საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 10-12 ივნისს და 9-10 ივლისს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ისრაელში ვიზიტების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-20
ბიუროს ნომერი 190
📜 ტექსტი
წერილი
N 12886
19/07/2018
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ეთერ სვიანაიძეს,
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის ბიუროზე წარსადგენად გიგზავნით 2018 წლის 10-12 ივნისსა და
9-10 ივლისს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მიერ ისრაელში განხორციელებული
ორი ვიზიტის ანგარიშს.
დანართი: 5 ფურცელი
პატივისცემით,
თამარ ჩუგოშვილი
ანგარიში
ისრაელის სახელმწიფოში მივლინების ანგარიში (2018 წელი, 9-10 ივლისი)
მივლინებული: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ
ჩუგოშვილის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში.
1. თამარ ჩუგოშვილი, დელეგაციის ხელმძღვანელი;
2. ისკო დასენი, პარლამენტის წევრი;
3. ნინი ფანჯიკიძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის
თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში
მივლინების მიზანი: ქნესეთის მიერ ორგანიზებული კონფერენცია პარლამენტების
ისრაელთან
მეგობრობის
ჯგუფების
თავმჯდომარეებისთვის. გაცნობითი
შეხვედრები ისრაელის ქნესეთში. ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს
ინტერესების და ორმხრივი ურთიერთობების გამყარება და გაღრმავება.
საპარლამენტო
დელეგაციის
ფარლგებში
ისრაელის
სახელმწიფოში
მივლინებულები იყვნენ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი და ისრაელთან
მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, და დეპუტატი,
ისრაელთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ისკო დასენი.
მივლინების ადგილი: იერუსალიმი, ისრაელის სახელმწიფო
მივლინების თარიღი: 2018 წლის 10 ივლისი
მიმდინარე წლის 10 ივლისს, საპარლამენტო დელეგაცია, თავმჯდომარის პირველი
მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით ისრაელის სახელმწიფოში
ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო
ქნესეთის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში პარლამენტის ისრაელთან
მეგობრობის ჯგუფების თავმჯდომარეებისთვის. კონფერენცია ჩატარდა ისრაელის
სახელმწიფოს და ქნესეთის დაარსების 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ეს
გახლდათ პირველი მსგავსი ფორმატის კონფერენცია, რომელშიც წარმოდგენილი
იყო 30-ზე მეტი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია. ოფიციალური ვიზიტის
ფარგლებში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ასევე ისაუბრა მრგვალი
მაგიდის ფორმატის და პანელ დისკუსიაში.
ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთი (პარლამენტი) მასპინძლობდა სხვადასხვა
ქვეყნის პარლამენტებში ისრაელთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს და
ჯგუფის
წევრებს.
საქართველო,
როგორც
ისრაელის
სახელმწიფოს
განსაკუთრებული მეგობარი, მონაწილეობდა სპეციალურ პანელურ დისკუსიაში
"ისრაელი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების ასპარეზზე", რომელშიც სულ
სამი ქვეყნის იყო წარმომადგენელი და
მიწვეული. დისკუსია შეეხებოდა
პარლამენტების
როლს
ისრაელის
სახელმწიფოს
მხარდაჭერის
და
პოზიციონირების კუთხით. ორ ქვეყანას შორის არსებობს ძალიან კარგი
თანამშრომლობა. ბოლო წლებში, ასევე გაძლიერდა პარლამენტებს შორის
ურთიერთობები და ეს ინტენსიური კავშირები ხელს შეუწყობს ისარელის
სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას სხვადასხვა
სფეროში, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, რაც ძალიან
მნიშვნელოვანია საქართველოს გაძლიერებისათვის.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ
ჩუგოშვილმა მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში "მულტიკულტურული საზოგადოება".
ისრაელის ქნესეთში გამართულ შეხვედრებს საპარლამენტო დელეგაციასთან
ერთად, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი
ელჩი პაატა კალანდაძეც ესწრებოდა.
ნინი ფანჯიკიძე
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის
თანაშემწე საგარეო ურთიერთობების საკითხებში
ანგარიში
ისრაელის სახელმწიფოში მივლინების ანგარიში (2018 წელი, 10-12 ივნისი)
მივლინებული: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ
ჩუგოშვილის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში.
1. თამარ ჩუგოშვილი, დელეგაციის ხელმძღვანელი;
2. ნინი ფანჯიკიძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის
თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში
მივლინების მიზანი: ისრაელის სახელმწიფოს შექმნის 70 წლის იუბილის
საპატივსაცემოდ ამერიკულ-ებრაული კომიტეტის მიერ (AJC American Jewish
Committee) გამართულ ფორუმში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ მინისტრის
ნაცვლად.
შეხვედრა
ამერიკულ-ებრაული
კომიტეტის
აღმასრულებელ
დირექტორთან, დევიდ ჰარისთან. შეხვედრები ისრაელის ქნესეთში, კერძოდ
შეხვედრა, მშენებლობის მინისტრის მოადგილესთან, ჯეკი ლევთან; შეხვედრა
ისრაელის ქნესეთის წევრთან - დევიდ ბიტანთან; შეხვედრა ისრაელის ქნესეთის
ვიცე-სპიკერთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან ხილიკ ბართან, პარტია ქულანუს მმართველობის წევრ აქრამ ხასონთან და
მშენებლობის მინისტრის მოადგილესთან ჯეკი ლევთან.
