საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების თაობაზე“ (დადგენილების პროექტი ინიციატორებმა უკან გაიწვიეს 10/06/2020)
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერის
სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და 192-ე
მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1.
დამტკიცდეს „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო
კონცეფცია.“
2. დ ა ე ვ ა ლ ო ს ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს:
ა)
საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციები გამართოს კონცეფციით
გათვალისწინებული
ფუნქციების
უზრუნველყოფისთვის
აუცილებელი
ცვლილებების განხორციელებამდე საბჭოს დებულებაში;
ბ ) საქართველოს
მთავრობასთან
და
საზოგადოებრივ
ორგანიზაციებთან
კონსულტაციით განსაზღვროს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების
სახელმწიფო მხარდაჭერის პრიორიტეტები.
3.
დაევალოს საქართველოს მთავრობას, „საზოგადოებრივი ორგანიზაციების
განვითარების სახელმწიფო კონცეფციის“ პრინციპების გათვალისწინებით და ღია
მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს მიერ განსაზღვრული
საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის
პრიორიტეტების საფუძველზე შეიმუშავოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების
განვითარების სამოქმედო გეგმა.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
კონცეფცია
საზოგადოებრივი
ორგანიზაციების
განვითარების
სახელმწიფო კონცეფცია
სარჩევი
1. შესავალი
2. საზოგადოებრივი ორგანიზაციები
3. საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის პრინციპები
და ფასეულობები
4. საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის მიზნები და
ამოცანები
5. საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის
იმპლემენტაცია
2
1. შესავალი
საქართველოს დემოკრატიული განვითარება დიდწილად არის დაკავშირებული სამოქალაქო
საზოგადოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებასთან. საზოგადოებრივი
ორგანიზაციების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საშუალებას იძლევა,
მოხდეს მწვავე პრობლემების პოლიტიკურ დღის წესრიგში დასმა და, ამდენად, ქმნის
საფუძველს რეალურ საჭიროებებზე დამყარებული სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა.
სახელმწიფო ორგანოებისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციების შედეგზე ორიენტირებულ
თანამშრომლობას შეუძლია, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის დოკუმენტებს დაუბრუნოს
ავთენტური შინაარსი, ასახოს მოქალაქეთა აზრი და მოთხოვნები.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მნიშვნელობა იზრდება ქვეყნის წინაშე დღეს არსებული
გამოწვევების ფონზე. 2014 წლის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი
მოეწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს
ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, კარგი მმართველობის
პრინციპების დანერგვას, ადამიანთა თავისუფლებასა და თანასწორობაზე დამყარებული
სისტემების შექმნას. ძლიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც სამოქალაქო
საზოგადოების ორგანიზებულ ნაწილსა და ხელისუფლების პოლიტიკაზე ზეგავლენის
მატარებელ სუბიექტებს, შეუძლიათ, კრიტიკული როლი ითამაშონ ევროპულ ოჯახში
სრულფასოვანი გაწევრიანების გზაზე.
საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის 2013 წლის 12
დეკემბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლითაც საქართველოს
პარლამენტმა აღიარა საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლი და მნიშვნელობა ადამიანის
უფლებათა დაცვისა და ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური განვითარების გზაზე. მემორანდუმით,
რომელსაც ხელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და 200-ზე მეტი საზოგადოებრივი
ორგანიზაცია აწერს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ აიღო ვალდებულება, დაინტერესებულ
პირთა მონაწილეობით შეემუშავებინა საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების
სახელმწიფო კონცეფცია.
2. საზოგადოებრივი ორგანიზაცია
საზოგადოებრივი ორგანიზაცია, წინამდებარე კონცეფციის მიზნებისთვის, მოიცავს:
ა)
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირის
სტატუსის
მქონე
ორგანიზაციებს, რომელიც შექმნილია განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, არის საკუთარი
ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად
აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და
შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. რეგისტრირდება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად და მისი მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა.
