საქართველოს პარლამენტის წევრის, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის ირინე ფრუიძის მიერ წარმოდგენილი ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის მიერ შემუშავებული „ღია პარლამენტის“ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.07.2018
ავტორი
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე ფრუიძე
ნომერი
#12334/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-12
ბიუროს ნომერი 186

📜 ტექსტი

დანართი
1. პარლამენტის მიერ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი წამყვანი დაწესებულება საქართველოს პარლამენტი საჯარო დაწესებულება პარტნიორები 1 სამოქალაქო/საერთაშო ინიციატორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); რისო/კერძო სექტორი არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP): მას შემდეგ, რაც საქართველო შეუერთდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs), მთავრობამ მათი ეროვნულ დონეზე განხორციელება დაიწყო, რისთვისაც ქვეყანაზე მორგებული ამოცანები და ინდიკატორები განსაზღვრა. მდგრადი განვითარების 2030-ის დღის წესრიგი ცალსახად აღიარებს პარლამენტების მნიშვნელოვან როლს SDGs-ის წარმატებისთვის, მათ შორის მე-16 მიზნით გათვალისწინებული ამოცანების (16.6 - „ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ინსტიტუციების შექმნა ყველა დონეზე“; 16.7 – „ინკლუზიურ, მონაწილეობით და წარმომადგენლობით პრინციპებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება“) მიღწევაში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ამ პროცესის მაქსიმალური ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პირველი ნაბიჯები გადადგმულია:  საპარლამენტო კომიტეტების სამოქმედო გეგმებში გაჩნდა ახალი კომპონენტი, რომელიც ადგენს გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესაბამისობას გლობალურ მიზნებთან და ამოცანებთან, რითიც წარმოაჩენს მჭიდრო კავშირს ეროვნულ პოლიტიკასა და გლობალურ დღის წესრიგს შორის და ზრდის სხვადასხვა მხარეების ინფორმირებულობას SDGs-ზე;  კონკრეტულ კომიტეტებს თავიანთი გეგმებით უკვე განსაზღვრული აქვთ შესაბამისი სამინისტროების ანგარიშების მოსმენა გლობალური მიზნების შესრულების პროგრესის შესახებ. ამასთან, 2018 წლის ივნისში, შვედეთის მთავრობის, UNDP-სა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მხარდაჭერით, პარლამენტში ჩატარდა „SDG-მზაობის“ თვითშეფასება UNDP/IPUს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, სადაც განისაზღვრა პარლამენტის როლი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში და გამოიკვეთა შესაძლო აქტივობები ამ მიმართულებით. ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია აღნიშნული თვითშეფასების საფუძველზე მომზადდეს პარლამენტის სამოქმედო გეგმა, სადაც გაიწერება ის საპარლამენტო მექანიზმები, საკანონმდებლო, საზედამხედველო თუ მოქალაქეთა ჩართულობაზე მიმართული აქტივობები, რაც გაზრდის პარლამენტის ჩართულობას SDGs-ების განხორციეილებასა და მონიტორინგში და ხელს შეუწყობს ამ პროცესის ინსტიტუციონალიზაციას პარლამენტში. 2 მთავარი მიზანი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობითა და ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპების გათვალისწინებით, გაიზარდოს პარლამენტის ჩართულობა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასა და მონიტორინგში. OGP გამოწვევა, რომელსაც უპასუხებს ვალდებულება საჯარო მომსახურების გაუმჯობესება. ინფორმაციის ანგარიშვალდებუ მოქალაქეთა ტექნოლოგიები ხელმისაწვდომ ლება ჩართულობა და ინოვაცია ობა √ √ √ შესაბამისობა OGP პრინციპებთან მდგრადი განვითარების ყველა (17) მიზანი მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომელსაც უპასუხებს ვალდებულება ვალდებულების განხორციელების ეტაპები ახალი/ძველი დაწყების თარიღი დასრულების თარიღი ვალდებულება 1.1. პარლამენტის SDG სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის შემუშავება 06/2018 10/2018 1.2. პარლამენტის SDG სამოქმედო გეგმის განხორციელება 11/2018 12/2019 ინდიკატორები 1. 