
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის
შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი იხილეთ დანართში (3).
ყველა შემოსული საჩივრები/განცხადებები/სარჩელები იხილეთ ბმულზე: https://sachivrebi.cec.gov.ge/.
19
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
IV. არჩევნების ფინანსური და მატერიალური
რესურსებით უზრუნველყოფა
IV.I არჩევნების ბიუჯეტი
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის ცესკომ საარჩევნო ბიუჯეტი ცესკოს
2018 წლის 26 თებერვლის №10/2018 დადგენილებით დაამტკიცა. არჩევნების ბიუჯეტმა
შეადგინა – 884 560 ლარი.17
საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის გაწეულმა
ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა – 783 467 ლარი.18
საოლქო საარჩევნო კომისიების დაფინანსება
ცესკოს 2018 წლის 26 თებერვლის №11/2018 დადგენილებით განისაზღვრა საოლქო
საარჩევნო კომისიების დაფინანსება. აღნიშნული დადგენილებით საოლქო საარჩევნო
კომისიებს გამოეყოთ თანხები არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯების
დასაფინანსებლად.
ზემოაღნიშნული ხარჯების დასაფინანსებლად საოლქო საარჩევნო კომისიებს გადაერიცხათ
– 64 310 ლარი. 2018 წლის 11 ივნისის მდგომარეობით ბიუჯეტში დაბრუნდა აუთვისებელი
ნაშთი – 5 392.05 ლარი. ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა – 58 917.95 ლარი.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება
საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შრომის ანაზღაურების
დასაფინანსებლად არჩევნებისთვის მიიმართა – 174 832.2 ლარი.
საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსება
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 43-ე მუხლის
შესაბამისად საარჩევნო ოლქებსა და უბნებზე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლობის
უზრუნველსაყოფად დაფინანსდა ოთხი პოლიტიკური გაერთიანება საერთო თანხით – 25 200
ლარი, ბიუჯეტში დაბრუნდა აუთვისებელი ნაშთი – 3 050 ლარი. ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა –
22 150 ლარი.
17
18
საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის
განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა) იხილეთ დანართში (4).
ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის გაწეული ხარჯის შესახებ იხილეთ
დანართში (5).
20
ანგარიში, 2018
IV.II სახელმწიფო შესყიდვები და მატერიალური რესურსებით
უზრუნველყოფა
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მატერიალური რესურსებით
უზრუნველყოფისთვის, ამომრჩეველთა რაოდენობისა და არსებული მარაგების
გათვალისწინებით, განისაზღვრა არჩევნების ჩასატარებლად შესაძენი საქონლის/
მომსახურების რაოდენობა/მოცულობა. განხორციელდა არჩევნებისთვის საჭირო ინვენტარის
მიწოდება საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის.
საარჩევნო პერიოდში სულ გაფორმდა – 22 ხელშეკრულება, მათ შორის კონსოლიდირებული
ტენდერი – ორი, გამარტივებული შესყიდვა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 52-ე მუხლის
მე-6 პუნქტის შესაბამისად – 20.
არჩევნების ორგანიზებისთვის შესყიდულ იქნა სხვადასხვა საქონელი/მომსახურება/სამუშაო,
კერძოდ: სარეკლამო კამპანიის უზრუნველსაყოფად შესყიდული საქონლის/მომსახურების
ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა – 12 728.6 ლარი, მათ შორის: სარეკლამო მასალების
დამზადება – 3 831 ლარი, რეკლამის განთავსება ტელევიზიებში – 4 897.6 ლარი, რეკლამის
განთავსება გაზეთებში და ინტერნეტში – 4 000 ლარი, საარჩევნო მასალების ბეჭდვითი
მომსახურების შესყიდვის ღირებულებამ შეადგინა – 6 028 ლარი, ხოლო შესყიდული
საარჩევნო ინვენტარის ღირებულებამ – 763.8 ლარი.
21
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
დანართები
დანართი 1. ცესკოს 2018 წლის 26 თებერვლის №28/2018 განკარგულება
„საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ“.
23
დანართი 2. №53 საოლქო საარჩევნო კომისიის საქართველოს პარლამენტის 2016 წლის
8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ
საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის
შუალედური არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
24
დანართი 3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქართველოს პარლამენტის
2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2018 წლის
28 აპრილის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
25
დანართი 4. საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური
არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და
გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა).
27
დანართი 5. ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის
შუალედური არჩევნებისთვის გაწეული ხარჯის შესახებ.
28
22
ანგარიში, 2018
დანართი 1. ცესკოს 2018 წლის 26 თებერვლის №28/2018 განკარგულება „საქართველოს
პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების
დანიშვნის შესახებ“.
23
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
დანართი 2. №53 საოლქო საარჩევნო კომისიის საქართველოს პარლამენტის 2016 წლის
8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ
საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის
შუალედური არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
24
ანგარიში, 2018
დანართი 3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქართველოს პარლამენტის
2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2018 წლის
28 აპრილის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
25
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
26
ანგარიში, 2018
დანართი 4. საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის
სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა).