3
საზოგადოებრივ ორგანიზაციებად, წინამდებარე კონცეფციის მიზნებისთვის, არ მოიაზრება
რელიგიური გაერთიანებები, პოლიტიკური პარტიები, სახელმწიფოსა და ადგილობრივი
თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები ან ისეთი გაერთიანებები,
რომლებზეც პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლს ახორციელებენ სახელმწიფო და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
3. საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის პრინციპები და
ფასეულობები
საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა, საერთაშორისო
სტანდარტების გათვალისწინებით, ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს:
ა) დამოუკიდებლობა საზოგადოებრივი ორგანიზაციები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ დამოუკიდებლად,
საკუთარი
მისიისა
და
ღირებულებების
შესაბამისად, საქართველოს
კონსტიტუციით
გარანტირებული უფლებების და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და სტანდარტების
ფარგლებში.
ბ) თანასწორობა საზოგადოებრივი
ორგანიზაციები
თანასწორი
არიან
და
სახელმწიფო
ორგანოები
უზრუნველყოფენ თანასწორ სამართლებრივ გარემოსა და თანასწორ მიდგომას
მათი
საქმიანობის ყველა შესაძლო სფეროში.
გ) პარტნიორობა სახელმწიფო ორგანოები საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოიაზრებენ პარტნიორებად და
შეიმუშავებენ მათთან ურთიერთობის ეფექტიან მექანიზმებს.
დ) მონაწილეობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს
წარუდგინონ საკუთარი მოსაზრებები, ხოლო სახელმწიფო ორგანოები ჯეროვან ყურადღებას
უთმობენ წარდგენილ მოსაზრებებს.
ე) გამჭვირვალობა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ორგანოთა ურთიერთობა გამჭვირვალე
და ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ვ) კონსულტირება -
4
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების
შეტანის დროს ტარდება აქტიური კონსულტაციები საზოგადოებრივ ორგანიზაციების ფართო
სპექტრთან.
4. საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის მიზნები და
ამოცანები
წინამდებარე კონცეფცია მიზნად ისახავს, შექმნას საზოგადოებრივი ორგანიზაციების
განვითარებისთვის საჭირო გარემო და გაზარდოს მათი მონაწილეობის ხარისხი ქვეყანაში
მიმდინარე პროცესების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასებისას.
ამ მიზნების მისაღწევად შესასრულებელი ამოცანებია:
საზოგადოებრივი ორგანიზაციების სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო
ინსტიტუციური და ფინანსური გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა
4 .1 .
სახელმწიფო
ხელს
უწყობს
საზოგადოებრივი
ორგანიზაციების
სრულყოფილი
ფუნქციონირებისთვის საჭირო ინსტიტუციური და ფინანსური გარემოს შექმნას, რაც, მათ
შორის, გულისხმობს მოხალისეობის, ინდივიდუალური და კორპორატიული ქველმოქმედების,
საზოგადოებრივი ორგანიზაციების დამხმარე ეკონომიკური საქმიანობის, სახელმწიფო და
თვითმმართველობის
საგრანტო
დაფინანსების
წახალისებას.
საზოგადოებრივი
ორგანიზაციების გარემოს სრულყოფის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს ღია
მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო.
4.2. საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში
სახელმწიფო
შეიმუშავებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ერთიან
მიდგომას, სტრატეგიას, რომელიც შესასრულებლად სავალდებულო იქნება სახელმწიფო
ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის. სახელმწიფოს პოლიტიკის განმსაზღვრელი
და განმახორციელებელი პირები თავიანთი საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას:
ა) უ ზრ უ ნ ვე ლყოფენ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის
დროულად მიწოდებას განსახილველ საკითხთა შესახებ, მათი მონაწილეობის
ფორმისა და სხვა უფლებების მითითებით;
ბ) უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების დასწრებას და მონაწილეობას
მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღების დროს;
გ)
დროულად განიხილავენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივებსა და
პეტიციებს;
5
დ) საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აღმოუჩენენ ყველა შესაძლო და გონივრულ
დახმარებას კვლევების და ანგარიშების მომზადებისას.
5.
საზოგადოებრივი
ორგანიზაციების
განხორციელება და შეფასება
განვითარების
სახელმწიფო
კონცეფციის
საზოგადოებრივი
ორგანიზაციების
განვითარების
სახელმწიფო
კონცეფციის
იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყება არის საქართველოს მთავრობა, რომელიც
შეიმუშავებს კონცეფციის შესრულების სამოქმედო გეგმებს.