2. პარლამენტის სტრატეგია/სამოქმედო გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის შემუშავებული და დამტკიცებულია; პარლამენტის სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის 60% შესრულებულია 2. ბიუჯეტის შემუშავებისა და დამტკიცების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა წამყვანი დაწესებულება საჯარო დაწესებულება 3 საქართველოს პარლამენტი ინიციატორი: საქართველოს პარლამენტი პარტნიორები სამოქალაქო/საერთა ინიციატორი: GIZ პროგრამა „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ შორისო/კერძო კავკასიაში“; GGI სექტორი არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა ეფექტიანი, ქმედითი და ანგარიშვალდებული საბიუჯეტო სისტემის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა საბიუჯეტო პროცესში. საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის(International Budget Partnership-IBP) ფარგლებში 2017წ. ჩატარებული ღია ბიუჯეტის კვლევის (Open Budget Survey) თანახმად, საქართველომ მე-5 ადგილი დაიკავა. მიუხედავად რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით ჯამში მიღებული მაღალი შეფასებისა (82 ქულა/OBI 2017), ქვეყნისათვის გამოწვევად რჩება შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმის, “საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა“, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი(22 ქულა/ OBI 2017). საბიუჯეტო პროცესის ხასიათიდან გამომდინარე, ღონისძიებების გარკვეული ნაწილი ითვალისწინებს საბიუჯეტო პროცესის მონაწილე ძირითადი ორგანიზაციების ერთობლივ ღონისძიებებს, მათ შორის კოორდინაციას და ასევე, შესრულებულ საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას. მთავარი მიზანი და ამოცანები სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავებისა და დამტკიცების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა. OGP გამოწვევა, რომელსაც უპასუხებს საჯარო მომსახურების გაუმჯობესება. ვალდებულება ინფორმაციის ანგარიშვალდებ მოქალაქეთა ტექნოლოგიები ხელმისაწვდომობა ულება ჩართულობა და ინოვაცია შესაბამისობა OGP პრინციპებთან √ √ √ მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), მე-16 მიზანი. რომელსაც უპასუხებს ვალდებულება ღონისძიებები 4 ახალი/ძველი ვალდებულება დაწყების თარიღი დასრულების თარიღი 1. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მონაწილეობით საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის პოლიტიკისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება (OBS-ს და GIFT-ის რეკომენდაციების შესაბამისად) 09/2018 07/2019 2. პარლამენტის ვებ გვერდზე სახელმწიფო ბიუჯეტის / პროექტის შესახებ მარტივი და გასაგები და ვიზუალურად დამუშავებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (GGI) 10/2018 04/2019 3. 02/2019 10/2019 სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის და სახელმწიფო საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის თვალსაზრისით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი წლიური ანგარიშის განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 5 4. ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის პარლამენტში წარდგენიდან შემაჯამებელ საკომიტეტო განხილვამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა პარლამენტის კომიტეტების, საბიუჯეტო ოფისის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით 01/2019 07/2019 5. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პარლამენტში წარდგენიდან შემაჯამებელ საკომიტეტო განხილვამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა პარლამენტის კომიტეტების, საბიუჯეტო ოფისის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაწილეობით 09/2019 11/2019 6. ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების დოკუმენტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესახებ ანგარიშის შედგენა და გამოქვეყნება საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის მიერ 02/2019 12/2019 6 7. პარლამენტის რეკომენდაციების 07/2018 07/2019 დოკუმენტის შემუშავება და გამოქვეყნება საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის მიერ ინდიკატორები ღონისძიება 1 (GIZ და საქართველოს პარლამენტი) ღონისძიება 2 (GGI) შემუშავებულია და სამოქალაქო საზოგადოებისთვის გაზიარებულია საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის პოლიტიკისა და სახელმძღვანელო დოკუმენტები პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულია მარტივი და გასაგები, ვიზუალურად დამუშავებული ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის/პროექტის შესახებ ღონისძიება 3 (GIZ და საქართველოს პარლამენტი) კომიტეტმა ერთხელ მაინც განიხილა ანგარიში და გამოაქვეყნა სხდომის ოქმი ღონისძიება 4 (GIZ და საქართველოს პარლამენტი) ღონისძიება 5 (GIZ და საქართველოს პარლამენტი) ღონისძიება 6 (GIZ და საქართველოს პარლამენტი) ღონისძიება 7 (GIZ და საქართველოს პარლამენტი) საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ჩაატარა მინიმუმ 1 შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან და გამოაქვეყნა ანგარიში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ჩაატარა მინიმუმ 1 შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან და გამოაქვეყნა ანგარიში ანგარიში გამოქვეყნდა პარლამენტის ვებგვერდზე   პარლამენტის რეგლამენტში შესულია შესაბამისი ცვლილებები; რეკომენდაციები გამოქვეყნებულია პარლამენტის ვებგვერდზე 3. პარლამენტის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაძლიერება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით წამყვანი დაწესებულება საქართველოს პარლამენტი საჯარო დაწესებულება ინიციატორი: საქართველოს პარლამენტი პარტნიორები 7 სამოქალაქო/საერთაშო ინიციატორი: GGI; IDFI; GIZ; GYLA; TI; ამერიკის სავაჭრო პალატა რისო/კერძო სექტორი მოქალაქეები: შალვა დეკანოზიშვილი; კალენიკე ურიდია; რუსუდან მგელაძე, ნათია ბაღდავაძე არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა საქართველოს პარლამენტში აქტიურად ინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისათვის. დღეის მდგომარეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება. შემუშავდა საქართველოს პარლამენტის მობილური აპლიკაცია და საჯარო ინფორმაციის მოდული, სადაც ინფორმაცია მარტივად დასამუშავებელ ფორმატშია მოცემული და ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა. თუმცა, მოსახლეობის კიდევ უფრო აქტიური ჩართულობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის, აუცილებელია, ახალი ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, ელექტრონული მმართველობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა ან უკვე ხელთარსებული მექანიზმების დახვეწა. მთავარი მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობის, ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება და მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა. OGP გამოწვევა, რომელსაც უპასუხებს ვალდებულება საჯარო მომსახურების გაუმჯობესება ინფორმაციის ანგარიშვალდებუ მოქალაქეთა ტექნოლოგიები და ხელმისაწვდომ ლება ჩართულობა ინოვაცია ობა შესაბამისობა OGP პრინციპებთან √ მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომელსაც უპასუხებს ვალდებულება მე-16 მიზანი √ √ √ ვალდებულების განხორციელების ეტაპები ახალი/ძველი დაწყების თარიღი დასრულების თარიღი ვალდებულება 1. პარლამენტის ახალი ვებგვერდის შექმნა და გაშვება (GGI) 8 07/2018 03/2019 2. კანონპროექტის შემუშავებისათვის სპეციალური ელექტრონული ფორმის განსაზღვრა და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება (საქართველოს პარლამენტი) 09/2018 