მივლინების ადგილი: იერუსალიმი, ისრაელის სახელმწიფო
მივლინების თარიღი: 2018 წლის 10-12 ივნისი
ისრაელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ქნესეთში საკანონმდებლო და
აღმასრულებელ ხელისუფლებათა წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
თამარ ჩუგოშვილი იერუსალიმს ისრაელის სახელმწიფოს 70 წლისადმი მიძღვნილ,
ამერიკის ებრაელთა კომიტეტის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის
მისაღებად ეწვია, თუმცა როგორც ისრაელთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის
ხელმძღვანელმა ვიზიტის ნაწილი ისრაელ-საქართველოს ურთიერთობების
გაღრმავებაზე მოლაპარაკებებს დაუთმო.
პირველი შეხვედრა ქართულმა დელეგაციამ ქნესეთის ვიცე-სპიკერთან,
საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ხილიკ ბართან
გამართა, სადაც აღინიშნა, რომ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები
უმნიშვნელოვანესი რგოლია ორი ქვეყნის ურთიერთობებში და მის ფარგლებში
თანამშრომლობა დღითიდღე ღრმავდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შეხვედრები
ჰქონდა, აგრეთვე, მმართველი პარტიის გავლენიან დეპუტატთან, დავიდ
ბიტანთან, მმართველი კოალიციისა და პარტია „ქულანუს“ წევრ აქრამ ხასონთან,
მთავრობის საგარეო ურთიერთობათა კურატორ მაიკლ ორენთან და მშენებლობის
მინისტრის მოადგილე ჯეკი ლევისთან, ქნესეთში ახალი ფრაქციის
ხელმძღვანელთან
ორლი
ლევისთან
და
ფინანსთა
სამინისტროს
წარმომადგენელთან. გადაწყდა, რომ ისრაელიდან საქართველოს ეწვევა
წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელიც ქართულ მხარესთან სხვადასხვა
მიმართულებით (ჰაი ტეკი, სამუშაო ვიზები, ლეგალური მიგრაცია, ეკონომიკა...)
თანამშრომლობის გააქტიურებაზე იმუშავებს, ხოლო თამარ ჩუგოშვილი ივლისში
კვლავ ეწვევა ისრაელს, ქნესეთში მეგობართა ჯგუფების კონფერენციაში
მონაწილეობისთვის.
12 ივნისს თამარ ჩუგოშვილმა იერუსალიმში მონაწილეობა მიიღო ამერიკის
ებრაელთა კომიტეტის საერთაშორისო ფორუმში, რომელსაც ესწრებოდა 3000
დელეგატი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისრაელიდან და მსოფლიო
ებრაელობიდან. მათ შორის იყვნენ ისრაელის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი,
ავსტრიის კანცლერი, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი და სხვა ოფიციალური
პირები.
თამარ ჩუგოშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა
საქართველოს როლზე დიდ ალიაში, ურთიერთობებზე ისრაელთან, მსოფლიო
ებრაელობასა და აშშ-თან, საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და მისი
განვითარების გზაზე. ასევე საქართველო - ისრაელის ურთიერთობებზე;
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით,
საქართველო იყო პირველი ქვეყანა საბჭოთა კავშირში, რომელმაც კარი გაუღო
მსოფლიო ებრაულ სააგენტოს (სოხნუთს) და ხელი შეუწყო დიდ ალიას საბჭოთა
კავშირიდან.
ქნესეთის წევრთა შეფასებით, ფორუმზე საქართველოს წარმომადგენლის
შეხვედრები იყო ფრიად საინტერესო, ვინაიდან ყურადღება გამახვილდა ორმხრივ
ინტერესებსა და ურთიერთობებში ყველაზე აქტუალურ საკითხებზე.
ქნესეთის ვიცე-სპიკერის, ხილიკ ბარის თქმით, ეს ის იშვიათი შემთხვევაა ყოფილი
საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, როდესაც საქმე გვაქვს საკითხებისადმი
კონკრეტულ და რეალურ მიდგომებთან, რაც დასავლური პოლიტიკისთვისაა
დამახასიათებელი.
ისრაელის სახელმწიფოს შექმნის 70 წლის იუბილის საპატივსაცემოდ ამერიკულებრაული კომიტეტის მიერ (AJC American Jewish committee) გამართულ ფორუმში
საქართველოს მონაწილეობა ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ როგორც
ამერიკელებს, ასევე ებრაელებს ვესაუბროთ მათი ქვეყნების საქართველოსთან
სტრატეგიული
თანამშრომლობის
და
პარტნიორობის
გაგრძელების
აუცილებლობაზე, იმ მრავალსაუკუნოვან გამოცდილებაზე, რომელიც ორ
სახელმწიფოს ერთმანეთთან აკავშირებს. ფორუმის დროს პარლამენტის ვიცე
სპიკერმა ხაზი გაუსვა საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონალურ
უსაფრთხოებასთან შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში, ასევე რუსეთის მიერ
საქართველოს ოკუპაციას. საუბრა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული
შტატების ურთიერთობებზე.
საქართველოს პარლამენტსა და ისრაელის ქნესეთს შორის თანამშრომლობა,
როგორც პოლიტიკურად ასევე ეკონომიკური განვითარების, ინვესტიციების თუ
ტურიზმის გაღრმავების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.
ნინი ფანჯიკიძე
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის
თანაშემწე საგარეო ურთიერთობების საკითხებში