პროგრამული კოდი
სულ
06 02 01
06 02 02
06 02 04
ხარჯთაღრიცხვა
თანხა (ლარი)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
884,560
ხარჯები
884,560
შრომის ანაზღაურება
589,740
საქონელი და მომსახურება
117,110
სხვა ხარჯები
177,710
არჩევნების ჩატარების ღონისძიებები
701,040
ხარჯები
701,040
შრომის ანაზღაურება
544,380
საქონელი და მომსახურება
92,350
სხვა ხარჯები
64,310
არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადება
70,120
ხარჯები
70,120
შრომის ანაზღაურება
45,360
საქონელი და მომსახურება
24,760
საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსება
113,400
ხარჯები
113,400
სხვა ხარჯები
113,400
27
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
დანართი 5. ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური
არჩევნებისთვის გაწეული ხარჯის შესახებ.
№
1
ხარჯის დასახელება/განმარტება
საარჩევნო ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურება
ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შრომის ანაზღაურება
ხარჯი
(ათას ლარებში)
ხარჯი %
516.2
67.8%
44.0
5.8%
18.6
2.4%
58.9
7.7%
11.5
1.5%
6.9
0.9%
0.0
0.0%
1.1
0.1%
0.0
0.0%
0.2
0.0%
0.6
0.1%
12.4
1.6%
15.8
2.1%
6.9
0.9%
68.3
9.0%
761.4
100 %
შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება
2
ცესკოს მიერ საარჩევნო პერიოდში დამატებით დაქირავებულ თანამშრომელთა
შრომის ანაზღაურება
მივლინება
3
ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების მივლინების, სადამკვირვებლო მისიებში
მონაწილეობის ხარჯები
საარჩევნო ოლქებში არჩევნების ორგანიზება
4
საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიების მოწყობის ხარჯები (საოფისე, სატრანსპორტო,
კავშირგაბმულობის, დამხმარე პერსონალის და სხვა)
სარეკლამო კამპანია
5
სარეკლამო კონცეფციის შექმნის, სარეკლამო პროდუქციის დამზადება-განთავსების,
მედიამონიტორინგის ხარჯები
ბეჭდვითი მომსახურება
6
საარჩევნო ბიულეტენების, სადემონსტრაციო/შემაჯამებელი ოქმების, ნორმატიული
აქტებისა და სხვა საარჩევნო მასალის ბეჭდვის ხარჯები
საბეჭდი მოწყობილობები/სახარჯი მასალა
7
საბეჭდი მოწყობილობების შეძენა-შეკეთების, საბეჭდი მოწყობილობების სახარჯი
მასალის ხარჯები
საარჩევნო ინვენტარი
8
საარჩევნო უბნების აღჭურვის ხარჯები (საარჩევნო კაბინები, საარჩევნო ყუთები,
მარკირების სითხე, დეტექტორები, საუბნო კომისიის წევრთა უნიფორმები, საუბნო და
რეგისტრატორთა ბეჭდები, სიის სახაზავი, ბიულეტენის კონვერტები და ყველა სხვა
საარჩევნო ინვენტარის შეძენა)
კომპიუტერული ტექნიკა/პროგრამული უზრუნველყოფა
9
10
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კომპიუტერული მოწყობილობების, ტექნიკისა და
პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა/განახლების ხარჯები
სატელეკომუნიკაციო მომსახურება
საარჩევნო ადმინისტრაციის ინტერნეტის, სატელეფონო მომსახურების ხარჯები
საარჩევნო ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურის მოწყობა
11
არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის შენობა-ნაგებობების მოწესრიგების
(მიმდინარე/კაპიტალური რემონტი) და სხვა საარჩევნო ინფრასტრუქტურული
პროექტების (ავეჯი, მოწყობილობა-დანადგარები, კეთილმოწყობა) ხარჯები
წარმომადგენლობითი ხარჯები
12
არჩევნებზე მოწვეული სტუმრების/დამკვირვებლების მიღების, ცესკოს სახელით
გამართული სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების, სათარჯიმნო და სხვა
წარმომადგენლობითი ხარჯები
სატრანსპორტო და საფოსტო მომსახურება
13
ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაქირავების, საარჩევნო ინვენტარის გადაზიდვადისტრიბუციის (მათ შორის საზღვარგარეთის უბნებზე), საწვავის ხარჯები
სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება
14
სხვა საარჩევნო შესყიდვები/ხარჯები, რომლებიც ვერ კლასიფიცირდება სხვა
კატეგორიაში (აქტივების იჯარა, ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების დაცვა,
ადმინისტრაციის კომუნალური მომსახურება, ჰიგიენურ-სანიტარული საგნები და ა.შ.)
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ტრენინგი
15
ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგების ორგანიზების
(ტრენერთა შრომის ანაზღაურება, სატრენინგო მასალების ბეჭდვა) ხარჯები
სულ
28
ანგარიში, 2018
საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსება
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის
დაფინანსება
საარჩევნო სუბიექტი
(საკასო)
პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
3 450
პ/გ „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“
6 300
პ/გ „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“
6 100
პ/გ „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“
6 300
29