05/2019 3. პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის რეგულარულად და ორგანიზებულად გამოქვეყნება პარლამენტის ვებგვერდზე (GGI) 03/2019 ქვეყნდება რეგულარულად 4. პლენარული სხდომების სტენოგრამული ჩანაწერების ღია ფორმატში განთავსება პარლამენტის ვებგვერდზე (IDFI) 03/2019 ქვეყნდება რეგულარულად 5. კომიტეტების სხდომაზე დასწრების უზრუნველყოფის მიზნით, მოქალაქეების ონლაინ რეჟიმში რეგისტრაციის ადაპტირებული მექანიზმის დანერგვა (IDFI და საქართველოს პარლამენტი) 08/2018 03/2019 6. ინფორმაციის ონლაინ “chat”-ით მიღების შესაძლებლობის დანერგვა (“live chat”) (GIZ) 08/2018 03/2019 7. პარლამენტის კომიტეტების ანგარიშების ერთიანი ფორმის შემუშავება და გამოქვეყნება პარლამენტის ვებგვერდზე (GYLA) 08/2018 04/2019 8. დაჩქარებული წესით განხილული კანონპროექტების ელექტრონული საძიებო სისტემის შექმნა (GYLA) 08/2018 03/2019 9. მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების ელექტრონული რუკის შექმნა (GYLA) 08/2018 03/2019 9 10. ანგარიშვალდებული ორგანოს მიერ წარდგენილი ანგარიშების საკომიტეტო მოსმენამდე რამდენიმე დღით ადრე ვებგვერდზე განთავსება და მოქალაქეთა მოსაზრებების/კითხვების მიღება (GYLA) 03/2019 ქვეყნდება რეგულარულად 11. კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობის, ფორმირების წესისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე განთავსება (TI) 03/2019 ქვეყნდება რეგულარულად 12. განმარტებითი ბარათის შედგენის შესახებ სახელმძღვანელოსა და ვიდეო-ინსტრუქციის შემუშავება და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება (TI და GIZ) 10/2018 06/2019 13. დაინტერესებული პირების (Stakeholders) საერთო რეესტრის შექმნა და განთავსება პარლამენტის ვებგვერდზე, რათა საწყის ეტაპზევე უზრუნველყოფილი იყოს ამ პირების ჩართულობა საკანონმდებლო პროცესში (ამერიკის სავაჭრო პალატა) 09/2018 05/2019 14. ლობისტური ორგანიზაციების რეესტრის შექმნა და განთავსება პარლამენტის ვებგვერდზე (მოქალაქე: ნათია ბაღდავაძე) 09/2018 03/2019 15. პარლამენტის მობილური 08/2018 04/2019 აპლიკაციის გაუმჯობესება. (მოქალაქეები: შალვა დეკანოზიშვილი; კალენიკე ურიდია; რუსუდან მგელაძე); ინდიკატორები ღონისძიება 1 (GGI)   10 პარლამენტის ახალი ვებგვერდი მორგებულია მოქალაქეთა საჭიროებებზე, არის უფრო მოქნილი და ინტერაქტიული; ვებგვერდი მორგებულია უსინათლო და მცირემხედველი პირების საჭიროებაზე;   ღონისძიება 2 (საქართველოს პარლამენტი)   ღონისძიება 3 (GGI)   ღონისძიება 4 (IDFI)   პარლამენტის ახალი ვებგვერდი უზრუნველყოფს მოქალაქეების ჩართულობას და უკუკავშირს ამომრჩევლებისგან; პარლამენტის ვებგვერდი არის უფრო მეტად ინფორმაციული. განსაზღვრულია კანონპროექტის სპეციალური ელექტრონული ფორმა, რომელიც აწესებს კანონპროექტის შემუშავების სტანდარტებს და წესებს; ელექტრონული ფორმა მარტივად ხელმისაწვდომი და აღსაქმელია ყველა დაინტერესებული პირისთვის. პარლამენტის ახალ ვებგვერდზე შექმნილია ველი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება საზედამხედველო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია; საზედამხედველო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ახლდება სულ მცირე კვარტალში ერთხელ. შესულია ცვლილება პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე პლენარული სხდომების სტენოგრამები ღია ფორმატში სისტემატურად ქვეყნდება. ღონისძიება 5 (საქართველოს პარლამენტი და IDFI)  საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გაშვებულია კომიტეტების სხდომაზე დასწრების უზრუნველყოფის მიზნით, მოქალაქეების ონლაინ რეჟიმში რეგისტრაციის ადაპტირებული მექანიზმი. ღონისძიება 6 (GIZ)   ონლაინ ჩატი (“live chat”) შექმნილია და დანერგილია; მოქალაქეებმა ერთხელ მაინც გამოიყენეს ონლაინ ჩატი.  