საქართველოს მთავრობის მიერ კონცეფციის შესრულების სამოქმედო გეგმის შემუშავება
ხორციელდება საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფართო ჩართულობით, რაც გულისხმობს
ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობას.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის იმპლემენტაციის
შეფასებას ახორციელებს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო.
6
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების
სახელმწიფო კონცეფციის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს
პარლამენტის
დადგენილების
პროექტი
“საზოგადებრივი
ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის შესახებ“ განსაზღვრავს
სახელმწიფოს დამოკიდებულებას საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ, მათი
თავისუფალი განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნის სახელმწიფო პოლიტიკას.
დადგენილება
საფუძვლად
დაედება
საზოგადოებრივი
ორგანიზაციების
განვითარებისათვის საჭირო გარემოს შესაქმნელად განსახორციელებელ ქმედებებს.
საქართველოს
პარლამენტის
დადგენილების
პროექტის
„საზოგადოებრივი
ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის შესახებ“ მომზადება განაპირობა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების კუთხით არსებულმა პრობლემებმა,
საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ორგანოთა შორის თანამშრომლობის
ინსტიტუციონალიზაციის საჭიროებამ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის
შემუშავების ვალდებულება საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 12 დეკემბერს აიღო,
რომლის დროსაც საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის
გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მოგვიანებით შეიქმნა აღნიშნულ
კონცეფციის პროექტზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც აერთიანებდა აქტიურ საზოგადოებრივ
ორგანიზაციებს (მათ შორის საქართველოს რეგიონებში მოქმედ ორგანიზაციებს),
საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს. კონცეფციის პროექტის
შემუშავებაში გამოყენებულ იქნა საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივი
საჭიროებების კვლევა.
ა.ბ) დადგენილების პროექტის მიზანი
საქართველოს
პარლამენტის
დადგენილების
პროექტის
„საზოგადოებრივი
ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის შესახებ“ მიღების შემთხვევაში ის
იქნება საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების პოლიტიკის უმთავრესი
საპროგრამო
დოკუმენტი.
წინამდებარე
კონცეფცია
მიზნად
ისახავს,
შექმნას
საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებისთვის საჭირო გარემო და გაზარდოს მათი
მონაწილეობის ხარისხი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების დაგეგმვის, განხორციელებისა და
შეფასებისას;
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი
1
დადგენილების ძირითადი არსია საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების
სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო
სტანდარტებს და ორიენტირებული იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფალი
განვითარების ხელშეწყობისკენ;
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) ბდადგენილების მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
დადგენილების პროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას;
ბ.ბ) დადგენილების გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე;
ბ.გ) დადგენილების გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
დადგენილების
ხარჯვით ნაწილზე;
პროექტი
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
ბიუჯეტის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
დადგენილების პროექტის მიღება სახელმწიფოს
ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს;
მხრიდან
ახალი
ფინანსური
ბ.ე) დადგენილების მიღების მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება დადგენილების მოქმედება:
დადგენილების პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს;
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
დადგენილების პროექტი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის
შემოღებას არ ითვალისწინებს;
გ)
დადგენილების
სამართლებრივ სტანდარტებთან:
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
გ.ა) დადგენილების მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილების პროექტი შეესაბამება ევროკავშირის სამართალს;
2
გ.ბ) დადგენილების
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
დადგენილების პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
დადგენილების პროექტი შეესაბამება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს;
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი აქტი არ არსებობს;
დ) დადგენილების მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დადგენილების პროექტის შემუშავების
პროცესში:
კონცეფციის პროექტის განხილვა მიმდინარეობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის
სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ფარგლებში,
რომელიც 170-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციას აერთიანებს.
დ.ბ) დადგენილების შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
ე) დადგენილების პროექტის ავტორი: დადგენილების პროექტის ავტორია - ა.(ა).ი.პ.
- „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი: დადგენილების პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრები - გუგული მაღრაძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე,
ეკა ბესელია, კახაბერ კუჭავა და გიორგი კახიანი.
3