პარლამენტის კომიტეტების ანგარიშების ერთიანი ფორმა შემუშავებული და დამტკიცებულია; პარლამენტის კომიტეტების ანგარიშები გამოქვეყნებულია პარლამენტის ვებგვერდზე. ღონისძიება 7 (GYLA)  ღონისძიება 8 (GYLA)  დაჩქარებული წესით განხილული კანონპროექტები მარტივად იძებნება პარლამენტის ვებგვერდზე. ღონისძიება 9 (GYLA)  მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები პარლამენტის ვებგვერდზე ელექტრონული რუქის მეშვეობით იძებნება. 11 ღონისძიება 10 (GYLA)   ანგარიშვალდებული ორგანოს მიერ წარდგენილი ანგარიშები საპარლამენტო მოსმენამდე რამდენიმე დღით ადრე თავსდება ვებგვერდზე; მოქალაქეებს აქვთ განსაზღვრული ვადა კითხვების გამოგზავნისათვის. ღონისძიება 11 (TI)  კომიტეტების ინდივიდუალურ ვებგვერდებზე და პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულია სისტემატურად განახლებული ინფორმაცია საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობის, ფორმირების წესისა და საქმიანობის შესახებ. ღონისძიება 12 (TI და GIZ)  განმარტებითი ბარათის შევსების ინსტრუქცია შემუშავებულია, დამტკიცებულია ბიუროს მიერ და განთავსებულია პარლამენტის ვებგვერდზე; განმარტებითი ბარათის შევსების შესახებ ვიდეოინსტრუქცია შემუშავებული და განთავსებულია პარლამენტის ვებგვერდზე.  ღონისძიება 13 (ამერიკის სავაჭრო პალატა და საქართველოს პარლამენტი)    პარლამენტის ვებგვერდზე შექმნილია დაინტერესებული პირების საერთო რეესტრი, სადაც დარეგისტრირება შეუძლიათ კერძო სექტორის წარმომადგენლებს; პარლამენტში ჩატარდა ბიზნეს სექტორთან ყოველწლიური შეხვედრა; კერძო სექტორის საპარლამენტო პროცესში ჩართულობა ინსტიტუციონალიზებულია. ღონისძიება 14 (მოქალაქე: ნათია ბაღდავაძე)  პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ლობისტური ორგანიზაციების რეესტრი მუდმივად ახლდება. ღონისძიება 15 (მოქალაქეები: შალვა დეკანოზიშვილი; კალენიკე ურიდია; რუსუდან მგელაძე)  საქართველოს პარლამენტის მობილურ აპლიკაციას დაემატა სიახლეების გამოწერისა და პარლამენტის წევრებთან დაკავშირების ფუნქციები; შექმნილი და დანერგილია კანონპროექტებზე ხმის მიცემის („ონლაინ პლებისციტის“) მექანიზმი.  4. მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა საქართველოს პარლამენტში წამყვანი დაწესებულება 12 საქართველოს პარლამენტი საჯარო დაწესებულება პარტნიორები სამოქალაქო/საერთაშო ინიციატორი: GIZ-ის აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო რისო/კერძო სექტორი პროექტი არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა საქართველოს პარლამენტში დღეს არსებობს პარლამენტის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულს. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია პარლამენტის აპარატის ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა, მოქალაქეთა მიღება და მათი წერილებისა თუ სხვა მიმართვების რეგისტრაცია და შესაბამის ადრესატამდე გადაგზავნა. 2018 წლის ნოემბერში ძალაში შედის საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე პარლამენტში მომზადებულია ახალი რეგლამენტი, რომლის თანახმად იზრდება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია. აღნიშნული წარმოადგენს იმ გამოწვევას, რომელსაც პარლამენტის აპარატმა ახლებური მიდგომების დანერგვით უნდა უპასუხოს. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის 1-ლი მუხლის ვ) და ზ) ქვეპუნქტით განისაზღვრა პარლამენტის მუშაობის პრინციპები, კერძოდ საჯაროობის, გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპი. ასევე იზრდება კარგი მმართველობის პრინციპებისა და მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების კერძოდ მე-16 მიზნის სრული ასახვა საპარლამენტო საქმიანობაში. ყოველივე აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია შეიქმნას მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი, რომელიც სრულიად ახლებურ სერვისს შესთავაზებს მოქალაქეებს, როგორც უშუალოდ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის, ასევე პარლამენტის საქმიანობის გაცნობისა და მიმდინარე სიახლეების თვალსაზრისით. ამავდროულად უზრუნველყოფს ადაპტირებულ სერვისებს იმ საჭიროებების გათვალისწინებით, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მთავარი მიზანი პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობისა და პარლამენტის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნის გზით. OGP გამოწვევა, რომელსაც უპასუხებს ვალდებულება საჯარო მომსახურების გაუმჯობესება 13 ინფორმაციის ანგარიშვალდებუ მოქალაქეთა ტექნოლოგიები ხელმისაწვდომ ლება ჩართულობა და ინოვაცია ობა შესაბამისობა OGP პრინციპებთან მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომელსაც უპასუხებს ვალდებულება √ √ √ √ მე-16 მიზანი: 16.6. და 16.7 ვალდებულების განხორციელების ეტაპები ახალი/ძველი დაწყების თარიღი დასრულების თარიღი ვალდებულება 1. დღეს არსებული მოქალაქეთა 09/2018 11/2018 მისაღების საქმიანობის შესწავლა 2. მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფციის შემუშავება (მათ შორის ადაპტირებული სერვისების გათვალისწინებით) და დამტკიცება 12/2018 01/2019 3. მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა და აღჭურვა 01/2019 05/2019 4. მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრში ადაპტირებული სერვისების დანერგვა 03/2019 05/2019 5. მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის თანამშრომლებისთვის სამუშაო ინსტრუქციებისა და ტრენინგ-პროგრამების შემუშავება და თანამშრომლების გადამზადება 03/2019 06/2019 ინდიკატორები ღონისძიება 1  ჩატარებულია დღეს არსებული მოქალაქეთა მისაღების საქმიანობის ანალიზი; ღონისძიება 2  შემუშავებული და დამტკიცებულია მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფცია; ღონისძიება 3  შექმნილი და აღჭურვილია მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი; 14 ღონისძიება 4  შშმ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სერვისი მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრში. ღონისძიება 5  შემუშავებულია მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის თანამშრომლების სამუშაო ინსტრუქციები და ტრენინგპროგრამები; გადამზადება გაიარა მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ყველა თანამშრომელმა.  5. საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წამყვანი დაწესებულება საქართველოს პარლამენტი საჯარო დაწესებულება ინიციატორი: საქართველოს პარლამენტი პარტნიორები სამოქალაქო/საერთაშო ინიციატორი: GIZ-ის აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო რისო/კერძო სექტორი პროექტი; GYLA; IDFI; UNDP; ამირან ჯანჯღავა, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი; არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა მთავარი მიზანი 15 საზოგადოების დიდი ნაწილი სრულყოფილად არ არის ინფორმირებული საქართველოს პარლამენტის საქმიანობისა და განხორციელებული სისტემური რეფორმების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს დემოკრატიული და ინკლუზიური მმართველობის ჩამოყალიბებას. აღნიშნული პრობლემის გადაჭრისათვის, აუცილებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა შეიმუშაოს კომუნიკაციის სტრატეგია, რომლითაც განისაზღვრება სხვადასხვა ღონისძიებების, მათ შორის საინფორმაციო კამპანიებისა და საჯარო შეხვედრების ორგანიზება, პარლამენტის ხელთ არსებული სოციალური ქსელების (მაგ: Facebook-ის) გამოყენება და საინფორმაციო მასალების დამზადება. საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ხელს შეუწყობს ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და მოქალაქეთა უფრო აქტიურ მონაწილეობას კანონშემოქმედებით საქმიანობაში. ამასთან, ის მნიშვნელოვნად გაზრდის საზოგადოების ნდობას საკანონმდებლო ხელისუფლების მიმართ. პარლამენტისა და საპარლამენტო ღიაობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა. OGP გამოწვევა, რომელსაც უპასუხებს ვალდებულება სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესება შესაბამისობა OGP პრინციპებთან ინფორმაციის ანგარიშვალდებუ მოქალაქეთა ტექნოლოგია და ხელმისაწვდომ ლება ჩართულობა ინოვაციები ობა  მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომელსაც უპასუხებს ვალდებულება   მე16 და მე-17 მიზანი. ვალდებულების განხორციელების ეტაპები ახალი/ძველი დაწყების თარიღი დასრულების თარიღი ვალდებულება 16 1. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება (GYLA) 08/2018 12/2018 2. საპარლამენტო კომიტეტებისა და პლენარული სხდომებისთვის პირდაპირი ტელე-რადიო ტრანსლაციის სიხშირის განსაზღვრა (საქართველოს პარლამენტი) 10/2018 06/2019 3. პარლამენტის მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული სერვისების ხელმისაწვდომი მომსახურების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით (საქართველოს პარლამენტი, UNDP, IDFI) 09/2018 ხორციელდება სისტემატურად 4. საქართველოს პარლამენტის სოციალური ქსელების საშუალებით კომუნიკაციის დამყარების კონცეფციის შემუშავება (IDFI) 09/2018 11/2018  5. პარლამენტისა და მისი საქმიანობის შესახებ საინფორმაციო მასალების დამზადება (კომიქსები, ფლაერები, გრაფიკული ვიდეო-რგოლები), მათ შორის სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით და გავრცელება (საქართველოს 09/2018 12/2019 პარლამენტი, GIZ-ის აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო პროექტი) 17 6. სტუდენტებთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება - პარლამენტის დღე უნივერსიტეტებში. (საქართველოს პარლამენტი) 10/2018 ტარდება სისტემატურად 7. მოქალაქეების კომენტარების / წარმოდგენილი პეტიციების რაოდენობის სტატისტიკის წარმოება. თითოეული კომენტარისთვის პირობითად ერთი ქულის მინიჭება, სარეიტინგო ცხრილის შექმნა და აქტიური მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება პარლამენტის ვებგვერდზე (ამირან ჯანჯღავა, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი) 10/2018 12/2019 8. „აქტიური მოქალაქის“ ჯილდოს დაწესება იმ მოქალაქეებისთვის, ვინც აქტიურად არის ჩართული პარლამენტის საქმიანობაში სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით: კომენტარის დატოვება, ელექტრონული პეტიცია, კომიტეტის სხდომაზე დასწრება. (ამირან ჯანჯღავა, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი) 10/2018 12/2019 ინდიკატორები ღონისძიება 1 (GYLA)  ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს კომუნიკაციის პრიორიტეტებსა და ძირითად აქტივობებს მინიმუმ 2 წლის ვადით. ღონისძიება 2 (საქართველოს პარლამენტი)  კანონში შესულია ცვლილება, რომლის მიხედვით განსაზღვრულია პარლამენტის პლენარული და კომიტეტის სხდომების პირდაპირი ტელე-რადიო ტრანსლაციის სიხშირე. ღონისძიება 3 (საქართველოს პარლამენტი, UNDP, IDFI)  მომზადებული და გავრცელებულია ინფორმაცია პარლამენტის ადაპტირებული სერვისების შესახებ; ჩატარდა პარლამენტის სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან.  ღონისძიება 4 (IDFI)  შემუშავებულია საქართველოს პარლამენტის სოციალური ქსელების საშუალებით კომუნიკაციის დამყარების კონცეფცია; ღონისძიება 5 (საქართველოს პარლამენტი, GIZ-ის აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო პროექტი)  პარლამენტისა და მისი საქმიანობის თემატიკაზე საინფორმაციო მასალები დამზადებულია და გავრცელებულია პარლამენტის ვებგვერდზე, სოციალურ მედიასა და სხვადასხვა უწყებაში (იუსტიციის სახლები, სკოლები და სხვა). 18 ღონისძიება 6 (საქართველოს პარლამენტი)  ჩატარდა მინიმუმ 5 შეხვედრა თბილისსა და რეგიონებში. ღონისძიება 7 (ამირან ჯანჯღავა, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი)  შექმნილია მოქალაქეთა აქტივობის სარეიტინგო ცხრილი და გამოქვეყნებულია პარლამენტის ვებგვერდზე; ღონისძიება 8 (ამირან ჯანჯღავა, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი)  პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დაწესდა „აქტიური მოქალაქის“ ჯილდო; დაჯილდოვდა მინიმუმ ერთი მოქალაქე. 19 